სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

10

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:18-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:07-დან თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკზე თავდასხმაში მონაწილის ბადრი ესებუას სახლში და ზუგდიდში კიდევ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს
ბანკზე თავდასხმაში მონაწილის ბადრი ესებუას სახლში და ზუგდიდში კიდევ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს

ზუგ­დიდ­ში ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ბად­რი ესე­ბუ­ას სახ­ლში, რო­მე­ლიც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლეა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე­ობს ესე­ბუ­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და ძმის გა­მო­კი­თხვა და სახ­ლი­დან მისი ნივ­თე­ბის ამო­ღე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს 21 ოქ­ტომ­ბერს და­ეს­ხა. თავ­დამ­სხმელ­მა 43 მძე­ვა­ლი აიყ­ვა­ნა. მან ბან­კის შე­ნო­ბა სამ მძე­ვალ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა, გა­მო­უყ­ვეს ვერ­ტმფრე­ნი და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

ბანკზე თავდასხმაში მონაწილის ბადრი ესებუას სახლში და ზუგდიდში კიდევ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს

ბანკზე თავდასხმაში მონაწილის ბადრი ესებუას სახლში და ზუგდიდში კიდევ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს

ზუგდიდში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს ბადრი ესებუას სახლში, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილეა.

სავარაუდოდ, მიმდინარეობს ესებუას ოჯახის წევრების, მშობლებისა და ძმის გამოკითხვა და სახლიდან მისი ნივთების ამოღება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს 21 ოქტომბერს დაესხა. თავდამსხმელმა 43 მძევალი აიყვანა. მან ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

"გავრცელებული კადრები ძველია... ტანსაცმელი, რომელიც ამ კადრებში აცვია, აქ არის, სახლში" - რას აცხადებს ბადრი ესებუას ოჯახი (ფოტოები)

ზუგდიდის ქუჩებში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას გადაადგილების კადრებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს