სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავამხნევეთ პრემიერი, თუმცა გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო" - რა მოთხოვნები წაუყენეს მსხვილმა დამსაქმებლებმა გახარიას და რა დაპირებები მიიღეს მისგან?
"გავამხნევეთ პრემიერი, თუმცა გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო" - რა მოთხოვნები წაუყენეს მსხვილმა დამსაქმებლებმა გახარიას და რა დაპირებები მიიღეს მისგან?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მსხვილ დამ­საქ­მებ­ლებ­თან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც გა­ნა­ცხა­და, - პან­დე­მი­ი­სას ჩვე­ნი სტრა­ტე­გია ბა­ლან­სის და­ჭე­რაა, რაც წერ­ტი­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს გუ­ლის­ხმობს, ისე­თი სის­ტე­მუ­რი ჩა­კეტვე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კა­ზე პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს, ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბაო...

ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, სოსო ფხა­კა­ძემ გან­ცხა­და, რომ პრე­მი­ე­რის წი­ნა­შე ორი სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ერთი მო­თხოვ­ნა უკავ­შირ­დე­ბა, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის ფირ­მე­ბის­თვის გა­და­ვა­დე­ბუ­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ჩა­მო­წე­რას, ხოლო მე­ო­რე სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის შე­ღა­ვა­თის 6 თვით გაგ­რძე­ლე­ბას, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ე­ბი 1500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სის მქო­ნე და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე იღებ­დნენ.

"დღე­ვან­დელ დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და ყვე­ლა მო­თხოვ­ნა და­ვიც­ვათ ამ კუ­თხით და მე­ო­რე, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. ბოლო ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ­თან ორი კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნეთ. 1-ელი დე­კემ­ბრის­თვის ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ას იმ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უდ­გე­ბა, რომ­ლის 4 თვით გა­და­ვა­დე­ბაც გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ინ­დუსტრი­ას წელს არ უმუ­შა­ვია და მო­მა­ვალ თვე­ებ­ში არაა კარ­გი პროგ­ნო­ზი და ამ დაგ­რო­ვი­ლი გა­და­სა­ხა­დის ჩა­მო­წე­რას ვი­თხოვთ. მე­ო­რე სა­კი­თხი, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხადს არ იხ­დი­და ბიზ­ნე­სი თუ და­საქ­მე­ბუ­ლის ხელ­ფა­სი იყო 1500 ლა­რამ­დე. ვადა ამ შე­ღა­ვა­თის 1-ელ ნო­ემ­ბერს იწუ­რე­ბა და ჩვე­ნი თხოვ­ნაა, მი­ნი­მუმ კი­დევ 6 თვის ვა­დით გაგ­რძელ­დეს ეს შე­ღა­ვა­თი. ამა­ვე დროს, პრე­მი­ერს ვუ­თხა­რით, რომ ბიზ­ნე­სი მზა­დაა, რომ ამ შე­ღა­ვა­თე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ვიც­ვათ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ თი­თო­ე­ულ სა­მუ­შაო ად­გილს“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

"მი­ვი­ღეთ 100%-იანი და­პი­რე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ე.წ. ლოკ­და­უნს არ აპი­რებს, ეს არას­წო­რი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან. მი­სი­ვე თქმით, ე.წ. ლოკ­და­უნს ვერც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­უძ­ლებს და არ­ცაა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვი­თხრა, რომ ე.წ. ლოკ­და­უ­ნი არ იქ­ნე­ბა. ეს იყო ერ­თსუ­ლოვ­ნად, უნი­სონ­ში ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის თხოვ­ნა, რომ ესე­თი ჩა­კეტვე­ბი არ მოხ­დეს. ამას მთავ­რო­ბა არ აპი­რებს. პირ­ვე­ლი, რაც გვი­თხრა პრე­მი­ერ­მა, იყო ეს და შემ­დეგ ამ დის­კუ­სი­ის პრო­ცეს­ში რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნა. ამას ვერც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­უძ­ლებს და ვერც ვხე­დავთ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ჯერ ერთი, საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბაა დაგ­რო­ვე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ამ წერ­ტი­ლო­ვა­ნი ჩა­კეტვე­ბით გა­და­წყდეს პრობ­ლე­მა და ახლა ჩა­კეტ­ვა თე­ო­რი­უ­ლა­დაც რომ მოხ­დეს, უფრო მეტ ზი­ანს მი­ი­ღებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქვე­ყა­ნა, ვიდ­რე სი­კე­თე იქ­ნე­ბა. გა­ვამ­ხნე­ვეთ პრე­მი­ე­რი და როცა ვამ­ხნე­ვებ­დით, გვი­თხრა საკ­მა­ოდ მხნედ ვარო. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლას ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

სოსო ფხა­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მას გა­აგ­რძე­ლებს.

"200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სწო­რად მახ­სოვს, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გაგ­რძელ­დე­ბა, მეტი კონ­კრე­ტი­კა არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ გა­ვი­გეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს არა მარ­ტო ამ დახ­მა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, არა­მედ მთე­ლი ახა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა პა­კე­ტი იქ­ნე­ბა. ჩვენ ხომ კარ­გად გვეს­მის, რომ პან­დე­მია არ­სად წა­სუ­ლა, გან­გრძო­ბი­თი ხა­სი­ა­თი აქვს და გრძელ­დე­ბა, ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა მო­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მე ვფიქ­რობ, რომ ეს ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სწო­რია,“- გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუუ
50

მე მიყვარს ჩემი პრემიერი!!!

ლადო
1

რაში უნდა აინტერესებდეს ეს მთავრობებს აწეპებული ბიზნესმენები სუ რო წამოსკუპდებან ხოლმე მთავრობასთან შეხვედრებზე ეს ჭყონია , ფხაკაძეები, თოფაძე, ხაზარაძე ..... საინტერესოა იმათი აზრი ვინც თავის ნიჭით და ქვეყნის ნგრევით არ გაუკეთებია თავისი ბიზნესი (საერთოდ თუ არიან ესეთები) თორე ეს ნომენკლატურა ვის რაში აინტერესებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გავამხნევეთ პრემიერი, თუმცა გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო" - რა მოთხოვნები წაუყენეს მსხვილმა დამსაქმებლებმა გახარიას და რა დაპირებები მიიღეს მისგან?

"გავამხნევეთ პრემიერი, თუმცა გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო" - რა მოთხოვნები წაუყენეს მსხვილმა დამსაქმებლებმა გახარიას და რა დაპირებები მიიღეს მისგან?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსხვილ დამსაქმებლებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც განაცხადა, - პანდემიისას ჩვენი სტრატეგია ბალანსის დაჭერაა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, ისეთი სისტემური ჩაკეტვები კი, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, ქვეყანაში არ იქნებაო...

ამ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განცხადა, რომ პრემიერის წინაშე ორი საკითხი დააყენეს, რომლებიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, ერთი მოთხოვნა უკავშირდება, ტურიზმის ინდუსტრიის ფირმებისთვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერას, ხოლო მეორე საშემოსავლო გადასახადის შეღავათის 6 თვით გაგრძელებას, რომელსაც კომპანიები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებზე იღებდნენ.

"დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ყველა მოთხოვნა დავიცვათ ამ კუთხით და მეორე, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ბოლო ნაწილთან დაკავშირებით პრემიერთან ორი კონკრეტული საკითხი დავაყენეთ. 1-ელი დეკემბრისთვის ტურიზმის ინდუსტრიას იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება უდგება, რომლის 4 თვით გადავადებაც განხორციელდა. ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია და მომავალ თვეებში არაა კარგი პროგნოზი და ამ დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას ვითხოვთ. მეორე საკითხი, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე. ვადა ამ შეღავათის 1-ელ ნოემბერს იწურება და ჩვენი თხოვნაა, მინიმუმ კიდევ 6 თვის ვადით გაგრძელდეს ეს შეღავათი. ამავე დროს, პრემიერს ვუთხარით, რომ ბიზნესი მზადაა, რომ ამ შეღავათების მიღების შემთხვევაში დავიცვათ და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

"მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს, ეს არასწორი იქნება", - განაცხადა მან. მისივე თქმით, ე.წ. ლოკდაუნს ვერც ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და არცაა ამის აუცილებლობა.

"პრემიერ-მინისტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ერთსულოვნად, უნისონში ვიყავით, ჩვენი ბიზნესის თხოვნა, რომ ესეთი ჩაკეტვები არ მოხდეს. ამას მთავრობა არ აპირებს. პირველი, რაც გვითხრა პრემიერმა, იყო ეს და შემდეგ ამ დისკუსიის პროცესში რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას. ჯერ ერთი, საკმაო გამოცდილებაა დაგროვებული იმისთვის, რომ ამ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა და ახლა ჩაკეტვა თეორიულადაც რომ მოხდეს, უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე სიკეთე იქნება. გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით, გვითხრა საკმაოდ მხნედ ვარო. ამ სიტუაციაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს.

"200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი იქნება. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე

გიორგი გახარია ჟურნალისტს - "თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე"