სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკურნალობის რა პაკეტს შესთავაზებენ ბინაზე მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს? - თენგიზ ცერცვაძის განცხადება
მკურნალობის რა პაკეტს შესთავაზებენ ბინაზე მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს? - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი მე­თო­დი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სახ­ლში მყოფ პა­ცი­ენ­ტებს თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­მოკ­ვლე­ვა - სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი და დე­დი­მე­რი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა თრომ­ბო­ე­მობ­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბის რის­კებს აჩ­ვე­ნებს.

"ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ნა­წილ­დე­ბი­ან ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან უსიმპტო­მო­ე­ბი, ან შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან მცი­რე სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დეთ. ამი­ტომ ბი­ნა­ზე დარ­ჩე­ნი­ლე­ბის რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­ვიდ მკურ­ნა­ლო­ბა არ ხდე­ბა. თუ მათ აქვთ თა­ვი­სი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლებ­საც ისი­ნი მა­ნამ­დე მკურ­ნა­ლობ­დნენ, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას ძვე­ლი ექი­მე­ბის და­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მით. კო­ვი­დის სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ბი­ნა­ზე არ ტარ­დე­ბა, თუ ვინ­მეს სჭირ­დე­ბა კო­ვი­დის სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰოს­პი­ტალ­ში მიჰ­ყავთ.

ახლა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ცვლი­ლე­ბა, რაც არ ხდე­ბა და­სავ­ლეთ­ში, იქ ბი­ნა­ზე ვი­საც ტო­ვე­ბენ, ის უსიმპტო­მოა, ჩვენ­თა­ნაც ასეა, მაგ­რამ დღეს იყო პრე­მი­ერ­თან მსჯე­ლო­ბა, რომ იქ­ნე­ბა რა­ღაც მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის პა­კე­ტი სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზით და დე­დი­მე­რით, რო­მე­ლიც უჩ­ვე­ნებს თრომ­ბო­ე­მობ­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბის რის­კებს. რა­მე­თუ თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, მათ შო­რის უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­ში.

სახ­ლში და­ტო­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან 2 სიგ­ნა­ლი იყო. ეს სიგ­ნა­ლი რომ არ გახ­დეს ხში­რი და არ შე­იქ­მნას უცხო­ე­თის პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც უსიმპტო­მო­ებ­შიც ბევ­რი და­ნა­კარ­გი იყო, მუ­შავ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სახ­ლში და­ტო­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის იმ ნა­წილს, ვი­საც აქვს რა­ღაც რისკ-ფაქ­ტო­რი, თუნ­დაც სულ მცი­რე თრომ­ბო­ე­მო­ლი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, ყვე­ლა მათ­განს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ პა­კე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა - სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი და დე­დი­მე­რი, რაც იმის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა, რომ მას ასე­თი გარ­თუ­ლე­ბა არ გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
64

აღარ გვჯერა თქვენი, როგორმე მივხედავთ თავს ინტერნეტის დახმარებით.

...
37

 ხალხის ბრალია რომ მოედო... მიდით ხალხს შეახოცეთ ხელი.... რას აკეთებს სახელმწიფო.... მალე მძიმესაც და არამძიმეც სახლში იმკურნალებს. არ იქნება 1000 ბიო და... ეეე თენგიზ თენგიზ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მკურნალობის რა პაკეტს შესთავაზებენ ბინაზე მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს? - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

მკურნალობის რა პაკეტს შესთავაზებენ ბინაზე მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს? - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მუშავდება ახალი მეთოდი, რომლის თანახმადაც სახლში მყოფ პაციენტებს თრომბოემბოლიური გართულების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვლევა - სისხლის საერთო ანალიზი და დედიმერი ჩაუტარდებათ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული გამოკვლევა თრომბოემობლიური გართულების რისკებს აჩვენებს.

"ბინაზე მკურნალობაზე ნაწილდებიან ის პაციენტები, რომლებიც არიან უსიმპტომოები, ან შესაძლოა, ძალიან მცირე სიმპტომები ჰქონდეთ. ამიტომ ბინაზე დარჩენილების რაიმე სპეციალური კოვიდ მკურნალობა არ ხდება. თუ მათ აქვთ თავისი ქრონიკული დაავადება, რომლებსაც ისინი მანამდე მკურნალობდნენ, ისინი აგრძელებენ მკურნალობას ძველი ექიმების დანიშნული რეჟიმით. კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება, თუ ვინმეს სჭირდება კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში მიჰყავთ.

ახლა შეიძლება განხორციელდეს ძალიან სასარგებლო ცვლილება, რაც არ ხდება დასავლეთში, იქ ბინაზე ვისაც ტოვებენ, ის უსიმპტომოა, ჩვენთანაც ასეა, მაგრამ დღეს იყო პრემიერთან მსჯელობა, რომ იქნება რაღაც მინიმალური გამოკვლევის პაკეტი სისხლის საერთო ანალიზით და დედიმერით, რომელიც უჩვენებს თრომბოემობლიური გართულების რისკებს. რამეთუ თრომბოემბოლიური გართულებები კორონავირუსისთვის დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებში.

სახლში დატოვებული პაციენტებიდან 2 სიგნალი იყო. ეს სიგნალი რომ არ გახდეს ხშირი და არ შეიქმნას უცხოეთის პრეცედენტი, როდესაც უსიმპტომოებშიც ბევრი დანაკარგი იყო, მუშავდება გადაწყვეტილება, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს რაღაც რისკ-ფაქტორი, თუნდაც სულ მცირე თრომბოემოლიური დაავადების განვითარების, ყველა მათგანს ჩაუტარდებათ პაკეტით გათვალისწინებული გამოკვლევა - სისხლის საერთო ანალიზი და დედიმერი, რაც იმის გარანტი იქნება, რომ მას ასეთი გართულება არ განუვითარდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

87 წლის ქობულეთელმა მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა - "შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, დაუდგინდა პნევმონია"

"ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ "რემდესივირი" გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები" - ეკატერინე ტიკარაძე