საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი და ამ დროისთვის მათი რაოდენობა ჯამში 128-ია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 საათში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1388 -ს შეადგენს.