პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ
კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ

სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში (კა­რან­ტი­ნი, თვი­თი­ზო­ლა­ცია) მყოფ ამომ­რჩევ­ლებ­თან 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­და­სა­ტან ყუთს სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მი­ი­ტა­ნენ.

ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ქე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ცეს­კო აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის სა­ზღვრებ­ში შექ­მნის არა­ნაკ­ლებ ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბანს და და­ა­კომ­პლექ­ტებს სპე­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს.

„სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბის ყვე­ლა ჯგუფს შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მათი სა­ყო­ველ­თაო სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ცეს­კოს ინი­ცი­ტი­ვით შექ­მნილ­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­მუ­შაო ჯგუფ­მა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ან რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­მარ­თეს შეხ­ვედ­რე­ბი და იმ­სჯე­ლეს იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც აღ­ნიშ­ნულ პი­რებს, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღონ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად ცეს­კომ შე­ი­მუ­შა­ვა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია და­მა­ტე­ბი­თი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად ჯგუ­ფის წევ­რებ­თან და რო­მელ­ზეც ცეს­კო უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მად­ლო­ბას უხ­დის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რებს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მუ­შა­ო­ბი­სა და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ ამომ­რჩევ­ლებს სთა­ვა­ზობს არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ფუნ­ქცი­ე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით. კერ­ძოდ, ცეს­კო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის სა­ზღვრებ­ში შექ­მნის არა­ნაკ­ლებ ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბანს და და­ა­კომ­პლექ­ტებს სპე­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და კა­რან­ტინ­ში მყოფ ამომ­რჩევ­ლებ­თან სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის მი­ტა­ნას. ამას­თან, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ ამომ­რჩევ­ლებს, რო­მელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ფიქ­სირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში, ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თონ გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თით მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­თხოვ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის ცალ­კე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის გახ­სნა­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მო­ბი­ლუ­რი ყუ­თე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ, უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას.

„სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, მათ შო­რის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ეკი­პი­რე­ბით, კერ­ძოდ, ერთჯე­რა­დი ხა­ლა­თით, ნიღ­ბით, ხელ­თათ­მა­ნით, დამ­ცა­ვი ფა­რი­თა და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. სრუ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც ხელს შე­უ­წყობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას.

სპე­ცი­ა­ლურ უბ­ნებ­სა და მის წევ­რებს არ ექ­ნე­ბათ შე­ხე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან და შე­სა­ბა­მის პრო­ცეს­თან, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მეტ უსაფრ­თხო­ე­ბას, პრო­ცე­სის და­ცუ­ლო­ბას და ამას­თან, ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ხმე­ბის დათ­ვლა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­სა თუ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, არა­მედ ცალ­კე, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს პრო­ცე­სის მეტ გამჭვირ­ვა­ლო­ბას.

რა თქმა უნდა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით დამ­კვირ­ვებ­ლებს, მე­დი­ას და სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაყვნენ გა­და­სა­ტან სა­არ­ჩევ­ნო ყუთს, და­აკ­ვირ­დნენ კენ­ჭისყ­რის დღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცესს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მო­ახ­დენს რო­გორც სტა­ცი­ო­ნა­რულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბის, ისე არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის დრო­ულ ინ­ფორ­მი­რე­ბას, რაც ხელს შე­უ­წყობს პრო­ცე­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ

კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებთან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ცესკო აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკოს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ცალკე საარჩევნო უბნების გახსნასა და სპეციალური ჯგუფების საშუალებით, მობილური ყუთებით მომსახურების შესახებ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

„სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას.

ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას.

რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას“, - განაცხადა მიქელაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

თურქეთის ელჩი: "საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია" - როგორ მოიქცევა თურქეთი, თუ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი ჩაერთვება?

"ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ