პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები
მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­და - ის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. პარ­ლა­მენ­ტი­დან დე­პუ­ტა­ტის წას­ვლის შემ­დეგ ქვრი­ვიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას სი­ა­ში ად­გილ­მო­ნაც­ვლე და­ი­კა­ვებს, ეს სიის 68-ე წევ­რი ბაია კვი­ცი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ბაია კვი­ცი­ა­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ახა­ლი სა­ხეა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის პარ­ტი­ულ სი­ა­ში კახი კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა, რად­გან მისი და მაკა კვი­ცი­ა­ნი, ანუ­კი არე­ში­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. რო­გორც მა­კამ ამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, მისი და ანუ­კის მე­გობ­რო­ბა 15 წელ­ზე მეტს ით­ვლის.

დები ბაია და მაკა კვი­ცი­ა­ნე­ბის მამა ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი გახ­ლავთ. მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი 1964-1970 წლებ­ში მეს­ტი­ის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის მეთ­ვალ­ყუ­რე იყო. 1976-1992 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლად 1990 წელს, მე­ო­რედ 2008 წელ­ში მოხ­ვდა. კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი მეს­ტი­ის ოლ­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ და პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" რი­გებ­ში ირი­ცხე­ბო­და.

ბაია კვი­ცი­ა­ნი მა­მას­თან ერ­თად

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სი­ა­ში აღარ მოხ­ვედ­რი­ლა. მა­მის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა, ოღონდ უკვე სხვა მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც ჩანს, მის­მა უფ­როს­მა შვილ­მა გა­და­წყვი­ტა.

ასევე დაგაინტერესებთ
12:03 / 21-05-2019

რატომ გადაწყვიტა 3 შვილის დედამ და წარმატებულმა დიზაინერმა "მასტერშეფში" მონაწილეობა - "კერძს იმხელა სიყვარულით ვამზადებ, მიჭირს კრიტიკის მოსმენა"

14:15 / 05-07-2019

მაკა კვიციანი: „თათიას გაკეთებულ საჭმელს რესტორანში არ შევჭამდი“

10:55 / 13-10-2020

"უნარების ტესტები იყო, კამერასთან ვარჯიშიც...ზოგი ჩაიჭრა, მაგრამ სიაში მაინც მოხვდა, როგორც ვიცი, ასეთია ანუკი არეშიძის მეგობარი" - როგორ შეარჩიეს ახალი სახეები "ოცნების" პროპორციული სიისთვის

12:21 / 17-10-2021

გრანდიოზული წვეულება, ულამაზესი კაბა და ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა დიზაინერმა მაკა კვიციანმა დაბადების დღე (ფოტოები, ვიდეო)

დებ კვი­ცი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი ელი­ტა წლე­ბია იც­ნობს, თუმ­ცა დი­ზა­ი­ნერ მაკა კვი­ცი­ა­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა პრო­ექტ "მას­ტერ­შეფ­ში" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და. დი­ზა­ი­ნე­რია მათი დედა ნანა შუკ­ვა­ნიც. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მაკა ანუ­კი არე­ში­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც კი, შვი­ლე­ბით ერ­თად და­დი­ან. მა­კას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მე­უღ­ლე კი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან კი "მ² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

მაკა კვი­ცი­ა­ნი "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­შიც იყო, თუმ­ცა მისი მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მისი და, ბაია მოხ­ვდა. დებ კვი­ცი­ა­ნებს უმ­ცრო­სი ძმა, კოკა კვი­ცი­ა­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

დებ კვი­ცი­ა­ნე­ბის დედა და ძმა

პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ბაია კვი­ცი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის "და­ლო­ო­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია. ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე დიდი მა­ღა­ზია ტან­საც­მლის ხაზ­თან ერ­თად, აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა არ­ტის­ტებ­თან და ბრენ­დებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შექ­მნილ ნივ­თებ­სა და ნა­მუ­შევ­რებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბაია კვი­ცი­ან­მა 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა, რო­გორც მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მალე მივხდა, რომ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, ინ­გლი­სუ­რი ენა, ბიზ­ნე­სი და მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი უფრო მო­თხოვ­ნა­დი იყო ვიდ­რე ხე­ლოვ­ნე­ბა. 2008 წელს ბა­ი­ამ ლონ­დონ­ში და­ას­რუ­ლა წი­ნა­სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა და შემ­დეგ ლონ­დო­ნის ევ­რო­პუ­ლი ბიზ­ნეს სკო­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, დი­ზა­ი­ნერ დას­თან ერ­თად, და­ი­წყო ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი "და­ლო­ო­დის" სა­ხით...

მაკა კვი­ცი­ა­ნი

ორი წლის წინ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბე­ლის" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად მყოფ­მა ბა­ი­ამ, სა­კუ­თარ წო­ნა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა, თუ რო­გორ ებ­რძო­და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას ჭარბ წო­ნას.

"თი­ნე­ი­ჯე­რო­ბას მქონ­და ჭარ­ბი წონა და ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო... მი­ჭირ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი - ბავ­შვო­ბა­ში უჭ­მე­ლი ვი­ყა­ვი და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის შემ­დეგ კვე­ბა ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლე. ჩვენ­თან არ იყო მა­შინ ასე­თი ხელ­მი­საწ­ვდო­მი ტკბი­ლე­უ­ლი და ფუნ­თუ­შე­ბი და იქ უფრო მეტი არ­ჩე­ვა­ნი იყო და ვა­გე­მოვ­ნებ­დი. რომ ჩა­მო­ვე­დი, დე­დას სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, 35 კილო მქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი. რე­აქ­ცი­ე­ბით მივხდი, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მა მქონ­და, თა­ვად ასე მძაფ­რად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი. ეს ხდე­ბო­და 1996-1997 წლებ­ში. რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბი­დან ბავ­შვს ზრდი­ლო­ბა­სა და ჰი­გი­ე­ნას ას­წავ­ლი, ისე უნდა ას­წავ­ლო სწო­რი კვე­ბა და შემ­დეგ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღარ დად­გეს.

მაკა კვი­ცი­ა­ნი და ანუ­კი არე­ში­ძე

დე­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დო და სპე­ცი­ა­ლის­ტთან მი­მიყ­ვა­ნა და ნელ-ნელა და­ვი­წყე კლე­ბა. გა­მო­ნათ­ქვა­მია, ყვე­ლა­ფერ თეთ­რს უნდა შე­ეშ­ვა 30 წლის ზე­ვით, მაგ­რამ ათ დღე­ში ერთხელ, შა­ბათ-კვი­რას, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გემ­რი­ე­ლი კვე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცე სა­კუ­თარ თავს. თუმ­ცა სი­გამ­ხდრე არ ნიშ­ნავს ჯან­მრთე­ლო­ბას, ესეც არას­წო­რი მიდ­გო­მაა. რო­დე­საც ბევრ კი­ლოგ­რამს იკ­ლებ, ფო­ბი­ა­ში გა­დაგ­დის ზედ­მე­ტი 100 გრა­მის მო­მა­ტე­ბაც კი.

კლე­ბის პრო­ცე­სი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი იყო. უცებ გა­ვიღ­ვი­ძე და არა­ფე­რი აღარ უნდა მე­ჭა­მა, ამ დროს ვი­ყა­ვი მო­ზარ­დი, მაგ­რამ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, ასე­თი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დღეს ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. ამან მას­წავ­ლა, რომ საკ­ვე­ბი არ არის სი­ა­მოვ­ნე­ბა..." - ამ­ბობ­და ბაია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ბაია კვი­ცი­ა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე გი­ორ­გი ან­თა­ძე და სამი შვი­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი წლის წინ ბაია მა­მა­ზე წერ­და:

"კახა, როცა მამ­შვი­დებს: "შენ გული არ დაგ­წყდეს, მამა, ღმერ­თი ყვე­ლა­ფერს ხე­დავს.” - მამა არის ჩემ­თვის კა­ცო­ბის, ერ­თგუ­ლე­ბის, სიძ­ლი­ე­რის, მოთ­მი­ნე­ბის, უშიშ­რო­ბის, გამ­ბე­და­ო­ბის, ვაჟ­კა­ცო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, იუ­მო­რის, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, უან­გა­როდ სი­კე­თის კე­თე­ბის, ხელ­გაშ­ლი­ლო­ბის, მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის და კი­დევ უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბის მა­გა­ლი­თი და ვინც მას იც­ნობს ყვე­ლამ იცის, რომ არ ვა­ჭარ­ბებ და არც სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ ამას რომ ვამ­ბობ! მიყ­ვარ­ხარ მა..."

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vake
0

ანუ იმ მთავრობაშიც იყო ამ მთავრობაშიც :) 9 მთავრობაზე ყოფილა გადანახტომი 

!!!
231

ძალიან მიყვარს ეს გოგოები თავმდაბლები და კარგად აღზრდილები. წლებია ვიცნობ გვიმრავლოს საქართველოში ასეთმა ქართველმა ქალებმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა - ის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა. პარლამენტიდან დეპუტატის წასვლის შემდეგ ქვრივიშვილის პოზიციას სიაში ადგილმონაცვლე დაიკავებს, ეს სიის 68-ე წევრი ბაია კვიციანი იქნება.

ბაია კვიციანი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. როგორც ამბობენ, ის პარტიულ სიაში კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი და მაკა კვიციანი, ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია. როგორც მაკამ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი და ანუკის მეგობრობა 15 წელზე მეტს ითვლის.

დები ბაია და მაკა კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი კანდიდ კვიციანი გახლავთ. მდიდარი ბიზნესმენი 1964-1970 წლებში მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეთვალყურე იყო. 1976-1992 წლებში კი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ 2008 წელში მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.

ბაია კვიციანი მამასთან ერთად

ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კანდიდ კვიციანი "ნაციონალების" სიაში აღარ მოხვედრილა. მამის პოლიტიკური კარიერის გაგრძელება, ოღონდ უკვე სხვა მმართველ პარტიაში, როგორც ჩანს, მისმა უფროსმა შვილმა გადაწყვიტა.

დებ კვიციანებს ქართული ელიტა წლებია იცნობს, თუმცა დიზაინერ მაკა კვიციანის პოპულარობა პროექტ "მასტერშეფში" გამოჩენის შემდეგ გაიზარდა. დიზაინერია მათი დედა ნანა შუკვანიც. როგორც უკვე გითხარით, მაკა ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია და დასასვენებლადაც კი, შვილებით ერთად დადიან. მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან კი "მ² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.

მაკა კვიციანი "ნიჭიერის" ჟიურიშიც იყო, თუმცა მისი მზარდი პოპულარობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი და, ბაია მოხვდა. დებ კვიციანებს უმცროსი ძმა, კოკა კვიციანი ჰყავთ, რომელიც საზოგადოებრივი აქტივობებით არ გამოირჩევა.

დებ კვიციანების დედა და ძმა

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ბაია კვიციანი ოჯახური ბიზნესის "დალოოდის" გენერალური დირექტორია. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი მაღაზია ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებსა და ნამუშევრებს.

როგორც ირკვევა, ბაია კვიციანმა 2003 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა, როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, მალე მივხდა, რომ ახალ რეალობაში, ინგლისური ენა, ბიზნესი და მენეჯერული უნარები უფრო მოთხოვნადი იყო ვიდრე ხელოვნება. 2008 წელს ბაიამ ლონდონში დაასრულა წინასამაგისტრო პროგრამა და შემდეგ ლონდონის ევროპული ბიზნეს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დიზაინერ დასთან ერთად, დაიწყო ოჯახური ბიზნესი "დალოოდის" სახით...

მაკა კვიციანი

ორი წლის წინ "საზოგადოებრივ მაუწყებელის" შუადღის გადაცემაში სტუმრად მყოფმა ბაიამ, საკუთარ წონაზე გულახდილად ისაუბრა, თუ როგორ ებრძოდა თინეიჯერობისას ჭარბ წონას.

"თინეიჯერობას მქონდა ჭარბი წონა და ეს საკმაოდ რთული იყო... მიჭირდა საკუთარი თავის ხელში აყვანა. შემთხვევით მოხდა ყველაფერი - ბავშვობაში უჭმელი ვიყავი და საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ კვება ვერ გავაკონტროლე. ჩვენთან არ იყო მაშინ ასეთი ხელმისაწვდომი ტკბილეული და ფუნთუშები და იქ უფრო მეტი არჩევანი იყო და ვაგემოვნებდი. რომ ჩამოვედი, დედას საოცარი რეაქცია ჰქონდა, 35 კილო მქონდა მომატებული. რეაქციებით მივხდი, რომ რაღაც პრობლემა მქონდა, თავად ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი. ეს ხდებოდა 1996-1997 წლებში. როგორც პატარაობიდან ბავშვს ზრდილობასა და ჰიგიენას ასწავლი, ისე უნდა ასწავლო სწორი კვება და შემდეგ პრობლემის წინაშე აღარ დადგეს.

მაკა კვიციანი და ანუკი არეშიძე

დედამ ყველაფერი გადადო და სპეციალისტთან მიმიყვანა და ნელ-ნელა დავიწყე კლება. გამონათქვამია, ყველაფერ თეთრს უნდა შეეშვა 30 წლის ზევით, მაგრამ ათ დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას, მაინც შეიძლება გემრიელი კვების უფლება მისცე საკუთარ თავს. თუმცა სიგამხდრე არ ნიშნავს ჯანმრთელობას, ესეც არასწორი მიდგომაა. როდესაც ბევრ კილოგრამს იკლებ, ფობიაში გადაგდის ზედმეტი 100 გრამის მომატებაც კი.

კლების პროცესი ჩემთვის ძალიან სტრესული იყო. უცებ გავიღვიძე და არაფერი აღარ უნდა მეჭამა, ამ დროს ვიყავი მოზარდი, მაგრამ ეს გამოცდილება რომ არა, ასეთი ორგანიზებული დღეს ვერ ვიქნებოდი. ამან მასწავლა, რომ საკვები არ არის სიამოვნება..." - ამბობდა ბაია ინტერვიუში.

ბაია კვიციანი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე გიორგი ანთაძე და სამი შვილი.

სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ ბაია მამაზე წერდა:

"კახა, როცა მამშვიდებს: "შენ გული არ დაგწყდეს, მამა, ღმერთი ყველაფერს ხედავს.” - მამა არის ჩემთვის კაცობის, ერთგულების, სიძლიერის, მოთმინების, უშიშრობის, გამბედაობის, ვაჟკაცობის, სამართლიანობის, იუმორის, მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობის, პროფესიონალიზმის, უანგაროდ სიკეთის კეთების, ხელგაშლილობის, მიმტევებლობის და კიდევ უამრავი დადებითი თვისების მაგალითი და ვინც მას იცნობს ყველამ იცის, რომ არ ვაჭარბებ და არც სუბიექტური ვარ ამას რომ ვამბობ! მიყვარხარ მა..."