მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან
"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გუ­შინ, 16 ოქ­ტომ­ბერს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა თურ­ქუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის А-Haber-ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რობს.

თურ­ქი ჟურ­ნა­ლის­ტის ერთ-ერთი კი­თხვა სომ­ხე­თის­თვის ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დულ მი­წო­დე­ბას ეხე­ბო­და.

- ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ი­დან სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვებს მუდ­მი­ვად მი­აქვთ რა­კე­ტე­ბი სომ­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ერევ­ნის აე­რო­პორ­ტში. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. თქვენ ამის თა­ო­ბა­ზე ირა­ნის პრე­ზი­დენტს რო­უ­ჰა­ნი­საც ესა­უბ­რეთ...

- ჩვენ არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს ირა­ნი­დან სომ­ხეთ­ში ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. პი­რი­ქით - შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ირან­მა და სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­ან­თი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და სახ­მე­ლე­თო გზე­ბი და­ხუ­რეს სომ­ხეთ­ში ია­რა­ღის გა­და­სა­ზი­დად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ კი­დევ ერთხელ ვუხ­დით მად­ლო­ბას ირანს და სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ია­რაღს გზავ­ნი­ან კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით.

ჟურ­ნა­ლის­ტი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რას ფიქ­რობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მე­თა­უ­რი თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტზე...

"რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი ჩემი ძმაა. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. იგი მსოფ­ლიო ლი­დე­რია. მან თურ­ქე­თი უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, გა­ნა­დი­და თა­ვის ქვე­ყა­ნა. მისი წყა­ლო­ბით მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო, თუ რო­გო­რი ღირ­სე­უ­ლი და ამა­ყი სა­ხელ­მწი­ფოა თურ­ქე­თი. მის მი­მართ ძა­ლი­ან დიდ უსა­მარ­თლო­ბას იჩენს რო­გორც ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა, ასე­ვე ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა თურ­ქე­თის შიგ­ნი­თაც. მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­რე­ვა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ვერ დავ­რჩე­ბი გულ­გრი­ლი ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ - იმი­ტომ, რომ მან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა თურ­ქე­თის­თვის.

დღეს თურ­ქეთ­ში არ არ­სე­ბობს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა უყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო და მის ინ­ტე­რე­სებს იცავ­დეს, რომ მზად იყოს მის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვი­დეს. ეს ყვე­ლამ უნდა იცო­დეს და ეს აზერ­ბა­ი­ჯან­ში ყვე­ლამ იცის, თურ­ქეთ­შიც. მე მინ­და მათ ვუ­თხრა, ვინც ეს არ იცის: პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა ყველ­გან არის, მაგ­რამ არ­სე­ბობს აგ­რეთ­ვე ეროვ­ნუ­ლი სა­კი­თხი, რო­მელ­შიც არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა არ უნდა იყოს. საფრ­თხის წი­ნა­შე ჩვენ ყვე­ლა ერ­თი­ა­ნი უნდა ვი­ყოთ. დღეს თურ­ქეთს ყო­ვე­ლი მხრი­დან თავს ეს­ხმი­ან და აკ­რი­ტი­კე­ბენ.

ამ ყვე­ლაფ­რი­სად­მი გამ­კლა­ვე­ბა დიდ გა­ბე­დუ­ლე­ბას მო­ი­თხოვს, ასე­ვე დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, ცოდ­ნას და ნე­ბის­ყო­ფას. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნია ჩემი ძმაც. ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით ვამ­ბობ, რად­გან მას კარ­გად ვიც­ნობ. მინ­და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი. მისი სი­ტყვე­ბი, მისი მოქ­მე­დე­ბა, მისი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თურ­ქუ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ვახ­მართ და გა­ვაღ­რმა­ვებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას თურ­ქულ სამ­ყა­როს­თან“.

წყა­რო: trend.az

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იპოლიტე
5

ეს როგორ ადიდებს ერდოღანს, უყურე ამას. 

ალექს
18

ცხინვალი და სოხუმი მაგნაირი კონტრაბანდისთვისა აქვს რუსეთს დაპყრობილი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ, 16 ოქტომბერს ინტერვიუ მისცა თურქული ტელეკომპანიის А-Haber-ის ჟურნალისტს, რომელშიც ქვეყნის მეთაური ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებულ სამხედრო მოქმედებებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს.

თურქი ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა სომხეთისთვის იარაღის კონტრაბანდულ მიწოდებას ეხებოდა.

- ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის დროიდან სატრანსპორტო თვითმფრინავებს მუდმივად მიაქვთ რაკეტები სომხეთში, კერძოდ, ერევნის აეროპორტში. ანუ, შეიძლება ითქვას, ხდება დანაშაულის ჩადენა. თქვენ ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტს როუჰანისაც ესაუბრეთ...

- ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს ირანიდან სომხეთში იარაღის მიწოდების თაობაზე. პირიქით - შემიძლია ვთქვა, რომ ირანმა და საქართველომ თავიანთი საჰაერო სივრცე და სახმელეთო გზები დახურეს სომხეთში იარაღის გადასაზიდად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ირანს და საქართველოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს საქართველოს ტერიტორიიდან იარაღს გზავნიან კონტრაბანდული გზით როგორც სამოქალაქო, ასევე სატვირთო თვითმფრინავებით.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს აზერბაიჯანის მეთაური თურქეთის პრეზიდენტზე...

"რეჯეფ ერდოღანი ჩემი ძმაა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი მსოფლიო ლიდერია. მან თურქეთი უმაღლეს მწვერვალებამდე მიიყვანა, განადიდა თავის ქვეყანა. მისი წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ როგორი ღირსეული და ამაყი სახელმწიფოა თურქეთი. მის მიმართ ძალიან დიდ უსამართლობას იჩენს როგორც ზოგიერთი ქვეყანა, ასევე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თურქეთის შიგნითაც. მე, რასაკვირველია, ამ სიტუაციაში ჩარევა არ შემიძლია, მაგრამ როგორც ადამიანი, ვერ დავრჩები გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ - იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა თურქეთისთვის.

დღეს თურქეთში არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც ასევე შეიძლება უყვარდეს სამშობლო და მის ინტერესებს იცავდეს, რომ მზად იყოს მისთვის ყველაფერზე წავიდეს. ეს ყველამ უნდა იცოდეს და ეს აზერბაიჯანში ყველამ იცის, თურქეთშიც. მე მინდა მათ ვუთხრა, ვინც ეს არ იცის: პოლიტიკური ბრძოლა ყველგან არის, მაგრამ არსებობს აგრეთვე ეროვნული საკითხი, რომელშიც არანაირი პოლიტიკური ბრძოლა არ უნდა იყოს. საფრთხის წინაშე ჩვენ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. დღეს თურქეთს ყოველი მხრიდან თავს ესხმიან და აკრიტიკებენ.

ამ ყველაფრისადმი გამკლავება დიდ გაბედულებას მოითხოვს, ასევე დიდ პროფესიონალიზმს, ცოდნას და ნებისყოფას. სწორედ ასეთი ადამიანია ჩემი ძმაც. ამას აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ, რადგან მას კარგად ვიცნობ. მინდა ვუსურვო წარმატებები. მისი სიტყვები, მისი მოქმედება, მისი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია თურქული სამყაროსათვის. ჩვენ მომავალშიც დიდ ძალისხმევას მოვახმართ და გავაღრმავებთ თანამშრომლობას თურქულ სამყაროსთან“.

წყარო: trend.az

ავტორი: სიმონ კილაძე

"მსურს, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ერთად მუშაობას შევძლებთ, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ" - ილჰამ ალიევი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - როგორ მოქმედებს და რამდენი დოზის გაკეთებაა საჭირო შედეგიანობისთვის

ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით