მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმატა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ." - რა მავნე ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს კორონავირუსული პანდემია მოზარდებზე
"გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმატა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ." - რა მავნე ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს კორონავირუსული პანდემია მოზარდებზე

ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ Covid-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ზი­ა­ნებ­ლად ბავ­შვებ­ზე აი­სა­ხე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" მო­ამ­ზა­და ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც პუნ­ქტობ­რი­ვად არის გან­ხი­ლუ­ლი ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის მარ­თვის და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის დროს ბავ­შვთა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი. რაც უამ­რა­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოვ­ლინ­და. ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის თუ სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პო­ლი­ტი­კა ნე­იტ­რა­ლუ­რია, რაც პრობ­ლე­მუ­რია, რად­გან ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ში მი­ი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სა­დე­გი ან ატა­ნა­დი იყოს სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის, მაგ­რამ ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი ბავ­შვის­თვის", - ვკი­თხუ­ლობთ დო­კუ­მენ­ტში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე ambebi.ge -სთან სა­უ­ბარ­ში აქ­ცენტს აკე­თებს ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მათი ფსი­ქო-ემო­ცი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, რაც, მისი შე­ფა­სე­ბით, პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და.

  • ბავ­შვთა სი­ღა­რი­ბე

ანა აბა­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის დროს არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის მარ­თვა­ში სრუ­ლად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო მიერ გა­ცე­მუ­ლი 200- ლა­რი­ა­ნი ერთჯერ­დი დახ­მა­რე­ბა თითო ბავ­შვზე, იუ­რის­ტის შე­სა­ფე­ბით, ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და და რე­ა­ლო­ბის შეც­ვლა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

ანა აბა­ში­ძე

"უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბი უფრო მე­ტად დგა­ნან სი­ღა­რი­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე, ვიდ­რე სხვა ჯგუ­ფე­ბი. ყვე­ლა მე-5 ბავ­შვი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­შია და შიმ­ში­ლობს. ქვე­ყა­ნას კი ჯე­რაც არ გა­აჩ­ნია ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, ბავ­შვე­ბი­სად­მი მგრძნო­ბი­ა­რე სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა ოჯა­ხებს. ბევ­რი და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი სერ­ვი­სე­ბის მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი. პირ­ველ რიგ­ში, ესე­ნი არი­ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი, ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბავ­შვე­ბი და ბავ­შვე­ბი ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­დან. და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი და შიმ­ში­ლი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ოჯა­ხებ­ში ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტე­ბას, ხოლო და­სუს­ტე­ბულ ბავ­შვებ­ში თა­ვის მხრივ იზ­რდე­ბა COVID-19-ით მძი­მე ავა­დო­ბის რის­კე­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

"გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის" კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მაია ქურ­ცი­კი­ძე, ამ­ბობს, რომ პან­დე­მი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ჩერ­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის მთე­ლი რიგი სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა, რის გა­მოც ისი­ნი კი­დევ უფრო და­უც­ვე­ლე­ბი გახ­დნენ.

"ჩვენ­მა მრა­ვალკ­ლას­ტე­რულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვლო­ში 29 800 ბავ­შვს არ აქვს ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი, არ აქვს სახ­ლში წყლი­თა და საპ­ნით ხე­ლის და­ბა­ნის პი­რო­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლია პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მათი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი. ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ ჰქონ­დეთ წვდო­მა უსაფრ­თხო წყალ­სა და ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ზე და ეს სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. ასე­ვე, მხარ­და­ჭე­რის მიღ­მა არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ვე­ღარ იღე­ბენ იმ სერვსებს, რა­საც აქამ­დე სთავ­ზობ­და სა­ხელ­მწი­ფო", - ამ­ბობს მაია ქურ­ცი­კი­ძე.

  • ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა

ფსი­ქო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ იზო­ლა­ცი­უ­რი გა­რე­მო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის რისკს ზრდის, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ბავ­შვთა ფსი­ქი­კა­ზე აი­სა­ხე­ბა. ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი თა­მარ გა­გო­ში­ძე ამ­ბობს, რომ პან­დე­მი­ამ ოჯახ­ში ძალ­დობ­რი­ვი გა­რე­მო გა­ზარ­და მთელს მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რაც, მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ი­ღოს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა.

"ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უცხო არ არის. უბ­რა­ლოდ, პან­დე­მი­ამ უფრო გა­ამ­წვა­ვა და გა­მო­ავ­ლი­ნა ის მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი, რაც ამ მხრივ არ­სე­ბობს. პირ­ველ რიგ­ში, უნდა ით­ქვას, რომ ბავშთა ძა­ლა­დო­ბის შე­ფა­სე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას არ აქვს. ძა­ლა­დო­ბად მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა აღიქ­მე­ბა. ჩვენ სულ ასე ვი­ყა­ვით მო­წყო­ბი­ლი, ან ჩვენ ვძალ­დობ­დით, ან ჩვენ­ზე ძა­ალ­დობ­დნენ, რაც აი­სა­ხა კი­დეც თა­ო­ბებ­ზე. ამი­ტომ იზო­ლა­ცი­უ­რი გა­რე­მოს პი­რო­ბებ­ში, ცხა­დია, კი­დევ უფრო გამ­წვავ­და ეს პრობ­ლე­მე­ბი. ოჯახ­ში ძა­ლა­დობ­რივ­მა მუხტმა მთელს მსოფ­ლი­ო­ში მო­ი­მა­ტა პან­დე­მი­ის გამო. შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­ა­რეს­და ბავ­შვთა ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მო­იმ­ტა ში­შებ­მა, შფოთ­ვამ და ა.შ. სა­ხელ­მწი­ფოს თუ სურს იზ­რუ­ნოს ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მან მხა­რი უნდა და­უ­ჭი­როს მშობ­ლებს. რო­გორც უმუ­შევ­რებს, ისე და­საქ­მე­ბუ­ლებს. პირ­ველ რიგ­ში, მთა­ვა­რია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, რო­გორ უნდა მო­ექ­ცნენ მშობ­ლე­ბი შვი­ლებს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უმ­ცი­რონ მათ­თვის ისე­დაც ზო­გა­დად სტრე­სუ­ლი გა­რე­მო. სა­ხელ­მწი­ფოს ამო­ცა­ნაა კარ­გად და­ა­ორ­გა­ნი­ზოს ის რე­სურ­სე­ბი, რაც მის გარ­შე­მო არ­სე­ბობს. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს ჩვენ, რომ ვუზ­რუნ­ველ­ყოთ მშობ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბა, ტრე­ნინ­გე­ბი და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უნდა და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი მშობ­ლებს, რად­გან ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა მა­ინც აქე­დან იღებს სა­თა­ვეს. მო­მუ­შა­ვე მშობ­ლებ­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა. კომ­პა­ნი­ებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ასე­თი მშობ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ისე და­გეგ­მონ სა­მუ­შაო გრა­ფი­კე­ბი, რომ მშობ­ლებს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დრო დარ­ჩეთ" , - გვე­უბ­ნე­ბა თა­მარ გა­გო­ში­ძე.

  • გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა

რო­გორც ბავ­შვთა უფლბებ­ზე მო­მუ­შა­ვე იუ­რის­ტე­ბი, ისე ფსი­ქო­ლო­გე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ პან­დე­მი­ის გამო სკო­ლე­ბის და­კეტ­ვამ და ბავ­შვე­ბის სახ­ლებ­ში იზო­ლა­ცი­ამ ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია ბავ­შვთა ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

მაია ქურ­ცი­კი­ძე

"გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდში" მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ყვე­ლა­ზე მე­ტად სო­ცა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა.

"რო­დე­საც ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ სკო­ლე­ბი, ბევრ ღა­რიბ ოჯახს არ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბავ­შე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტე­რე­ბი შე­ე­ძი­ნა. სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა ბავ­შვის­თვის იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩვე­ნი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 5400 ბავ­შვს, 3-17 წლამ­დე, კომ­პი­უ­ტერ­ზე და ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს უნდა შე­ე­ძი­ნა მათ­თვის კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და მე­წო­დე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ნეტ-პა­კე­ტე­ბი. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია გეგ­მავს, რომ 1300 ბავ­შვს აჭა­რა­ში მი­ა­წო­დოს ინ­ტერ­ნეტ-პა­კე­ტე­ბი ერთი თვით მა­ინც. ვემ­ხრო­ბით ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მშვი­დო­ბი­ან დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ჭი­როა ისევ ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა, მა­შინ კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და უზ­რუნ­ველ­ყოს ის, რომ ყვე­ლა ბავ­შვს მი­უწ­ვდე­ბო­დეს ხელი ინ­ტერ­ნეტ­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბას, ამ მო­დელ­ში სა­ჭი­როა ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, მისი დახ­ვე­წა, რათა უფრო მორ­გე­ბუ­ლი იყოს ბავ­შვის ინ­ტე­რე­სებ­ზე და შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს", - გვხსნის მაია ქურ­ცი­კი­ძე.

  • სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბე­ბი და გა­რე­მო

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ კი­დევ ერთ გა­მოწ­ვე­ვა­ზე - ბავ­შვთა ინ­ტე­რე­სე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით მო­წყო­ბილ სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნებ­ზე.

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ COVID-19 პრე­ვენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ბავ­შვზე მორ­გე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა, რის გა­მოც ბავ­შვებ­მა და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­მა­ტე­ბი­თი ტრავ­მა გა­ნი­ცა­დეს.

"სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნე­ბის ერ­თგვა­რო­ვან­მა მო­წეს­რი­გე­ბამ და ბავ­შვთა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბამ წარ­მოშ­ვა არა­ერ­თი დავა სა­ხელ­მწი­ფოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩვენ მო­ვი­გეთ რამ­დე­ნი­მე საქ­მე და ბავ­შვი გა­და­ვაყ­ვა­ნი­ნეთ მის­თვის შე­სა­ფე­რის გა­რე­მო­ში. ძი­რი­თა­დად ბავ­შვებს უწევ­დათ კვი­რე­ბის გა­ტა­რე­ბა იზო­ლი­რე­ბულ, მათ­თვის უც­ნობ გა­რე­მო­ში, რაც ზრდი­და პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი დაბ­ნე­უ­ლო­ბის და სტრე­სის დო­ნეს. ჩვენ მოგ­ვმარ­თა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის მშო­ბელ­მა. მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თე­რა­პი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ბავ­შვის ღია სივ­რცე­ში გაყ­ვა­ნა, რა­ზეც სა­ხელ­მწი­ფოს არ უფიქ­რია. ეს და­ვაც მო­ვი­გეთ სა­სა­მარ­თლო­ში", - ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმატა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ." - რა მავნე ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს კორონავირუსული პანდემია მოზარდებზე

"გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმატა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ." - რა მავნე ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს კორონავირუსული პანდემია მოზარდებზე

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევები განსაკუთრებით დამაზიანებლად ბავშვებზე აისახება. ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოამზადა ანგარიში, რომელშიც პუნქტობრივად არის განხილული ის პრობლემები, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

"საქართველოში პანდემიის მართვის და პრევენციული ზომების მიღების დროს ბავშვთა საჭიროებები მნიშვნელოვნად იყო იგნორირებული. რაც უამრავი მიმართულებით გამოვლინდა. ჯანდაცვის, განათლების თუ სოციალური დაცვის პოლიტიკა ნეიტრალურია, რაც პრობლემურია, რადგან ზომები, რომელიც სახელმწიფოში მიიღება შეიძლება გამოსადეგი ან ატანადი იყოს სრულწლოვანი ადამიანისთვის, მაგრამ ზიანის მომტანი ბავშვისთვის", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ambebi.ge -სთან საუბარში აქცენტს აკეთებს ბავშვების განათლების, მათი ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების პრობლემებზე, რაც, მისი შეფასებით, პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

  • ბავშვთა სიღარიბე

ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პანდემიის დროს არსებული კრიზისის მართვაში სრულად იგნორირებული იყო სოციალურად დაუცველი ბავშვების უფლებები. სახელმწიფო მიერ გაცემული 200- ლარიანი ერთჯერდი დახმარება თითო ბავშვზე, იურისტის შესაფებით, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რეალობის შეცვლაზე გავლენა არ მოუხდენია.

ანა აბაშიძე

"უკანასკნელი კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე სხვა ჯგუფები. ყველა მე-5 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეშია და შიმშილობს. ქვეყანას კი ჯერაც არ გააჩნია ყოვლისმომცველი, ბავშვებისადმი მგრძნობიარე სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დაეხმარება ოჯახებს. ბევრი დაუცველი ოჯახი სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან. დაბალი შემოსავლები და შიმშილი პირდაპირ უკავშირდება ოჯახებში ქრონიკული დაავადებების მატებას, ხოლო დასუსტებულ ბავშვებში თავის მხრივ იზრდება COVID-19-ით მძიმე ავადობის რისკები", - გვეუბნება უფლებადამცველი.

"გაეროს ბავშვთა ფონდის" კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე, ამბობს, რომ პანდემიის გამო საქართველოში შეჩერდა სოციალურად დაუცველი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის მთელი რიგი სერვისების მიწოდება, რის გამოც ისინი კიდევ უფრო დაუცველები გახდნენ.

"ჩვენმა მრავალკლასტერულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართვლოში 29 800 ბავშვს არ აქვს ელემენტარული სანიტარული პირობები, არ აქვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები, შესაბამისად, მაღალია პანდემიის პირობებში მათი დაინფიცირების რისკი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო წყალსა და ჰიგიენურ პირობებზე და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ასევე, მხარდაჭერის მიღმა არიან დარჩენილები ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც ვეღარ იღებენ იმ სერვსებს, რასაც აქამდე სთავზობდა სახელმწიფო", - ამბობს მაია ქურციკიძე.

  • ოჯახში ძალადობა

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იზოლაციური გარემო ოჯახში ძალადობის რისკს ზრდის, რაც განსაკუთრებით მწვავედ ბავშვთა ფსიქიკაზე აისახება. ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ პანდემიამ ოჯახში ძალდობრივი გარემო გაზარდა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. რაც, მისი თქმით, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს და ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა.

"ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნისთვის უცხო არ არის. უბრალოდ, პანდემიამ უფრო გაამწვავა და გამოავლინა ის მთელი რიგი პრობლემები, რაც ამ მხრივ არსებობს. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბავშთა ძალადობის შეფასების გამოცდილება ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ძალადობად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა აღიქმება. ჩვენ სულ ასე ვიყავით მოწყობილი, ან ჩვენ ვძალდობდით, ან ჩვენზე ძაალდობდნენ, რაც აისახა კიდეც თაობებზე. ამიტომ იზოლაციური გარემოს პირობებში, ცხადია, კიდევ უფრო გამწვავდა ეს პრობლემები. ოჯახში ძალადობრივმა მუხტმა მთელს მსოფლიოში მოიმატა პანდემიის გამო. შესაბამისად, გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმტა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ. სახელმწიფოს თუ სურს იზრუნოს ბავშვთა კეთილდღეობაზე, მან მხარი უნდა დაუჭიროს მშობლებს. როგორც უმუშევრებს, ისე დასაქმებულებს. პირველ რიგში, მთავარია ცნობიერების ამაღლება, როგორ უნდა მოექცნენ მშობლები შვილებს პანდემიის პირობებში, რათა მაქსიმალურად შეუმცირონ მათთვის ისედაც ზოგადად სტრესული გარემო. სახელმწიფოს ამოცანაა კარგად დააორგანიზოს ის რესურსები, რაც მის გარშემო არსებობს. ამის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ, რომ ვუზრუნველყოთ მშობლების განათლების ამაღლება, ტრენინგები და ა.შ. რაც მთავარია, მატერიალურად უნდა დავუჭიროთ მხარი მშობლებს, რადგან ყველანაირი პრობლემა მაინც აქედან იღებს სათავეს. მომუშავე მშობლებსაც ასევე სჭირდებათ მხარდაჭერა. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ ასეთი მშობლების მდგომარეობა და ისე დაგეგმონ სამუშაო გრაფიკები, რომ მშობლებს შვილებთან ურთიერთობის დრო დარჩეთ" , - გვეუბნება თამარ გაგოშიძე.

  • განათლების ხელმისაწვდომობა

როგორც ბავშვთა უფლბებზე მომუშავე იურისტები, ისე ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ პანდემიის გამო სკოლების დაკეტვამ და ბავშვების სახლებში იზოლაციამ ნეგატიური გავლენა იქონია ბავშვთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

მაია ქურციკიძე

"გაეროს ბავშვთა ფონდში" მიიჩნევენ, რომ განათლების უფლების მიმართულებითაც, ყველაზე მეტად სოცალურად დაუცველი ბავშვების უფლებები დაირღვა.

"როდესაც ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ სკოლები, ბევრ ღარიბ ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ბავშებისთვის კომპიუტერები შეეძინა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენი კვლევების მიხედვით, საქართველოში 5400 ბავშვს, 3-17 წლამდე, კომპიუტერზე და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. სახელმწიფოს უნდა შეეძინა მათთვის კომპიუტერები და მეწოდებინა შესაბამისი ინტერნეტ-პაკეტები. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, რომ 1300 ბავშვს აჭარაში მიაწოდოს ინტერნეტ-პაკეტები ერთი თვით მაინც. ვემხრობით ბავშვების სკოლაში მშვიდობიან დაბრუნებას, მაგრამ თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ საჭიროა ისევ ონლაინსწავლებაზე გადასვლა, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და უზრუნველყოს ის, რომ ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტზე, რაც შეეხება ონლაინსწავლებას, ამ მოდელში საჭიროა ცვლილებების შეტანა, მისი დახვეწა, რათა უფრო მორგებული იყოს ბავშვის ინტერესებზე და შედეგი გამოიღოს", - გვხსნის მაია ქურციკიძე.

  • საკარანტინე პირობები და გარემო

სპეციალისტები საუბრობენ კიდევ ერთ გამოწვევაზე - ბავშვთა ინტერესების იგნორირებით მოწყობილ საკარანტინე ზონებზე.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19 პრევენციის პოლიტიკის შემუშავების დროს ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციები ბავშვზე მორგებული არ აღმოჩნდა, რის გამოც ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა დამატებითი ტრავმა განიცადეს.

"საკარანტინე ზონების ერთგვაროვანმა მოწესრიგებამ და ბავშვთა საჭიროებების გაუთვალისწინებლობამ წარმოშვა არაერთი დავა სახელმწიფოსთან მიმართებაში. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე საქმე და ბავშვი გადავაყვანინეთ მისთვის შესაფერის გარემოში. ძირითადად ბავშვებს უწევდათ კვირების გატარება იზოლირებულ, მათთვის უცნობ გარემოში, რაც ზრდიდა პანდემიით გამოწვეული დაბნეულობის და სტრესის დონეს. ჩვენ მოგვმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თერაპიული თვალსაზრისით ბავშვის ღია სივრცეში გაყვანა, რაზეც სახელმწიფოს არ უფიქრია. ეს დავაც მოვიგეთ სასამართლოში", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რას აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამობენ სპეციალისტები კვლევებზე

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"