მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი
"სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო პა­ნი­კას არ აყვნენ და სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

რო­გორც მან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად ჰოს­პი­ტალ­ზი­ა­ცია სჭირ­დე­ბა.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნის თქმით, სლო­გა­ნი უნდა შე­მო­ვი­ღოთ - "და­ვუ­ტო­ვოთ სა­წო­ლი იმას, ვი­საც მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა."

"ეპი­დე­მია და პან­დე­მია არ და­წყე­ბუ­ლა დღეს, არც დღეს დამ­თავ­რდე­ბა, ვი­ნა­ი­დან, რაც სამ­ყა­რო გაჩ­ნდა სულ არ­სე­ბობ­და მაკ­რო და მიკ­რო ორ­გა­ნიზ­მებს შო­რის ბრძო­ლა, ამ ორ­გა­ნიზ­მებს შო­რის ბრძო­ლა­ში ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნი იმარ­ჯვებ­და. პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში პირ­ვე­ლი მტე­რი არის პა­ნი­კა, ამი­ტომ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა პა­ნი­კა და შიში უნდა მოვხსნათ.

ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რა გა­ა­კე­თეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სულ ვამ­ბობ­დით, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­და­დე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გვჭირ­დე­ბა. ამი­ტომ ერთი სლო­გა­ნი უნდა შე­მო­ვი­ღოთ - "და­ვუ­ტო­ვოთ სა­წო­ლი იმას, ვი­საც მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა". და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც თუნ­დაც მცი­რე სიმპტო­მით აქვს ვირუ­სი გა­მო­ხა­ტუ­ლი, ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ შექ­მნა შინ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი, რის სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა მათ­გა­ნი მი­ი­ღებს იმ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მოვ­ლა-მზრუნ­ვე­ლო­ბას, რაც მო­წო­დე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში",-გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

"ქვე­ყა­ნას და ჩვენს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას პულ­სი უდევს იმ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ზე, რა­საც კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა ჰქვია", - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მისი თქმით, შიში უნდა აღ­მოვ­ფხვრათ, რად­გან პა­ნი­კა კო­რო­ნა­ვირუსს არ სჭირ­დე­ბა.

"ოჯა­ხის ექიმს უდევს ძი­რი­თა­დი პრო­ტო­კო­ლი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც უწევს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას იმ ადა­მი­ანს, ვი­საც სჭირ­დე­ბა. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, პა­ნი­კა ამ და­ა­ვა­დე­ბას არ სჭირ­დე­ბა, შიში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­მოვ­ფხვრათ, რომ ჩვენ და თქვენ ერ­თად გა­დავ­რჩეთ“,- გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი

"სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის გამო პანიკას არ აყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

როგორც მან პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს, რომ პაციენტს აუცილებლად ჰოსპიტალზიაცია სჭირდება.

ლევან რატიანის თქმით, სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება."

"ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან, რაც სამყარო გაჩნდა სულ არსებობდა მაკრო და მიკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა, ამ ორგანიზმებს შორის ბრძოლაში ყოველთვის ადამიანი იმარჯვებდა. პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ.

ძალიან კარგად ვიცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება". დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომით აქვს ვირუსი გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში",-განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველაფერს აკეთებს.

"ქვეყანას და ჩვენს ჯანდაცვის სისტემას პულსი უდევს იმ თანამედროვე მედიცინაზე, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია", - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, შიში უნდა აღმოვფხვრათ, რადგან პანიკა კორონავირუსს არ სჭირდება.

"ოჯახის ექიმს უდევს ძირითადი პროტოკოლი, რის საფუძველზეც უწევს სამედიცინო მომსახურებას იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება. გავითვალისწინოთ, პანიკა ამ დაავადებას არ სჭირდება, შიში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ, რომ ჩვენ და თქვენ ერთად გადავრჩეთ“,- განაცხადა რატიანმა

"საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა პრაქტიკულად, არ ყოფილა" - პაატა იმნაძე

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მკურნალობის რა პაკეტს შესთავაზებენ კოვიდინფიცირებულ ბინაზე მყოფ პაციენტებს? - თენგიზ ცერცვაძის განცხადება