სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება შესაძლოა, კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
”მე მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს”, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეაჩეროს.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და რუსეთის შუამავლობით მხარეები რამდენჯერმე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, კონფლიქტის ზონაში, ამ დრომდე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ომს ასობით სამხედრო და ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
კაი კაცო,რა მოუნდა ფაშინიანს?რუსი სამშვიდობოების ჩაყენება მისთვის გამარჯვებას ნიშნავს.თურქმა სამშვიდობოებმა რა დააშავეს?
კაი კაცო... და, დარწმუნებული ხარ რომ რუსებს ყავთ სამშვიდობოები?... ეგ თქვენი „სამშვიდობოები“ ჩვენთან „დიდი ხანია იცავდნენ მშვიდობას“ მაგრამ შემდეგ სულმა წასძლია და „დაიღალა მშვიდობიანობით“ და საქართველოს 20% წაიღო, შხამად ერგოს...