პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი
ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მაკა ჭყო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მელ­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ ენ­ტე­რო­ვირუ­სის ნიშ­ნე­ბი აქვთ, სახ­ლში მკურ­ნა­ლობს, 3 კი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ამას­თან, მაკა ჭყო­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

„15 ოქ­ტომ­ბერს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 32 სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ვი­წყეთ. შა­ბათს, 16:00 სა­ა­თის­თვის პირ­ვე­ლად მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ 4 ბავ­შვს ისე­თი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რო­გო­რი­ცაა სი­ცხე, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ და­ვი­წყეთ მოკ­ვლე­ვა, და­ვუ­კავ­შირ­დით ყვე­ლა ბა­ღის მე­ნე­ჯერს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ იყო, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 32 ბა­ღი­დან 11-ში აღ­საზ­რდე­ლებს მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დათ. მა­შინ­ვე ვაც­ნო­ბეთ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხურს, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს. დღეს იყ­ნენ მო­სუ­ლე­ბი, შეხ­ვდნენ ბა­ღის მე­ნე­ჯე­რებს, ჩა­ტარ­და დე­ზინ­ფექ­ცია, ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი აი­ღეს. ამ დრომ­დე 80 ბავ­შვის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, თუმ­ცა ახ­ლა­ხან მაც­ნო­ბეს, რომ უკვე 83 ბავ­შვს აღე­ნიშ­ნე­ბა მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი. აღ­საზ­რდე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სახ­ლშია. ოზურ­გე­თის კლი­ნი­კა­ში სამი ბავ­შვია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნავს მაკა ჭყო­ნია.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში შე­ტა­ნი­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დე­ბი და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლი იყო. მაკა ჭყო­ნი­ას თქმით, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი.

„აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარტს, მაგ­რამ მო­იკ­ვლე­ვენ. რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე მშო­ბელს უთხრეს, რომ ეს ენ­ტე­რო­ვირუ­სია“, - გა­ნა­ცხა­და ჭყო­ნი­ამ.

ის ასე­ვე უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა ბავ­შვე­ბი ბაღ­ში შე­ტა­ნი­ლი ხორ­ცით მო­წამ­ლუ­ლიყ­ვნენ.

რო­გორც მაკა ჭყო­ნია აცხა­დებს, ბაღ­ში იყ­ვნენ ისე­თი აღ­საზ­რდე­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც იმ კონ­კრე­ტულ დღეს ხორ­ცი არ მი­უ­ღი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი

ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა უმრავლესობა, რომელთაც სავარაუდოდ ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, სახლში მკურნალობს, 3 კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

„15 ოქტომბერს სასწავლო პროცესი 32 საბავშვო ბაღში დავიწყეთ. შაბათს, 16:00 საათისთვის პირველად მივიღეთ ინფორმაცია, რომ 4 ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა სიცხე, ღებინება, დიარეა. აღნიშნულის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა, დავუკავშირდით ყველა ბაღის მენეჯერს, დღის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ იყო, თუმცა, მოგვიანებით, 32 ბაღიდან 11-ში აღსაზრდელებს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. მაშინვე ვაცნობეთ მომხდარის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სურსათის უვნებლობის სამსახურს, ეპიდემიოლოგებს. დღეს იყნენ მოსულები, შეხვდნენ ბაღის მენეჯერებს, ჩატარდა დეზინფექცია, ასევე ლაბორატორიული ანალიზები აიღეს. ამ დრომდე 80 ბავშვის შესახებ ვიცოდი, თუმცა ახლახან მაცნობეს, რომ უკვე 83 ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია. ოზურგეთის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, - აღნიშნავს მაკა ჭყონია.

მისი განმარტებით, საბავშვო ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების ვადები და შენახვის პირობები დაცული იყო. მაკა ჭყონიას თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

„აბსოლუტურად ყველაფერი შეესაბამება სტანდარტს, მაგრამ მოიკვლევენ. როგორც ვიცი, რამდენიმე მშობელს უთხრეს, რომ ეს ენტეროვირუსია“, - განაცხადა ჭყონიამ.

ის ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბავშვები ბაღში შეტანილი ხორცით მოწამლულიყვნენ.

როგორც მაკა ჭყონია აცხადებს, ბაღში იყვნენ ისეთი აღსაზრდელებიც, რომლებსაც იმ კონკრეტულ დღეს ხორცი არ მიუღიათ.

კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა - "71 წლის კაცი კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შემოიყვანეს"

ოზურგეთში 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, რის გამოც ბაღებში სწავლა შეწყდა

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა