სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის კოვიდ განსაცდელი: "კომენდანტის საათი", პროტესტი შეზღუდვების გამო და ინფიცირებული ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ
ევროპის კოვიდ განსაცდელი: "კომენდანტის საათი", პროტესტი შეზღუდვების გამო და ინფიცირებული ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მკვეთ­რად იზ­რდე­ბა, მათ შო­რის, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მკაცრ შე­ზღუდ­ვებს აწე­სე­ბენ.

ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან კვლავ იმუ­შა­ონ.

რო­გორც BBC წერს, ბელ­გი­ის ქა­ლაქ ლი­ე­ჟი­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ექი­მებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას სთხო­ვენ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქა­ლაქ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის თით­ქმის მე­ო­თხე­დი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ კო­ვიდ 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მკვეთ­რი ზრდის გამო, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­საც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, მუ­შა­ო­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბას სთხო­ვენ.

ბელ­გი­ის სა­მე­დი­ცი­ნო კავ­ში­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა BBC- ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ, რად­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჰოს­პი­ტა­ლურ სის­ტე­მას რამ­დე­ნი­მე დღე­ში კო­ლაფ­სი ელო­დე­ბა.

ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში და­კე­ტი­ლია სპორტდარ­ბა­ზე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი 20:00 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობს, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. ეს წე­სე­ბი მოქ­მე­დებს 19 ნო­ემ­ბრამ­დე. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ბელ­გი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 321 031 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 23 087 და და­ღუ­პუ­ლია 10 810 ადა­მი­ა­ნი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით, შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და იტა­ლი­ა­ში, თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბე­ბის დროს ქვეყ­ნის ორ ქა­ლაქ­ში, მი­ლან­სა და ტუ­რინ­ში, ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იყო.

ტუ­რინ­ში მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ნა­წილ­მა რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია და­არ­ბია, ქუ­ჩებ­ში კი პი­რო­ტექ­ნი­კა აა­ფეთ­ქა და სხვა­დას­ხვა ნივ­თებს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ქა­ლაქ მი­ლან­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზეც.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა" - ყვი­როდ­ნენ მი­ლან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი

იტა­ლი­ა­ში ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი სა­ღა­მოს 6:00 სა­ათ­ზე იკე­ტე­ბა, ამას­თან, ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით, დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა სპორტდარ­ბა­ზე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი. შე­ზღუდ­ვე­ბი ძა­ლა­ში გუ­შინ შე­ვი­და.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი კარ­გავს სა­მუ­შაო ად­გილს და რო­გორც BBC წერს, ადა­მი­ა­ნებს შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბა კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ დღე 20 ათასს აჭარ­ბებს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ წერ­ტი­ლო­ვა­ნი "ლო­ქ­და­უ­ნე­ბით“ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 894 690 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 44 998 პა­ცი­ენ­ტი.

საფ­რან­გეთ­ში ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ა­ლუ­რი ციფ­რი შე­საძ­ლოა, 100 000 იყოს, რაც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ინ­ფი­ცი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს საფ­რან­გე­თის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ჟან ფრან­სუა დელფ­რა­ი­სი. "ჩვენ­მა ბევ­რმა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ ჯერ კი­დევ ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, თუ რა გვე­ლო­დე­ბა“, - აცხა­დებს დელფ­რა­ი­სი.

საფ­რან­გეთ­მა დიდ ქა­ლა­ქებ­ში, მათ შო­რის პა­რიზ­ში, ღა­მის "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" და­ა­წე­სა. ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამ დრო­ის­თის 1.1 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს და გარ­დაც­ვლი­ლია 34 780 პა­ცი­ენ­ტი.

ღა­მის "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ და­ა­წე­სეს ჩე­ხეთ­შიც. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში დღე­ი­დან შე­დის. სახ­ლი­დან გას­ვლა იკ­რძა­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან გამ­თე­ნი­ის 04:59 სა­ა­თამ­დე. წე­სე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა­ზე, გარ­და გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი­სა. კვი­რა­ო­ბით არ­ცერ­თი მა­ღა­ზია არ იფუნqცი­ო­ნი­რებს, ხოლო სხვა დღე­ებ­ში 20:00 სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რე­ბა.

ეს­პა­ნეთ­მა კვლავ გა­მო­ა­ცხა­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და და­ა­წე­სა "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი", რად­გან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში კვლავ მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს ღა­მის 23:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 6:00 სა­ა­თამ­დე. ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე ინ­ფი­ცი­რე­ბის 1 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 34 750 ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
28

რაში მაინტერესებს იქ რა ხდება,ჩვენთან რამდენია რატომ არ აქვეყნებთ?

რობერტი
2

ამ დროს ქართველები: ჩვენი არჩევნების გამო იგონებენ კაცო, ხალხს ფულს უხდიან კორონა რომ ჩაუწერონ.

თქვენმა შეთქმულების თეორიებმა ტვინი წაიღო უკვე ატარეთ პირბადე!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ევროპის კოვიდ განსაცდელი: "კომენდანტის საათი", პროტესტი შეზღუდვების გამო და ინფიცირებული ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ

ევროპის კოვიდ განსაცდელი: "კომენდანტის საათი", პროტესტი შეზღუდვების გამო და ინფიცირებული ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად იზრდება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც, რომლებიც ეტაპობრივად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი ვითარება იმდენად რთულია, რომ ინფიცირებული ექიმები იძულებულნი არიან კვლავ იმუშაონ.

როგორც BBC წერს, ბელგიის ქალაქ ლიეჟიში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ. გამოცემის ცნობით, ქალაქში სამედიცინო პერსონალის თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია, მაგრამ კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის გამო, სამედიცინო სფეროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ.

ბელგიის სამედიცინო კავშირების ასოციაციის ხელმძღვანელმა BBC- ს განუცხადა, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სისტემას რამდენიმე დღეში კოლაფსი ელოდება.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაკეტილია სპორტდარბაზები და საცურაო აუზები, მაღაზიები 20:00 საათამდე მუშაობს, პირბადეების ტარება სავალდებულოა ხალხმრავალ ადგილებში. ეს წესები მოქმედებს 19 ნოემბრამდე. ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის 321 031 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 23 087 და დაღუპულია 10 810 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა იტალიაში, თუმცა ყოველივეს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და აქციები გაიმართა. მედიაში წერენ, რომ საპროტესტო მსვლელობების დროს ქვეყნის ორ ქალაქში, მილანსა და ტურინში, ძალადობის შემთხვევები იყო.

ტურინში მომიტინგეების ნაწილმა რამდენიმე მაღაზია დაარბია, ქუჩებში კი პიროტექნიკა ააფეთქა და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა ქალაქ მილანში გამართულ საპროტესტო აქციაზეც.

"თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება" - ყვიროდნენ მილანში საპროტესტო აქციის მონაწილეები

იტალიაში ბარები და რესტორნები საღამოს 6:00 საათზე იკეტება, ამასთან, ვირუსის მეორე ტალღის შეჩერების მიზნით, დროებით დაიხურა სპორტდარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები. შეზღუდვები ძალაში გუშინ შევიდა.

პანდემიის პერიოდში დიდ ბრიტანეთში სულ უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს და როგორც BBC წერს, ადამიანებს შორის სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება. დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე 20 ათასს აჭარბებს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ წერტილოვანი "ლოქდაუნებით“ შემოიფარგლებიან. დიდ ბრიტანეთში, საერთო ჯამში, 894 690 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 44 998 პაციენტი.

საფრანგეთში ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რეალური ციფრი შესაძლოა, 100 000 იყოს, რაც გაცილებით მეტია ინფიცირების ოფიციალურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ საუბრობს საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ჟან ფრანსუა დელფრაისი. "ჩვენმა ბევრმა თანამოქალაქემ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ რა გველოდება“, - აცხადებს დელფრაისი.

საფრანგეთმა დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ღამის "კომენდანტის საათი" დააწესა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთის 1.1 მილიონს აჭარბებს და გარდაცვლილია 34 780 პაციენტი.

ღამის "კომენდანტის საათი“ დააწესეს ჩეხეთშიც. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის. სახლიდან გასვლა იკრძალება 21:00 საათიდან გამთენიის 04:59 საათამდე. წესები ვრცელდება ყველაზე, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. კვირაობით არცერთი მაღაზია არ იფუნqციონირებს, ხოლო სხვა დღეებში 20:00 საათზე დაიხურება.

ესპანეთმა კვლავ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და დააწესა "კომენდანტის საათი", რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კვლავ მკვეთრად გაიზარდა. ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს ღამის 23:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. ესპანეთში კორონავირუსის გამოვლენიდან დღემდე ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 750 ადამიანი.

ტუნისელი მამაკაცი, რომელმაც ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში სამი ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა - BBC

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება