მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული წარმოება? – ახალგაზრდა კვების ტექნოლოგის მიერ დანახული ინდუსტრია
რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული წარმოება? – ახალგაზრდა კვების ტექნოლოგის მიერ დანახული ინდუსტრია

„დამ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში“ – ამ წარ­წე­რით პრო­დუქ­ცია მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად, მზარ­დია ტენ­დე­ნი­ცია და მო­წო­დე­ბე­ბიც, რომ შე­ვი­ძი­ნოთ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და გა­ვაძ­ლი­ე­როთ ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბა. პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და მო­თხოვ­ნის ზრდას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მის ხა­რის­ხიც. სულ უფრო მეტი სა­წარ­მო გა­დის ISO თუ ხა­რის­ხის დამaდას­ტუ­რე­ბელ სხვა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­საც. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გია ისიც, რომ უკა­ნას­კნელ წლებ­ში მეტი ახალ­გაზ­რდა ინ­ტე­რეს­დე­ბა კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობს.

დღეს სწო­რედ ახალ­გაზ­რდა კვე­ბის ტექ­ნო­ლოგს მა­რი­ამ გო­გე­ლი­ძეს გა­გაც­ნობთ, რო­მელ­მაც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფაკ­ლულ­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა, ახლა სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლობს და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ–ერთ უმ­სხვი­ლეს სა­წარ­მო­ში „ნი­კო­რა­ში“ მუ­შა­ობს.

რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის ინ­დუსტრი­ას, რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და რა გა­მოწ­ვე­ვებს ხე­დავთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის ინ­დუსტრია იმე­დის­მომ­ცე­მი ნა­ბი­ჯე­ბით, დღი­თი­დღე წინ მი­ი­წევს. ამას ვა­ა­ნა­ლი­ზებთ მა­შინ, რო­დე­საც სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახ­ლებ­ზე ახალ-ახალ პრო­დუქტს ვა­წყდე­ბით, სა­პა­ტიო წარ­წე­რით - ‘’დამ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში’’. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კუ­თხით დღეს უკვე არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი( ‘’აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში’’ და სხვა) და გრან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი გახ­და ქვეყ­ნის კვე­ბის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს არ­სე­ბუ­ლი ტემ­პი თუ შე­ნელ­და, ვფიქ­რობ, დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

ვთვლი, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ერთ-ერთი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, გა­ნა­ვი­თა­როს კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლიც არ­სე­ბობს ქვეყ­ნის შიგ­ნით და ამის შე­დე­გად აღარ ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბულ ნედ­ლე­ულ­სა თუ მზა სურ­სათ­ზე. ამ ეტაპ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ­პორ­ტი­რე­ბულ ნედ­ლე­ულ­ზე, რად­გან მას­შტა­ბუ­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის, ხში­რად დგას ქვეყ­ნის შიგ­ნით, ნედ­ლე­უ­ლის მუდ­მი­ვი მომ­წო­დებ­ლის მო­ძი­ე­ბის პრობ­ლე­მა. ეს პრობ­ლე­მა არ იარ­სე­ბებს, როცა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში მყა­რად შეძ­ლებს ფე­ხის მო­კი­დე­ბას. ამ უკა­ნას­კნე­ლის გა­რე­შე კვე­ბის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია.

ახალ­გაზ­რდე­ბი რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან კვე­ბის ინ­დუსტრი­ით, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით?

დღეს­დღე­ო­ბით ცალ­სა­ხად გა­ი­ზარ­და ცნო­ბა­დო­ბა კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, რო­გორც სფე­როს და კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გის, რო­გორც პრო­ფე­სი­ის მი­მართ. 5 წლის წინ, რო­დე­საც ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ვა­ბა­რებ­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბევ­რი ჩემი გარ­შე­მომ­ყო­ფის­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი იყო, რა იგუ­ლის­ხმე­ბო­და ამ პრო­ფე­სი­ის ქვეშ და თუ რა­ტომ მსურ­და ამ ‘’უცხო’’ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბა, სფე­როს­თან, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­თავ­რე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბით - ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არც დღე­საა მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზე პო­პუ­ლა­რულ პრო­ფე­სი­ებს შო­რის, მა­ინც ბევ­რი ახალ­გაზ­რდაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ბევ­რს სურს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ამ კუ­თხით, ბა­კა­ლავ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ბევ­რი აგ­რძე­ლებს მა­გის­ტრა­ტუ­რა­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლა­საც. ამ სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი შემ­დგომ სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის, ნა­წი­ლი კი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის კუ­თხით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას.

რას გვე­ტყვით სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ სტუ­დენ­ტებს და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 3-4 უნი­ვერ­სი­ტე­ტია, სა­დაც კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ეს გა­საკ­ვი­რიც არაა, რად­გან ამ პრო­ფე­სი­ის ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­წავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მა­შინ, თუ სას­წავ­ლე­ბე­ლი იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას სტუ­დენტს მი­ა­წო­დოს თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლი იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით.

სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ით­ვი­სე­ბენ აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს, დაბ­რკო­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არც თუ ისე ბევ­რი სა­წარ­მო ან სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რომ­ლე­ბიც კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ი­ჩე­ნენ და მათ­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად მზად­ყოფ­ნას გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ. ეს ხომ ერ­თგვა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა...

სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რაც. ეს სხვა­დას­ხვა სა­ხით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი. მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია აღ­ვნიშ­ნო „ნი­კო­რას“ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას იღე­ბენ. 2 წლის, წინ, რო­დე­საც მეც აღ­მოვ­ჩნდი ამ სტუ­დენ­ტებს შო­რის, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ქვეყ­ნის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია, ასეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და ჩვენ მი­მართ. ეს სტი­პენ­დია, სხვა სი­კე­თე­ებ­თან ერ­თად, იყო და არის პირ­ველ რიგ­ში უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის. მი­ხა­რია, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე წლე­ბის შემ­დეგ და ასეთ რთულ ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში კვლავ გრძელ­დე­ბა.

სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­წარ­მო­ში და­საქმდით. ეს რამ­დე­ნად წარ­მო­გედ­გი­ნათ, რო­დე­საც კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე სწავ­ლა გა­და­წყვი­ტეთ?

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა არც თუ ისე დი­დია. ხში­რად კომ­პა­ნი­ე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნონ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ისი­ნი და­ა­საქ­მონ. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ის ფაქ­ტი, რომ ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას, ‘’ნი­კო­რამ’’ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლა და თა­ვი­ანთ დიდ გუნდში ჩემი და­საქ­მე­ბა გა­და­წყვი­ტა, ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

რო­გო­რია თქვე­ნი გეგ­მე­ბი სა­წარ­მო­ში, სა­დაც მუ­შა­ობთ და ზო­გა­დად, რა არის თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­ზა­ნი?

უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ‘’ნი­კო­რას’’ გუნდს შე­ვუ­ერ­თდი და აქ ჩემს უც­ვლელ მიზ­ნად რჩე­ბა ის, რომ ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე მი­ვი­ღე, რა­საც ამ­ჟა­მად მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლით ვი­ძენ და ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვი­ვი­თა­რებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო ისევ აქ, ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, იმ გუნ­დის სა­სი­კე­თოდ, რო­მელ­თა გა­რე­მოც­ვა­ში მი­წევს ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა და კომ­პა­ნი­ის­თვის, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რა და მეხ­მა­რე­ბაპრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
XXX
8

რა მაინტერესებს , ეს კვების ტექნოლოგი სასიკს ჭაამს?

ლაშა
8

ეს გოგო ამბობს, საქართველოში სულ 3-4 უნივერსიტეტია, სადაც კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტებიაო და მიაჩნია, მეტი უნდა იყოს. არ ვიცი, ასე რატომ ჰგონია. ჩვენი ზომის და განვითარების ქვეყანაში 3-4 უნივერსიტეტზე მეტი საერთოდ არ უნდა იყოს, ხოლო კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტი მხოლოდ ერთი უნდა იყოს, რაც საკმარისზე მეტიც არის. ისეთ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტს ვგულისხმობ, სადაც მართლა ასწავლიან და სწავლობენ და არა ისეთებს, ლექტორების და სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა დროის გასაყვანად რომ დადის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული წარმოება? – ახალგაზრდა კვების ტექნოლოგის მიერ დანახული ინდუსტრია

რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული წარმოება? – ახალგაზრდა კვების ტექნოლოგის მიერ დანახული ინდუსტრია

„დამზადებულია საქართველოში“ – ამ წარწერით პროდუქცია მაღაზიის დახლებზე წლიდან წლამდე იზრდება და პარალელურად, მზარდია ტენდენიცია და მოწოდებებიც, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქცია და გავაძლიეროთ ქართული წარმოება. პოპულარობისა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება ქართული ნაწარმის ხარისხიც. სულ უფრო მეტი საწარმო გადის ISO თუ ხარისხის დამaდასტურებელ სხვა სერტიფიცირებასაც. ამ ყველაფრის შედეგია ისიც, რომ უკანასკნელ წლებში მეტი ახალგაზრდა ინტერესდება კვების ტექნოლოგიებით და ამ მიმართულებით სწავლობს.

დღეს სწორედ ახალგაზრდა კვების ტექნოლოგს მარიამ გოგელიძეს გაგაცნობთ, რომელმაც აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკლულტეტის საბაკალავრო პროგრამა წარმატებით დაასრულა, ახლა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და პარალელურად, საქართველოს ერთ–ერთ უმსხვილეს საწარმოში „ნიკორაში“ მუშაობს.

როგორ შეაფასებთ საქართველოში კვების ინდუსტრიას, რამდენად განვითარებულია და რა გამოწვევებს ხედავთ

საქართველოში კვების ინდუსტრია იმედისმომცემი ნაბიჯებით, დღითიდღე წინ მიიწევს. ამას ვაანალიზებთ მაშინ, როდესაც სუპერმარკეტების დახლებზე ახალ-ახალ პროდუქტს ვაწყდებით, საპატიო წარწერით - ‘’დამზადებულია საქართველოში’’. სოფლის მეურნეობის კუთხით დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამები( ‘’აწარმოე საქართველოში’’ და სხვა) და გრანტები, რომლებიც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი გახდა ქვეყნის კვების ინდუსტრიის განვითარებისთვის. ეს არსებული ტემპი თუ შენელდა, ვფიქრობ, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.

ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, განავითაროს კვების მრეწველობის ის მიმართულებები, რომლის უდიდესი პოტენციალიც არსებობს ქვეყნის შიგნით და ამის შედეგად აღარ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ ნედლეულსა თუ მზა სურსათზე. ამ ეტაპზე ქართული წარმოებების დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რადგან მასშტაბური მწარმოებლებისთვის, ხშირად დგას ქვეყნის შიგნით, ნედლეულის მუდმივი მომწოდებლის მოძიების პრობლემა. ეს პრობლემა არ იარსებებს, როცა სოფლის მეურნეობა, ქვეყანაში მყარად შეძლებს ფეხის მოკიდებას. ამ უკანასკნელის გარეშე კვების ინდუსტრიის განვითარება წარმოუდგენლად მიმაჩნია.

ახალგაზრდები რამდენად დაინტერესებული არიან კვების ინდუსტრიით, კვების ტექნოლოგიებით?

დღესდღეობით ცალსახად გაიზარდა ცნობადობა კვების პროდუქტების ტექნოლოგიების, როგორც სფეროს და კვების პროდუქტების ტექნოლოგის, როგორც პროფესიის მიმართ. 5 წლის წინ, როდესაც ამ ფაკულტეტზე ვაბარებდი უნივერსიტეტში, ბევრი ჩემი გარშემომყოფისთვის სრულიად გაუგებარი იყო, რა იგულისხმებოდა ამ პროფესიის ქვეშ და თუ რატომ მსურდა ამ ‘’უცხო’’ სფეროსთან დაკავშირება, სფეროსთან, რომელიც მოიაზრებს მოსახლეობის უმთავრესი მატერიალური პირობით - ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფას.

იმის გათვალისწინებით, რომ კვების პროდუქტების ტექნოლოგია არც დღესაა მოწინავე ადგილზე პოპულარულ პროფესიებს შორის, მაინც ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ბევრს სურს უმაღლესი განათლების მიღება ამ კუთხით, ბაკალავრის დასრულების შემდგომ ბევრი აგრძელებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლასაც. ამ სტუდენტების ნაწილი შემდგომ სურსათის წარმოების, ნაწილი კი სურსათის უვნებლობის კუთხით აგრძელებს საქმიანობას.

რას გვეტყვით სასწავლო პროცესზე, რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს და რა მიმართულებით სჭირდებათ დახმარება?

საქართველოში სულ 3-4 უნივერსიტეტია, სადაც კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტი ფუნქციონირებს. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ამ პროფესიის ხარისხიანად შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სასწავლებელი იძლევა საშუალებას სტუდენტს მიაწოდოს თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული განათლება, ამ უკანასკნელისთვის კი აუცილებელია უნივერსიტეტი აღჭურვილი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების ლაბორატორიებით.

სტუდენტებისთვის, რომლებიც წარმატებით ითვისებენ აკადემიურ სივრცეში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, დაბრკოლებად შეიძლება იქცეს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი საწარმო ან სხვა დაწესებულებაა, რომლებიც კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ყურადღებას გამოიჩენენ და მათთვის პრაქტიკული განათლების მიღებაში დასახმარებლად მზადყოფნას გამოაცხადებენ. ეს ხომ ერთგვარი წარმატებული ინვესტიციაა...

სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერაც. ეს სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოხატული. მაგალითად, შემიძლია აღვნიშნო „ნიკორას“ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე წელია, აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ. 2 წლის, წინ, როდესაც მეც აღმოვჩნდი ამ სტუდენტებს შორის, ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაცნობიერება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩვენ მიმართ. ეს სტიპენდია, სხვა სიკეთეებთან ერთად, იყო და არის პირველ რიგში უდიდესი მოტივაცია სტუდენტებისათვის. მიხარია, რომ ეს ძალიან კარგი საქმე წლების შემდეგ და ასეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში კვლავ გრძელდება.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ პირდაპირ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში დასაქმდით. ეს რამდენად წარმოგედგინათ, როდესაც კვების ტექნოლოგიებზე სწავლა გადაწყვიტეთ?

სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ჩვენი პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა არც თუ ისე დიდია. ხშირად კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანონ სპეციალისტები და ისინი დაასაქმონ. გამომდინარე აქედან, ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ‘’ნიკორამ’’ ჩემი კანდიდატურა განიხილა და თავიანთ დიდ გუნდში ჩემი დასაქმება გადაწყვიტა, ძალიან სასიხარულო მოულოდნელობა იყო.

როგორია თქვენი გეგმები საწარმოში, სადაც მუშაობთ და ზოგადად, რა არის თქვენი პროფესიული მიზანი?

უკვე წელიწადზე მეტია, რაც ‘’ნიკორას’’ გუნდს შევუერთდი და აქ ჩემს უცვლელ მიზნად რჩება ის, რომ ცოდნა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე მივიღე, რასაც ამჟამად მაგისტრატურაზე სწავლით ვიძენ და ამას დამატებული ის უნარ-ჩვევები, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვივითარებ, მაქსიმალურად გამოვიყენო ისევ აქ, ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, იმ გუნდის სასიკეთოდ, რომელთა გარემოცვაში მიწევს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება და კომპანიისთვის, რომელიც დამეხმარა და მეხმარებაპროფესიული საქმიანობის პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში.

როგორ იწარმოება პრემიალური ხაზის ხორცპროდუქტები საქართველოში - კაიზერის ისტორია

მცხეთაში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ