მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს..." - რას წერს ფრანგული გამოცემა?
"სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს..." - რას წერს ფრანგული გამოცემა?

ფრან­გუ­ლი ჟურ­ნა­ლის "ლე პუან"-ის ("Le Point")ახალ ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით "სულ­თა­ნი ერ­დო­ღა­ნი მეფე პუ­ტინს იწ­ვევს...", რო­მელ­შიც თურ­ქეთ-რუ­სე­თის მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო-სა­ვა­რა­უ­დო და­პი­რის­პი­რე­ბის სუ­რა­თია გად­მო­ცე­მუ­ლი (ავ­ტო­რი - ლიუკ დე ბა­რო­შე).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე ძა­ლის­მი­ერ მოქ­მე­დე­ბა­თა აფეთ­ქე­ბის უკან ორი დეს­პო­ტის ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა იმა­ლე­ბა. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ახალ თავს წე­რენ რუ­სე­თი­სა და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის სა­უ­კუ­ნო მტრო­ბა­ში. ივა­ნე მე­ო­თხე მრის­ხა­ნის დრო­ი­დან მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე რუს მეფე-იმ­პე­რა­ტო­რებს და თურქ სულ­თნებს ერ­თმა­ნეთ­თან თით­ქმის დუ­ჟი­ნი ომი ჰქონ­დათ. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს კი რე­ჯეფ ერ­დო­ღან­მა კვლავ "შე­უ­ბე­რა სული" და­პი­რის­პი­რე­ბის ცე­ცხლს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მო­კავ­ში­რეს სომ­ხე­თის მთი­ა­ნი ანკლა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტე­ვი­სა­კენ უბიძ­გა.

და­პი­რის­პი­რე­ბის პირ­ვე­ლი აქტი თურ­ქე­თის ლი­დე­რის სა­სარ­გებ­ლოდ დამ­თავ­რდა - მან პირ­ვე­ლად მო­ახ­დი­ნა იმის დე­მონ­სტრა­ცია, რომ რუ­სე­თის უშუ­ა­ლო სა­ზღვარ­თან პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია. ეს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სათ­ვის სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­ას ნიშ­ნავს. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას მე-20 სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა უწო­და და მან მიზ­ნად პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­ი­სა­ხა, რაც, თა­ვის მხრივ, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­და.

დღეს კი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გეგ­მე­ბი საფრ­თხე­შია. შუა აზი­ი­დან ევ­რო­პამ­დე არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე - ე.წ. "ახლო სა­ზღვარ­გა­რე­თი" რუ­სე­თის დო­მი­ნი­რე­ბი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ყირ­გი­ზეთ­ში პრო­რუ­სუს­ლი ძა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ოპო­ზი­ცი­ის მიერ მო­წყო­ბი­ლი ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით შერ­ყე­უ­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო. ბე­ლა­რუს­ში ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა, დიქ­ტა­ტორ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ლი­დერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყო - დონ­ბას­ში გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო. თვი­თონ რუ­სეთ­შიც კი უკვე არა­ერ­თი კვი­რაა გრძელ­დე­ბა მღელ­ვა­რე­ბა ხა­ბა­როვ­სკის მხა­რე­ში... და ბო­ლოს, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ალექ­სი ნა­ვალ­ნის მიერ და­გეგ­მი­ლი დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც, გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით მო­წამ­ვლით სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, კრემ­ლი­სათ­ვის თა­ვის ტკი­ვი­ლის კი­დევ ერთი წყა­რო ხდე­ბა.

მოს­კო­ვი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ამ პრობ­ლე­მე­ბი­დან თურ­ქე­თის ჩა­რე­ვა ხდე­ბა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ან­კა­რა ეხე­ბა რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე ფლანგს - კავ­კა­სი­ას. რე­ჯეფ ერ­დო­ღან­მა თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით უკვე ორი წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა: პირ­ვე­ლი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მან თა­ვი­სი დამ­პყრობ­ლუ­რი ის­ლა­მის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის ახალ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­და­აქ­ცია და მე­ო­რე - [მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის] ფრონტზე სი­რი­ე­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ისევ გა­აქ­ტი­უ­რა ის­ლა­მის­ტუ­რი საფრ­თხე იქ, სა­დაც ად­რეც არ­სე­ბობ­და და აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თი ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო არ არის, რო­მელ­საც კავ­კა­სი­ა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია. მოს­კო­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად არის შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მუს­ლი­მა­ნუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის, კერ­ძოდ, ჩეჩ­ნე­თის სა­ვა­რუ­დო დეს­ტა­ბი­ლი­ზე­ბით, სა­დაც უკვე ბო­ბოქ­რობ­და ომი 1990-იან წლებ­ში.

პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბით, მაგ­რამ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ბოლო დრომ­დე ამ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს..." - რას წერს ფრანგული გამოცემა?

"სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს..." - რას წერს ფრანგული გამოცემა?

ფრანგული ჟურნალის "ლე პუან"-ის ("Le Point") ახალ ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს...", რომელშიც თურქეთ-რუსეთის მიმდინარე და სამომავლო-სავარაუდო დაპირისპირების სურათია გადმოცემული (ავტორი - ლიუკ დე ბაროშე).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე ძალისმიერ მოქმედებათა აფეთქების უკან ორი დესპოტის ურთიერთდაპირისპირება იმალება. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახალ თავს წერენ რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის საუკუნო მტრობაში. ივანე მეოთხე მრისხანის დროიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე რუს მეფე-იმპერატორებს და თურქ სულთნებს ერთმანეთთან თითქმის დუჟინი ომი ჰქონდათ. სექტემბრის ბოლოს კი რეჯეფ ერდოღანმა კვლავ "შეუბერა სული" დაპირისპირების ცეცხლს და აზერბაიჯანელ მოკავშირეს სომხეთის მთიანი ანკლავის წინააღმდეგ შეტევისაკენ უბიძგა.

დაპირისპირების პირველი აქტი თურქეთის ლიდერის სასარგებლოდ დამთავრდა - მან პირველად მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ რუსეთის უშუალო საზღვართან პრობლემების შექმნა შეუძლია. ეს ვლადიმერ პუტინისათვის საგანგაშო სიტუაციას ნიშნავს. გავიხსენოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა და მან მიზნად პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლება დაისახა, რაც, თავის მხრივ, მისი პოლიტიკური ძალის შემადგენელი ნაწილი გახდა.

დღეს კი ვლადიმერ პუტინის გეგმები საფრთხეშია. შუა აზიიდან ევროპამდე არსებული სივრცე - ე.წ. "ახლო საზღვარგარეთი" რუსეთის დომინირებისაგან თავისუფლდება. ყირგიზეთში პრორუსუსლი ძალების მდგომარეობა ოპოზიციის მიერ მოწყობილი ქუჩის საპროტესტო აქციებით შერყეულია, არჩევნების გაყალბების გამო. ბელარუსში ზაფხულიდან მოყოლებული ქუჩის აქციები გრძელდება, დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული. უკრაინაში რუსეთის ლიდერმა მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის წინააღმდეგ განაწყო - დონბასში გაგრძელებული კონფლიქტის გამო. თვითონ რუსეთშიც კი უკვე არაერთი კვირაა გრძელდება მღელვარება ხაბაროვსკის მხარეში... და ბოლოს, ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის მიერ დაგეგმილი დაბრუნება, რომელიც, გერმანელი ექიმების ძალისხმევით, ქიმიური იარაღით მოწამვლით სიკვდილს გადაურჩა, კრემლისათვის თავის ტკივილის კიდევ ერთი წყარო ხდება.

მოსკოვისათვის ყველაზე მტკივნეული ამ პრობლემებიდან თურქეთის ჩარევა ხდება იმდენად, რამდენადაც ანკარა ეხება რუსეთის ყველაზე მგრძნობიარე ფლანგს - კავკასიას. რეჯეფ ერდოღანმა თავისი მოქმედებით უკვე ორი წითელი ხაზი გადაკვეთა: პირველი - აზერბაიჯანი მან თავისი დამპყრობლური ისლამისტური პოლიტიკის ახალ ინსტრუმენტად გადააქცია და მეორე - [მთიანი ყარაბაღის] ფრონტზე სირიელი დაქირავებულები გაგზავნა. თურქეთის პრეზიდენტმა ისევ გააქტიურა ისლამისტური საფრთხე იქ, სადაც ადრეც არსებობდა და აჩვენა, რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელსაც კავკასიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარება შეუძლია. მოსკოვი სერიოზულად არის შეშფოთებული ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანური რესპუბლიკების, კერძოდ, ჩეჩნეთის სავარუდო დესტაბილიზებით, სადაც უკვე ბობოქრობდა ომი 1990-იან წლებში.

პოსტსაბჭოთა სივრცე ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არასტაბილურობით, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ბოლო დრომდე ამ არასტაბილურობას თავის სასარგებლოდ იყენებდა. გააგრძელეთ კითხვა

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი არ განხილულა" - ალიევი

ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა: "...ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია" - რა ვითარებაა ბიშკეკში?

"წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება" - ენტონი ფაუჩის დამაიმედებელი პროგნოზი