პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს" - მიხეილ სააკაშვილი
"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს" - მიხეილ სააკაშვილი

„ივა­ნიშ­ვი­ლი რვა წე­ლია გვყოფს, ერ­თმა­ნეთს გა­დაგ­ვკი­და, ოჯა­ხე­ბი გა­და­კი­და. ათა­სი ტყუ­ი­ლი, სა­ზი­ზღო­ბა, ჭორი გა­ავ­რცე­ლა. ამი­ტომ ახლა ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, არა­ნა­ი­რი რე­ვან­ში და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა არ უნდა იყოს. ჩვენ ეს ია­რე­ბი უნდა მო­ვი­შუ­შოთ, გა­ვამ­თე­ლოთ რაც გა­ყო­ფი­ლია, ჩა­ვე­ხუ­ტი­ოთ ერ­თმა­ნეთს, და­ვი­ვი­წყოთ ძვე­ლი წყე­ნა“, - ამის შე­სა­ხებ შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გო­რი­სა და კას­პის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ახლა „საქ­მის გარ­ჩე­ვე­ბის“ დრო არ არის.

„ჩვენ, სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი გო­რი­დან ვართ, ბა­ბუ­ა­ჩე­მი გო­რი­დან არის. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემ­თვის გო­რე­ლო­ბა და ძა­ლი­ან მა­გა­რი ქარ­თვე­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის სი­ნო­ნი­მია. ახლა ჩვენ გვაქვს გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა. ეს არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ზღვარ­ზეა. ეს არის ან ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სიკ­ვდი­ლი ან გა­მარ­ჯვე­ბა. ან ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის სიკ­ვდი­ლი ან გა­მარ­ჯვე­ბა. ან უფ­რო­სი თა­ო­ბის სიკ­ვდი­ლი კო­ვი­დის­გან და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან - შიმ­ში­ლის­გან, სი­ღა­რი­ბის­გან, ან -გა­მარ­ჯვე­ბა. ვი­ნა­ი­დან სიკ­ვდი­ლი ჩვენ არ გვი­ზი­დავს, ვი­ნა­ი­დან ვერც ერთი და­ა­ვა­დე­ბა ჩვენ ვერ უნდა გვა­მარ­ცხებ­დეს, ვი­ნა­ი­დან შიმ­ში­ლო­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, უნდა და­ვა­მარ­ცხოთ, ამი­ტომ არა­ნა­ი­რი სიკ­ვდი­ლი- გა­მარ­ჯვე­ბა და მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა და ჩვენ ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. თქვენ ხე­დავთ, რო­გორ გა­აქ­ტი­ურ­დნენ კრი­მი­ნა­ლე­ბი. ჩემ­თვის, ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი თუ რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი, იმი­ტომ, რომ კრი­მი­ნა­ლებ­მა მო­იყ­ვა­ნეს ესე­ნი და კრი­მი­ნა­ლებს მიჰ­ყავთ ესე­ნი ისევ. კრი­მი­ნა­ლე­ბი გრძნო­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვილს დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე დღე და იმი­ტომ და­ეც­ნენ ბან­კებს, მა­ღა­ზი­ებს, იმი­ტომ და­ი­წყეს ხალ­ხის ხოც­ვა. ცდი­ლო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე მო­ი­პა­რონ. ესე­ნი ცდი­ლო­ბენ მო­ი­პა­რონ მა­ღა­ზი­ე­ბი­დან, ბი­უ­ჯე­ტის ქურ­დე­ბი და მღრღნე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ მო­ი­პა­რონ ტენ­დერე­ბი­დან, მო­ი­პა­რონ ბი­უ­ჯეტ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ბოლო ნამ­ცე­ცე­ბი, რაც არ გა­უ­ტა­ნი­ათ, რად­გან მათ იცი­ან, რომ მათი სა­ლა­ფა­ვის დრო დას­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში იწყე­ბა წე­სი­ე­რე­ბის, პა­ტი­ოს­ნე­ბის, აღმშე­ნებ­ლო­ბის, მო­მავ­ლის ეპო­ქა და ეს ეპო­ქა იწყე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს, ამა­ში ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს, ნუ შე­ას­რუ­ლე­ბენ უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბებს.

„მინ­და მივ­მარ­თო სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს - ნუ შე­ას­რუ­ლებთ უკა­ნო­ნი ბრძა­ნე­ბებს, იმი­ტომ, რომ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ არა­ვინ არა­ფერს აპი­რებს. გაძ­ლევთ გა­რან­ტი­ას, რომ ყვე­ლა, ვინც პა­ტი­ოს­ნად მუ­შა­ობს და ასე­თია ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვის სა­მუ­შაო ად­გილს. თქვენ აგე­წე­ვათ ხელ­ფა­სი, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა პი­რო­ბე­ბი, ბევ­რად უკე­თე­სი პერ­სპექ­ტი­ვა გა­გიჩ­ნდე­ბათ და აღა­რა­ვის ხე­ლის ბი­ჭე­ბი, გო­გო­ე­ბი და აღა­რა­ვის მო­ნე­ბი არ იქ­ნე­ბით. თქვენ იქ­ნე­ბით ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბი და ჩვენ ამის გა­რან­ტი­ებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­გიქ­მნით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
520

საგიჟე გელოდება მიჰა

ოტო ფ. ბ.
415

ე.ი. შენ რომ პრემიერი გახდები და მათ არ დასჯი, იმის იმედით გაჯეჯილდნენ? ეს როგორ აირჩიეთ, ან 9 წელი როგორ ითმინეთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს" - მიხეილ სააკაშვილი

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს" - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ, არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ჩვენ ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ რაც გაყოფილია, ჩავეხუტიოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, - ამის შესახებ შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა „საქმის გარჩევების“ დრო არ არის.

„ჩვენ, სააკაშვილები გორიდან ვართ, ბაბუაჩემი გორიდან არის. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმია. ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის, რომ საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება. ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება. ან უფროსი თაობის სიკვდილი კოვიდისგან და სხვა დაავადებებისგან - შიმშილისგან, სიღარიბისგან, ან -გამარჯვება. ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს, ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამარცხოთ, ამიტომ არანაირი სიკვდილი- გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის, ყველაზე კარგი ინდიკატორი თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე მოიპარონ. ესენი ცდილობენ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, რადგან მათ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს.

„მინდა მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს - ნუ შეასრულებთ უკანონი ბრძანებებს, იმიტომ, რომ თქვენს წინააღმდეგ არავინ არაფერს აპირებს. გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა, ვინც პატიოსნად მუშაობს და ასეთია ჩვენი სამოქალაქო სამსახურის აბსოლუტური უმრავლესობა, შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს. თქვენ აგეწევათ ხელფასი, გაუმჯობესდება პირობები, ბევრად უკეთესი პერსპექტივა გაგიჩნდებათ და აღარავის ხელის ბიჭები, გოგოები და აღარავის მონები არ იქნებით. თქვენ იქნებით ხალხის მსახურები და ჩვენ ამის გარანტიებს აუცილებლად შეგიქმნით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"გიორგი ვაშაძემ ამბიციები ცოტა მოთოკოს - ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს" - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"