პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სურათები იყრება სოციალურ ქსელში - ისევ თავშეყრა, ისევ ქეიფი და ქორწილი.. თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან" - ამირან გამყრელიძე
"სურათები იყრება სოციალურ ქსელში - ისევ თავშეყრა, ისევ ქეიფი და ქორწილი.. თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან" - ამირან გამყრელიძე

სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ფი­ცირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, დღე­ვან­დე­ლი დი­ლის­თვის ასე­თი 123-ია, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა, იყოს გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვა­ში, მაგ­რამ ზო­გა­დად, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ამას უძ­ლებს და პი­კურ დატ­ვირ­თვა­საც გა­უძ­ლებს.

„სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან სიმპტო­მე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი 1731-დან 70% -1272 გახ­ლავთ სიმპტო­მე­ბი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ზი­ან­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. დღე­ვან­დე­ლი დი­ლის­თვის 123-ია ასე­თი. სამ­წუ­ხა­როდ, იცით, რომ გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა ერთი ჩვე­ნი კო­ლე­გა, სას­წრა­ფოს ექი­მი. ასე­ვე, სხვა რის­კჯ­გუ­ფებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 299 ადა­მი­ა­ნი არის და­დე­ბი­თი.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, სი­ტუ­ა­ცია არ არის მარ­ტი­ვი არც გლო­ბა­ლუ­რად, არც ევ­რო­პა­ში და არც ჩვენ­თან. ეპი­დე­მია შე­სუ­ლია აქ­ტი­ურ, ინ­ტენ­სი­ურ ფა­ზა­ში. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბა ოთხნიშ­ნა რი­ცხვია უკვე, ამ ეტა­პამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თვა­დია. და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვა­რია, რაც მე­ო­რე ტალ­ღა და­ი­წყო და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მი­უ­ხე­და­ვად შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდი­სა, უძ­ლებს ამ დატ­ვირ­თვას.

რა თქმა უნდა, ხარ­ვე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ან გარ­კვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არის, მაგ­რამ ზო­გა­დად, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ამას უძ­ლებს და პი­კურ დატ­ვირ­თვა­საც გა­ვუძ­ლებთ.

გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ოდ­ნავ არის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის რა­ღაც ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა. ალ­ბათ, თქვენც ამ­ჩნევთ ქუ­ჩებ­ში, შე­ნო­ბებ­ში, რომ კულ­ტუ­რა პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირ­ბა­დის ტა­რე­ბის და ეს კულ­ტუ­რა მყა­რად და­ი­ნერ­გე­ბა, მა­შინ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ სულ მცი­რე გა­ვა­ნა­ხევ­რებთ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა დღი­ურ რა­ო­დე­ნო­ბას. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, დის­ტან­ცია და არა დიდი შეკ­რე­ბე­ბი! ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი სუ­რა­თე­ბი იყ­რე­ბა ხოლ­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისევ დიდი თავ­შეყ­რა, ისევ დიდი ქე­ი­ფი, დიდი და­ბა­დე­ბის დღე თუ ქორ­წი­ლი, ეს კარ­გია, მაგ­რამ თავი შე­ვი­კა­ვოთ ამ თავ­შეყ­რე­ბის­გან“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
7

უმორჩილესად გთხოვთ ყველამ ატაროთ პირბადე, რადგან ევროპის ქვეყნებში დაუმორჩილობისა და უკულტურობის გამო არა ატარებენ მას, რაც იწვევს კოვიდიანობას მოსახლეობისა. ატარეთ ყველამ, რომ ამ ტყუილისა და თაღლითობის მედიცინას სალაპარაკო მოუსპოთ. ეს შესაძლებელია? არა, რადგან ესააა დახვეწილი ტყუილის სისტემა. მთლიანად ესააა ეს მედიცინა და ყველაფერია შესაძლებელი, გარადა ტყუილის ლოგიკის დამარცხებისა.

ილია
2

შე დალოცვილო ქუჩაში პირბადის ტარებაზე რეკომენდაცია კიარ უნდა ფასცეთ უნდა დაავალოთ და დააჯარიმოთ წესების დამრღვევები. რეკომენდაცია რო ესმოდეს ხალხს ასეთი ამბავი ხომ არ იქნებოდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სურათები იყრება სოციალურ ქსელში - ისევ თავშეყრა, ისევ ქეიფი და ქორწილი.. თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან" - ამირან გამყრელიძე

"სურათები იყრება სოციალურ ქსელში - ისევ თავშეყრა, ისევ ქეიფი და ქორწილი.. თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან" - ამირან გამყრელიძე

სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შესაძლოა, იყოს გარკვეული ხარვეზები კორონავირუსის მართვაში, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს.

„სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული არიან სიმპტომებიანი ადამიანები 1731-დან 70% -1272 გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე, სხვა რისკჯგუფებში დაახლოებით 299 ადამიანი არის დადებითი.

რომ შევაჯამოთ, სიტუაცია არ არის მარტივი არც გლობალურად, არც ევროპაში და არც ჩვენთან. ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება ოთხნიშნა რიცხვია უკვე, ამ ეტაპამდე ეს ყველაფერი მართვადია. დაახლოებით თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის სისტემა მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, უძლებს ამ დატვირთვას.

რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს, ან გარკვეული შემთხვევები, სადაც უკმაყოფილება არის, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ.

გარკვეულწილად შემიძლია ვთქვა, რომ ოდნავ არის სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა. ალბათ, თქვენც ამჩნევთ ქუჩებში, შენობებში, რომ კულტურა პირბადის გამოყენების საკმაოდ გაიზარდა. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირბადის ტარების და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირების შემთხვევათა დღიურ რაოდენობას. პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცია და არა დიდი შეკრებები! ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი სურათები იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი, ეს კარგია, მაგრამ თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"განხილვის პროცესშია შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის შეზღუდვები და ბევრი სხვა" - ამირან გამყრელიძე

გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდგინდა

"ზომები რომ გავამკაცრე მერე დავინფიცირდი... ორი დღე ავყევი ნერვებს და ბევრს ვტიროდი" - ინფექციურის შემდეგ ნათია დუმბაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს