სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას" - ბოკერია
"გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას" - ბოკერია

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც სა­მარ­ცხვი­ნოდ ეთ­ნი­კურ შუღლს აღ­ვი­ვებ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სო­მეხს ეძახ­და და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრულ პრო­პა­გან­დას ეწე­ო­და, ეს კაცი და თა­ვი­სი გზავ­ნი­ლე­ბი არის სიმპტო­მი იმი­სა, თუ რო­გორ და­ემ­სგავ­სა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გა­რე­მოც­ვა ივა­ნიშ­ვი­ლის ხედ­ვას, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც „მცხე­თის იქით ხალ­ხმა ბი­ძი­ნას და მი­შას მეტი არა­ვინ იცის“.

რო­გორც ბო­კე­რი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, პრო­პა­გან­და, რომ ან სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ან ივა­ნიშ­ვი­ლი, არის მცდა­რი.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ხედ­ვა არის ცვლი­ლე­ბებ­ზე. ეს არის ცვლი­ლე­ბა არა­მარ­ტო ივა­ნიშ­ვი­ლის, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, ამა­ვე დროს არ დაშ­ვე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნის პრე­მი­ე­რო­ბის, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს რომ მი­ი­ღებს სპი­კე­რად. ეს პრო­პა­გან­და, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არის მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი და თუ ივა­ნიშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, აწყობს ივა­ნიშ­ვილ­საც და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბრიყ­ვუ­ლად აწყობს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­საც. პრო­პა­გან­და - თუ ჩვენ არ ვიქ­ნე­ბით ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ისე, რო­გორც 2012 წლამ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო ჩემი ჩათ­ვლით, რომ ყვე­ლა შტოს ვა­კონ­ტრო­ლებ­დით, რა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა, არის სიც­რუე. ამის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა წინ წა­ვი­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად და აღა­რა­ვის უნდა ეს.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" იქ­ნე­ბა ერთ-ერთი გა­რან­ტი ამის არ­დაშ­ვე­ბის. ქარ­თველ ხალ­ხს სურს არა დღე­ვან­დე­ლი ჭა­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც ივა­ნიშ­ვილს უნდა, არა წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რაც სა­ა­კაშ­ვილს უნდა ოღონდ გუ­ბა­ზით, რო­მე­ლიც მას ღა­ლატ­ში და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბით სომ­ხო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. სა­მარ­ცხვი­ნოა დღეს ასე­თი კა­ცის სა­ხედ მი­ღე­ბა. ქარ­თველ ხალ­ხს არ უნდა ეს, არა­მედ უნდა წინ ყუ­რე­ბა სწო­რი გე­ზით და სწო­რი კომ­პა­სით და იმ გეგ­მით, რაც აქვს „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერელი
102

პირველად ვეთანხმები გიგა ბოკერიას

asd
41

ჯერ, სადა ხართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას" - ბოკერია

"გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას" - ბოკერია

გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეს კაცი და თავისი გზავნილები არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას და მიშას მეტი არავინ იცის“.

როგორც ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პროპაგანდა, რომ ან სააკაშვილი იქნება ან ივანიშვილი, არის მცდარი.

"ევროპული საქართველოს“ ხედვა არის ცვლილებებზე. ეს არის ცვლილება არამარტო ივანიშვილის, რაც აუცილებელი პირობაა, ამავე დროს არ დაშვება ისეთი ადამიანის პრემიერობის, გუბაზ სანიკიძეს რომ მიიღებს სპიკერად. ეს პროპაგანდა, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილსაც და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა - თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობა" იყო ჩემი ჩათვლით, რომ ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა, არის სიცრუე. ამის შემდეგ ქვეყანა წინ წავიდა საზოგადოებრივად და აღარავის უნდა ეს.

"ევროპული საქართველო" იქნება ერთ-ერთი გარანტი ამის არდაშვების. ქართველ ხალხს სურს არა დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, რაც ივანიშვილს უნდა, არა წარსულში დაბრუნება, რაც სააკაშვილს უნდა ოღონდ გუბაზით, რომელიც მას ღალატში და ეთნიკური შუღლის გაღვივებით სომხობაში ადანაშაულებდა. სამარცხვინოა დღეს ასეთი კაცის სახედ მიღება. ქართველ ხალხს არ უნდა ეს, არამედ უნდა წინ ყურება სწორი გეზით და სწორი კომპასით და იმ გეგმით, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს", - განაცხადა ბოკერიამ.

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ნიკა მელია

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი