მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას? - ჯანმო, პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე, AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად პასუხობს
როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას? - ჯანმო, პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე, AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად პასუხობს

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვლა, კა­რან­ტი­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რი/ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია, სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ჩე­რე­ბა - ეს 2020 - კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის წე­ლი­წა­დია, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით, ბოლო არ უჩანს. რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბას, რო­გორ ებ­რძვის სა­ქარ­თვე­ლო შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას და რო­დის შე­იძ­ლე­ბა, ვე­ლო­დოთ ვაქ­ცი­ნას?

  • AMBEBI.GE-ს პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პა­სუ­ხე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად გას­ცა.

- უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მსოფ­ლიო Covid-19- ს ებ­რძვის. თა­ვი­დან ვირუ­სის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს პან­დე­მი­ის უკვე მე­ო­რე ტალ­ღას­თან უწევს გამ­კლა­ვე­ბა. რა გვას­წავ­ლა კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად გან­ვლილ­მა თვე­ებ­მა - რა ვი­ცით ახლა, რაც წლის და­სა­წყის­ში არ ვი­ცო­დით და გა­მოთ­ვლი­ლი აქვს თუ არა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის რამ­დე­ნი და რამ­დე­ნად ძლი­ე­რი ტალ­ღის გავ­ლა მო­უ­წევს კა­ცობ­რი­ო­ბას?

- პან­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად ვის­წავ­ლეთ, რა მუ­შა­ობს. ჩვენ არ ვართ იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­გორ­შიც გა­ზა­ფხულ­ზე ვი­ყა­ვით: ახლა ვი­ცით, თუ რო­გორ უნდა ვაქ­ცი­ოთ სა­მიზ­ნედ თა­ვად ვირუ­სი და არა სა­ზო­გა­დო­ე­ბა; ვი­ცით, რო­გორ უნდა გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გა­და­ცე­მა; უფრო მეტი ვი­ცით იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ COVID-19-ის მძი­მე შემ­თხვე­ვებს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი უკე­თე­სად არი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი, პერ­სო­ნა­ლი კი უკეთ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, თუ რო­გორ უნდა მო­ე­პყრან კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს, ხალ­ხი უფრო კარ­გად იც­ნობს რის­კებს და მათი შემ­ცი­რე­ბის მე­თო­დებს; ახლა ბევ­რად უკე­თე­სად შეგ­ვიძ­ლია, და­ვიც­ვათ ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი და ეფექ­ტი­ა­ნად შე­ვამ­ცი­როთ რო­გორც შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი, ასე­ვე - სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა.

  • თუ ქვეყ­ნე­ბი ტეს­ტი­რე­ბას ჩა­ა­ტა­რე­ბენ ყვე­ლა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა­ზე და COVID და­დე­ბი­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის იზო­ლი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ, თუ ისი­ნი და­ად­გე­ნენ და კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ მათ კონ­ტაქ­ტებს, თუ ყვე­ლა და­ი­ცავს ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა­სა და ცე­მი­ნე­ბი­სა თუ ხვე­ლის დროს ქცე­ვის წე­სებს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ფი­ზი­კურ დის­ტან­ცი­ას და ატა­რებს ნი­ღაბს, გა­და­ცე­მის ჯაჭ­ვე­ბი გა­წყდე­ბა.

ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ პროგ­ნო­ზე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის მი­აღ­წევს პიკს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­ში, არც იმა­ზე, თუ სად და რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დგომ მა­ტე­ბას. ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ­ნი ვართ გა­და­ცე­მის შემ­ცი­რე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. ჩვე­ნი გზავ­ნი­ლია, რომ ამ პან­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ მთავ­რო­ბე­ბი და რას მო­ი­მოქ­მე­დებს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მელ ეტაპ­ზეა ესა თუ ის ქვე­ყა­ნა, COVID-19-ის კრი­ზი­სის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა არას­დრო­საა გვი­ა­ნი. ძლი­ე­რი ლი­დე­რო­ბით, მკა­ფიო და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სტრა­ტე­გი­ით, თან­მიმ­დევ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­თა და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და უნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბით, სი­ტუ­ა­ცი­ის შე­მობ­რუ­ნე­ბა არას­დრო­საა გვი­ა­ნი.

გან­სა­კუთ­რე­ბით ამ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ხალ­ხი ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო ვი­თა­რე­ბით მე­ტის­მე­ტად გა­დაღ­ლი­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ქვეყ­ნის სტრა­ტე­გია COVID-19-ის აღ­საკ­ვე­თად იყოს რო­გორც მეც­ნი­ე­რუ­ლად გა­მარ­თუ­ლი, ასე­ვე კულ­ტუ­რუ­ლად მი­სა­ღე­ბი, ხალ­ხის არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რი ტან­ჯვის, აღ­ქმე­ბი­სა და შეშ­ფო­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

- არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა და რო­დის იქ­ნე­ბა ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის - ზოგი წლის ბო­ლო­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, სხვე­ბი - მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე. შე­გიძ­ლი­ათ აღ­წე­როთ ერთი მხრივ, ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რი, მე­ო­რე მხრივ კი - სა­უ­კე­თე­სო?

- ამა­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბა ყო­ველ­თვის მაც­დუ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ამ­ჟა­მად ექ­სპერ­ტე­ბის და ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის თავ­მოყ­რა­ზეა, რათა ჩვე­ნი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და მათი ხალ­ხის­თვის წი­ნამ­ძღო­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვა შევ­ძლოთ.

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის მოქ­მე­დე­ბის მას­შტა­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვა, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა და სა­ა­ვად­მყო­ფოს მომ­სა­ხუ­რე­ბა არ­სე­ბი­თი სა­კი­თხე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფრთხი­ლად ოპ­ტი­მის­ტე­ბი ვართ, ამ პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ უნდა ვენ­დოთ მხო­ლოდ მო­მა­ვალ ვაქ­ცი­ნებს; უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც ხელთ უკვე გვაქვს. ეს გუ­ლის­ხმობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ზო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას: შემ­თხვე­ვე­ბის მო­ძი­ე­ბას, იზო­ლი­რე­ბას, შე­მოწ­მე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას; მათი კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნას. ინ­დი­ვი­დე­ბის­თვის ეს ნიშ­ნავს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის და­სა­ცა­ვად. ეს გუ­ლის­ხმობს სხვე­ბის­გან ფი­ზი­კუ­რი და­შო­რე­ბის დაც­ვას, ხე­ლე­ბის და­ბა­ნას/გაწ­მენ­დას, ხალ­ხმრა­ვალ და და­ხუ­რულ ად­გი­ლებ­ზე ყოფ­ნის­გან თა­ვი­დან არი­დე­ბას და პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, სა­დაც და რო­დე­საც ეს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი? ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ვირუ­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ად 30 იან­ვარს გა­მო­ა­ცხა­და; 10 თვის შემ­დეგ ვი­ცით, რა არის სა­ჭი­რო ვირუ­სის კონ­ტრო­ლის­თვის. ვიდ­რე ამ ვირუ­სის­გან საფრ­თხე არ შემ­ცირ­დე­ბა, უნდა ვის­წავ­ლოთ ცხოვ­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ამ "ახალ ნორ­მა­ლურ“ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩვენ­თვის უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლა იმ ზო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის აღ­კვე­თის კუ­თხით ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ფრთხი­ლად ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყუ­რებს იმას, რომ მალე მსოფ­ლი­ო­ში უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის­თვის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ყვე­ლა მო­წყვლა­დი ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას სა­ჭი­რო დო­ზე­ბით, დრო და ასე­ვე, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა დას­ჭირ­დე­ბა. ვიდ­რე საკ­მა­რი­სი დო­ზე­ბი იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რათა მთლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაც­ვა მოხ­დეს, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ცნო­ბი­ლი ზო­მე­ბის დაც­ვა, რათა და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი შე­ვამ­ცი­როთ.

- ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და "ლო­ქ­და­უ­ნის“ დრო­უ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა ამ­ჟა­მად ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი ქვე­ყა­ნა­ში 1000-ს აღე­მა­ტე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის ხელ­საყ­რე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სის­ტე­მა­ში სა­წოლ­ფონ­დი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. რო­გორ აფა­სებს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და მთავ­რო­ბის მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს? რა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი რჩე­ვა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია, მი­ვი­ღოთ თქვენ­გან?

- მარ­თლაც, გა­სულ გა­ზა­ფხულ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან სწრა­ფად და მტკი­ცედ იმოქ­მე­და "ლო­ქ­და­უ­ნის“ ზო­მე­ბის შე­მო­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით, COVID-19 შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის შე­სა­ჩე­რებ­ლად. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის დაც­ვა იყო, რო­მელ­საც მა­შინ COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რად მზარდ რა­ო­დე­ნო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბის საქ­მე­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი ჰქონ­და.

მას შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა და ამ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ მოქ­მე­დე­ბა გა­ა­აქ­ტი­უ­რა. მა­გა­ლი­თად, გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 PCR ტესტს ატა­რებ­და, დღე­ი­სათ­ვის დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ტეს­ტი ტარ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 300-მდე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, 17 000-ზე მეტი სა­წო­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მათი მე­ო­თხე­დი სპე­ცი­ა­ლუ­რად COVID-19 პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 60% და­ეთ­მო COVID-19-ის შემ­თხვე­ვებს; ჯან­დაც­ვი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ის პერ­სო­ნა­ლი გა­იწ­ვრთნა შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის, ასე­ვე, ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და კონ­ტრო­ლის სა­კი­თხებ­ში; ქვე­ყა­ნამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (PPE) მა­რა­გი, რაც ზო­გი­ერ­თი გარე დახ­მა­რე­ბით კი­დევ უფრო გან­მტკიც­და.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­მე­ზობ­ლო და გა­ფარ­თო­ე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატ­თან (DG NEAR) თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რათა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის PPE აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 მი­ლი­ო­ნი ერ­თე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მი­წო­დე­ბუ­ლი, რაც ფრონ­ტის ხაზ­ზე მყოფ ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებს და­უ­რიგ­დათ. ამ დრო­ის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და 5000-ზე მეტი ოთა­ხი 102 სა­კა­რან­ტი­ნო სას­ტუმ­რო­ში. ყვე­ლა ეს მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და კონ­ტრო­ლის­თვის, რაც მთავ­რო­ბას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის კუ­თხით და თა­ვი­დან აი­რი­დოს სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის ზო­მე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა.

ამას­თან ერ­თად გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი კვლავ მოქ­მე­დებს. რე­გი­ო­ნუ­ლი ”ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბის” მზარდ რა­ო­დე­ნო­ბას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, ტეს­ტი­რე­ბის, იზო­ლა­ცი­ის, კონ­ტაქ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვი­სა და კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნის კუ­თხით. ჯან­მო ასე­ვე ხელს უწყობს PHC (პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ნიტ­რა­უ­ლი დახ­მა­რე­ბა) სერ­ვი­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მსუ­ბუ­ქი შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის ჩათ­ვლით. მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის და­სა­ფა­რად ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭე­რენ ახა­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის და ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ტრე­ნინგს COVID-19-თან ბრძო­ლა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

- ამ ცოტა ხნის წინ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა თქვა: "თუ სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, მალე შევ­ძლებთ პან­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბას. თუ არა, ის ჩვენ­თან დარ­ჩე­ბა ძა­ლი­ან დიდ­ხანს", - რა არის ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და, მე­ო­რე მხრივ, მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- შემ­თხვე­ვე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი შემ­ცი­რე­ბა ან მა­ტე­ბა, რო­მელ­საც ვხე­დავთ, ეპი­დე­მი­ის ბუ­ნებ­რი­ვი პროგ­რე­სი­რე­ბის გამო არ ხდე­ბა. ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, ქვეყ­ნე­ბი­სა და ხალ­ხის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გია. თუ სწო­რად ვი­მოქ­მე­დებთ, გა­და­ცე­მა შე­ნელ­დე­ბა, თუ ზო­მე­ბის დაც­ვა­ში სი­სუს­ტეს გა­მო­ვი­ჩენთ, ვირუ­სი კვლავ გაძ­ლი­ერ­დე­ბა. მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში სი­ტუ­ა­ცია ასე გაგ­რძელ­დე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კიც გაგ­რძელ­დე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ავა­დო­ბის დონე ამ დრო­ის­თვის შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. სა­ჭი­როა ვირუ­სის მდგრა­დი კონ­ტრო­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ჩა­რე­ვე­ბის მკაც­რი გა­მო­ყე­ნე­ბის გზით.

მოქ­მე­დე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა გვი­ა­ნი არას­დრო­საა. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ეს ნიშ­ნავს, რომ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც ამ­ჟა­მად გვაქვს ხელთ: შემ­თხვე­ვა­თა აღ­მო­ჩე­ნა, იზო­ლი­რე­ბა, ტეს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა; კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა და მათი კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნა.

ამას­თა­ნა­ვე, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ არის. მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ძა­ლის­ხმე­ვის ნა­წი­ლია. ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და იზო­ლი­რე­ბა­ში, ისე­ვე, რო­გორც კონ­ტაქ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა­ში. მხო­ლოდ გა­და­ცე­მის ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტით შევ­ძლებთ COVID-19-ის შე­ჩე­რე­ბას. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, იზ­რუ­ნოს სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბის და­ბა­ნა­ზე, ხვე­ლის დაბ­ლოკ­ვა­ზე, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან უსაფრ­თხო დის­ტან­ცი­ის დაც­ვა­ზე და, სა­დაც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე. ვი­ცით, რომ ეს მარ­ტი­ვი ზო­მე­ბი და­გი­ცავთ თქვენ და თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. ყვე­ლა "ინფლუ­ენ­სერ­სა“ და ჟურ­ნა­ლისტს შე­უძ­ლია, ისა­უბ­როს ფაქ­ტებ­ზე, შე­ე­ხოს ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­ქმებს და წა­ა­ხა­ლი­სოს დამ­ცა­ვი ქმე­დე­ბე­ბი. ეს მი­უ­თი­თებს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე სხვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ; ამას­თა­ნა­ვე, ჯან­მრთე­ლო­ბის, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რის მი­მართ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კითხვა
17

რატომ არის იაპონიაში კოვიდის სამჯერ ნაკლები შემთხვევა ვიდრე საქართველოში? ამოარჩიეთ სწორი პასუხი:

1. იაპონიაში საქართველოზე სამჯერ ნაკლები მოსახლეობაა;

2. იაპონური ცივილიზაცია ქართულზე სამჯერ უფრო ახალგაზრდაა ;

3. იაპონიაში ცხოვრობენ იაპონლები, ხოლო საქართველოში კი ქართველები.

საქართველო
36

აქციები და უკიდურესი ფორმები არის საჭირო გამოფხიზლდით ხალხო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას? - ჯანმო, პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე, AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად პასუხობს

როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას? - ჯანმო, პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე, AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად პასუხობს

ინფიცირებულების, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის თვლა, კარანტინი, სოციალური/ფიზიკური დისტანცია, სახლიდან მუშაობა, მოგზაურობის შეჩერება - ეს 2020 - კორონავირუსული პანდემიის წელიწადია, რომელსაც ჯერჯერობით, ბოლო არ უჩანს. როდის უნდა ველოდოთ ეპიდემიის შეჩერებას, როგორ ებრძვის საქართველო შემთხვევათა რაოდენობის ზრდას და როდის შეიძლება, ველოდოთ ვაქცინას?

  • AMBEBI.GE-ს პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პასუხები ექსკლუზიურად გასცა.

- უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო Covid-19- ს ებრძვის. თავიდან ვირუსის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი, ამჟამად მსოფლიოს პანდემიის უკვე მეორე ტალღასთან უწევს გამკლავება. რა გვასწავლა კორონავირუსთან ერთად განვლილმა თვეებმა - რა ვიცით ახლა, რაც წლის დასაწყისში არ ვიცოდით და გამოთვლილი აქვს თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, კორონავირუსის ეპიდემიის რამდენი და რამდენად ძლიერი ტალღის გავლა მოუწევს კაცობრიობას?

- პანდემიის განვითარების შედეგად ვისწავლეთ, რა მუშაობს. ჩვენ არ ვართ იმავე მდგომარეობაში, როგორშიც გაზაფხულზე ვიყავით: ახლა ვიცით, თუ როგორ უნდა ვაქციოთ სამიზნედ თავად ვირუსი და არა საზოგადოება; ვიცით, როგორ უნდა გავაკონტროლოთ და თავიდან ავიცილოთ გადაცემა; უფრო მეტი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკურნალოთ COVID-19-ის მძიმე შემთხვევებს. საავადმყოფოები უკეთესად არიან მომზადებული, პერსონალი კი უკეთ არის ინფორმირებული, თუ როგორ უნდა მოეპყრან კოვიდპაციენტებს, ხალხი უფრო კარგად იცნობს რისკებს და მათი შემცირების მეთოდებს; ახლა ბევრად უკეთესად შეგვიძლია, დავიცვათ ყველაზე დაუცველები და ეფექტიანად შევამციროთ როგორც შემთხვევათა რიცხვი, ასევე - სიკვდილიანობა.

  • თუ ქვეყნები ტესტირებას ჩაატარებენ ყველა საეჭვო შემთხვევაზე და COVID დადებითი პაციენტების იზოლირებას მოახდენენ, თუ ისინი დაადგენენ და კარანტინში გადაიყვანენ მათ კონტაქტებს, თუ ყველა დაიცავს ხელის ჰიგიენასა და ცემინებისა თუ ხველის დროს ქცევის წესებს, შეინარჩუნებს ფიზიკურ დისტანციას და ატარებს ნიღაბს, გადაცემის ჯაჭვები გაწყდება.

ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზები იმის შესახებ, თუ როდის მიაღწევს პიკს შემთხვევების რაოდენობა კონკრეტულ ქვეყნებში, არც იმაზე, თუ სად და როდის უნდა ველოდოთ შემთხვევების შემდგომ მატებას. ახლა კონცენტრირებულნი ვართ გადაცემის შემცირებასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. ჩვენი გზავნილია, რომ ამ პანდემიის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომებს მიიღებენ მთავრობები და რას მოიმოქმედებს თითოეული ჩვენგანი ჯანმრთელობის დასაცავად. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეტაპზეა ესა თუ ის ქვეყანა, COVID-19-ის კრიზისის შემოტრიალება არასდროსაა გვიანი. ძლიერი ლიდერობით, მკაფიო და ყოვლისმომცველი სტრატეგიით, თანმიმდევრული კომუნიკაციითა და პროცესში ჩართული, გაძლიერებული და უნარიანი მოსახლეობით, სიტუაციის შემობრუნება არასდროსაა გვიანი.

განსაკუთრებით ამ მომენტში, როდესაც ხალხი ამ უპრეცედენტო ვითარებით მეტისმეტად გადაღლილია, მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის სტრატეგია COVID-19-ის აღსაკვეთად იყოს როგორც მეცნიერულად გამართული, ასევე კულტურულად მისაღები, ხალხის არათანაზომიერი ტანჯვის, აღქმებისა და შეშფოთების გათვალისწინებით.

- არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის შესახებ, თუ როდის გამოჩნდება კორონავირუსის ვაქცინა და როდის იქნება ის ხელმისაწვდომი ფართო გამოყენებისათვის - ზოგი წლის ბოლოზე მიანიშნებს, სხვები - მომავალი წლის გაზაფხულზე. შეგიძლიათ აღწეროთ ერთი მხრივ, ყველაზე უარესი სცენარი, მეორე მხრივ კი - საუკეთესო?

- ამაზე სპეკულირება ყოველთვის მაცდუნებელია, მაგრამ ჩვენი ყურადღება ამჟამად ექსპერტების და ყველა არსებული მტკიცებულების თავმოყრაზეა, რათა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისა და მათი ხალხისთვის წინამძღოლობისა და მხარდაჭერის გაწევა შევძლოთ.

საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების მასშტაბი, საზოგადოების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ჯანდაცვა, პირველადი დახმარება და საავადმყოფოს მომსახურება არსებითი საკითხებია. მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილად ოპტიმისტები ვართ, ამ პანდემიასთან საბრძოლველად არ უნდა ვენდოთ მხოლოდ მომავალ ვაქცინებს; უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც ხელთ უკვე გვაქვს. ეს გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნდამენტური ზომების განხორციელებას: შემთხვევების მოძიებას, იზოლირებას, შემოწმებასა და მკურნალობას; მათი კონტაქტების მოძიებასა და კარანტინში გადაყვანას. ინდივიდებისთვის ეს ნიშნავს ყველაფრის გაკეთებას საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად. ეს გულისხმობს სხვებისგან ფიზიკური დაშორების დაცვას, ხელების დაბანას/გაწმენდას, ხალხმრავალ და დახურულ ადგილებზე ყოფნისგან თავიდან არიდებას და პირბადის ტარებას, სადაც და როდესაც ეს რეკომენდებულია.

როგორ გამოიყურება საუკეთესო სცენარი? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციად 30 იანვარს გამოაცხადა; 10 თვის შემდეგ ვიცით, რა არის საჭირო ვირუსის კონტროლისთვის. ვიდრე ამ ვირუსისგან საფრთხე არ შემცირდება, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და განვითარება ამ "ახალ ნორმალურ“ სიტუაციაში, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომი ყველა იმ ზომების გამოყენებით, რომლებიც ინფექციის გადაცემის აღკვეთის კუთხით ეფექტიანი აღმოჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფრთხილად ოპტიმისტურად უყურებს იმას, რომ მალე მსოფლიოში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები იქნება ხელმისაწვდომი და საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ლიცენზირებული, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გლობალური მასშტაბით ყველა მოწყვლადი ადამიანის ვაქცინაციას საჭირო დოზებით, დრო და ასევე, პოლიტიკური ნება და საზოგადოების მხარდაჭერა დასჭირდება. ვიდრე საკმარისი დოზები იქნება ხელმისაწვდომი და განაწილებული, რათა მთლიანი საზოგადოების დაცვა მოხდეს, უნდა გავაგრძელოთ ხელმისაწვდომი და ცნობილი ზომების დაცვა, რათა დაინფიცირებისა და გავრცელების რისკები შევამციროთ.

- ინფექციის პირველი ტალღის დროს საქართველოს გადაწყვეტილებებსა და "ლოქდაუნის“ დროულად გამოცხადებას საკმაოდ პოზიტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ამჟამად ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 1000-ს აღემატება, მდგომარეობა არ არის ხელსაყრელი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში საწოლფონდისა და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში არსებულ ვითარებას და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს? რა იქნება მთავარი რჩევა, რომელიც ამ ეტაპზე შეგვიძლია, მივიღოთ თქვენგან?

- მართლაც, გასულ გაზაფხულზე საქართველომ ძალიან სწრაფად და მტკიცედ იმოქმედა "ლოქდაუნის“ ზომების შემოღების თვალსაზრისით, COVID-19 შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად. ამის მთავარი მიზეზი ჯანდაცვის სისტემის დაცვა იყო, რომელსაც მაშინ COVID-19-ის შემთხვევების პოტენციურად მზარდ რაოდენობასთან გამკლავების საქმეში სირთულეები ჰქონდა.

მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და ამ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ მოქმედება გაააქტიურა. მაგალითად, გაზაფხულის ბოლოს, საქართველო დღეში დაახლოებით 2 000 PCR ტესტს ატარებდა, დღეისათვის დღეში დაახლოებით 10 000 ტესტი ტარდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 300-მდე სტაციონარული დაწესებულება ფუნქციონირებს, 17 000-ზე მეტი საწოლი ხელმისაწვდომია და მათი მეოთხედი სპეციალურად COVID-19 პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილების დაახლოებით 60% დაეთმო COVID-19-ის შემთხვევებს; ჯანდაცვისა და ლაბორატორიის პერსონალი გაიწვრთნა შემთხვევების მართვის, ასევე, ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლის საკითხებში; ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა აღჭურვილობისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) მარაგი, რაც ზოგიერთი გარე დახმარებით კიდევ უფრო განმტკიცდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატთან (DG NEAR) თანამშრომლობდა, რათა საქართველოსთვის PPE აღჭურვილობის დაახლოებით 1.5 მილიონი ერთეული ყოფილიყო მიწოდებული, რაც ფრონტის ხაზზე მყოფ ჯანდაცვის მუშაკებს დაურიგდათ. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი გახდა 5000-ზე მეტი ოთახი 102 საკარანტინო სასტუმროში. ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ აძლიერებს საქართველო თავის ნაციონალურ შესაძლებლობებს გაძლიერებული მეთვალყურეობისა და ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის, რაც მთავრობას აძლევს საშუალებას, მოახდინოს რეაგირება ეკონომიკური აღდგენის კუთხით და თავიდან აირიდოს საყოველთაო კარანტინის ზომების გამოცხადება.

ამასთან ერთად გარკვეული ზომები კვლავ მოქმედებს. რეგიონული ”ცხელი წერტილების” მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან, შემთხვევების აღმოჩენის, ტესტირების, იზოლაციის, კონტაქტების მოკვლევისა და კარანტინში გადაყვანის კუთხით. ჯანმო ასევე ხელს უწყობს PHC (პირველადი სამედიცინო-სანიტრაული დახმარება) სერვისების შესაძლებლობების გაძლიერებას, მსუბუქი შემთხვევების მართვის ჩათვლით. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ყველა საჭირო მომსახურების დასაფარად ადამიანური რესურსების ნაკლებობა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი მხარს უჭერენ ახალი კურსდამთავრებული ეპიდემიოლოგების და ლაბორატორიის სპეციალისტების ტრენინგს COVID-19-თან ბრძოლაში დაუყოვნებლივ მონაწილეობისთვის.

- ამ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა: "თუ სწორად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს, მალე შევძლებთ პანდემიის შეჩერებას. თუ არა, ის ჩვენთან დარჩება ძალიან დიდხანს", - რა არის ეს საშუალებები, პროფილაქტიკისა და, მეორე მხრივ, მკურნალობის თვალსაზრისით?

- შემთხვევების ნებისმიერი შემცირება ან მატება, რომელსაც ვხედავთ, ეპიდემიის ბუნებრივი პროგრესირების გამო არ ხდება. ის ცვლილებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ქვეყნებისა და ხალხის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგია. თუ სწორად ვიმოქმედებთ, გადაცემა შენელდება, თუ ზომების დაცვაში სისუსტეს გამოვიჩენთ, ვირუსი კვლავ გაძლიერდება. მომდევნო თვეებში სიტუაცია ასე გაგრძელდება, დაავადების გავრცელების რისკიც გაგრძელდება იმ ქვეყნებში, სადაც ავადობის დონე ამ დროისთვის შედარებით დაბალია. საჭიროა ვირუსის მდგრადი კონტროლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩარევების მკაცრი გამოყენების გზით.

მოქმედება და სიტუაციის შემოტრიალება გვიანი არასდროსაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც ამჟამად გვაქვს ხელთ: შემთხვევათა აღმოჩენა, იზოლირება, ტესტირება და მკურნალობა; კონტაქტების მოძიება და მათი კარანტინში გადაყვანა.

ამასთანავე, ეს ყველაფერი მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა არ არის. მთელი საზოგადოება ამ ძალისხმევის ნაწილია. ყველა ადამიანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს დადებითი შემთხვევების აღმოჩენასა და იზოლირებაში, ისევე, როგორც კონტაქტების მოკვლევაში. მხოლოდ გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტით შევძლებთ COVID-19-ის შეჩერებას. თითოეულ ადამიანს შეუძლია, იზრუნოს საკუთარი ხელების დაბანაზე, ხველის დაბლოკვაზე, სხვა ადამიანებთან უსაფრთხო დისტანციის დაცვაზე და, სადაც ეს შეუძლებელია, პირბადის ტარებაზე. ვიცით, რომ ეს მარტივი ზომები დაგიცავთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს. ყველა "ინფლუენსერსა“ და ჟურნალისტს შეუძლია, ისაუბროს ფაქტებზე, შეეხოს ადამიანების აღქმებს და წაახალისოს დამცავი ქმედებები. ეს მიუთითებს მთელი საზოგადოების ერთგულებაზე სხვების ჯანმრთელობის მიმართ; ამასთანავე, ჯანმრთელობის, როგორც ეკონომიკის განმსაზღვრელი ფაქტორის მიმართ.

რა შედეგით დასრულდა არჩევნები ავღანეთის საარჩევნო უბნებზე?

მოსახლეობის რამდენი პროცენტი მივიდა არჩევნებზე - ცესკოს წინასწარი მონაცემები

"ქართული ოცნება" - 55% , "ნაციონალური მოძრაობა" - 23% - როგორია "იმედის" ეგზიტპოლის შედეგები