გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით თანასოფლელმა მოკლა. მკვლელობას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა უკვე დაკავეს.