მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რემდესივირი" არის უმაქნისი პრეპარატი... იმედია, ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება მის შეძენაში" - რას წერს ინფექციონისტი
"რემდესივირი" არის უმაქნისი პრეპარატი... იმედია, ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება მის შეძენაში" - რას წერს ინფექციონისტი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი ამ­ბობს, რომ პრე­პა­რა­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი", რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რომ­ლი­თაც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს უმ­კურ­ნა­ლე­ბენ, "უმაქ­ნი­სი პრე­პა­რა­ტია".

რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ზე წერს, მსოფ­ლიო კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ "რემ­დე­სი­ვი­რი" არ ამ­ცი­რებს არც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას და არც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი თვლის, რომ გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია პრე­პა­რა­ტი "დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი", რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ია­ფიც ღირს."

"გა­სულ კვი­რას სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში არა­ერ­თხელ ზარ­ზე­ი­მით გაჟ­ღერ­და COVID-ის კლი­ნი­კურ მარ­თვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა­გან, რომ სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში გვექ­ნე­ბა SARS-CoV-2 ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თათ­ვის რემ­დე­სი­ვი­რით მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ასე­ვე ის­მის მო­წო­დე­ბე­ბი, რომ ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ­მა პირ­მა ჩა­ა­ბა­როს პლაზ­მა, რათა მოხ­დეს ფარ­თო მას­შტა­ბით კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მით თე­რა­პია აქ­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა არა სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, არა­მედ ამ თე­მა­ზე ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი პო­ზი­ცი­ე­ბით და წარ­მოდ­გე­ნე­ბით.

მთა­ვა­რი და ერ­თა­დერ­თი არ­გუ­მენ­ტი, რაც გა­სულ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვის­მი­ნე, იყო ის რომ ჩვენ ყვე­ლას (ანუ პო­ტენ­ცი­ურ პა­ცი­ენ­ტებს) გვექ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა "ტრამ­პის სტან­დარ­ტით“ მკურ­ნა­ლო­ბის. ნუ პრინ­ციპ­ში ტრამ­პის სტან­დარ­ტით ჩვენ ერთხელ უკვე გვიმ­კურ­ნა­ლეს გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც ყვე­ლა კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ღე­ბუ­ლობ­და ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინს, არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ იმ დრო­ის­თვის უკვე მრა­ვა­ლი კვლე­ვის სარ­წმუ­ნო შე­დე­გე­ბი, რაც ასა­ბუ­თებ­და, რომ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი არ მუ­შა­ობ­და და შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შიც კი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თათ­ვის, და სა­ნამ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ანა­თე­მას არ გა­დას­ცა ეს პრე­პა­რა­ტი, მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში პრინ­ცი­პუ­ლად ვაგ­რძე­ლებ­დით მის გა­მო­ყე­ნე­ბას პა­ცი­ენ­ტებ­ზე (მგო­ნი ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ბოლო ქვე­ყა­ნა აღ­მოვჩ­დით, სა­დაც ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი ამო­ღე­ბულ იქნა მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლე­ბი­დან).

ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც იტყვი­ან სულ­ზე მოგ­ვის­წრო კი­დევ ერ­თმა, ძალ­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა კვლე­ვამ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დის ქვეშ ჩა­ტა­რე­ბულ­მა (WHO Solidarity Trial Consortium, Hongchao Pan et al. medRxiv 2020), რომ­ლის შე­დე­გებ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ელო­და. ამ მო­რიგ­მა, ძალ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან­მა, რენ­დო­მი­ზი­რე­ბულ­მა და კონ­ტრო­ლი­რე­ბულ­მა კვლე­ვამ კვლავ და­ა­დას­ტუ­რა იგი­ვე ფაქ­ტი, რაც მა­ნამ­დე ნა­ნა­ხი იყო სხვა სამ რენ­დო­მი­ზი­რე­ბულ, კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კვლე­ვა­ში (ორი NIH-ის ეგი­დით თა­ვად გი­ლი­ა­დის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ერთი ჩი­ნუ­რი კვლე­ვა: 1. Wang Y, Zhang et al. Remdesivir in adults with severe COVID-19: a randomised, double-blind, placebo-controlled, multicentre trial. Lancet. 20202. John H. Beigel et al. Remdesivir for the Treatment of Covid-19 — Final Report. NEJM 2020 3. Spinner CD et al. Effect of Remdesivir vs Standard Care on Clinical Status at 11 Days in Patients With Moderate COVID-19: A Randomized Clinical Trial. JAMA. 2020) - რომ რემ­დე­სი­ვი­რი არ ამ­ცი­რებს არც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, არც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას და რო­გორც ამ უკა­ნას­კნელ, ჯან­მოს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­შია ნა­ნა­ხი (WHO Solidarity Trial Consortium, Hongchao Pan et al. medRxiv 2020) არც ინ­ტუ­ბა­ცი­ის რისკს.

ქვეჯ­გუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით: ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­დან მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბის დრო, ასა­კი, სიმ­ძი­მე რენ­დო­მი­ზა­ცი­ი­სას - რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბა გა­მო­სა­ვალ­ში ნა­ნა­ხი არ არის. ჩვე­ნი მხრი­დან და­ვა­მა­ტებ­დით, რომ თუ ამ კვლე­ვის შე­დე­გებს დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნო­ბით, ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინს რემ­დე­სი­ვირ­თან შე­და­რე­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მხრივ უკე­თე­სი ტენ­დენ­ცია აქვს, თუმ­ცა რა­ღათ­ქმა­უნ­და არა სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი (ანუ რემ­დე­სი­ვი­რი პრაქ­ტი­კუ­ლად ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინ­ზე უა­რეს შე­დეგს აჩ­ვე­ნებს).კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ რემ­დე­სი­ვირს არ აქვს ეფექ­ტუ­რო­ბა კო­ვი­დის მკურ­ნა­ლო­ბა­ში და რომ ერ­თა­დერთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი ეფექ­ტის მქო­ნე პრე­პა­რა­ტად დღეს­დღე­ო­ბით ით­ვლე­ბა დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი (https://healthpolicy-watch.news/much-touted-at-first-remde…/).

ჯან­მო აპი­რებს სო­ლი­და­რო­ბის კვლე­ვის ფორ­მატ­ში უკვე სხვა ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მოც­დას (მო­ნოკ­ლო­ნა­ლუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ურ­კვე­ვე­ლია, ამ ვი­თა­რე­ბა­ში რა­ტომ გა­და­წყდა რომ პრი­ო­რი­ტი­ზა­ცია მომ­ხდა­რი­ყო "რემ­დე­სი­ვი­რით" მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით.

იმე­დია ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბი მა­ინც არ იხარ­ჯე­ბა უმაქ­ნი­სი პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნა­ში, რომ­ლის ერთი კურ­სის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 3500 დო­ლარს.რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის პლაზ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბას, ყვე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­იდ­ლი­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ არის მისი სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ფარ­გლებ­ში!!! (მაგ: NIH COVID-19 Treatment Guidelines ან Infectious Diseases Society of America Guidelines on the Treatment and Management of Patients with COVID-19 ასე­ვე WHO Clinical management of COVID-19).

ასე რომ და­ვიც­ვათ მე­დი­ცი­ნის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი: "არ ავნო". ჩვენ უკვე ვავ­ნეთ ასო­ბით ადა­მი­ანს ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნით მკურ­ნა­ლო­ბით და შე­ვე­ცა­დოთ აღარ ვავ­ნოთ სხვა მკურ­ნა­ლო­ბე­ბით, რო­მელ­თა ეფექ­ტუ­რო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, მა­გა­ლი­თად - კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მა; ან აქვთ მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რად ნაკ­ლე­ბად რე­ლი­ვან­ტუ­რი ეფექ­ტე­ბი, ყო­ველ­გვა­რი რე­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის გა­რე­შე: სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბის, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე გა­დას­ვლის, ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (მა­გა­ლი­თად რემ­დე­სი­ვი­რი - ამ უკა­ნას­კნელ­ზე WHO გა­იდ­ლა­ი­ნი აქამ­დე მოგ­ვი­წო­დებ­და მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გვეხ­მა­რა და სო­ლი­და­რო­ბის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის და ჯან­მოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ალ­ბათ ეს რე­კო­მენ­და­ცი­აც შე­იც­ვლე­ბა).

ასე­ვე შე­ვე­ცა­დოთ, რომ არც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი გა­ვა­ნი­ა­ვოთ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბე­ბის შე­ძე­ნა­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში. სჯობს მივ­მარ­თოთ რე­სურ­სე­ბი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ვი­ცით რომ მუ­შა­ობს: ინ­ფექ­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლი, სა­წოლ­ფონ­დი, ნა­კა­დე­ბის ლო­ჯის­ტი­კა, გრი­პის აც­რე­ბი და არ დაგ­ვა­ვი­წყდეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც ია­ფია და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას.სა­ერ­თოდ აჯო­ბებს, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ი­ღე­ბო­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის უფრო ფარ­თო კონ­სენ­სუ­სით და სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და არა სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით და სურ­ვი­ლე­ბით" - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

დ.ჯ.
0

ველოდები ბატონი ცერცვაძის პასუხს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რემდესივირი" არის უმაქნისი პრეპარატი... იმედია, ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება მის შეძენაში" - რას წერს ინფექციონისტი

"რემდესივირი" არის უმაქნისი პრეპარატი... იმედია, ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება მის შეძენაში" - რას წერს ინფექციონისტი

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ პრეპარატი "რემდესივირი", რომელიც უახლოეს პერიოდში შემოვა საქართველოში და რომლითაც კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ, "უმაქნისი პრეპარატია".

როგორც ის "ფეისბუქზე წერს, მსოფლიო კვლევებმა დაადასტურა, რომ "რემდესივირი" არ ამცირებს არც სიკვდილიანობას და არც ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას. ინფექციონისტი თვლის, რომ გაცილებით ეფექტურია პრეპარატი "დექსამეტაზონი", რომელიც შედარებით იაფიც ღირს."

"გასულ კვირას სატელევიზიო სივრცეში არაერთხელ ზარზეიმით გაჟღერდა COVID-ის კლინიკურ მართვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისაგან, რომ სულ მალე საქართველოში გვექნება SARS-CoV-2 ით ინფიცირებულთათვის რემდესივირით მკურნალობის საშუალება. ასევე ისმის მოწოდებები, რომ ყველა კოვიდგადატანილმა პირმა ჩააბაროს პლაზმა, რათა მოხდეს ფართო მასშტაბით კონვალესცენტური პლაზმით თერაპია აქტიური პაციენტებისათვის. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებით, არამედ ამ თემაზე ცალკეული პირების პირადი პოზიციებით და წარმოდგენებით.

მთავარი და ერთადერთი არგუმენტი, რაც გასულ კვირის განმავლობაში მოვისმინე, იყო ის რომ ჩვენ ყველას (ანუ პოტენციურ პაციენტებს) გვექნება ბედნიერება "ტრამპის სტანდარტით“ მკურნალობის. ნუ პრინციპში ტრამპის სტანდარტით ჩვენ ერთხელ უკვე გვიმკურნალეს გაზაფხულზე, როდესაც ყველა კოვიდით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზირებული პაციენტი ღებულობდა ჰიდროქსიქლოროქინს, არ გავითვალისწინეთ იმ დროისთვის უკვე მრავალი კვლევის სარწმუნო შედეგები, რაც ასაბუთებდა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი არ მუშაობდა და შესაძლოა ყოფილიყო ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი კოვიდინფიცირებულთათვის, და სანამ მთელმა მსოფლიომ ანათემას არ გადასცა ეს პრეპარატი, მანამდე საქართველოში პრინციპულად ვაგრძელებდით მის გამოყენებას პაციენტებზე (მგონი ცივილიზირებულ სამყაროში ბოლო ქვეყანა აღმოვჩდით, სადაც ჰიდროქსიქლოროქინი ამოღებულ იქნა მკურნალობის პროტოკოლებიდან).

ამ ვითარებაში, როგორც იტყვიან სულზე მოგვისწრო კიდევ ერთმა, ძალზე ავტორიტეტულმა კვლევამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ ჩატარებულმა (WHO Solidarity Trial Consortium, Hongchao Pan et al. medRxiv 2020), რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ელოდა. ამ მორიგმა, ძალზე ფართომასშტაბიანმა, რენდომიზირებულმა და კონტროლირებულმა კვლევამ კვლავ დაადასტურა იგივე ფაქტი, რაც მანამდე ნანახი იყო სხვა სამ რენდომიზირებულ, კონტროლირებულ კვლევაში (ორი NIH-ის ეგიდით თავად გილიადის მიერ ჩატარებული და ერთი ჩინური კვლევა: 1. Wang Y, Zhang et al. Remdesivir in adults with severe COVID-19: a randomised, double-blind, placebo-controlled, multicentre trial. Lancet. 20202. John H. Beigel et al. Remdesivir for the Treatment of Covid-19 — Final Report. NEJM 2020 3. Spinner CD et al. Effect of Remdesivir vs Standard Care on Clinical Status at 11 Days in Patients With Moderate COVID-19: A Randomized Clinical Trial. JAMA. 2020) - რომ რემდესივირი არ ამცირებს არც სიკვდილიანობას, არც ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და როგორც ამ უკანასკნელ, ჯანმოს მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნანახი (WHO Solidarity Trial Consortium, Hongchao Pan et al. medRxiv 2020) არც ინტუბაციის რისკს.

ქვეჯგუფების მიხედვით: ჰოსპიტალიზაციიდან მკურნალობის დაწყების დრო, ასაკი, სიმძიმე რენდომიზაციისას - რაიმე განსხვავება გამოსავალში ნანახი არ არის. ჩვენი მხრიდან დავამატებდით, რომ თუ ამ კვლევის შედეგებს დეტალურად გაეცნობით, ჰიდროქსიქლოროქინს რემდესივირთან შედარებით სიკვდილიანობის მხრივ უკეთესი ტენდენცია აქვს, თუმცა რაღათქმაუნდა არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (ანუ რემდესივირი პრაქტიკულად ჰიდროქსიქლოროქინზე უარეს შედეგს აჩვენებს).კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც განაცხადა, რომ რემდესივირს არ აქვს ეფექტურობა კოვიდის მკურნალობაში და რომ ერთადერთ დადასტურებული დადებითი ეფექტის მქონე პრეპარატად დღესდღეობით ითვლება დექსამეტაზონი (https://healthpolicy-watch.news/much-touted-at-first-remde…/).

ჯანმო აპირებს სოლიდარობის კვლევის ფორმატში უკვე სხვა ახალი პრეპარატების გამოცდას (მონოკლონალური ანტისხეულები და ალტერნატიული ანტივირუსული პრეპარატები. აბსოლუტურად გაურკვეველია, ამ ვითარებაში რატომ გადაწყდა რომ პრიორიტიზაცია მომხდარიყო "რემდესივირით" მომარაგების კუთხით.

იმედია ბიუჯეტის თანხები მაინც არ იხარჯება უმაქნისი პრეპარატის შეძენაში, რომლის ერთი კურსის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3500 დოლარს.რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებას, ყველა ავტორიტეტული გაიდლინი აღნიშნავს, რომ არ არის მისი სარგებლიანობის საკმარისი მტკიცებულებები და ის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში!!! (მაგ: NIH COVID-19 Treatment Guidelines ან Infectious Diseases Society of America Guidelines on the Treatment and Management of Patients with COVID-19 ასევე WHO Clinical management of COVID-19).

ასე რომ დავიცვათ მედიცინის მთავარი პრინციპი: "არ ავნო". ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით, რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ არის, მაგალითად - კონვალესცენტური პლაზმა; ან აქვთ მხოლოდ კლინიკურად ნაკლებად რელივანტური ეფექტები, ყოველგვარი რეალური სარგებლის გარეშე: სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადასვლის, ვენტილაციაზე დამოკიდებულების ხანგრძლივობის შემცირების მიმართულებით (მაგალითად რემდესივირი - ამ უკანასკნელზე WHO გაიდლაინი აქამდე მოგვიწოდებდა მხოლოდ კლინიკური კვლევის ფარგლებში გვეხმარა და სოლიდარობის კვლევის შედეგების და ჯანმოს გენერალური მდივნის განცხადების შემდეგ ალბათ ეს რეკომენდაციაც შეიცვლება).

ასევე შევეცადოთ, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტი გავანიავოთ დაუსაბუთებელი მკურნალობების შეძენასა და ადმინისტრირებაში. სჯობს მივმართოთ რესურსები იმ მიმართულებით, რაც ვიცით რომ მუშაობს: ინფექციური კონტროლი, საწოლფონდი, ნაკადების ლოჯისტიკა, გრიპის აცრები და არ დაგვავიწყდეს დექსამეტაზონი, რომელიც იაფია და დამტკიცებულია, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობას.საერთოდ აჯობებს, რომ რეკომენდაციები მიიღებოდეს სპეციალისტების უფრო ფართო კონსენსუსით და სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინებით და არა სუბიექტური მოსაზრებებით და სურვილებით" - წერს ინფექციონისტი.

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

როგორ განახლდება ხვალიდან სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში

აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს