მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე
"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, დრო­დად­რო წა­მო­წე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვის თემა, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯვის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მათი ცნო­ბით, ეს სა­კი­თხი მა­შინ ამო­ტივ­ტივ­დე­ბა-ხოლ­მე, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბაა, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი კი არც ისე იშ­ვი­ა­თია.

მა­გა­ლი­თად, ახლა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონს COVID-19-ის მე­ო­რე ტალ­ღამ შე­უ­ტია და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "არუა­ას" აქ­ტი­უ­რო­ბი­თა და ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ფა­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, სერ­გეი შო­ი­გუს, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის 500-კა­ცი­ა­ნი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი სთხო­ვა, რად­გან გუ­და­უ­თის ერ­თა­დერ­თი კო­ვიდ­ჰოს­პი­ტა­ლი გა­დავ­სე­ბუ­ლია, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა კი - უმარ­თა­ვი.

ერთი სი­ტყვით, ამ უკი­დუ­რე­სად მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე, რო­მელ­საც კო­ვიდ-ვი­თა­რე­ბა უა­რე­სად ამ­წვა­ვებს, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა აფხა­ზეთ­ში "რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის ეთ­ნი­კუ­რი რუ­სე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი" გა­ნი­ხი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ძა­ლი­ან უკ­ვირს, რომ ეს სა­კი­თხი დღემ­დე და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია.

"მოს­კო­ვი და­უბ­რუნ­დე­ბა აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის, ეთ­ნი­კუ­რი რუ­სე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბის სა­კითხს”,- გა­ნა­ცხა­და რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას ლავ­როვ­მა.

მის კო­მენ­ტარს მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა რე­გი­ონ­ში. ნა­წი­ლის თქმით, ეს იყო ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან არას­წო­რად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და არა­კო­რექ­ტუ­ლად შე­ფუ­თუ­ლი სა­კი­თხი, რა­ზეც სხვებ­მა უპა­სუ­ხეს, რომ ლავ­როვ­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და აფხა­ზე­თის “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­ვის” კრემ­ლის პო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ გა­ახ­მო­ვა­ნა.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, აფხა­ზე­თის "პრე­ზი­დენ­ტის" სტრა­ტე­გი­ულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ში ე.წ. თა­ნა­შემ­წე, რე­ნატ ქარ­ჩა­ვა აცხა­დებს, რომ ამ სა­კი­თხში აფხა­ზეთ­ში პო­ზი­ცია ასე­თია - "აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბი ცალ-ცალ­კე აქვთ, რად­გან რუ­სე­თი სხვა სა­ხელ­მწი­ფოა...".

იგი­ვე გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ფაურ კოვე ამ­ბობს, რომ ქო­ნებ­რი­ვი დავა აფხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის თა­ვად აფხა­ზებ­შიც ხდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წყდე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა ერ­თნა­ი­რად უდ­გე­ბა ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის ქარ­თვე­ლებს. თუმ­ცა ეს არ ეხე­ბათ მათ, ვინც იბ­რძო­და ან დღე­საც იბ­რძვის აფხა­ზე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ”, – აცხა­დებს კოვე.

"ეს სა­კი­თხი მარ­თლაც მძი­მედ დგას აფხა­ზეთ­ში... გა­სა­გე­ბია, რომ ვი­ღა­ცე­ებს სურთ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იქამ­დე მი­ვი­დეს, რომ ისი­ნი აქეთ იხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, უკვე დან­გრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა-გა­რე­მონ­ტე­ბას, მაგ­რამ იმე­დია, ეს დღე არ დად­გე­ბა... ფაქ­ტი ერ­თია, აფხა­ზებს ეში­ნი­ათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვად­ვე არ დარ­ჩნენ და­უც­ვე­ლი, ამი­ტომ რა­ღა­ცე­ე­ბის თმე­ნის ფა­სად, თვითმყო­ფო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ..." - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"რუს ინ­ვეს­ტო­რებს კა­პი­კებ­ში სურთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა. ახლა ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ თან­ხმო­ბა რომ მის­ცეს, გგო­ნი­ათ, მა­შინ­ვე და­ე­სე­ვი­ან და აქა­უ­რო­ბას სა­მო­თხედ გა­და­აქ­ცე­ვენ?.. არა. და­ე­ლო­დე­ბი­ან, რო­მელ ძალ­ზე მო­წა­დი­ნე­ბულს წას­ძლევს სული პირ­ვე­ლად და თა­ვად და­ი­წყებს ინ­ვეს­ტო­რი ძებ­ნას. ამის შემ­დეგ, თან­ხა­სა და პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მო­ი­ტანს იმას, რომ აფხა­ზე­თის ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარს რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბი და­ი­პყრო­ბენ, რად­გან მათ სწო­რედ ამ სფე­რო­ში სურთ შე­მოს­ვლა. მათი შე­მოს­ვლით კი, ჩვენ დავ­კარ­გავთ ბა­ზარ­ზე კონ­ტროლს, ისე­ვე, რო­გორც მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე" - წერს კრის­ტი როყ­ვა.

"არა­და, ამ პრან­ჭვა-კეკ­ლუ­ცო­ბა­ში მარ­თლა თავ­ზე დაგ­ვემ­ხო­ბა ყვე­ლა­ფე­რი... ახლა რა ფუნ­ქცია აქვს იმ და­კე­ტილ სახ­ლებს, ნარ­კო­მა­ნე­ბი და ქურ­დე­ბი რომ აფა­რე­ბენ თავს. ვი­საც და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი გაქვთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ და ვი­საც არა, იქ­ნებ მარ­თლა დად­გეს საშ­ვე­ლი, თო­რემ რო­დემ­დე უყუ­რებთ ამ მოჩ­ვე­ნე­ბე­ბით სავ­სე ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნას, ნა­ხეთ რას ჰგავს აფხა­ზე­თის აღ­მო­სავ­ლე­თი?... დრო ახლა რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს, რაც უფრო ძვე­ლი იქ­ნე­ბა, უფრო და­ბალ ფას­ში შე­ის­ყი­დი­ან..." - მი­აჩ­ნია ირაკ­ლი ლა­კო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სსს
0

აბა რა გეგონათ აფხაზებო . ჯერ სად ხართ!

პაატა
0

არა რას ფიქრობდით! სიურპრიზებს ყოველდღე ელოდეთ,დანარჩენ საქართველოსთან თანაცხოვრების დროს სრულ იდილიაში ცხოვრობდით,ვერ შეიუშნოვეთ,ახლა ხართ სერიჟასთან,ვალოდიასთან მათნაირ ნაძირლებთან,რა გაწუწუნებთ,რაც გინდოდათ ის მიიღეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დროდადრო წამოწეული უძრავი ქონების ყიდვის თემა, ადგილობრივ მოსახლეობაში ნიადაგის მოსინჯვის ერთგვარი საშუალებაა. მათი ცნობით, ეს საკითხი მაშინ ამოტივტივდება-ხოლმე, როდესაც რეგიონში დაძაბულობაა, ასეთი შემთხვევები კი არც ისე იშვიათია.

მაგალითად, ახლა ოკუპირებულ რეგიონს COVID-19-ის მეორე ტალღამ შეუტია და ოპოზიციური პარტია "არუაას" აქტიურობითა და ე.წ. ხელმძღვანელობის მიერ დაგვიანებით შეფასებული ვითარების შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, კოვიდინფიცირებულებისთვის 500-კაციანი საველე ჰოსპიტალი სთხოვა, რადგან გუდაუთის ერთადერთი კოვიდჰოსპიტალი გადავსებულია, ეპიდვითარება კი - უმართავი.

ერთი სიტყვით, ამ უკიდურესად მძიმე სოციალურ ფონზე, რომელსაც კოვიდ-ვითარება უარესად ამწვავებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთში "რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების უფლებები" განიხილა და აღნიშნა, რომ მას ძალიან უკვირს, რომ ეს საკითხი დღემდე დაურეგულირებელია.

"მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს”,- განაცხადა რუსულ მედიასთან საუბრისას ლავროვმა.

მის კომენტარს მწვავე რეაქცია მოჰყვა რეგიონში. ნაწილის თქმით, ეს იყო ჟურნალისტის მხრიდან არასწორად ფორმულირებული და არაკორექტულად შეფუთული საკითხი, რაზეც სხვებმა უპასუხეს, რომ ლავროვმა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული რუსეთის მოქალაქეებისა და აფხაზეთის “ხელმძღვანელობისვის” კრემლის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმოვანა.

ekhokavkaza.com-თან საუბარში, აფხაზეთის "პრეზიდენტის" სტრატეგიულ კომუნიკაციებში ე.წ. თანაშემწე, რენატ ქარჩავა აცხადებს, რომ ამ საკითხში აფხაზეთში პოზიცია ასეთია - "აფხაზეთსა და რუსეთს ეკონომიკური განვითარების გეგმები ცალ-ცალკე აქვთ, რადგან რუსეთი სხვა სახელმწიფოა...".

იგივე გამოცემასთან საუბარში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ფაურ კოვე ამბობს, რომ ქონებრივი დავა აფხაზეთში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებს, მათ შორის თავად აფხაზებშიც ხდება და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით წყდება.

"რაც შეეხება ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეებს, აფხაზეთში ყველა სახელმწიფო უწყება ერთნაირად უდგება ყველა ეროვნების წარმომადგენლებს, მათ შორის ქართველებს. თუმცა ეს არ ეხებათ მათ, ვინც იბრძოდა ან დღესაც იბრძვის აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”, – აცხადებს კოვე.

"ეს საკითხი მართლაც მძიმედ დგას აფხაზეთში... გასაგებია, რომ ვიღაცეებს სურთ, ადგილობრივი მოსახლეობა იქამდე მივიდეს, რომ ისინი აქეთ იხვეწებოდნენ, უკვე დანგრევის პირას მისული უძრავი ქონების შესყიდვა-გარემონტებას, მაგრამ იმედია, ეს დღე არ დადგება... ფაქტი ერთია, აფხაზებს ეშინიათ თავიანთ ქვეყანაში თავადვე არ დარჩნენ დაუცველი, ამიტომ რაღაცეების თმენის ფასად, თვითმყოფობას ინარჩუნებენ..." - წერს ერთ-ერთი აფხაზი სოციალურ ქსელში.

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ უძრავი ქონების შესყიდვა. ახლა ჩვენმა მთავრობამ თანხმობა რომ მისცეს, გგონიათ, მაშინვე დაესევიან და აქაურობას სამოთხედ გადააქცევენ?.. არა. დაელოდებიან, რომელ ძალზე მოწადინებულს წასძლევს სული პირველად და თავად დაიწყებს ინვესტორი ძებნას. ამის შემდეგ, თანხასა და პირობებს შესთავაზებენ... ეს ყველაფერი კი მოიტანს იმას, რომ აფხაზეთის ენერგეტიკულ ბაზარს რუსი ინვესტორები დაიპყრობენ, რადგან მათ სწორედ ამ სფეროში სურთ შემოსვლა. მათი შემოსვლით კი, ჩვენ დავკარგავთ ბაზარზე კონტროლს, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე" - წერს კრისტი როყვა.

"არადა, ამ პრანჭვა-კეკლუცობაში მართლა თავზე დაგვემხობა ყველაფერი... ახლა რა ფუნქცია აქვს იმ დაკეტილ სახლებს, ნარკომანები და ქურდები რომ აფარებენ თავს. ვისაც დაკანონებული გაქვთ, გამოიყენეთ და ვისაც არა, იქნებ მართლა დადგეს საშველი, თორემ როდემდე უყურებთ ამ მოჩვენებებით სავსე ქალაქსა და ქვეყანას, ნახეთ რას ჰგავს აფხაზეთის აღმოსავლეთი?... დრო ახლა რუსი ინვესტორების სასარგებლოდ მუშაობს, რაც უფრო ძველი იქნება, უფრო დაბალ ფასში შეისყიდიან..." - მიაჩნია ირაკლი ლაკობას.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?