მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის უმთავრესია, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს" - ჯეიჰუნ მუჰამედალი უმძიმეს ბავშვობაზე, დედასა და ჟურნალისტის პროფესიაზე
"ჩემთვის უმთავრესია, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს" - ჯეიჰუნ მუჰამედალი უმძიმეს ბავშვობაზე, დედასა და ჟურნალისტის პროფესიაზე

ცოტა ხნის წინ მარ­ნე­ულ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მას თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რი შუ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ამ­ბობს, რომ ეს ეპი­ზო­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სია... თუმ­ცა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტთან, ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლის­თან ამ­ჟა­მად არც ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბას ვა­პი­რებთ და არც მის პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვა­ზე ვსა­უბ­რობთ. ჯე­იჰუ­ნი Ambebi.ge-ს, ჩვე­ნი თხოვ­ნით, ახლა სა­კუ­თარ თავ­ზე უამ­ბობს.

პირ­ვე­ლი, რი­თაც თა­ვი­დან­ვე მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ის იყო, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი ქარ­თუ­ლით მე­ტყვე­ლებს, ხოლო სად და რო­გორ ის­წავ­ლა ასე კარ­გად ქარ­თუ­ლი ენა - ამა­ზე ასე გვპა­სუ­ხობს: „ქარ­თულს ბავ­შვო­ბი­დან ვსწავ­ლობ­დი. 10-12 წლი­სას სა­ლა­პა­რა­კოდ მა­რაგ­ში უკვე უამ­რა­ვი სი­ტყვა მქონ­და, მაგ­რამ ენა ისეთ დო­ნე­ზე მა­ინც არ ვი­ცო­დი, რო­გორც ახლა, თა­ვი­სუფ­ლად რომ მე­ლა­პა­რა­კა. ქარ­თულ ენა­ზე თა­მა­მად ზრდას­რულ, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ასაკ­ში ავ­ლა­პა­რაკ­დი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით, 2011 წელს იყო, როცა „1+ 4“-ის პროგ­რა­მით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხე. პროგ­რა­მა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მშობ­ლი­ურ ენა­ზე ჯერ უნა­რებს აბა­რებ­დი, თუ მას გა­და­ლა­ხავ­დი, მერე ქარ­თუ­ლი ენის მო­სამ­ზა­დე­ბელ კურს გა­ივ­ლი­დი, შემ­დეგ კი ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ აბი­ტუ­რი­ენტს უკვე ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ნე­ბის­მი­ე­რი ფა­კუ­ტე­ტის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა გქონ­და. მოკ­ლედ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხე, სა­დაც სწავ­ლას ქარ­თუ­ლად დიდი მონ­დო­მე­ბით შე­ვუ­დე­ქი.

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი თა­ვი­დან­ვე მქონ­და, ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და, ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ყოფ­ნა მინ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ეს ფა­კულ­ტე­ტი და პრო­ფე­სია იძ­ლე­ო­და... თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბამ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გახ­ლდით... „რუს­თა­ვი 2“-ში 2018 წელს და­ვი­წყე სამ­სა­ხუ­რი. ჯერ სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი, მერე უკვე ჟურ­ნა­ლის­ტი. საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. 2019 წლის 20 აგ­ვის­ტოს კი იცით, რაც მოხ­და იქ - არხი და­ი­შა­ლა. მე წა­მოვ­ყე­ვი იმ ხალ­ხს, ვინც იქი­დან წა­მო­ვი­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ­ვე მი­ვი­ღე.

- დღეს ცხელ წე­რი­ლებ­ში მარ­თლაც გი­წევს საქ­მი­ა­ნო­ბა... ცოტა ხნის წინ, შენ­თან და­კავ­ში­რე­ბით მძი­მე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და... იმ მძი­მე წუ­თებ­ში, ვის­ზეც ფიქ­რობ­დი, თურ­მე ის ადა­მი­ა­ნი დედა იყო...

- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, როცა ოჯახ­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი, დედა გყავს, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. ადა­მი­ანს გა­სა­ჭირ­ში ყო­ველ­თვის ხომ ის ახ­სენ­დე­ბა, ვინც მუდ­მი­ვად გვერ­დით ჰყავს. კი, იმ დღეს მძი­მე რამ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ისე­თი ფაქ­ტი მარ­თლა პირ­ვე­ლად ხდე­ბო­და, სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო - უკ­ნი­დან თავს და­მესხნენ, მათი სახე არ მი­ნა­ხავს, ამი­ტომ, არ ვიცი, ვინ იყ­ვნენ. თა­ვის­თვის დრო­უ­ლად რომ არ მეშ­ვე­ლა, ალ­ბათ მომ­კლავ­დნენ კი­დეც. და­უნ­დობ­ლად მირ­ტყამ­დნენ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მძი­მე და რთუ­ლი მო­მენ­ტი იყო... გონ­ზე მო­სულს კი მა­შინ­ვე შენ­თვის ძვი­რა­სი ადა­მი­ა­ნი გახ­სენ­დე­ბა. სწო­რედ მას­ზე ფიქ­რობ, მომ­ხდა­რის გამო არ ინერ­ვი­უ­ლოს... ბავ­შვო­ბი­დან მხო­ლოდ დედა მზრდი­და და დღემ­დე ერ­თად მოვ­დი­ვართ. და-ძმა არ მყავს, რად­გა­ნაც მშობ­ლე­ბი და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს მალე და­შორ­დნენ... დავ­რჩი დე­დას­თან... ამი­ტომ, ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო და არის...

- რო­გორც გა­ვი­გე, დედა ბა­ქო­და­ნაა?

- კი, იქ და­ბა­დე­ბულ-გაზ­დი­ლია, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც ბა­ქო­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მერე ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­თხოვ­და, მაგ­რამ დედ-მა­მის ერ­თად ცხოვ­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა დედა ბა­ქო­ში არ დაბ­რუნ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა და ჩემი აღ­ზრდით და­კავ­და... ბევ­რი რთუ­ლი და მძი­მე წელი გვაქვს მე და მას ერ­თად გა­მოვ­ლი­ლი, მარ­ტო­ხე­ლა ქალი იყო და შვილს მარ­ტო ზრდი­და, რაც არ იყო მარ­ტი­ვი... ამ სირ­თუ­ლე­ებ­მა მალე ისიც გა­მო­იწ­ვია, რომ დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პირი გახ­და... დიდ­ხანს მის მცი­რე პენ­სი­ას ვი­ზო­გავ­დით... ამი­ტომ, სრუ­ლი­ად პა­ტა­რას, 12 წლის ასაკ­ში ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად ფი­ზი­კუ­რი შრო­მა მი­წევ­და... ასე გრძელ­დე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ასა­კის არ გავ­ხდი... მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სამ­ჯერ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, იმე­დი მა­ინც არ და­მი­კარ­გავს. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა კი იმის ბრა­ლი იყო, რომ სკო­ლა­ში მშობ­ლი­ურ ენა­ზე ვსწავ­ლობ­დი, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა არ ვი­ცო­დი, არა­და, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ქარ­თუ­ლის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მოკ­ლედ, ის სამი წელი კრა­ხით დამ­თავ­რდა, სა­ნამ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პროგ­რა­მა, რაც უკვე ვახ­სე­ნე, არ გა­მო­ვი­და.

- მოკ­ლედ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით უკვე გა­გი­მარ­თლა.

- დიახ და ამ პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი მე ვი­ყა­ვი... მა­ნამ­დე კი, იმ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის შუ­ა­ლე­დებ­ში თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი, სა­დაც ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ­დი. ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, მა­შინ­ვე ჩა­მო­ვე­დი... მოკ­ლედ, იმ პე­რი­ოდ­ში უკვე ნელ-ნელა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, არა­სამ­თავ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ვურ­თი­ერ­თობ­დი, ტრე­ნინ­გებს თვი­თო­ნაც ვა­ტა­რებ­დი...

- დედა მზრდი­დაო - აღ­ნიშ­ნე, რას გას­წავ­ლი­და, გი­ნერ­გავ­და?

- სულ იმას მირ­ჩევ­და, რომ უნდა მეს­წავ­ლა, რომ უს­წავ­ლე­ლად ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დი. დე­დის სურ­ვი­ლი ჩემ მი­მართ მუდ­მი­ვად ეს იყო...

- ახლა რას გე­უბ­ნე­ბა?

- ახლა ბედ­ნი­ე­რია და ჩე­მით ამა­ყობს... ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ მხე­დავს, მე­უბ­ნე­ბა, ჩემს მო­ლო­დი­ნებს გა­და­ა­ჭარ­ბეო...

- რა არის შენ­თვის პრო­ფე­სია, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბაა, მერე ის პრო­ფე­სი­აა, რაც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა, - ადა­მი­ა­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი. მათ­თვის ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მოკ­ლედ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსა­ხუ­რი ვარ, რაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბა­ში კი ის არის, ვიყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჯერ ღმერ­თს მო­ე­წო­ნე­ბა და მერე - ადა­მი­ა­ნებს. ეს ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სია. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ამის შემ­დეგ მო­დის. თუ ადა­მი­ა­ნად არ ვარ­გი­ხარ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სი­ტყვა­ზე, მა­გა­რი მი­ნის­ტრი ხარ, თუ მა­გა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი?!.

- გარ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, კი­დევ რა ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვს?

- ბევ­რი ინ­ტე­რე­სი მაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი სტე­რე­ო­ტი­პი იყო წინა წლებ­ში გამ­ყა­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ეს სომ­ხე­ბი, თათ­რე­ბი, მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნე­ბი, მწვა­ნი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, და ა.შ. ჩემ­თვის მთვა­რი ინეტ­რე­სი სწო­რედ ამ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვაა. მინ­და, რომ ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის მულ­ტი­კულტრუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მა­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აშენ­და. ის ერ­თფე­რო­ვა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კი კარ­გი და სა­ჭი­რო რამ არის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბაღი, სა­დაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მცე­ნა­რე ხა­რობს, მისი ნახ­ვა რო­გო­რი სა­სი­ა­მოვ­ნოა და ად­გი­ლი, სა­დაც მხო­ლოდ ალ­ვის ხე­ე­ბია დარ­გუ­ლი - სხვა­ო­ბა დი­დია, ხომ? სახ­ლიც კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლის­გან შენ­დე­ბა, მის ასა­შე­ნებ­ლად არას­დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ხე... მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სი­კე­თე და ამ ქვეყ­ნის სიმ­დიდ­რეა, ამი­ტომ არა­ვინ უნდა ეცა­დოს ცხოვ­რე­ბი­დან რო­მე­ლი­მე ფერი ამო­ი­ღოს და სა­დღაც მო­ის­რო­ლოს. ეს ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­სია და ყვე­ლა­ნი ამ ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი ვართ. ესაა სწო­რედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი...

- გა­ვი­გე, ჯე­იჰუ­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­აო, - ვინ არის შენი რჩე­უ­ლი?

- კი, მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რი და კარ­გი გო­გოა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მუ­შა­ობს. „ილი­ა­უ­ნის“ მა­გის­ტრან­ტია, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნია... და­ო­ჯა­ხე­ბას სულ მალე ვა­პი­რებთ და ჩემს რჩე­ულს მერე გა­გაც­ნობთ...

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
14

წარმატებები,,,მადლობა,,,

ავთო
16

წარმატებებს გისურვებ ძმაო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ჩემთვის უმთავრესია, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს" - ჯეიჰუნ მუჰამედალი უმძიმეს ბავშვობაზე, დედასა და ჟურნალისტის პროფესიაზე

"ჩემთვის უმთავრესია, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს" - ჯეიჰუნ მუჰამედალი უმძიმეს ბავშვობაზე, დედასა და ჟურნალისტის პროფესიაზე

ცოტა ხნის წინ მარნეულში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მას თავს დაესხნენ და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს. ამბობს, რომ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესია... თუმცა „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან, ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ამჟამად არც ამ ფაქტის შესახებ მსჯელობას ვაპირებთ და არც მის პოლიტიკურ ხედვაზე ვსაუბრობთ. ჯეიჰუნი Ambebi.ge-ს, ჩვენი თხოვნით, ახლა საკუთარ თავზე უამბობს.

პირველი, რითაც თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ის იყო, რომ საკმაოდ კარგი ქართულით მეტყველებს, ხოლო სად და როგორ ისწავლა ასე კარგად ქართული ენა - ამაზე ასე გვპასუხობს: „ქართულს ბავშვობიდან ვსწავლობდი. 10-12 წლისას სალაპარაკოდ მარაგში უკვე უამრავი სიტყვა მქონდა, მაგრამ ენა ისეთ დონეზე მაინც არ ვიცოდი, როგორც ახლა, თავისუფლად რომ მელაპარაკა. ქართულ ენაზე თამამად ზრდასრულ, საუნივერსიტეტო ასაკში ავლაპარაკდი. ეს დაახლოებით, 2011 წელს იყო, როცა „1+ 4“-ის პროგრამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი, მშობლიურ ენაზე ჯერ უნარებს აბარებდი, თუ მას გადალახავდი, მერე ქართული ენის მოსამზადებელ კურს გაივლიდი, შემდეგ კი ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტს უკვე ნებისმიერი უნივერსიტეტის, ნებისმიერი ფაკუტეტის არჩევის უფლება გქონდა. მოკლედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, სადაც სწავლას ქართულად დიდი მონდომებით შევუდექი.

- ჟურნალისტობა რატომ გადაწყვიტე?

- ამ პროფესიის მიმართ ინტერესი თავიდანვე მქონდა, ბავშვობიდან მიტაცებდა, ცხელ წერტილებში ყოფნა მინდოდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რის საშუალებასაც ეს ფაკულტეტი და პროფესია იძლეოდა... თუმცა ჟურნალისტობამდე სამოქალაქო აქტივისტი გახლდით... „რუსთავი 2“-ში 2018 წელს დავიწყე სამსახური. ჯერ სტაჟიორი ვიყავი, მერე უკვე ჟურნალისტი. საქმეში აქტიურად ჩავერთე. 2019 წლის 20 აგვისტოს კი იცით, რაც მოხდა იქ - არხი დაიშალა. მე წამოვყევი იმ ხალხს, ვინც იქიდან წამოვიდა. ეს გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე.

- დღეს ცხელ წერილებში მართლაც გიწევს საქმიანობა... ცოტა ხნის წინ, შენთან დაკავშირებით მძიმე ინციდენტი მოხდა... იმ მძიმე წუთებში, ვისზეც ფიქრობდი, თურმე ის ადამიანი დედა იყო...

- ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი, დედა გყავს, სხვანაირად არ შეიძლება. ადამიანს გასაჭირში ყოველთვის ხომ ის ახსენდება, ვინც მუდმივად გვერდით ჰყავს. კი, იმ დღეს მძიმე რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ფაქტი მართლა პირველად ხდებოდა, სტრესული მდგომარეობა იყო - უკნიდან თავს დამესხნენ, მათი სახე არ მინახავს, ამიტომ, არ ვიცი, ვინ იყვნენ. თავისთვის დროულად რომ არ მეშველა, ალბათ მომკლავდნენ კიდეც. დაუნდობლად მირტყამდნენ. ფსიქოლოგიურადაც მძიმე და რთული მომენტი იყო... გონზე მოსულს კი მაშინვე შენთვის ძვირასი ადამიანი გახსენდება. სწორედ მასზე ფიქრობ, მომხდარის გამო არ ინერვიულოს... ბავშვობიდან მხოლოდ დედა მზრდიდა და დღემდე ერთად მოვდივართ. და-ძმა არ მყავს, რადგანაც მშობლები დაოჯახების შემდეგ ერთმანეთს მალე დაშორდნენ... დავრჩი დედასთან... ამიტომ, ის ჩემთვის ყველაფერი იყო და არის...

- როგორც გავიგე, დედა ბაქოდანაა?

- კი, იქ დაბადებულ-გაზდილია, უმაღლესი განათლებაც ბაქოში აქვს მიღებული. მერე ისე მოხდა, რომ საქართველოში გათხოვდა, მაგრამ დედ-მამის ერთად ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. თუმცა დედა ბაქოში არ დაბრუნდა, საქართველოში დარჩა და ჩემი აღზრდით დაკავდა... ბევრი რთული და მძიმე წელი გვაქვს მე და მას ერთად გამოვლილი, მარტოხელა ქალი იყო და შვილს მარტო ზრდიდა, რაც არ იყო მარტივი... ამ სირთულეებმა მალე ისიც გამოიწვია, რომ დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, შეზღუდული შესაძლებლობის პირი გახდა... დიდხანს მის მცირე პენსიას ვიზოგავდით... ამიტომ, სრულიად პატარას, 12 წლის ასაკში ოჯახის სარჩენად ფიზიკური შრომა მიწევდა... ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ საუნივერსიტეტო ასაკის არ გავხდი... მაგრამ ეროვნული გამოცდების სამჯერ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იმედი მაინც არ დამიკარგავს. წარუმატებლობა კი იმის ბრალი იყო, რომ სკოლაში მშობლიურ ენაზე ვსწავლობდი, ქართული ენა და ლიტერატურა არ ვიცოდი, არადა, ეროვნულ გამოცდებზე ქართულის ცოდნა აუცილებელი იყო, რომ ჩამებარებინა. მოკლედ, ის სამი წელი კრახით დამთავრდა, სანამ შეღავათიანი პროგრამა, რაც უკვე ვახსენე, არ გამოვიდა.

- მოკლედ, აღნიშნული პროგრამით უკვე გაგიმართლა.

- დიახ და ამ პროგრამის პირველი მერცხალი მე ვიყავი... მანამდე კი, იმ წარუმატებელი გამოცდების შუალედებში თურქეთში წავედი, სადაც ფიზიკურად ვმუშაობდი. ამ პროგრამის შესახებ რომ გავიგე, მაშინვე ჩამოვედი... მოკლედ, იმ პერიოდში უკვე ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი, არასამთავრო ორგანიზაციებთან ვურთიერთობდი, ტრენინგებს თვითონაც ვატარებდი...

- დედა მზრდიდაო - აღნიშნე, რას გასწავლიდა, გინერგავდა?

- სულ იმას მირჩევდა, რომ უნდა მესწავლა, რომ უსწავლელად ვერაფერს გავხდებოდი. დედის სურვილი ჩემ მიმართ მუდმივად ეს იყო...

- ახლა რას გეუბნება?

- ახლა ბედნიერია და ჩემით ამაყობს... ტელევიზორში რომ მხედავს, მეუბნება, ჩემს მოლოდინებს გადააჭარბეო...

- რა არის შენთვის პროფესია, რომელსაც ემსახურები?

- უპირველეს ყოვლისა, ოცნების ასრულებაა, მერე ის პროფესიაა, რაც ამ საზოგადოებას სჭირდება, - ადამიანებს ემსახურები. მათთვის ჩემი საქმიანობა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მოკლედ, საზოგადოების მსახური ვარ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მთავარი ცხოვრებაში კი ის არის, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს. ეს ჩემთვის უმთავრესია. დანარჩენი უკვე ამის შემდეგ მოდის. თუ ადამიანად არ ვარგიხარ, რა მნიშვნელობა აქვს, სიტყვაზე, მაგარი მინისტრი ხარ, თუ მაგარი ჟურნალისტი?!.

- გარდა სამსახურებრივი ინტერესებისა, კიდევ რა ინტერესები გაქვს?

- ბევრი ინტერესი მაქვს. საქართველოში სხვადასხვაგვარი სტერეოტიპი იყო წინა წლებში გამყარებული, მაგალითად, ეს სომხები, თათრები, მეორეხარისხოვნები, მწვანილის გამყიდველები, და ა.შ. ჩემთვის მთვარი ინეტრესი სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევაა. მინდა, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მულტიკულტრული ქვეყანა, რომელიც მარავალფეროვნების საფუძველზე აშენდა. ის ერთფეროვანი არასდროს ყოფილა. მრავალფეროვნება კი კარგი და საჭირო რამ არის. წარმოიდგინეთ, ბაღი, სადაც სხვადასხვაგვარი მცენარე ხარობს, მისი ნახვა როგორი სასიამოვნოა და ადგილი, სადაც მხოლოდ ალვის ხეებია დარგული - სხვაობა დიდია, ხომ? სახლიც კი მრავალფეროვანი მასალისგან შენდება, მის ასაშენებლად არასდროს გამოიყენება მხოლოდ ხე... მრავალფეროვნება, სიკეთე და ამ ქვეყნის სიმდიდრეა, ამიტომ არავინ უნდა ეცადოს ცხოვრებიდან რომელიმე ფერი ამოიღოს და სადღაც მოისროლოს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველანი ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და მამულიშვილები ვართ. ესაა სწორედ მნიშვნელოვანი...

- გავიგე, ჯეიჰუნი შეყვარებულიაო, - ვინ არის შენი რჩეული?

- კი, მყავს შეყვარებული, აქტიური და კარგი გოგოა, რომელიც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მუშაობს. „ილიაუნის“ მაგისტრანტია, ძალიან განათლებული და საქმიანია... დაოჯახებას სულ მალე ვაპირებთ და ჩემს რჩეულს მერე გაგაცნობთ...