მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტს ხშირად უწევს, ბრიგადის ლოდინი...  დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება" - ეკატერინე ტიკარაძე
"პაციენტს ხშირად უწევს, ბრიგადის ლოდინი...  დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა ტი­კა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მკურ­ნა­ლო­ბას 2 090 კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­დის, 500 პა­ცი­ენ­ტი ტრი­ა­ჟის სივ­რცე­ში ელო­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბას, არის კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თუ სხვა ჩი­ვი­ლი გა­აჩ­ნია.

ამას­თან, რო­გორც ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინ­ზე გა­ნა­ცხა­და, ამ ეტა­პი­სათ­ვის, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში 1 090 პა­ცი­ენ­ტია და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 4000-მდე სა­წო­ლი.

„კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 3 900-მდე სა­წოლ-ფონ­დი, რაც ასე­ვე და­ფა­რუ­ლია ექი­მე­ბის ბრი­გა­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, იქ მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ყვე­ლა სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ და გა­დი­ან მო­ნი­ტო­რინგს, რაც მათ ესა­ჭი­რო­ე­ბათ. დღის ბო­ლოს და­მა­ტე­ბით კი­დევ ოთხი კლი­ნი­კა ჩა­ერ­თვე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მხო­ლოდ თბი­ლის­ში 1200 თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი გვექ­ნე­ბა. ეს არის მუდ­მი­ვად ცვლა­დი რი­ცხვი, ვი­ნა­ი­დან ხდე­ბა რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, ასე­ვე მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­საც 48 სა­ა­თით ადრე ვახ­დენთ, გვაქვს კლი­ნი­კე­ბის ნუს­ხა, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ეტაპ­ზე უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ პა­ცი­ენ­ტებს სა­წო­ლე­ბი­თა და პერ­სო­ნა­ლით“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ტი­კა­რა­ძემ.

რო­გორც ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე აცხა­დებს, სა­წოლ­ფონდთან ერ­თად სა­ჭი­როა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რიც.

„ჩვენ გვაქვს გათ­ვლა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ნი­მუმ 10 000 სა­წოლ­ფონ­დამ­დე შეძ­ლოს გა­და­ფარ­ვა მხო­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფოს ნა­წილ­ში, მაგ­რამ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლი­წი­ნოთ ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. ჩვენ გვყავს და გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც არა ხა­რის­ხობ­რივ, არა­მედ მათი ლი­ცენ­ზი­ე­ბის კუ­თხით შე­ზღუ­დუ­ლია. ჩვენ გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა არა­მარ­ტო სა­წოლ ფონ­დი, არა­მედ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი ექი­მე­ბის კუ­თხით, რომ შეძ­ლოს პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ ერ­თდრო­უ­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და სას­ტუმ­რო­ებ­ში გვყავ­დეს ზო­მი­ე­რად გაზ­რდი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უწევთ ლო­დი­ნი შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის­თვის.

„ლო­დი­ნის რე­ჟი­მი არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის, არა­მედ არ­ცერ­თი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის არა­ხა­ლია, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ პა­ცი­ენტს, რა თქმა უნდა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უწევს, რომ და­ე­ლო­დოს ბრი­გა­დას, იმის­თვის რომ გა­ე­წი­ოს შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი 4-6 სა­ა­თი არ ნიშ­ნავს იმას, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძიმ­დე­ბა ან მას რო­მე­ლი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო, თუნ­დაც სას­ტუმ­რო ვერ მი­ი­ღებს. ჩვენ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი, ვცდი­ლობთ ვუზ­რუნ­ველ­ყოთ პა­ცი­ენ­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დრო­უ­ლი გა­დაყ­ვა­ნა სა­ჭი­რო ლო­კა­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხდა ტი­კა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x.x
4

მთელი ზაფხული ტრაბახობდით, რა მაგრები ვართო, ეხლა კი მსომლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ მოსახლეობაზე დაავადებულთა პროცენტულობით. ალბათ არჩევნებისთვის რაღაცას მაიმუნობენ.

ნონა
0

ამას ყოვედღე სხვადასხვა ტანსაცმელი აცვია,ნეტავ სად ინახავს ამდენ ტანისამოსს!!??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პაციენტს ხშირად უწევს, ბრიგადის ლოდინი...  დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება" - ეკატერინე ტიკარაძე

"პაციენტს ხშირად უწევს, ბრიგადის ლოდინი...  დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობას 2 090 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადის, 500 პაციენტი ტრიაჟის სივრცეში ელოდება დადასტურებას, არის კოვიდ-ინფიცირებული თუ სხვა ჩივილი გააჩნია.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ამ ეტაპისათვის, კოვიდ-სასტუმროში 1 090 პაციენტია და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ საავადმყოფოებში მობილიზებულია 4000-მდე საწოლი.

„კოვიდ სასტუმროებში მობილიზებულია 3 900-მდე საწოლ-ფონდი, რაც ასევე დაფარულია ექიმების ბრიგადებით. შესაბამისად, იქ მოთავსებული პაციენტები ყველა საჭირო დახმარებას იღებენ და გადიან მონიტორინგს, რაც მათ ესაჭიროებათ. დღის ბოლოს დამატებით კიდევ ოთხი კლინიკა ჩაერთვება, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი გვექნება. ეს არის მუდმივად ცვლადი რიცხვი, ვინაიდან ხდება როგორც პაციენტების მიღება, ასევე მათი გამოჯანმრთელება. იმ შემთხვევაში, თუკი მობილიზებული საწოლების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის იდენტიფიცირებასაც 48 საათით ადრე ვახდენთ, გვაქვს კლინიკების ნუსხა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფენ პაციენტებს საწოლებითა და პერსონალით“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საწოლფონდთან ერთად საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრიც.

„ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი. ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა რაოდენობაც არა ხარისხობრივ, არამედ მათი ლიცენზიების კუთხით შეზღუდულია. ჩვენ გვესაჭიროება არამარტო საწოლ ფონდი, არამედ უნდა გავითვალისწინოთ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს თავისი ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა. მნიშვნელოვანია რომ ერთდროულად საავადმყოფოში და სასტუმროებში გვყავდეს ზომიერად გაზრდილი პაციენტების რიცხვი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ლოდინი შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის.

„ლოდინის რეჟიმი არამხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის არახალია, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ დაელოდოს ბრიგადას, იმისთვის რომ გაეწიოს შესაბამისი მომსახურება, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე საავადმყოფო, თუნდაც სასტუმრო ვერ მიიღებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ ვუზრუნველყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში“, - განაცხდა ტიკარაძემ.

"პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - ვაშაძის პასუხი ჟურნალისტს, ხალხმრავალ აქციაზე დასმულ კითხვაზე

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"