მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი
"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"სულ მიკ­ვირს, რა­ტომ უყ­ვართ ჩვენ­თან ასე ძა­ლი­ან წამ­ლე­ბი, მათ შო­რის "გა­დას­ხმე­ბი". წლე­ბია ჭი­და­ო­ბა მაქვს პა­ცი­ენ­ტებ­თან, რომ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში გა­დას­ხმა არ ჭირ­დე­ბათ და ხში­რად მა­ინც არ მი­ჯე­რე­ბენ და ის­ხა­მენ და ის­ხა­მენ ვე­ნა­ში წყალს (ფაქ­ტი­უ­რად), იმის მა­გივ­რად, რომ ონ­კა­ნი მო­უშ­ვან და და­ლი­ონ. ყო­ველ დღე გა­დი­ან ჩემი ოთა­ხი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ წა­მა­ლი არ და­ვუ­ნიშ­ნე. ზოგი ამას პირ­და­პირ მე­კი­თხე­ბა გა­ო­ცე­ბუ­ლი, ზოგ­საც გა­მო­ხედ­ვა­ზე ვა­ტყობ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, წამ­ლის გა­რე­შე რომ ვუშ­ვებ. კი­დევ უფრო მე­ტად არ მო­წონთ ხოლ­მე, როცა ვკად­ნი­ერ­დე­ბი და სხვე­ბის და­ნიშ­ნულ წამ­ლებს ვუხ­სნი (არა­და, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რად სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­რო წამ­ლე­ბია და­ნიშ­ნუ­ლი).

ეს ახლა იმი­ტომ გა­მახ­სენ­და, რომ იგი­ვე ხდე­ბა კო­ვი­დის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც ახლა სახ­ლშია ამ დი­აგ­ნო­ზით, მი­რე­კავს და რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბა. ჰოდა, ახ­ლაც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი მრჩე­ბი­ან იმით, რომ წამ­ლებს არ ვუ­ნიშ­ნავ ან იშ­ვი­ა­თად ვუ­ნიშ­ნავ. ბევ­რი თა­ვი­სით იწყებს მკურ­ნა­ლო­ბას, მა­გა­ლი­თად, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნით და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, მათ გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვი­სი დრო და ჩვე­ნე­ბა აქვს და შე­იძ­ლე­ბა საქ­მე გა­კე­თე­ბის ნაც­ვლად გა­ვა­ფუ­ჭოთ.

თუმ­ცა ამ პა­ცი­ენ­ტებ­მაც რა ქნან, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სულ ეს­მო­დათ, რომ კო­რო­ნას და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ სუ­ლერ­თი იყო, რამე აწუ­ხებ­და ადა­მი­ანს თუ არა, მა­ინც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აწ­ვენ­დნენ და თავს იწო­ნებ­დნენ სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. რა წა­მა­ლი აღარ გაჟ­ღერ­და - პლაქ­ვე­ნი­ლი, კა­ლეტ­რა, რი­ბა­ვი­რი­ნი... ახლა რე­კონ­ვა­ლეს­ცენტ პლაზ­მა, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რემ­დე­სი­ვი­რი. კი ბა­ტო­ნო, უამ­რა­ვი წამ­ლის გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს და იმე­დია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ა­მარ­თლებს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი კეკ­ლუ­ცო­ბა იმ წამ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ჯერ მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტულ ფა­ზა­შია. თა­ვის დრო­ზე პლაქ­ვე­ნილ­ზე რამე კი­თხვას თუ დავ­სვამ­დით, თუნ­დაც მო­რი­დე­ბუ­ლად, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გვა­ცხა­დებ­დნენ. ახლა იგი­ვეა რემ­დე­სი­ვირ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ რა ქნან ამ პა­ცი­ენ­ტებ­მაც, მი­ეჩ­ვივ­ნენ, რომ რა­ღაც მქუ­ხა­რე და­სა­ხე­ლე­ბის წამ­ლე­ბი უნდა გა­გი­კეთ­დეს, თუ კო­ვი­დი გაქვს.

ახლა კი ვე­უბ­ნე­ბით, მხო­ლოდ წყა­ლი და სი­ცხის დამ­წე­ვე­ბი მი­ი­ღეო. და­იბ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ამ ხმა­უ­რი­ან პრე­პა­რა­ტებ­ზე დრო­ის და­კარ­გვის მა­გივ­რად ეს დრო რომ სხვა უფრო სა­სარ­გებ­ლო, მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე დაგ­ვე­ხარ­ჯა, ასე­ვე ბი­ნა­ზე მოვ­ლის რე­ჟიმ­ზე ნელ-ნელა და მშვი­დად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, როცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იყო, ახლა ფორ­სმა­ჟორ­ში არ მოგ­ვი­წევ­და ამის გა­კე­თე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბიც მიჩ­ვე­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ იმ ფაქტს, რომ კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზით სახ­ლშიც შე­გიძ­ლია დარ­ჩე და სა­ა­ვად­მყო­ფო და წამ­ლე­ბი უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ გჭირ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბა ან არ ჭირ­დე­ბათ, ან თუ ჭირ­დე­ბათ, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე და სი­ყო­ჩა­ღე­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ასე­თი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ ამ ეტაპ­ზე. თუმ­ცა ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­დოს­ნუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა (და­სა­ლე­ვად და არა ვე­ნა­ში) და მოძ­რა­ო­ბა. სი­ცხის დამ­წე­ვე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ახლა ვიცი, ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და ფიქ­რობს, აბა, რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი­თო. ყვე­ლას გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ უამ­რა­ვი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო პრობ­ლე­მე­ბია, მაგ­რამ აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არის. გა­ვაგ­რძე­ლოთ მცდე­ლო­ბა ოჯა­ხის ექი­მებ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის და და­ვუ­ჯე­როთ. და რაც მთა­ვა­რია, სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლია სიმ­შვი­დე!!! შფოთ­ვას და პა­ნი­კას სი­კე­თე არ მო­აქვს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

100 % ვეთანხმები 

ენგური
3

ძალიან მაგარი პროფესიონალი და ნამდვილი ექიმი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი

"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის "გადასხმები". წლებია ჭიდაობა მაქვს პაციენტებთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადასხმა არ ჭირდებათ და ხშირად მაინც არ მიჯერებენ და ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს (ფაქტიურად), იმის მაგივრად, რომ ონკანი მოუშვან და დალიონ. ყოველ დღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე. ზოგი ამას პირდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე ვატყობ უკმაყოფილებას, წამლის გარეშე რომ ვუშვებ. კიდევ უფრო მეტად არ მოწონთ ხოლმე, როცა ვკადნიერდები და სხვების დანიშნულ წამლებს ვუხსნი (არადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებია დანიშნული).

ეს ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ იგივე ხდება კოვიდის მქონე პაციენტებთან. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა სახლშია ამ დიაგნოზით, მირეკავს და რჩევებს მეკითხება. ჰოდა, ახლაც უკმაყოფილოები მრჩებიან იმით, რომ წამლებს არ ვუნიშნავ ან იშვიათად ვუნიშნავ. ბევრი თავისით იწყებს მკურნალობას, მაგალითად, დექსამეტაზონით და ანტიბიოტიკებით. ასე არ შეიძლება, მათ გამოყენებას თავისი დრო და ჩვენება აქვს და შეიძლება საქმე გაკეთების ნაცვლად გავაფუჭოთ.

თუმცა ამ პაციენტებმაც რა ქნან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ესმოდათ, რომ კორონას დადასტურების შემდეგ სულერთი იყო, რამე აწუხებდა ადამიანს თუ არა, მაინც საავადმყოფოში აწვენდნენ და თავს იწონებდნენ სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებით. რა წამალი აღარ გაჟღერდა - პლაქვენილი, კალეტრა, რიბავირინი... ახლა რეკონვალესცენტ პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, რემდესივირი. კი ბატონო, უამრავი წამლის გამოცდა მიმდინარეობს და იმედია, ზოგიერთი მათგანი გაამართლებს, მაგრამ არ შეიძლება ამდენი კეკლუცობა იმ წამლებით, რომლებიც ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ ფაზაშია. თავის დროზე პლაქვენილზე რამე კითხვას თუ დავსვამდით, თუნდაც მორიდებულად, სამშობლოს მოღალატეებად გვაცხადებდნენ. ახლა იგივეა რემდესივირთან დაკავშირებით. ამიტომ რა ქნან ამ პაციენტებმაც, მიეჩვივნენ, რომ რაღაც მქუხარე დასახელების წამლები უნდა გაგიკეთდეს, თუ კოვიდი გაქვს.

ახლა კი ვეუბნებით, მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო. დაიბნენ ადამიანები. ამ ხმაურიან პრეპარატებზე დროის დაკარგვის მაგივრად ეს დრო რომ სხვა უფრო სასარგებლო, მოსამზადებელ სამუშაოებზე დაგვეხარჯა, ასევე ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა და მშვიდად გადავსულიყავით, როცა ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ფორსმაჟორში არ მოგვიწევდა ამის გაკეთება და ადამიანებიც მიჩვეულები იქნებოდნენ იმ ფაქტს, რომ კოვიდის დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე და საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება. სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ ჭირდებათ, ან თუ ჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე. თუმცა ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება (დასალევად და არა ვენაში) და მოძრაობა. სიცხის დამწევებიც საჭიროების შემთხვევაში. ახლა ვიცი, ბევრი გაღიზიანდება და ფიქრობს, აბა, რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუკავშირდებითო. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ უამრავი საორგანიზაციო პრობლემებია, მაგრამ აქედან გამოსავალი თვითნებური მკურნალობა არ არის. გავაგრძელოთ მცდელობა ოჯახის ექიმებთან კონტაქტის დამყარების და დავუჯეროთ. და რაც მთავარია, საუკეთესო წამალია სიმშვიდე!!! შფოთვას და პანიკას სიკეთე არ მოაქვს".

ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს - უახლოეს დღეებში ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი

"მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე