მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაჭახელას ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო
მაჭახელას ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა­ში "ეთ­ნო­სოფ­ლის" მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. პრო­ექ­ტი ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ის­ტო­რი­ი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვას, ამა­ვე დროს არ­სე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღეს, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მა­ჭა­ხე­ლას სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რაც 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა. მა­ჭა­ხე­ლას სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში სა­მუ­შაო და სა­ექ­სპო­ზი­ციო სივ­რცე­ე­ბი და სა­კონ­ფე­რენ­ციო ოთა­ხი გან­თავ­სდე­ბა.

"ეთ­ნო­სო­ფე­ლი" გათ­ვლი­ლია ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ზრდა­ზე, გა­რე­მოს დაც­ვა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბა­საც.

მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, ეკო­სის­ტე­მით მდი­და­რი ეროვ­ნუ­ლი პარ­კით, ჩანჩქე­რე­ბი­თა და სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბის­თვის და­ცუ­ლი ლან­დშაფ­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე მუ­შა­ობს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მაჭახელას ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ხეობაში "ეთნოსოფლის" მშენებლობა დაიწყო. პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას, ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

დღეს, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მაჭახელას საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რაც 2021 წლის სექტემბერში დასრულდება. მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება.

"ეთნოსოფელი" გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც.

მაჭახელას ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ეკოსისტემით მდიდარი ეროვნული პარკით, ჩანჩქერებითა და საპიკნიკე ადგილებით. აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების ფონდი მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.

NS

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2906 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა

გორთან მომხდარ ავარიას როლანდ ახალაიას ძმიშვილი ემსხვერპლა - "უმძიმესი დილა გათენდა"