სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ახლა კი, მიყურე” - რებრენდირებული AVON-ი უფრო თამამი, ექსპრესიული და ძლიერი
“ახლა კი, მიყურე” - რებრენდირებული AVON-ი უფრო თამამი, ექსპრესიული და ძლიერი

კომ­პა­ნია AVON-მა დიდი გზა გან­ვლო მას შემ­დეგ, რაც მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა დე­ვიდ მა­კკო­ნე­ლიმ, 1886 წელს, გა­მო­უშ­ვა გა­ყიდ­ვა­ში პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი - პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ნაკ­რე­ბი Little Dot Perfume Set. დღეს­დღე­ო­ბით AVON არის მსოფ­ლი­ოს ერ­თერ­თი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 70 ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს. ის უკვე 12 წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია. ბრენ­დი სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხნი­ა­ნი ის­ტო­რი­ით სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში კვლავ დიდი წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს და დღეს­დღე­ო­ბით Natura & Co-ს - მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით N4 ბი­უ­თი კორ­პო­რა­ცი­ის წევ­რია. კომ­პა­ნია გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ეწე­ვა მი­ლი­არ­დი­ან დო­ნა­ცი­ას შე­სა­ბა­მის სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში.

ამ ცოტა ხნის წინ, AVON-მა ბრენ­დი გა­ნა­ახ­ლა. რებ­რენ­დინ­გის პრო­ცეს­ში შე­იც­ვა­ლა რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, ისე ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კონ­ცეფ­ცია. გა­და­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ბრენ­დი კი­დევ უფრო თა­მა­მი და ექ­სპრე­სი­უ­ლია, ასე­თი­ვე თა­მა­მი და ინო­ვა­ცი­უ­რია მისი ახა­ლი სლო­გა­ნიც “ახლა კი, მი­ყუ­რე” (Watch Me Now)... ასე­ვე შე­იც­ვა­ლა კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლოც, მას სწორ­კუ­თხა ტი­პოგ­რა­ფია შე­ე­მა­ტა, რა­საც თან სა­ხა­სი­ა­თო რკა­ლი­სე­ბუ­რი ფორ­მე­ბი ახ­ლავს. ბრენ­დის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ვარ­დის­ფე­რი კი ვარ­დის­ფერ-იის­ფრის კომ­ბი­ნა­ცი­ამ შეც­ვა­ლა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კომ­პა­ნი­ის რებ­რენ­დინგზე, ქარ­თველ­მა გრა­ფი­კოს-დი­ზა­ი­ნერ­მა, ანა კვე­ზე­რელ­მა, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ წამ­ყვან ბრენ­დინგ კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად, იმუ­შა­ვა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნია ბევრ სხვა სი­ახ­ლე­საც გვპირ­დე­ბა.

- AVON-ის ბრენ­დი 135 წლი­საა. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ რებ­რენ­დინ­გის დრო მო­ვი­და?

ნუცა სო­სე­ბაშ­ვი­ლი, AVON-ის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- 135 წლის მან­ძილ­ზე კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და და ვი­თარ­დე­ბო­და, მიყ­ვე­ბო­და იმ პე­რი­ო­დის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ებს. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ბრენ­დს უკვე სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ის­ტო­რია აქვს და არის ერთ-ერთი გი­გან­ტი მსოფ­ლი­ოს სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში.

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი რამ იყო და არის უც­ვლე­ლი: ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მათ ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა. 135 წლის წინ Avon-ში ქა­ლებ­მა მი­ი­ღეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ან­ტერპრე­ნე­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჯერ კი­დევ იქამ­დე, სა­ნამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას მი­ი­ღებ­დნენ.

რებ­რენ­დინ­გის მი­ზა­ნი სწო­რედ ის არის, რომ უფრო მკა­ფი­ოდ გა­მო­ი­ხა­ტოს ბრენ­დის ფი­ლო­სო­ფია: Power of Beauty, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს 5 მი­ლი­ონ წარ­მო­მად­გე­ნელს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, იყოს ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, ხმა აი­მაღ­ლოს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, რაც ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბა და მე­სი­ჯე­ბი უფრო მკა­ფი­ოდ, თა­მა­მად და ხმა­მაღ­ლა ამ­ბობს ჩვენს სათ­ქმელს. სწო­რედ ეს არის ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რი­სიც გვჯე­რა უკვე 135 წე­ლია მსოფ­ლი­ოს 70 ქვე­ყა­ნა­ში და 12 წე­ლია – სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე.

- რას ნიშ­ნავს სლო­გა­ნი Watch Me Now და რას მო­ი­ცავს კამ­პა­ნია?

- Watch Me Now მო­ი­ცავს ბრენ­დის გარ­შე­მო კი­დევ უფრო დიდი ინ­ტე­რე­სის შექ­მნას და ხე­ლახ­ლა გაც­ნო­ბას იმ აუ­დი­ტო­რი­ის­თვის, ვის­თვი­საც ჩვენ უბ­რა­ლოდ ბი­უ­თი ბრენ­დი ვართ. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არის ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მკა­ფიო პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა. კი­დევ ერთხელ გვსურს ვუ­თხრათ მსოფ­ლი­ოს, რომ ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ზრუ­ნავს ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, იბ­რძვის ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ, ხმას იმაღ­ლებს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად და ჩვენ­თვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კის, სქე­სის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა თუ ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა. ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი არის კი­დევ უფრო თა­მა­მი, გამ­ბე­და­ვი და ისე­თი პო­ზი­ტი­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­გორც აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის რებ­რენ­დინგზე ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა გრა­ფი­კოს­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ანა კვე­ზე­რელ­მა, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ წამ­ყვან ბრენ­დინგ კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით იმუ­შა­ვა.

რებ­რენ­დინ­გის სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შე­სა­ხებ, გრა­ფი­კო­სი დი­ზა­ი­ნე­რი ანა კვე­ზე­რე­ლი გვე­სა­უბ­რა:

- რო­გორ შე­გარ­ჩია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენდმა რებ­რენ­დინგზე სა­მუ­შა­ოდ?

ანა კვე­ზე­რე­ლი:

- პრო­ექ­ტზე სა­მუ­შა­ოდ ლონ­დო­ნის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ბრენ­დინგ კომ­პა­ნია Bloom London-მა შე­მარ­ჩია. ეს იყო ჩემი მო­რი­გი ფრი­ლანს კონ­ტრაქ­ტი ლონ­დინ­ში და რო­გორც ფრი­ლანს მარ­კეტ­ზე ხდე­ბა ხოლ­მე, წი­ნას­წარ არ ვი­ცო­დი, რა ბრენ­დზე მო­მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. მახ­სოვს, ძა­ლი­ან ეჩ­ქა­რე­ბო­დათ დი­ზა­ი­ნე­რის აყ­ვა­ნა, ხუთ­შა­ბათს და­მი­რე­კეს და ორ­შა­ბათს უკვე სა­ა­გენ­ტო­ში მი­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე კვი­რით. ერთ-ერთი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი დი­ზა­ი­ნე­რის შერ­ჩე­ვი­სას, ტი­პოგ­რა­ფი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის/შექ­მნის უნა­რი იყო.

პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ, სა­ა­გენ­ტომ მი­მიწ­ვია მარ­კე­ტინ­გუ­ლი ვი­დე­ოს ჩა­სა­წე­რად. იმ დღეს შევ­ხვდი AVON-ის მთა­ვარ წარ­მო­მად­გე­ნელს ბრი­ტა­ნეთ­ში, რო­მელ­საც სწო­რედ იმ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ვე­ცა­ნი, რო­გორც ქარ­თვე­ლი.

- დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რა იყო ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი, რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო იდე­ა­ლუ­რი სა­ბო­ლოო შე­დე­გი?

- თა­მა­მი, ნა­თე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე – ეს ის სამი კრი­ტე­რი­უ­მია, რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ასა­ხუ­ლი ახალ ბრენ­დინ­გში. ლო­გოს უნდა ჰქო­ნო­და personality (პერ­სო­ნი­ფი­კა­ცია/ხა­სი­ა­თი) და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უნდა ყო­ფი­ლი­ყო მარ­ტი­ვად კი­თხვა­დი პა­ტა­რა შე­ფუთ­ვებ­ზე ბეჭდ­ვი­სას.

- ბრენ­დინ­გის ფე­რე­ბი, დო­მი­ნან­ტი ვარ­დის­ფრი­დან, გრა­და­ცი­ამ შეც­ვა­ლა – რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი?

- ახა­ლი ფერ­თა პა­ლიტ­რა მე­ტად დი­ნა­მი­კუ­რი, ცო­ცხა­ლი და მოქ­ნი­ლია. ფე­რის გრა­დი­ენ­ტი წარ­მო­ად­გენს ტრანსფორ­მა­ცი­ას – ის ყო­ველ­თვის ვი­თარ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც “ეი­ვო­ნი”.

- რამ შთა­გა­გო­ნა, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და რო­გორ მიხ­ვე­დი ბრენ­დის ვი­ზუ­ა­ლის იმ ვერ­სი­ამ­დე, რაც ახლა წარ­მო­ად­გი­ნა AVON-მა?

- მთა­ვა­რი სტრა­ტე­გის­გან ბრი­ფის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი, რად­გან ამ­დე­ნად ცნო­ბი­ლი მსოფ­ლიო ბრენ­დის გა­ნახ­ლე­ბა­ზე ჯერ არ მი­მუ­შა­ვია. პრო­ექ­ტით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი, ოფისს გვი­ან სა­ღა­მოს ვტო­ვებ­დი და ღა­მემ­დე სახ­ლში ვაგ­რძე­ლებ­დი მუ­შა­ო­ბას.

მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას, AVON-ის ის­ტო­რი­ა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უკე­თე­სად გა­ვე­ცა­ნი და შთა­გო­ნე­ბა გახ­და თა­ვად ბრენ­დი, რო­მელ­საც 135 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს და სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, ასე ვთქვათ, ულა­მა­ზებს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ადა­მი­ა­ნებს. ასე­ვე, ძალ­ზე მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ფაქ­ტი იყო, რომ მსოფ­ლიო ქალ­თა ბრენ­დის რებ­რენ­დინგზე ქალ­მა ვი­მუ­შა­ვე.

ჩემ გარ­და, სა­ა­გენ­ტო­ში კი­დევ 3 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და უშუ­ა­ლოდ პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. შეხ­ვედ­რებ­ზე ერ­თმა­ნე­თის ვერ­სი­ებს გან­ვი­ხი­ლავ­დით, მთა­ვარ სტრა­ტეგ­თან ერ­თად. ვა­და­რებ­დით, რამ­დე­ნად ემ­თხვე­ვა დი­ზა­ი­ნი სტრა­ტე­გის ნა­წილს, რო­მე­ლიც ასე­ვე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში იყო და რჩე­ვებს ვაძ­ლევ­დით ერ­თმა­ნეთს.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ვერ­სია შევ­ქმე­ნი, თუმ­ცა არ­ჩე­უ­ლი ლოგო არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც მე თვი­თონ ძა­ლი­ან მინ­დო­და, რომ აერ­ჩია დამ­კვეთს. მინ­დო­და შე­მექ­მნა ახა­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი, მაგ­რამ შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა იგი­ვე არ­ქი­ტექ­ტო­ნი­კა. ლო­გო­ში მომრგვა­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი ასო­ცირ­დე­ბა სი­ლა­მა­ზეს­თან და ჰარ­მო­ნი­ას­თან ხოლო მახ­ვი­ლი კუ­თხე­ე­ბი წინ­სწრაფ­ვას­თან და წარ­მა­ტე­ბას­თან. ახა­ლი ლოგო უფრო თა­მა­მია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად. ქა­ლუ­რიც. მე­ტად სქე­ლი ასო­ე­ბი რბი­ლი და მახ­ვი­ლი კუ­თხე­ე­ბით ასა­ხავს AVON-ის მი­სი­ას და ბრენ­დის სტა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას.

ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის ეს პრო­ექ­ტი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მსოფ­ლიო ბრენ­დის ის­ტო­რი­ა­ში პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე.

ბრენ­დის გა­ნახ­ლე­ბა AVON-ის­თვის ბევ­რი ახა­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის და­სა­წყი­სია. რებ­რენ­დინ­გის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სულ მალე, კომ­პა­ნი­ა­ში გეგ­მა­ვენ ლო­კა­ლურ პრო­ექტს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად UNFPA სა­ქარ­თვე­ლოს ოფის­თან და ქარ­თუ­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც, სი­ახ­ლეს­თან ერ­თად, ექ­სკლუ­ზი­უ­რად გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“ახლა კი, მიყურე” - რებრენდირებული AVON-ი უფრო თამამი, ექსპრესიული და ძლიერი

“ახლა კი, მიყურე” - რებრენდირებული AVON-ი უფრო თამამი, ექსპრესიული და ძლიერი

კომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ, 1886 წელს, გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი - პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით AVON არის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. ის უკვე 12 წელია, რაც საქართველოშია. ბრენდი საუკუნეზე მეტხნიანი ისტორიით სილამაზის ინდუსტრიაში კვლავ დიდი წარმატებით მოღვაწეობს და დღესდღეობით Natura & Co-ს - მსოფლიოში სიდიდით N4 ბიუთი კორპორაციის წევრია. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ეწევა მილიარდიან დონაციას შესაბამის სოციალურ პროექტებში.

ამ ცოტა ხნის წინ, AVON-მა ბრენდი განაახლა. რებრენდინგის პროცესში შეიცვალა როგორც ვიზუალური მხარე, ისე ფილოსოფიური კონცეფცია. გადახალისებული ბრენდი კიდევ უფრო თამამი და ექსპრესიულია, ასეთივე თამამი და ინოვაციურია მისი ახალი სლოგანიც “ახლა კი, მიყურე” (Watch Me Now)... ასევე შეიცვალა კომპანიის მთავარი სიმბოლოც, მას სწორკუთხა ტიპოგრაფია შეემატა, რასაც თან სახასიათო რკალისებური ფორმები ახლავს. ბრენდის დამახასიათებელი ვარდისფერი კი ვარდისფერ-იისფრის კომბინაციამ შეცვალა. საინტერესოა, რომ მსოფლიო მასშტაბის კომპანიის რებრენდინგზე, ქართველმა გრაფიკოს-დიზაინერმა, ანა კვეზერელმა, ლონდონის ერთ-ერთ წამყვან ბრენდინგ კომპანიასთან ერთად, იმუშავა. განახლებული კომპანია ბევრ სხვა სიახლესაც გვპირდება.

- AVON-ის ბრენდი 135 წლისაა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ რებრენდინგის დრო მოვიდა?

ნუცა სოსებაშვილი, AVON-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- 135 წლის მანძილზე კომპანია მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა, მიყვებოდა იმ პერიოდისთვის აქტუალურ ტენდენციებსა და ინოვაციებს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბრენდს უკვე საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს და არის ერთ-ერთი გიგანტი მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი რამ იყო და არის უცვლელი: ქალების გაძლიერების, განვითარების, წარმატების ხელშეწყობა და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. 135 წლის წინ Avon-ში ქალებმა მიიღეს დამოუკიდებელი ანტერპრენერობის შესაძლებლობა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიიღებდნენ.

რებრენდინგის მიზანი სწორედ ის არის, რომ უფრო მკაფიოდ გამოიხატოს ბრენდის ფილოსოფია: Power of Beauty, რომელიც საშუალებას აძლევს 5 მილიონ წარმომადგენელს მსოფლიოს მასშტაბით, იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, დასაქმებული და, რაც მთავარია, ხმა აიმაღლოს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად, რაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

განახლებული ვიზუალური იდენტობა და მესიჯები უფრო მკაფიოდ, თამამად და ხმამაღლა ამბობს ჩვენს სათქმელს. სწორედ ეს არის ის ფასეულობები, რისიც გვჯერა უკვე 135 წელია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და 12 წელია – საქართველოს ბაზარზე.

- რას ნიშნავს სლოგანი Watch Me Now და რას მოიცავს კამპანია?

- Watch Me Now მოიცავს ბრენდის გარშემო კიდევ უფრო დიდი ინტერესის შექმნას და ხელახლა გაცნობას იმ აუდიტორიისთვის, ვისთვისაც ჩვენ უბრალოდ ბიუთი ბრენდი ვართ. მთავარი მიზანი არის ჩვენი ფასეულობებისა და ღირებულებების მკაფიო პოზიციონირება. კიდევ ერთხელ გვსურს ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ზრუნავს ქალების გაძლიერებაზე, იბრძვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ, ხმას იმაღლებს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, განურჩევლად ასაკის, სქესის, ინტერესებისა თუ ორიენტაციისა. ჩვენი გზავნილი არის კიდევ უფრო თამამი, გამბედავი და ისეთი პოზიტივის მატარებელი, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გლობალური კომპანიის რებრენდინგზე ლონდონში მოღვაწე ქართველმა გრაფიკოსმა დიზაინერმა ანა კვეზერელმა, ლონდონის ერთ-ერთ წამყვან ბრენდინგ კომპანიასთან თანამშრომლობით იმუშავა.

რებრენდინგის სამუშაო პროცესის შესახებ, გრაფიკოსი დიზაინერი ანა კვეზერელი გვესაუბრა:

- როგორ შეგარჩია საერთაშორისო ბრენდმა რებრენდინგზე სამუშაოდ?

ანა კვეზერელი:

- პროექტზე სამუშაოდ ლონდონის ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდინგ კომპანია Bloom London-მა შემარჩია. ეს იყო ჩემი მორიგი ფრილანს კონტრაქტი ლონდინში და როგორც ფრილანს მარკეტზე ხდება ხოლმე, წინასწარ არ ვიცოდი, რა ბრენდზე მომიწევდა მუშაობა. მახსოვს, ძალიან ეჩქარებოდათ დიზაინერის აყვანა, ხუთშაბათს დამირეკეს და ორშაბათს უკვე სააგენტოში მივედი, რამდენიმე კვირით. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი დიზაინერის შერჩევისას, ტიპოგრაფიაზე მუშაობის/შექმნის უნარი იყო.

პროექტის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ, სააგენტომ მიმიწვია მარკეტინგული ვიდეოს ჩასაწერად. იმ დღეს შევხვდი AVON-ის მთავარ წარმომადგენელს ბრიტანეთში, რომელსაც სწორედ იმ შეხვედრაზე გავეცანი, როგორც ქართველი.

- დიზაინზე მუშაობისას, რა იყო ამოსავალი წერტილი, რა უნდა ყოფილიყო იდეალური საბოლოო შედეგი?

- თამამი, ნათელი და თანამედროვე – ეს ის სამი კრიტერიუმია, რაც უნდა ყოფილიყო ასახული ახალ ბრენდინგში. ლოგოს უნდა ჰქონოდა personality (პერსონიფიკაცია/ხასიათი) და რაც ყველაზე მთავარია, უნდა ყოფილიყო მარტივად კითხვადი პატარა შეფუთვებზე ბეჭდვისას.

- ბრენდინგის ფერები, დომინანტი ვარდისფრიდან, გრადაციამ შეცვალა – რამ განაპირობა ასეთი არჩევანი?

- ახალი ფერთა პალიტრა მეტად დინამიკური, ცოცხალი და მოქნილია. ფერის გრადიენტი წარმოადგენს ტრანსფორმაციას – ის ყოველთვის ვითარდება, ისევე, როგორც “ეივონი”.

- რამ შთაგაგონა, მუშაობის პროცესში და როგორ მიხვედი ბრენდის ვიზუალის იმ ვერსიამდე, რაც ახლა წარმოადგინა AVON-მა?

- მთავარი სტრატეგისგან ბრიფის მიღებისთანავე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგან ამდენად ცნობილი მსოფლიო ბრენდის განახლებაზე ჯერ არ მიმუშავია. პროექტით აღტაცებული, ოფისს გვიან საღამოს ვტოვებდი და ღამემდე სახლში ვაგრძელებდი მუშაობას.

მუშაობის დაწყებისას, AVON-ის ისტორიასა და ღირებულებებს უკეთესად გავეცანი და შთაგონება გახდა თავად ბრენდი, რომელსაც 135 წლიანი ისტორია აქვს და საუკუნეზე მეტია, ასე ვთქვათ, ულამაზებს ყოველდღიურ ცხოვრებას ადამიანებს. ასევე, ძალზე მამოტივირებელი ფაქტი იყო, რომ მსოფლიო ქალთა ბრენდის რებრენდინგზე ქალმა ვიმუშავე.

ჩემ გარდა, სააგენტოში კიდევ 3 დიზაინერი მუშაობდა ინდივიდუალურად და უშუალოდ პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. შეხვედრებზე ერთმანეთის ვერსიებს განვიხილავდით, მთავარ სტრატეგთან ერთად. ვადარებდით, რამდენად ემთხვევა დიზაინი სტრატეგის ნაწილს, რომელიც ასევე მუშაობის პროცესში იყო და რჩევებს ვაძლევდით ერთმანეთს.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრი ვერსია შევქმენი, თუმცა არჩეული ლოგო არის ერთ-ერთი პირველი კონცეფცია, რომელიც მე თვითონ ძალიან მინდოდა, რომ აერჩია დამკვეთს. მინდოდა შემექმნა ახალი, განსხვავებული დიზაინი, მაგრამ შემენარჩუნებინა იგივე არქიტექტონიკა. ლოგოში მომრგვალებული ფორმები ასოცირდება სილამაზესთან და ჰარმონიასთან ხოლო მახვილი კუთხეები წინსწრაფვასთან და წარმატებასთან. ახალი ლოგო უფრო თამამია, მაგრამ ამავდროულად. ქალურიც. მეტად სქელი ასოები რბილი და მახვილი კუთხეებით ასახავს AVON-ის მისიას და ბრენდის სტატეგიულ მიმართულებას.

ჩემი კარიერული წინსვლისთვის ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ბრენდის ისტორიაში პატარა წვლილი შევიტანე.

ბრენდის განახლება AVON-ისთვის ბევრი ახალი ჩანაფიქრის დასაწყისია. რებრენდინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, სულ მალე, კომპანიაში გეგმავენ ლოკალურ პროექტს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად UNFPA საქართველოს ოფისთან და ქართული კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელთან ერთად, რომლის ვინაობასაც, სიახლესთან ერთად, ექსკლუზიურად გაგვიზიარებენ.

R

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე