სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის უდა­ოდ ცნო­ბა მო­ი­თხო­ვეს, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა არ და­ე­თან­ხმა.

რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის, ზ.ხ-ს ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი მზად იყ­ვნენ, სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, თუმ­ცა, ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ცნო უდა­ოდ.

"დაც­ვის მხა­რე ყო­ველ­თვის ვა­პე­ლი­რებთ იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ ის საქ­მის მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­შია პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ­ცერ­თი არ შე­ი­ცავს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს არას­რულ­წლოვ­ნის და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაც­ვის მხა­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, ბრალ­დე­ბის მხა­რის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდაო გაგ­ვე­ხა­და და ვუ­თხა­რით, სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის გა­რე­შე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაო. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს საქ­მე ერთ კვი­რა­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარი გა­ნა­ცხა­და და თა­ვი­სი­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ხა­და სა­და­ოდ, ანუ თვი­თონ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც აქვთ სა­სა­მარ­თლო­ში მო­ტა­ნი­ლი, ის სა­დაო გა­ხა­დეს. ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა შემ­დეგს: შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­უბ­რო­ბენ, თით­ქოს რა­ი­მე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა ამ პი­რე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლე­უ­ლო­ბა. 13 ტო­მის მო­ცუ­ლო­ბით საქ­მე­ში არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ადას­ტუ­რებს ამ პი­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბას. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, რომ სა­სა­მარ­თლოს ამ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­დეს", - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მოწ­მე­ებს იმ პა­სუ­ხებს კარ­ნა­ხობს, რისი მი­ღე­ბაც მათ სურთ.

"და­ი­კი­თხა ექ­სპერ­ტი, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის ფო­ტო­გა­და­ღე­ბას აწარ­მო­ებ­და, ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის და­სუ­რა­თე­ბას ახ­დენ­და. ექ­სპერ­ტმა ცალ­სა­ხად გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას, როცა პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა მოწ­მე­ებ­მა ხიდ­ზე გა­და­ირ­ბი­ნეს და ქვე­მოთ ჩა­ირ­ბი­ნეს, მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტი­ლი იყო. ეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლია, რად­გან 19 ივ­ნი­სის ღა­მეს ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა იყო და ამ დროს ხიდ­ზე გა­დას­ვლა, ავ­ტო­ბა­ნის გა­დაკ­ვე­თა უფრო დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბი­სას, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩა­ა­ტა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბამ გა­აპ­რო­ტეს­ტა და თქვა, რომ გზა ჩა­კე­ტი­ლი არ ყო­ფი­ლაო. რე­ა­ლუ­რად, ბრალ­დე­ბა მოწ­მეს პა­სუ­ხებს კარ­ნა­ხობს და სამ­წუ­ხა­როდ, ამ კარ­ნა­ხით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი",- გა­ნა­ცხა­და გელ­ხა­ურ­მა.

საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ვით ყა­ზა­რაშ­ვილ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას ხრი­კი უწო­და.

"პირ­და­პირ გე­ტყვით, ეს იყო ერ­თგვა­რო­ვა­ნი ხრი­კი, ანუ მათ იცოდ­ნენ წი­ნას­წარ ჩვე­ნი პა­სუ­ხი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რა თქმა უნდა, უდა­ოდ არ გავ­ხდი­დით ბრალ­დე­ბის მხა­რის იმ მოწ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათი ახ­ლობ­ლე­ბი და საქ­მეს­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ეს არის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხა­რე, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ამ ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბას და მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით და ვერც და­ვე­თან­ხმე­ბით. უდა­ოდ გახ­და ნიშ­ნავს იმას, რომ ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რო­გო­რიც არის, უნდა მი­ვი­ღოთ ასე. ჩვენ არ ვი­ღებთ ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ისე, რო­გორც არის, ყვე­ლა პირს მო­უ­წევს სა­სა­მარ­თლო­ში პა­სუ­ხის გა­ცე­მა იმ კი­თხვებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს. მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, ჩვენ დაც­ვის მხა­რეს ვთა­ვა­ზობთ, თუ ისი­ნი რე­ა­ლუ­რად უყუ­რე­ბენ ამ პერ­სპექ­ტი­ვას, ჩვენც მზად ვართ, რომ გავ­ხა­დოთ ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უდა­ოდ, რო­მელ­ზეც ჩვენ ვთან­ხმდე­ბით.

ჩვენ მი­ვაღ­წევთ შე­თან­ხმე­ბას თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მათ იცოდ­ნენ ჩვე­ნი პო­ზი­ცია და იცოდ­ნენ, რომ ჩვენ არ შევ­ცდე­ბო­დით ამ კუ­თხით და ვერ დაგ­ვი­ყო­ლი­ებ­დნენ. წი­ნას­წარ იმის გან­ზრახ­ვით, რომ ჩვენ არ და­ვე­თან­ხმე­ბო­დით, მათ და­ა­ყე­ნეს პო­ზი­ცია, შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც კი არ და­უ­ყე­ნე­ბი­ათ, უბ­რა­ლოდ შე­თა­ვა­ზე­ბა მო­ახ­დი­ნეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დავ­ჯდეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან და უდა­ოდ გავ­ხა­დოთ ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია გავ­ხა­დოთ. და­ახ­ლო­ე­ბით 90%, რო­მელ­შიც არ შე­დის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხა­რის მე­გობ­რე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ­თან ერ­თად მოქ­მე­დებ­დნენ იმ პე­რი­ოდ­ში და კი­დევ, სხვა ისე­თი პი­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას და ეს რე­ა­ლო­ბა უნდა დად­გინ­დეს მათი და­კი­თხვის შე­დე­გად, თუ რა თქმა უნდა, ისი­ნი არი­ან თა­ნახ­მა რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დონ. გი­მე­ო­რებთ, ჩვენ არ ვართ წი­ნა­აღ­მდე­გი შე­თან­ხმე­ბის, თუმ­ცა, ეს უნდა იყოს ლო­გი­კურ ჭრილ­ში და არა ისე, რო­გორც დღეს დაც­ვის მხა­რემ გა­ა­კე­თა, ან ყვე­ლა­ფე­რი ან არა­ფე­რი. ეს არის ულ­ტი­მა­ტუ­მი, რო­მელ­საც თა­ვად­ვე გას­ცეს პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაქა
0

ადვოკატებს მივმართავ:და რა ამით?გიორგი ცოცხალია?

 

/
0

.რაც არ უნდა მტკიცებულება არ იყოს დამტკციბული ხომააა რომ ბიჭი მკვდარია?? და მასტან შეხება ამ მხეცებს ქონდატ. ეხლა ხიდის ზევიტ მოკლენ ტუ ხიდის ქვევიტ ამას რა მნიშვნელობა აქვს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების უდაოდ ცნობა მოითხოვეს, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, აღნიშნული შუამდგომლობის მიზეზი გახლავთ ის, რომ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

არასრულწლოვანი ბრალდებულის, ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ისინი მზად იყვნენ, სასამართლოს რამდენიმე დღეში აღნიშნულ საქმეზე განაჩენიც გამოეცხადებინა, თუმცა, ადვოკატის თქმითვე, პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებები არ ცნო უდაოდ.

"დაცვის მხარე ყოველთვის ვაპელირებთ იმ გარემოებაზე, რომ ის საქმის მასალები, რომელიც სასამართლოშია პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი, არცერთი არ შეიცავს იმ გარემოებას, რომელიც დაადასტურებს არასრულწლოვნის და სხვა ბრალდებულების ბრალეულობას განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარემ გადაწყვეტილება მივიღეთ, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდაო გაგვეხადა და ვუთხარით, სასამართლომ მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილებაო. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ უარი განაცხადა და თავისივე მტკიცებულებები გახადა სადაოდ, ანუ თვითონ რა მტკიცებულებებიც აქვთ სასამართლოში მოტანილი, ის სადაო გახადეს. ეს ემსახურება შემდეგს: შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და საუბრობენ, თითქოს რაიმე სახის მტკიცებულებით დასტურდება ამ პირების განზრახ მკვლელობაში ბრალეულობა. 13 ტომის მოცულობით საქმეში არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ამ პირების ბრალეულობას. ჩვენ შევთავაზეთ, რომ სასამართლოს ამ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რაზეც უარი განაცხადეს", - აცხადებს გელხაური.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბრალდება მოწმეებს იმ პასუხებს კარნახობს, რისი მიღებაც მათ სურთ.

"დაიკითხა ექსპერტი, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოგადაღებას აწარმოებდა, ასევე გარდაცვლილის დასურათებას ახდენდა. ექსპერტმა ცალსახად განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, როცა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მოწმეებმა ხიდზე გადაირბინეს და ქვემოთ ჩაირბინეს, მოძრაობა გადაკეტილი იყო. ეს საგამოძიებო მოქმედება რეალობას აცდენილია, რადგან 19 ივნისის ღამეს ინტენსიური მოძრაობა იყო და ამ დროს ხიდზე გადასვლა, ავტობანის გადაკვეთა უფრო დიდ წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებისას, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა. აღნიშნული ბრალდებამ გააპროტესტა და თქვა, რომ გზა ჩაკეტილი არ ყოფილაო. რეალურად, ბრალდება მოწმეს პასუხებს კარნახობს და სამწუხაროდ, ამ კარნახით არიან დაკავებულები",- განაცხადა გელხაურმა.

საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების პოზიციას ხრიკი უწოდა.

"პირდაპირ გეტყვით, ეს იყო ერთგვაროვანი ხრიკი, ანუ მათ იცოდნენ წინასწარ ჩვენი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, უდაოდ არ გავხდიდით ბრალდების მხარის იმ მოწმეებს, რომლებიც ბრალდებულები არიან. მათი ახლობლები და საქმესთან კავშირში მყოფი ის პირები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს წარმოადგენენ, ეს არის ბრალდებულების მხარე, შესაბამისად, ყველა ამ ადამიანის ჩვენებას და მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ არ ვეთანხმებით და ვერც დავეთანხმებით. უდაოდ გახდა ნიშნავს იმას, რომ ეს მტკიცებულება როგორიც არის, უნდა მივიღოთ ასე. ჩვენ არ ვიღებთ ამ მტკიცებულებებს ისე, როგორც არის, ყველა პირს მოუწევს სასამართლოში პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ბრალდებულებზე არ არის საუბარი, ჩვენ დაცვის მხარეს ვთავაზობთ, თუ ისინი რეალურად უყურებენ ამ პერსპექტივას, ჩვენც მზად ვართ, რომ გავხადოთ ის მტკიცებულებები უდაოდ, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით.

ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ იცოდნენ ჩვენი პოზიცია და იცოდნენ, რომ ჩვენ არ შევცდებოდით ამ კუთხით და ვერ დაგვიყოლიებდნენ. წინასწარ იმის განზრახვით, რომ ჩვენ არ დავეთანხმებოდით, მათ დააყენეს პოზიცია, შუამდგომლობაც კი არ დაუყენებიათ, უბრალოდ შეთავაზება მოახდინეს სასამართლო პროცესზე. ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უდაოდ გავხადოთ ის მტკიცებულებები, რომელიც შეგვიძლია გავხადოთ. დაახლოებით 90%, რომელშიც არ შედის ბრალდებულების ჩვენებები, ბრალდებულების მხარის მეგობრების და ახლობლების ჩვენებები, რომლებიც მათთან ერთად მოქმედებდნენ იმ პერიოდში და კიდევ, სხვა ისეთი პირების ჩვენებები, რომლების ჩვენება არ შეესაბამება რეალობას და ეს რეალობა უნდა დადგინდეს მათი დაკითხვის შედეგად, თუ რა თქმა უნდა, ისინი არიან თანახმა რეალური ინფორმაცია მოგვაწოდონ. გიმეორებთ, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი შეთანხმების, თუმცა, ეს უნდა იყოს ლოგიკურ ჭრილში და არა ისე, როგორც დღეს დაცვის მხარემ გააკეთა, ან ყველაფერი ან არაფერი. ეს არის ულტიმატუმი, რომელსაც თავადვე გასცეს პასუხი", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

"დამბრალეს, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ეს ტყუილია, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას" - რას ამბობს სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი

ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი