მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა
"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

2020 წლის ნო­ბე­ლის პრე­მია ქი­მი­ა­ში ქალ მეც­ნი­ე­რებს, ემა­ნუ­ელ შარ­პენ­ტი­ე­სა და ჯე­ნი­ფერ დუ­დ­ნას გე­ნო­მის ცვლი­ლე­ბის მე­თო­დის აღ­მო­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­დას­ცეს. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ნო­ბე­ლის პრე­მია ქი­მი­ა­ში მხო­ლოდ ქა­ლებ­მა მი­ი­ღეს. ქალ მეც­ნი­ე­რებს პრი­ზი აქამ­დეც მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა მა­მა­კაც მეც­ნი­ერ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით.

რო­გორც BBC წერს, შარ­პან­ტი­ე­სა და დუ­დ­ნას აღ­მო­ჩე­ნა ცნო­ბი­ლია, რო­გორც Crispr-Cas9 "გე­ნე­ტი­კუ­რი მაკ­რა­ტე­ლი“ და წარ­მო­ად­გენს ცო­ცხა­ლი უჯრე­დე­ბის დნმ-ში სპე­ცი­ფი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის გზას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა ყო­ვე­ლი­ვე 2012 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღი­ა­რე­ბა კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღვე­ვი­დან 8 წლის შემ­დეგ მო­ი­პო­ვეს. გა­ვიც­ნოთ უკეთ ნო­ბე­ლი­ან­ტი ქა­ლე­ბი:

  • ემა­ნუ­ელ შარ­პენ­ტიე

ის 1968 წელს, საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და. დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი პა­რი­ზის Pasteur-ის ინ­სტი­ტუ­ტში მი­ი­ღო. მუ­შა­ობ­და აშშ-ის, ავ­სტრი­ის, შვე­დე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში, ისე­ვე რო­გორც საფ­რან­გე­თის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტში. აქვს უამ­რა­ვი ჯილ­დო მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ნო­ბე­ლის პრე­მია მისი ყვე­ლა­ზე დიდი აღი­ა­რე­ბაა.

ემა­ნუ­ელ შარ­პან­ტიე მთელ თა­ვის ცხოვ­რე­ბას სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას უძღვნის და მთლი­ა­ნად ამ საქ­მე­შია ჩაფ­ლუ­ლი.

ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ მას ასე­თი კი­თხვა და­უს­ვეს - ის ფაქ­ტი, რომ პრი­ზი ქა­ლებ­მა მი­ი­ღეთ, და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია? - რა­ზეც შარ­პან­ტი­ემ უპა­სუ­ხა:

"იცით, პირ­ველ რიგ­ში, მე მეც­ნი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ რომ გო­გო­ნე­ბი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი ირ­ჩე­ვენ მეც­ნი­ე­რე­ბას და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია მათ­თვის, რომ ისი­ნი სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღე­ბენ აღი­ა­რე­ბას. მე ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მე­სი­ჯია გო­გო­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სურთ მეც­ნი­ე­რე­ბა აირ­ჩი­ონ, ნამ­დვი­ლად მკა­ფიო მე­სი­ჯია, რომ შენ გა­ღი­ა­რე­ბენ მა­ში­ნაც კი, თუ ხარ ქალი. რო­გორც გა­ვი­გე, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ეს პრი­ზი მხო­ლოდ ქალ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ი­ღეს“, - ამ­ბობს ემა­ნუ­ელ შარ­პან­ტიე.

  • ჯე­ნი­ფერ დუ­დ­ნა

ჯე­ნი­ფერ დუ­დ­ნა ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რია. ის 1964 წელს ვა­შინგტონ­ში და­ი­ბა­და. არის ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი. ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი თქვა, რომ ეს პრი­ზი ახალ­გაზ­რდა ქალი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და შე­საძ­ლოა, შთა­მა­გო­ნე­ბე­ლიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

“ეს პრი­ზი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდა ქალი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის, მი­უ­თი­თებს, რომ ქა­ლის შრო­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე და­ფას­დეს, რო­გორც მა­მა­კა­ცის. ვფიქ­რობ, ბევრ ქალს აქვს გან­ცდა, რომ რაც უნდა გა­ა­კე­თონ, მათ არ აღი­ა­რე­ბენ ისე, რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მეს.

მი­ხა­რია, როცა ვხე­დავ, რომ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თან­და­თან იც­ვლე­ბა და ვთვლი, რომ ეს არის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ვფიქ­რობ, ჩვენ შთა­მა­გო­ნებ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით და­ნარ­ჩე­ნი მეც­ნი­ე­რი ქა­ლე­ბის­თვის", - ამ­ბობს დუ­დ­ნა. ის იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდსაც, რო­დე­საც ხში­რად ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა მისი საქ­მე არ იყო, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის ქა­ლია.

"ქალი ხარ და მეც­ნი­ე­რე­ბა შენი საქ­მე არ არის, ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ბავ­შვო­ბა­ში", - იხ­სე­ნებს ჯე­ნი­ფერ დუ­დ­ნა.

მისი მე­უღ­ლე, ჯე­ი­მი კე­ი­თი ბი­ო­ქი­მი­კო­სია. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 1990 წელს გა­იც­ნო. 2002 წელს დუ­დ­ნას ვაჟი, ენ­დრიუ შე­ე­ძი­ნა. მეც­ნი­ე­რი ამ­ბობს, რომ ენ­დრიუ მისი "ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპე­რი­მენ­ტია".

  • რის­თვის მი­ი­ღეს ნო­ბე­ლის პრე­მია?

მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ე.წ. გე­ნე­ტი­კუ­რი მაკ­რა­ტე­ლი, სა­ხე­ლად CRISPR/Cas9, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა შეც­ვა­ლონ ცხო­ვე­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის დნმ. ეს არის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ასე­ვე მისი დახ­მა­რე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბებ­საც გან­კურ­ნა­ვენ.

ნო­ბე­ლის ქი­მი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, კლა­ეს გუს­ტა­ფო­ნის თქმით, ეს არის უზარ­მა­ზა­რი აღ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც და­სა­ბამს აძ­ლევს მკურ­ნა­ლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის შექ­მნას.

შარ­პან­ტი­ე­სა და დუ­დ­ნას აღ­მო­ჩე­ნა უკვე და­ნერ­გი­ლია მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. მას­ზე დაყ­რდნო­ბით კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს და ახლა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ მალე შე­საძ­ლოა, ნო­ბე­ლი­ან­ტი ქა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ მე­დი­ცი­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ქალ მეცნიერებს, ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას გენომის ცვლილების მეთოდის აღმოჩენისა და განვითარებისთვის გადასცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნობელის პრემია ქიმიაში მხოლოდ ქალებმა მიიღეს. ქალ მეცნიერებს პრიზი აქამდეც მიუღიათ, თუმცა მამაკაც მეცნიერთან კოლაბორაციული საქმიანობით.

როგორც BBC წერს, შარპანტიესა და დუდნას აღმოჩენა ცნობილია, როგორც Crispr-Cas9 "გენეტიკური მაკრატელი“ და წარმოადგენს ცოცხალი უჯრედების დნმ-ში სპეციფიკური ცვლილებების შეტანის გზას. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ყოველივე 2012 წელს აღმოაჩინეს. აღიარება კი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გარღვევიდან 8 წლის შემდეგ მოიპოვეს. გავიცნოთ უკეთ ნობელიანტი ქალები:

  • ემანუელ შარპენტიე

ის 1968 წელს, საფრანგეთში დაიბადა. დოქტორის ხარისხი პარიზის Pasteur-ის ინსტიტუტში მიიღო. მუშაობდა აშშ-ის, ავსტრიის, შვედეთისა და გერმანიის სამეცნიერო ინსტიტუტებში, ისევე როგორც საფრანგეთის სამეცნიერო ინსტიტუტში. აქვს უამრავი ჯილდო მიღებული, თუმცა ნობელის პრემია მისი ყველაზე დიდი აღიარებაა.

ემანუელ შარპანტიე მთელ თავის ცხოვრებას სამეცნიერო მოღვაწეობას უძღვნის და მთლიანად ამ საქმეშია ჩაფლული.

ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მას ასეთი კითხვა დაუსვეს - ის ფაქტი, რომ პრიზი ქალებმა მიიღეთ, დანარჩენი ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია? - რაზეც შარპანტიემ უპასუხა:

"იცით, პირველ რიგში, მე მეცნიერი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გოგონები, ახალგაზრდა ქალები ირჩევენ მეცნიერებას და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია მათთვის, რომ ისინი საბოლოოდ მიიღებენ აღიარებას. მე ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიური მესიჯია გოგონებისთვის, რომლებსაც სურთ მეცნიერება აირჩიონ, ნამდვილად მკაფიო მესიჯია, რომ შენ გაღიარებენ მაშინაც კი, თუ ხარ ქალი. როგორც გავიგე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს პრიზი მხოლოდ ქალმა მეცნიერებმა მიიღეს“, - ამბობს ემანუელ შარპანტიე.

  • ჯენიფერ დუდნა

ჯენიფერ დუდნა ამერიკელი მეცნიერია. ის 1964 წელს ვაშინგტონში დაიბადა. არის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ჯილდოს მფლობელი. ნობელის პრემიის მიღების შემდეგ კი თქვა, რომ ეს პრიზი ახალგაზრდა ქალი მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შესაძლოა, შთამაგონებელიც კი აღმოჩნდეს.

“ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალი მეცნიერებისთვის, მიუთითებს, რომ ქალის შრომაც შესაძლებელია ისე დაფასდეს, როგორც მამაკაცის. ვფიქრობ, ბევრ ქალს აქვს განცდა, რომ რაც უნდა გააკეთონ, მათ არ აღიარებენ ისე, როგორც მამაკაცების მიერ გაკეთებულ საქმეს.

მიხარია, როცა ვხედავ, რომ ასეთი დამოკიდებულება თანდათან იცვლება და ვთვლი, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, ჩვენ შთამაგონებლები ვიქნებით დანარჩენი მეცნიერი ქალებისთვის", - ამბობს დუდნა. ის იხსენებს ბავშვობის პერიოდსაც, როდესაც ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მეცნიერება მისი საქმე არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია.

"ქალი ხარ და მეცნიერება შენი საქმე არ არის, ხშირად მეუბნებოდნენ ბავშვობაში", - იხსენებს ჯენიფერ დუდნა.

მისი მეუღლე, ჯეიმი კეითი ბიოქიმიკოსია. წყვილმა ერთმანეთი კოლორადოს უნივერსიტეტში 1990 წელს გაიცნო. 2002 წელს დუდნას ვაჟი, ენდრიუ შეეძინა. მეცნიერი ამბობს, რომ ენდრიუ მისი "ყველაზე დიდი ექსპერიმენტია".

  • რისთვის მიიღეს ნობელის პრემია?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ე.წ. გენეტიკური მაკრატელი, სახელად CRISPR/Cas9, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება შეცვალონ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ. ეს არის რევოლუციური აღმოჩენა, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების საშუალებას იძლევა, ასევე მისი დახმარებით, სამომავლოდ, მოსალოდნელია, რომ გენეტიკურ დაავადებებსაც განკურნავენ.

ნობელის ქიმიის კომიტეტის თავმჯდომარის, კლაეს გუსტაფონის თქმით, ეს არის უზარმაზარი აღმოჩენა, რომელიც დასაბამს აძლევს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შექმნას.

შარპანტიესა და დუდნას აღმოჩენა უკვე დანერგილია მეცნიერებაში. მასზე დაყრდნობით კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდები შეიმუშავეს და ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს. მეცნიერები თვლიან, რომ მალე შესაძლოა, ნობელიანტი ქალების აღმოჩენამ მედიცინაში გადატრიალება მოახდინოს.

სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაზე მიიტანეს იერიში