სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მევახშეს კი ეძახიან, მაგრამ...ამ მოცემულობაში, პრემიერის პოსტზე მამუკა ხაზარაძე სხვებს ჯობია... მსგავსი გამოცდილება არავის აქვს" - გია ხუხაშვილი
"მევახშეს კი ეძახიან, მაგრამ...ამ მოცემულობაში, პრემიერის პოსტზე მამუკა ხაზარაძე სხვებს ჯობია... მსგავსი გამოცდილება არავის აქვს" - გია ხუხაშვილი

გა­და­უ­წყვე­ტელ ამომ­რჩე­ველს არ უნდა არც კომ­პრო­მი­ტი­რე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი, წა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით და არ მოს­წონს არც აწ­მყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით და ეძებს მო­მავ­ლის არ­ჩე­ვანს. ამ მხრივ "ლელო“ ჩემი აზ­რით, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი პარ­ტია "ლე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ "მარ­შა­ლის გეგ­მის“ მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კა­ნი­დი­და­ტად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წარ­დგე­ნას.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პრე­მი­ე­რად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის კან­დი­და­ტუ­რა სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან მას ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

"მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის კან­დი­და­ტუ­რა სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტომ, რომ დღეს ძი­რი­თა­დად ბრძო­ლა მი­დის გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ამორ­ჩევ­ლის­თვის. გა­და­უ­წყვე­ტელ ამომ­რჩე­ველს არ უნდა არც კომ­პრო­მი­ტი­რე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი, წა­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით და არ მოს­წონს არც აწ­მყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით და ეძებს მო­მავ­ლის არ­ჩე­ვანს. ამ მხრივ „ლელო“ ჩემი აზ­რით, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა იმი­ტომ, რომ ნაკ­ლე­ბად კომ­პრო­მი­ტი­რე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, თუ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მას საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, ის სა­ინ­ტე­რე­სო კან­დი­და­ტია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ხა­ზა­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცია აა­შე­ნა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის სხვა კან­დი­და­ტებ­თან შე­და­რე­ბით მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

"მე­ვახ­შეს კი ეძა­ხი­ან, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი და ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცია აა­ა­შე­ნა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან კარ­გად შეკ­რუ­ლი, საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის დიდი კორ­პო­რა­ცია შექ­მნა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ თუ ვინ­მეს კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ, ხა­ზა­რა­ძე ერთ-ერ­თის სა­უ­კე­თე­სოა. სხვა პარ­ტი­ე­ბის კან­დი­და­ტებს ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ. ლა­პა­რა­კი, შე­საძ­ლოა, და­წყო­ბი­ლი იცი­ან, მაგ­რამ ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა არა­ვის აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა მის კომ­პრო­მატს, ესეც სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პრო­მა­ტი მას არ აქვს და რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის თე­მას, სად არის? დიდი ხმა­უ­რით რომ წა­მო­ი­წყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და შა­რი­შუ­რი ჰქონ­და, სად არის? საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გაქ­რა.

ვი­სურ­ვებ­დი, რომ ხა­ზა­რა­ძე­ზე უა­რე­სი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავ­დეს და იმ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რაც გვაქვს, ხა­ზა­რა­ძე სხვებს ჯო­ბია“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში „ლე­ლოს“ შე­დე­გე­ბი საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა, რომ ხა­ზა­რა­ძე პრე­მი­ე­რი გახ­დეს. ამას­თან, პო­ლი­ტო­ლო­გის აზით, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ მთავ­რო­ბა რო­ტა­ცი­უ­ლი წე­სით და­კომ­პლექტდე­ბა და წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, 4 წლის გა­მავ­ლო­ბა­ში თითო წელი და­ი­კა­ვე­ბენ პრე­მი­ე­რის პოსტს.

„თუმ­ცა, თუ ჩვენ ვი­ლა­პა­რა­კებთ პრაქ­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით და შევ­ხე­დავთ რე­ა­ლურ პარ­ტი­ულ გა­ნა­წი­ლე­ბას, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შე­საძ­ლო კო­ა­ლი­ცი­ის ფორ­მი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში „ლე­ლოს“ შე­დე­გი საკ­მა­რი­სი იყოს იმის­თვის, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე უპ­რობ­ლე­მოდ გახ­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. „ლელო“ თვი­თონ ვერ იგებს და კო­ა­ლი­ცი­ა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბი­ან სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბი ექ­ნე­ბათ. ამი­ტომ ვი­სურ­ვებ­დი, რომ თუ კო­ა­ლი­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა და ამ­ბი­ცი­ებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი დიდი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ არა­ორ­დი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში რო­ტა­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პით აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბას მაქვს ის, რომ თვი­თონ მი­ნის­ტრე­ბის პორ­ტფე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ნა­წილ­დეს პარ­ტი­ე­ბის წო­ნის მი­ხედ­ვით, რაც უკე­თე­სი შე­დე­გი აქვს პარ­ტი­ას, უფრო მეტი მი­ნის­ტრი ჰყავ­დეს პარ­ტი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 ძი­რი­თა­დი სუ­ბი­ექ­ტის ლი­დე­რი თითო წელი იყოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ერთ-ერე­თი კან­დი­და­ტი, თუნ­დაც ერთი წლით შეს­ძლე­ბე­ლია იყოს ხა­ზა­რა­ძე და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვა­დაც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. ამ პრინ­ციპს მე­ო­რე უპი­რა­ტე­სო­ბაც აქვს. უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­აა და თუ რო­ტა­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პით გვექ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უზურ­პა­ცია ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, რომ 1 წლის შემ­დეგ ის იც­ვლე­ბა. გარ­და ამი­სა, ეს დაგ­ვა­ზღვევს პარ­ტი­უ­ლი კო­რუფ­ცი­ის­გან, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ნე­ბის­მი­ერ პრე­მი­ერს ეცო­დი­ნე­ბა, ის 1 წლის შემ­დეგ იც­ვლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მისი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის აუ­დი­ტი ჩა­ტარ­დეს. ვფიქ­რობ, კო­ა­ლი­ცი­ის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ეს რო­ტა­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პი, რაც ერთი მხრივ პარ­ტი­ულ ამ­ბი­ცი­ებ­საც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვა­დაც სწო­რი იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ლე­ლოს“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ „მარ­შა­ლის გეგ­მის“ მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. პარ­ტი­ამ კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე წა­რად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
9

რა სიახლეს შემოიტანს ხაზარაძე ვნახოთ, ხოლო ეს ორი თავიდანვე და მერე ჩანაცვლებაშიც ერთია და ერთი ისტორია გააჩნიათ. ორივე ერთად ებრძოდა პრეზიდენტ შევარდნაძეს, მაგრამ მასზე უფრო ეროვნულები არც ერთია.

ქართველი
17

ხუხა ასტრალშია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მევახშეს კი ეძახიან, მაგრამ...ამ მოცემულობაში, პრემიერის პოსტზე მამუკა ხაზარაძე სხვებს ჯობია... მსგავსი გამოცდილება არავის აქვს" - გია ხუხაშვილი

"მევახშეს კი ეძახიან, მაგრამ...ამ მოცემულობაში, პრემიერის პოსტზე მამუკა ხაზარაძე სხვებს ჯობია... მსგავსი გამოცდილება არავის აქვს" - გია ხუხაშვილი

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ უნდა არც კომპრომიტირებული წარსული, წასული ხელისუფლების სახით და არ მოსწონს არც აწმყო "ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს. ამ მხრივ "ლელო“ ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, უკეთ გამოიყურება, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია "ლელოს საქართველოსთვის“ "მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატად მამუკა ხაზარაძის წარდგენას.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრემიერად მამუკა ხაზარაძის კანდიდატურა საინტერესოა, რადგან მას ეკონომიკური პროცესების მართვაში დიდი გამოცდილება აქვს.

"მამუკა ხაზარაძის კანდიდატურა საინტერესოა იმიტომ, რომ დღეს ძირითადად ბრძოლა მიდის გადაუწყვეტელი ამორჩევლისთვის. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ უნდა არც კომპრომიტირებული წარსული, წასული ხელისუფლების სახით და არ მოსწონს არც აწმყო “ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს. ამ მხრივ „ლელო“ ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, უკეთ გამოიყურება იმიტომ, რომ ნაკლებად კომპრომიტირებულია. გარდა ამისა, თუ მამუკა ხაზარაძეზე ვისაუბრებთ, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკური პროცესების მართვაში, კორპორატიული მშენებლობის. შესაბამისად, ის საინტერესო კანდიდატია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ხაზარაძემ საქართველოში ყველაზე დიდი და წარმატებული კორპორაცია ააშენა და პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტი გამოცდილება აქვს.

"მევახშეს კი ეძახიან, მაგრამ საქართველოში ყველაზე დიდი და ყველაზე წარმატებული კორპორაცია აააშენა, ათასობით ადამიანია, ძალიან კარგად შეკრული, საკმაოდ კვალიფიციური მაღალი სტანდარტის დიდი კორპორაცია შექმნა, შესაბამისად, ჩვენ თუ ვინმეს კომპეტენტურობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ხაზარაძე ერთ-ერთის საუკეთესოა. სხვა პარტიების კანდიდატებს ასეთი გამოცდილება არ აქვთ. ლაპარაკი, შესაძლოა, დაწყობილი იციან, მაგრამ ამხელა გამოცდილება არავის აქვს. რაც შეეხება მის კომპრომატს, ესეც სუსტად გამოიყურება იმიტომ, რომ პოლიტიკური კომპრომატი მას არ აქვს და რაც შეეხება ე.წ. ფულის გათეთრების თემას, სად არის? დიდი ხმაურით რომ წამოიწყო ხელისუფლებამ და შარიშური ჰქონდა, სად არის? საპნის ბუშტივით გაქრა.

ვისურვებდი, რომ ხაზარაძეზე უარესი პრემიერ-მინისტრი საქართველოს არ ჰყავდეს და იმ პოლიტიკურ მოცემულობაში, რაც გვაქვს, ხაზარაძე სხვებს ჯობია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში „ლელოს“ შედეგები საკმარისი არ იქნება, რომ ხაზარაძე პრემიერი გახდეს. ამასთან, პოლიტოლოგის აზით, სახელმწიფოსთვის სწორი იქნება, თუ მთავრობა როტაციული წესით დაკომპლექტდება და წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, 4 წლის გამავლობაში თითო წელი დაიკავებენ პრემიერის პოსტს.

„თუმცა, თუ ჩვენ ვილაპარაკებთ პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით და შევხედავთ რეალურ პარტიულ განაწილებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლო კოალიციის ფორმირების პირობებში „ლელოს“ შედეგი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ მამუკა ხაზარაძე უპრობლემოდ გახდეს პრემიერ-მინისტრი. „ლელო“ თვითონ ვერ იგებს და კოალიციაში, რასაკვირველია, იქნებიან სხვა სუბიექტები, რომლებსაც თავისი ამბიციები ექნებათ. ამიტომ ვისურვებდი, რომ თუ კოალიციის საჭიროება დადგა და ამბიციებზე დამყარებული წინააღმდეგობები დიდი იქნება, შესაძლებელია ამ არაორდინალურ ვითარებაში როტაციული პრინციპით აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება. მხედველობას მაქვს ის, რომ თვითონ მინისტრების პორტფელები შეიძლება გადანაწილდეს პარტიების წონის მიხედვით, რაც უკეთესი შედეგი აქვს პარტიას, უფრო მეტი მინისტრი ჰყავდეს პარტიაში. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრებს, 4 წლის განმავლობაში 4 ძირითადი სუბიექტის ლიდერი თითო წელი იყოს პრემიერ-მინისტრი. ერთ-ერეთი კანდიდატი, თუნდაც ერთი წლით შესძლებელია იყოს ხაზარაძე და სახელმწიფოებრივადაც სასარგებლო იქნება. ამ პრინციპს მეორე უპირატესობაც აქვს. უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ჩამოყალიბდა, ძალაუფლების უზურპაციაა და თუ როტაციული პრინციპით გვექნება დაკომპლექტებული აღმასრულებელი ხელისუფლება, უზურპაცია ვერ მოხდება, რადგან ყველას ეცოდინება, რომ 1 წლის შემდეგ ის იცვლება. გარდა ამისა, ეს დაგვაზღვევს პარტიული კორუფციისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ პრემიერს ეცოდინება, ის 1 წლის შემდეგ იცვლება და შეიძლება მისი უკანონო ქმედებების აუდიტი ჩატარდეს. ვფიქრობ, კოალიციის შეთანხმების საფუძველი შეიძლება გახდეს ეს როტაციული პრინციპი, რაც ერთი მხრივ პარტიულ ამბიციებსაც დააკმაყოფილებს და სახელმწიფოებრივადაც სწორი იქნება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა. პარტიამ კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

"პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია" - რა 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს ვერ აკმაყოფილებს სააკაშვილი და რას აპირებს "ქართული ოცნება"

"ოცნება" არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის შექმნას აპირებს - "ჩვენ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრაც თუ აღმოჩნდება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, მე პოლიტიკიდან წავალ"

"თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამარცხვინო არჩევანი იქნება" - გიგა ბოკერია