მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ..." - რას წერს ინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კლინიკაში ძმასთან ერთად მკურნალობს
"დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ..." - რას წერს ინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კლინიკაში ძმასთან ერთად მკურნალობს

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს. რო­გორც ის ამ­ბობს, ვირუ­სი მის ძმას და ნა­თე­სა­ვებ­საც და­უ­დას­ტურ­დათ.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვირუ­სი­სა და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს:

"დღე მე-16.კი­დევ კარ­გი, რომ მზი­ა­ნი დღე­ე­ბია. მერე რა, რომ დი­ლას პირ­და­პირ თვა­ლებ­ში მა­ნა­თებს, მა­ინც მი­ხა­რია. ზო­გა­დად, დილა უფრო ას­წო­რებს აქ: სი­ცხეც არ მაქვს და მზეც გემ­რი­ე­ლად ანა­თებს. ერ­თია, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღე რო­მე­ლი­ღაც ანა­ლი­ზის ასა­ღე­ბად ვე­ნა­ში ნემსს მი­კე­თე­ბენ, მაგ­რამ უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ.

ყო­ველ­დღე დღე­ში ორ­ჯერ გვი­რე­კავს კლი­ნი­კის რო­მე­ლი­მე ექი­მი და ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას კი­თხუ­ლობს. ჩვენც ნე­ბის­მი­ერ დროს გვაქვს და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ექი­მებ­თან ფაქ­ტობ­რი­ვად დავ­მე­გობ­რდით, ოღონდ ეკი­პი­რე­ბის გა­რე­შე, ალ­ბათ, ვერც ერთს ვიც­ნობ. მხო­ლოდ ხმით და თვა­ლე­ბით. სა­ნიტ­რე­ბიც ყო­ველ­დღე დღე­ში სამ­ჯერ გვაწ­ვდი­ან საჭ­მელს და ალა­გე­ბენ პა­ლა­ტას. ყვე­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს ხე­ლის­შე­წყო­ბას და მეც ერთი სული მაქვს, რო­დის გა­და­ვუხ­დი დიდ მად­ლო­ბას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ, რად­გან მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რს უძ­ლე­ბენ თუნ­დაც მხო­ლოდ ეკი­პი­რე­ბის ტა­რე­ბის მხრივ.

დღეს ირაკ­ლის ანა­ლი­ზე­ბის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი ნორ­მა­ლუ­რია. ჩემ­თან კი მხო­ლოდ დე დი­მე­რი რჩე­ბა კვლავ მო­მა­ტე­ბუ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, მე უფრო დიდი დო­ზით მი­კეთ­ბენ სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელს, ვიდ­რე ჩემს ძმას.

დღეს გა­ვარ­კვიე ორი სა­ინ­ტე­რე­სო რამ: კო­რო­ნას შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლში ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის სიმ­ცი­რე გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ უჯრე­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად იყე­ნე­ბენ რკი­ნას, რო­მელ­საც შე­ი­ცავს ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი.

მე­ო­რე ამ­ბა­ვი: სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბე­ლი უშუ­ა­ლოდ დე დი­მერ­ზე (სის­ხლის შე­დე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენტზე) არ მოქ­მე­დებს, უბ­რა­ლოდ, სის­ხლში თრომ­ბის წარ­მოქ­მნის პრე­ვენ­ცი­აა, ხოლო თვი­თონ დე დი­მე­რი ვირუ­სის გას­ვლას­თან ერ­თად და­იკ­ლებს. ზო­გა­დად, დე დი­მე­რი კო­რო­ნას ერთ-ერთი სა­მიზ­ნე ყო­ფი­ლა. ეს კი­თხვა დღეს იმე­დის დილა / Imedis Dila-ის ეთერ­ში და­ვუს­ვი ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვილს და შე­გიძ­ლი­ათ, აქ ნა­ხოთ ამომ­წუ­რა­ვად ეს და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცნო­ბე­ბი ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

გე­ტყვით იმა­საც, რომ ამა­სო­ბა­ში ჩემს ნა­თე­სა­ვებ­საც და­უ­დას­ტურ­დათ ვირუ­სი და ისი­ნიც ახლა იმ ემო­ცი­ურ გზას გა­დი­ან, რა­საც მე. მოკ­ლედ, გან­წყო­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შე­მო­ძა­ხე­ბა, გეგ­მე­ბის და მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა - ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბა ასეთ დროს და კი­დევ, რა თქმა უნდა, სიფრ­თხი­ლე. ისე­თი­ვე სიფრ­თხი­ლე, რო­გორც ლო­ქ­და­უ­ნის დროს გვქონ­და. და­ი­წევს ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და მერე ისევ მოვხსნათ გან­გა­შის საზ­რი, რო­მე­ლიც ახლა ძა­ლა­ინ ძა­ლი­ან ძა­ლი­ან სა­ჭი­როა" - წერს ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ..." - რას წერს ინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კლინიკაში ძმასთან ერთად მკურნალობს

"დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ..." - რას წერს ინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კლინიკაში ძმასთან ერთად მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი და ტელეწამყვანი, ზურა ბალანჩივაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ის ამბობს, ვირუსი მის ძმას და ნათესავებსაც დაუდასტურდათ.

ტელეწამყვანი ვირუსისა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქზე" წერს:

"დღე მე-16.კიდევ კარგი, რომ მზიანი დღეებია. მერე რა, რომ დილას პირდაპირ თვალებში მანათებს, მაინც მიხარია. ზოგადად, დილა უფრო ასწორებს აქ: სიცხეც არ მაქვს და მზეც გემრიელად ანათებს. ერთია, რომ თითქმის ყოველდღე რომელიღაც ანალიზის ასაღებად ვენაში ნემსს მიკეთებენ, მაგრამ უმტკივნეულოდ.

ყოველდღე დღეში ორჯერ გვირეკავს კლინიკის რომელიმე ექიმი და ჩვენს ჯანმრთელობას კითხულობს. ჩვენც ნებისმიერ დროს გვაქვს დაკავშირების საშუალება. ექიმებთან ფაქტობრივად დავმეგობრდით, ოღონდ ეკიპირების გარეშე, ალბათ, ვერც ერთს ვიცნობ. მხოლოდ ხმით და თვალებით. სანიტრებიც ყოველდღე დღეში სამჯერ გვაწვდიან საჭმელს და ალაგებენ პალატას. ყველა მაქსიმალურად ცდილობს ხელისშეწყობას და მეც ერთი სული მაქვს, როდის გადავუხდი დიდ მადლობას გამოჯანმრთელების შემდეგ, რადგან მართლა ძალიან ბევრს უძლებენ თუნდაც მხოლოდ ეკიპირების ტარების მხრივ.

დღეს ირაკლის ანალიზების ყველა კომპონენტი ნორმალურია. ჩემთან კი მხოლოდ დე დიმერი რჩება კვლავ მომატებულად. შესაბამისად, მე უფრო დიდი დოზით მიკეთბენ სისხლის გამათხელებელს, ვიდრე ჩემს ძმას.

დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ: კორონას შემთხვევაში სისხლში ჰემოგლობინის სიმცირე გამოწვეულია იმით, რომ უჯრედები ინფექციასთან საბრძოლველად იყენებენ რკინას, რომელსაც შეიცავს ჰემოგლობინი.

მეორე ამბავი: სისხლის გამათხელებელი უშუალოდ დე დიმერზე (სისხლის შედედების კოეფიციენტზე) არ მოქმედებს, უბრალოდ, სისხლში თრომბის წარმოქმნის პრევენციაა, ხოლო თვითონ დე დიმერი ვირუსის გასვლასთან ერთად დაიკლებს. ზოგადად, დე დიმერი კორონას ერთ-ერთი სამიზნე ყოფილა. ეს კითხვა დღეს იმედის დილა / Imedis Dila-ის ეთერში დავუსვი ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს და შეგიძლიათ, აქ ნახოთ ამომწურავად ეს და სხვა მნიშვნელოვანი ცნობები ვაქცინასთან დაკავშირებითაც.

გეტყვით იმასაც, რომ ამასობაში ჩემს ნათესავებსაც დაუდასტურდათ ვირუსი და ისინიც ახლა იმ ემოციურ გზას გადიან, რასაც მე. მოკლედ, განწყობა და საკუთარი თავისთვის შემოძახება, გეგმების და მიზნების დასახვა - ძალიან გეხმარება ასეთ დროს და კიდევ, რა თქმა უნდა, სიფრთხილე. ისეთივე სიფრთხილე, როგორც ლოქდაუნის დროს გვქონდა. დაიწევს ინფიცირების მაჩვენებლები და მერე ისევ მოვხსნათ განგაშის საზრი, რომელიც ახლა ძალაინ ძალიან ძალიან საჭიროა" - წერს ბალანჩივაძე.

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

"ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები ჯანმრთელებად შენიღბულები" - რას წერს ცნობილი პედიატრი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"