მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU ცოდნის ბანკი - სტუდენტის ციფრული მეხსიერებაა, რომელიც მათ პროდუქტიულობას მაქსიმალურად ზრდის
BTU ცოდნის ბანკი - სტუდენტის ციფრული მეხსიერებაა, რომელიც მათ პროდუქტიულობას მაქსიმალურად ზრდის

ცოდ­ნის ბან­კი - პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0–ის ფარ­გლებ­ში Edtech–ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­ა­ნონ­სა, სტუ­დენ­ტებ­ში ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მას­თან წვდო­მა BTU-ს 600-ზე მეტ სტუ­დენტს უკვე აქვს და ეს რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით: მო­ბი­ლუ­რით, პლან­შე­ტით, პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ეს არის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სტუ­დენ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ მეხ­სი­ე­რე­ბას და სხვა­დას­ხვა მო­წი­ნა­ვე ინ­დუსტრი­ის გარ­შე­მო სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­რე­ბის მიერ შექ­მნილ ლი­ტე­რა­ტუ­რას, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, სტა­ტი­ებს, ვი­დე­ო­ებს და სხვა მა­სა­ლას აერ­თი­ა­ნებს. ატ­ვირ­თუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­ლდე­ბა. პლატ­ფორ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სტუ­დენტს, შექ­მნას პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო, გა­ა­კე­თოს ჩა­ნა­წე­რე­ბი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ამ­დიდ­როს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ით.

„ცოდ­ნის ბან­კის“ ამ­ბა­სა­დო­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აშშ-ს „სი­ლი­კონ ვე­ლი­ში“ შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო აპ­ლი­კა­ცია „Notion“-ის პლატ­ფორ­მის ბა­ზა­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

„ცოდ­ნის ბან­კი, იგი­ვე სტუ­დენ­ტის ციფ­რუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა ფარ­თო ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბით უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს. აზ­რე­ბის, ჩა­ნა­წე­რე­ბის, პოდ­კას­ტე­ბის, სტა­ტი­ე­ბის, ასე­ვე წამ­ყვა­ნი ინ­დუსტრი­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და უბ­რა­ლოდ ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ნე­ბის­მი­ე­რი ციფ­რუ­ლი მა­სა­ლის შე­ნახ­ვა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია. ესაა ერ­თი­ა­ნი ციფ­რუ­ლი სა­მუ­შაო სივცრე, სა­დაც არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, არა­მედ ჩვენს გუნდთან ერ­თად შეგ­ვიძ­ლია ვი­მუ­შა­ოთ. ის არამ­ხო­ლოდ ინა­ხავს ჩვენ მიერ მი­წო­დე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ჩა­ნა­წერ­სა თუ იდე­ას, არა­მედ მათ ავ­ტო­მა­ტურ კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა­საც ახ­დენს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ პლატ­ფორ­მა სწავ­ლე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამარ­ტი­ვებს, გვეხ­მა­რე­ბა დრო­ის და­ზოგ­ვა­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გაზ­რდა­ში,“ – გან­მარ­ტავს „ცოდ­ნის ბან­კის“ ამ­ბა­სა­დო­რი, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნი­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ ნატ­როშ­ვი­ლი.

„ცოდ­ნის ბან­კი სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს გვქონ­დეს უწყვე­ტი წვდო­მა მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბად ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. ამ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შევ­ქმნათ ჩვე­ნი სა­მუ­შაო სივ­რცე და არას­დროს ჩა­მოვ­რჩეთ მსოფ­ლიო ტრენ­დებს ბიზ­ნე­სის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მე­წარ­მე­ო­ბი­სა და სხვა მრა­ვა­ლი დარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და ამავდრო­უ­ლად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ვიყო მსგავ­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე პრო­ექ­ტის ამ­ბა­სა­დო­რი,“ – აღ­ნის­ნავს „ცოდ­ნის ბან­კის“ ამ­ბა­სა­დო­რი, BTU-ს სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.

კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, 5 წლის შემ­დეგ, ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ 3% ამახ­სოვ­რდე­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად შე­იქ­მნა პლატ­ფორ­მა Notion, მის ბა­ზა­ზე კი – „ცოდ­ნის ბან­კი“. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად. „ცოდ­ნის ბან­კი“ ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს მო­ახ­დი­ნოს იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის ერთი გა­რე­მო­დან მარ­თვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

BTU ცოდნის ბანკი - სტუდენტის ციფრული მეხსიერებაა, რომელიც მათ პროდუქტიულობას მაქსიმალურად ზრდის

BTU ცოდნის ბანკი - სტუდენტის ციფრული მეხსიერებაა, რომელიც მათ პროდუქტიულობას მაქსიმალურად ზრდის

ცოდნის ბანკი - პროექტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში Edtech–ის მიმართულებით დააანონსა, სტუდენტებში ძალიან მოთხოვნადია. საგანმანათლებლო პლატფორმასთან წვდომა BTU-ს 600-ზე მეტ სტუდენტს უკვე აქვს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობით: მობილურით, პლანშეტით, პერსონალური კომპიუტერითაა შესაძლებელი.

ეს არის მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. ატვირთული ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.

„ცოდნის ბანკის“ ამბასადორების განმარტებით, ეს არის საქართველოში უპრეცედენტო პროექტი, რომელიც აშშ-ს „სილიკონ ველიში“ შექმნილი სამუშაო აპლიკაცია „Notion“-ის პლატფორმის ბაზაზე ფუნქციონირებს.

„ცოდნის ბანკი, იგივე სტუდენტის ციფრული მეხსიერება ფართო ფუნქციონალის დახმარებით უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. აზრების, ჩანაწერების, პოდკასტების, სტატიების, ასევე წამყვანი ინდუსტრიების ლიტერატურისა და უბრალოდ ჩვენთვის საინტერესო ნებისმიერი ციფრული მასალის შენახვა მთელი ცხოვრების განმავლობაში შესაძლებელია. ესაა ერთიანი ციფრული სამუშაო სივცრე, სადაც არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ ჩვენს გუნდთან ერთად შეგვიძლია ვიმუშაოთ. ის არამხოლოდ ინახავს ჩვენ მიერ მიწოდებულ ნებისმიერ ჩანაწერსა თუ იდეას, არამედ მათ ავტომატურ კლასიფიცირებასაც ახდენს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ პლატფორმა სწავლებისა და მუშაობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, გვეხმარება დროის დაზოგვასა და პროდუქტიულობის გაზრდაში,“ – განმარტავს „ცოდნის ბანკის“ ამბასადორი, ბიზნესისა და ტექნილოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ნატროშვილი.

„ცოდნის ბანკი სტუდენტებს შესაძლებლობას გვაძლევს გვქონდეს უწყვეტი წვდომა მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან. ამ პლატფორმის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი სამუშაო სივრცე და არასდროს ჩამოვრჩეთ მსოფლიო ტრენდებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, მეწარმეობისა და სხვა მრავალი დარგის მიმართულებით. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, პასუხისმგებლობაა ვიყო მსგავსი მნიშვნელობის მქონე პროექტის ამბასადორი,“ – აღნისნავს „ცოდნის ბანკის“ ამბასადორი, BTU-ს სტუდენტი გიორგი მგალობლიშვილი.

კვლევების თანახმად, 5 წლის შემდეგ, ადამიანს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 3% ამახსოვრდება. სწორედ აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად შეიქმნა პლატფორმა Notion, მის ბაზაზე კი – „ცოდნის ბანკი“. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ციფრული ინსტრუმენტი პროდუქტიულობის გასაზრდელად. „ცოდნის ბანკი“ ასევე, შესაძლებლობას აძლევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მოახდინოს იდეების განვითარების მონიტორინგი და მასშტაბური პროექტების ერთი გარემოდან მართვა.