საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8060-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ყველაფერი იმისკენ მიდის რომ არჩევნების შემდეგ ისევ ჩაკეტავენ ქვეყანას, მანამდე ალბათ ვერ გაბედავენ.
არჩევნების გამო მზად ხართ ამდენი ხალხი შეიწიროთ? ალოოოოოო საერთოდ აზროვნებთ? 29 კაცზე მთელი ქვეყანა ჩაკეტეთ და ახლა თავზე გემხობათ ქვეყანა და არიქა არჩევნებიაო და ხელს არ ანძრევთ.... სკოლები და უნივერსიტეტები მაინც დატოვეთ ონლაინ თქვენ უპატრონოებო....