მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება

სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში Lifestyle ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის სა­მო­დე­ლო რი­გის გა­ყიდ­ვე­ბი და­ი­წყო. ა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მო­დე­ლე­ბი­დან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო - სმარტ ტე­ლე­ვი­ზო­რია The Serif, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს.

ინო­ვა­ცია დი­ზა­ი­ნით

სამ­სუნ­გმა 2019 წელს სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა კომ­პა­ნი­ის ხედ­ვა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს მო­მავ­ლის ტე­ლე­ვი­ზო­რი. გარ­და იმ ფაქ­ტი­სა, რომ იგი უნდა პა­სუ­ხობ­დეს არ­სე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს, ასე­ვე ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გახ­დეს ინ­ტე­რი­ე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ატ­რი­ბუ­ტი.

The Serif კო­რე­უ­ლი გი­გან­ტი­სა და ფრან­გი დი­ზა­ი­ნე­რი ძმე­ბის რო­ნან და ერ­ვან ბუ­რულ­ე­კე­ბის კო­ლა­ბო­რა­ცი­ის შე­დე­გია. ფრან­გმა ძმებ­მა სა­ხე­ლი გა­ით­ქვეს ინ­დუსტრი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ აქვთ უნა­რი ერთი შე­ხედ­ვით სტან­დარ­ტულ ავეჯ­სა და სა­ო­ჯა­ხო ატ­რი­ბუტს, მი­ა­ნი­ჭონ ისე­თი ელე­გან­ტუ­რო­ბა, რო­მე­ლიც ამ უკა­ნას­კნელს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის დო­ნემ­დე აიყ­ვანს.

„ჩვენ ვცდი­ლობთ შევ­ქმნათ ნივ­თე­ბი, რომ­ლებ­საც დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­უძ­ლი­ათ... იმის ნაც­ვლად, რომ გვე­ცა­და წარ­მოგ­ვედ­გი­ნა მო­მა­ვა­ლი - ჩვენ ის შევ­ქმე­ნით ახლა..“

Samsung The Serif-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უმარ­ტი­ვე­სი აღ­მოჩ­და, იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი, რომ მისი დი­ზა­ი­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. ძმებ­მა ბუ­რულ­ე­კებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ინ­გლი­სუ­რი ფონ­ტის The Serif (სე­რი­ფის) მხედ­რუ­ლი ასო „I“ და დი­ზა­ი­ნი აღ­ნიშ­ნულ კონ­ცეფ­ცი­ას მო­არ­გეს. The Serif ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩარ­ჩო ზუს­ტად ამ სიმ­ბო­ლოს მოგ­ვა­გო­ნებს, ფონ­ტის გა­მე­ო­რე­ბა კი ტე­ლე­ვი­ზო­რის სხვა­დას­ხვა დე­ტალ­ში გვხდე­ბა, მათ შო­რის ტე­ლე­ვი­ზო­რის სად­გამ­ში.

რო­გორც ფრან­გი ძმე­ბის სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბი, The Serif ტე­ლე­ვი­ზო­რი იდე­ა­ლუ­რად ერ­წყმის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ერს და მის მთა­ვარ ატ­რი­ბუ­ტად გა­და­იქ­ცე­ვა. ტე­ლე­ვი­ზო­რის უმ­თავ­რეს ფუნ­ქცი­ას ე. წ. Ambient Mode წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მის ეკ­რან­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ი­ტა­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი დი­ზა­ი­ნი, სხვა­დას­ხვა რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი ან თუნ­დაც წვი­მის წვე­თე­ბი, ოთახ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ფო­ნის შე­საქ­მნე­ლად.

The Serif-ის ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ მისი გან­თავ­სე­ბა შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას - სად­გამ­ზე ან მის გა­რე­შე, კუ­თხე­ში, ან თუნ­დაც მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის ცენ­ტრში. The Serif არის სა­გა­ნი, რო­მე­ლიც შე­ავ­სებს თქვენს სივ­რცეს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯი.

კო­მუ­ნი­კა­ცია

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სამ­სუნ­გის The Serif ტე­ლე­ვი­ზო­რი ყვე­ლა იმ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ას მო­ი­ცავს, რო­მელ­საც კომ­პა­ნია დღეს­დღე­ო­ბით ფლაგ­მა­ნურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში იყე­ნებს. ტე­ლე­ვი­ზო­რი ბა­ზი­რე­ბუ­ლია Tizen-ის ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე და რა თქმა უნდა გარე მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან კავ­ში­რი ყვე­ლა შე­საძ­ლო არ­ხით შე­უძ­ლია, თუმ­ცა სამ­სუნ­გმა აქ მეტი ყუ­რა­დღე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა.

The Serifჭკვი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რი აღ­ჭურ­ვი­ლია NFC მიმ­ღე­ბით, რომ­ლის ლო­გო­ტი­პიც ტე­ლე­ვი­ზო­რის ზედა მხა­რე­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და სხვა ჭკვი­ან მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­დის კავ­ში­რის რე­ჟიმ­ში. Just tap, connect, and enjoy (მხო­ლოდ შე­ე­ხე, და­უ­კავ­შირ­დი და ისი­ა­მოვ­ნე) ეს არის ის მოტო, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზო­რის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ხაზს გას­დევს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სმარ­ტფონ­ში უს­მენ მუ­სი­კას თუ უყუ­რებ საყ­ვა­რელ იუ­თუბ შოუს, ტე­ლე­ვი­ზორ­თან ერთი შე­ხე­ბით იგი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დის სტრი­მინ­გის რე­ჟიმ­ში და აუ­დიო-ვი­დეო კონ­ტენ­ტი დიდ ეკ­რან­ზე გა­და­აქვს.

The Serif-ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სტრი­მინ­გის ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­კო­ლი, მათ შო­რის Airplay 2, რო­მე­ლიც კონ­ტენ­ტის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, უდა­ნა­კარ­გოდ გაგ­ზავ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ტე­ლე­ვი­ზო­რი ასე­ვე თავ­სე­ბა­დია ან­დრო­ი­დის გუგლ ასის­ტან­ტთან, სამ­სუნ­გის ბიქსბი­სა და ამა­ზო­ნის ალექ­სას­თან.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი

The Serif სმარტ ტე­ლე­ვი­ზო­რი იყე­ნებს სამ­სუნ­გის QLED ეკ­რა­ნის კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას. ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რან­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბი, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ზო­მის კრის­ტა­ლე­ბია, რომ­ლებ­საც ასე­ვე მე­ტა­ლის ნანო-კრის­ტა­ლებს ეძა­ხი­ან. ისი­ნი თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვია, თუმ­ცა რო­დე­საც შუქი ეცე­მა, ბზინ­ვას იწყე­ბენ. ამის ხარ­ჯზე ეკ­რან­ზე მი­ი­ღე­ბა უფრო მკვეთ­რი ფერ­თა სპექტრი, იზ­რდე­ბა სი­კაშ­კა­შე, კონ­ტრას­ტი, დი­ნა­მი­უ­რი დი­ა­პა­ზო­ნი და რაც მთა­ვა­რია ფერ­თა სი­ზუს­ტე.

The Serif-ში გა­მო­ყე­ნე­ბულ 4K გა­ფარ­თო­ე­ბის მქო­ნე QLED ეკ­რანს, ფე­რე­ბის 100%-იანი სი­ზუს­ტით გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლია. კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკ­რან­ზე მი­ლი­არ­დზე მეტი ფე­რის აღ­წარ­მო­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც უთა­ნაბრდე­ბა კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გან­თავ­სე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და „ფარ­თო ეკ­რა­ნის“ გა­მოც­დი­ლე­ბა პერ­სო­ნა­ლურ სივ­რცე­ში გად­მო­აქვს. ხოლო იმ შე­თხვე­ვა­ში, თუ შე­მა­ვა­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა 4K რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე ნაკ­ლე­ბია, მა­შინ ტე­ლე­ვი­ზო­რი იყე­ნებს ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე ბა­ზი­რე­ბულ AI Upscaling ტექ­ნო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის 4K რე­ზო­ლუ­ცი­ამ­დე კონ­ვერ­ტა­ცი­ას ახ­დენს ისე­თი ელე­მენ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბით, რო­გო­რი­ცაა: ხარ­ვე­ზე­ბის გას­წო­რე­ბა, სა­ზღვრე­ბის, ტექ­სტუ­რი­სა და დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის აღ­დგე­ნა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვახ­სე­ნოთ Adaptive Picture და Active Voice Amplifier ფუნ­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­შე­მო სივ­რცი­სა და გარე ხმა­უ­რის ანა­ლი­ზით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი სცე­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­სა და აუ­დიო ნა­წი­ლის კო­რექ­ტი­რე­ბას, ისე რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი სრუ­ლი­ად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყოს სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე.

რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

რო­გორც სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­დან გვაც­ნო­ბეს, The Serif-ის გა­ყიდ­ვე­ბი სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში უკვე და­ი­წყო. წარ­მოდ­გე­ნი­ლია 43, 49 და 55 ინ­ჩის დი­ა­გო­ნა­ლის მქო­ნე მო­დე­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ფე­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ფის Cloud White და Cotton Blue ფე­რის მო­დე­ლე­ბი იყი­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება

სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება

სამსუნგის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, საქართველოში Lifestyle ტელევიზორების სამოდელო რიგის გაყიდვები დაიწყო. ა. წარმოდგენილი ინოვაციური მოდელებიდან, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო - სმარტ ტელევიზორია The Serif, რომელიც დიზაინერებისა და ტექნოლოგიური კომპანიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს.

ინოვაცია დიზაინით

სამსუნგმა 2019 წელს სრულიად შეცვალა კომპანიის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ტელევიზორი. გარდა იმ ფაქტისა, რომ იგი უნდა პასუხობდეს არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამოწვევებს, ასევე ის აუცილებლად უნდა გახდეს ინტერიერის მნიშვნელოვანი ატრიბუტი.

The Serif კორეული გიგანტისა და ფრანგი დიზაინერი ძმების რონან და ერვან ბურულეკების კოლაბორაციის შედეგია. ფრანგმა ძმებმა სახელი გაითქვეს ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მათ აქვთ უნარი ერთი შეხედვით სტანდარტულ ავეჯსა და საოჯახო ატრიბუტს, მიანიჭონ ისეთი ელეგანტურობა, რომელიც ამ უკანასკნელს ხელოვნების ნიმუშის დონემდე აიყვანს.

„ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ნივთები, რომლებსაც დროში მოგზაურობა შეუძლიათ... იმის ნაცვლად, რომ გვეცადა წარმოგვედგინა მომავალი - ჩვენ ის შევქმენით ახლა..“

Samsung The Serif-ის გადაწყვეტილება უმარტივესი აღმოჩდა, იმდენად მარტივი, რომ მისი დიზაინი აღფრთოვანებას იწვევს. ძმებმა ბურულეკებმა გამოიყენეს ინგლისური ფონტის The Serif (სერიფის) მხედრული ასო „I“ და დიზაინი აღნიშნულ კონცეფციას მოარგეს. The Serif ტელევიზორის ჩარჩო ზუსტად ამ სიმბოლოს მოგვაგონებს, ფონტის გამეორება კი ტელევიზორის სხვადასხვა დეტალში გვხდება, მათ შორის ტელევიზორის სადგამში.

როგორც ფრანგი ძმების სხვა ნამუშევრები, The Serif ტელევიზორი იდეალურად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს და მის მთავარ ატრიბუტად გადაიქცევა. ტელევიზორის უმთავრეს ფუნქციას ე. წ. Ambient Mode წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც მის ეკრანზე შესაძლებელია გამოიტანოთ ნებისმიერი დიზაინი, სხვადასხვა რეპროდუქციები ან თუნდაც წვიმის წვეთები, ოთახში განსაკუთრებული ემოციური და ვიზუალური ფონის შესაქმნელად.

The Serif-ის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მისი განთავსება შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას - სადგამზე ან მის გარეშე, კუთხეში, ან თუნდაც მისაღები ოთახის ცენტრში. The Serif არის საგანი, რომელიც შეავსებს თქვენს სივრცეს, როგორც თანამედროვე ავეჯი.

კომუნიკაცია

როგორც აღვნიშნეთ, სამსუნგის The Serif ტელევიზორი ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიას მოიცავს, რომელსაც კომპანია დღესდღეობით ფლაგმანურ მოწყობილობებში იყენებს. ტელევიზორი ბაზირებულია Tizen-ის ოპერაციულ სისტემაზე და რა თქმა უნდა გარე მოწყობილობებთან კავშირი ყველა შესაძლო არხით შეუძლია, თუმცა სამსუნგმა აქ მეტი ყურადღება კომუნიკაციის გამარტივებაზე გაამახვილა.

The Serifჭკვიანი ტელევიზორი აღჭურვილია NFC მიმღებით, რომლის ლოგოტიპიც ტელევიზორის ზედა მხარეზეა განთავსებული და სხვა ჭკვიან მოწყობილობის შეხებისთანავე გადადის კავშირის რეჟიმში. Just tap, connect, and enjoy (მხოლოდ შეეხე, დაუკავშირდი და ისიამოვნე) ეს არის ის მოტო, რომელიც ტელევიზორის ტექნოლოგიურ ხაზს გასდევს. არ აქვს მნიშვნელობა სმარტფონში უსმენ მუსიკას თუ უყურებ საყვარელ იუთუბ შოუს, ტელევიზორთან ერთი შეხებით იგი ავტომატურად გადადის სტრიმინგის რეჟიმში და აუდიო-ვიდეო კონტენტი დიდ ეკრანზე გადააქვს.

The Serif-ში გამოყენებულია სტრიმინგის ყველა თანამედროვე პროტოკოლი, მათ შორის Airplay 2, რომელიც კონტენტის ყველაზე მაღალი ხარისხით, უდანაკარგოდ გაგზავნის საშუალებას იძლევა. ტელევიზორი ასევე თავსებადია ანდროიდის გუგლ ასისტანტთან, სამსუნგის ბიქსბისა და ამაზონის ალექსასთან.

ტექნოლოგიები

The Serif სმარტ ტელევიზორი იყენებს სამსუნგის QLED ეკრანის კვანტური წერტილების ტექნოლოგიას. ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები, ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც ასევე მეტალის ნანო-კრისტალებს ეძახიან. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა როდესაც შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია ფერთა სიზუსტე.

The Serif-ში გამოყენებულ 4K გაფართოების მქონე QLED ეკრანს, ფერების 100%-იანი სიზუსტით გადმოცემა შეუძლია. კვანტური წერტილების საშუალებით ეკრანზე მილიარდზე მეტი ფერის აღწარმოებაა შესაძლებელი, რაც უთანაბრდება კინოთეატრებში განთავსებულ ტექნოლოგიებს და „ფართო ეკრანის“ გამოცდილება პერსონალურ სივრცეში გადმოაქვს. ხოლო იმ შეთხვევაში, თუ შემავალი გამოსახულება 4K რეზოლუციაზე ნაკლებია, მაშინ ტელევიზორი იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებულ AI Upscaling ტექნოლოგიას, რომელიც გამოსახულების 4K რეზოლუციამდე კონვერტაციას ახდენს ისეთი ელემენტების დამუშავებით, როგორიცაა: ხარვეზების გასწორება, საზღვრების, ტექსტურისა და დეტალიზაციის აღდგენა.

აუცილებელია ვახსენოთ Adaptive Picture და Active Voice Amplifier ფუნქციები, რომლებიც გარშემო სივრცისა და გარე ხმაურის ანალიზით ახორციელებენ ტელევიზორში ნაჩვენები სცენის გამოსახულებისა და აუდიო ნაწილის კორექტირებას, ისე რომ მაყურებელი სრულიად ფოკუსირებული იყოს სანახაობაზე.

რა ხდება საქართველოში

როგორც სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობიდან გვაცნობეს, The Serif-ის გაყიდვები სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უკვე დაიწყო. წარმოდგენილია 43, 49 და 55 ინჩის დიაგონალის მქონე მოდელები. რაც შეეხება ფერებს, საქართველოში სერიფის Cloud White და Cotton Blue ფერის მოდელები იყიდება.

R

გიგანტური ფილები გალერეა დემასში

თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობის 5 ტრენდი

ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია - გიორგი ვაშაძე