პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადავდგათ ნაბიჯი ნულიდან ერთამდე
როგორ გადავდგათ ნაბიჯი ნულიდან ერთამდე

რო­გორ შევ­ქმნათ სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი? – ეს კი­თხვა ყვე­ლა ადა­მი­ანს აწუ­ხებს. თუმ­ცა, გა­აჩ­ნია, რა მას­შტაბს მო­ი­ცავს კი­თხვა. მო­მავ­ლის შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის და­გეგ­მვას ნიშ­ნავ­დეს ან ძა­ლი­ან ინო­ვა­ცი­ურ, მას­შტა­ბურ იდე­ა­საც გუ­ლის­ხმობ­დეს. მო­მა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა შექ­მნათ ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით და შექ­მნათ ის, რისი ანა­ლო­გიც ჯერ არა­ვის გა­მო­უ­გო­ნია.

ამით თქვენ ქმნით სა­კუ­თარ და ცვლით სამ­ყა­როს მო­მა­ვალს.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ შევ­ქმნათ მო­მა­ვა­ლი, ძა­ლი­ან კარგ და სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუხს ამო­ი­კი­თხავთ წიგნ­ში „ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე“. პი­ტერ თი­ლი­სა და ბლე­იკ მას­ტერ­სის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი გთა­ვა­ზობთ სრუ­ლი­ად ახალ, გა­სა­ო­ცარ იდე­ებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ უნდა შექ­მნათ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ჩვენს სამ­ყა­რო­ში.

პი­ტერ­თი­ლი არის PayPal-ისა და Palantir-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, Facebook-ის პირ­ვე­ლი გარე ინ­ვეს­ტო­რი და ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის შემ­ქმნე­ლი, რო­გო­რე­ბი­ცაა SpaceX და Linkedin. მან­ვე ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლიThiel Fellowship-ს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ახალ­გაზ­რდებს, და­ტო­ვონ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სწავ­ლა სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში გა­აგ­რძე­ლონ.

წიგნ­ში „ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე“ პი­ტერ თილი სა­უბ­რობს სწო­რედ იმ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სტარ­ტა­პე­ბის შექ­მნი­სას მი­ი­ღო და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს სტარ­ტა­პე­ბი მას­შტა­ბუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი გახ­დნენ. წიგნ­ში ამო­ი­კი­თხავთ, რომ ბევ­რად ად­ვი­ლია უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლის კო­პი­რე­ბა, ვიდ­რე თვი­სობ­რი­ვად რა­ი­მე ახ­ლის შექ­მნა: როცა ვა­კე­თებთ იმას, რაც ვი­ცით და როცა სი­ახ­ლეს ვმა­ტებთ ნაც­ნობ პრო­დუქტს, 1-დან N-ის­კენ ვი­ნაც­ვლებთ. მაგ­რამ ყო­ველ­თვის, რო­დე­საც რა­ღაც ახალს ვი­გო­ნებთ, 0-დან 1-ს ვქმნით. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქტი - ისე­ვე, რო­გორც სამ­ყა­როს შექ­მნის მო­მენ­ტი - გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია და შე­დე­გიც თვითმყო­ფა­დი და სა­ო­ცა­რი აქვს. ეს წიგ­ნი გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ მი­ვი­დეთ ამ­გვარ შე­დე­გამ­დე.

15 ოქ­ტომ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე მარ­თვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში „ალ­ტერბრი­ჯი“ გა­ი­მარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც Gepra-ს უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი და ბიზ­ნე­საქ­სე­ლე­რა­ტორ „სპარ­კის“ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის მრჩე­ვე­ლი თამ­თა გვე­ლე­სი­ა­ნი ისა­უბ­რე­ბენ წიგნ­ზე „ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე“.

„წიგ­ნი არის მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ინ­ტე­რე­სოდ არის და­წე­რი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს გვიყ­ვე­ბა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი ჰყავს. პი­ტერ თილი არის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მი­მარ­თაც მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბაა მი­პყრო­ბი­ლი, რად­გან მან შექ­მნა სტარ­ტა­პი, რო­მე­ლიც იყო ინო­ვა­ცი­უ­რი და გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მა სრუ­ლად შეც­ვა­ლა. წიგ­ნი „ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე“ არის რე­ა­ლუ­რი გზამ­კვლე­ვი სტარ­ტა­პე­ბის­თვის, მათ­თვის, ვინც ახლა იწყებს ბიზ­ნესს ან სა­მო­მავ­ლოდ აპი­რებს. მთა­ვა­რი, რა­საც ეს გა­მო­ცე­მა გვე­უბ­ნე­ბა არის ის, რომ შევ­ქმნათ ახა­ლი არაფ­რი­დან, ნუ­ლი­დან და არ და­ვი­წყოთ უკვე არ­სე­ბუ­ლის კო­პი­რე­ბა, თუნ­დაც ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. კონ­კრე­ტულ ბიზ­ნეს­სა თუ სტარ­ტაპს უნდა ჰქონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი მი­სია, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ამ­ბი­ცი­უ­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი. თი­ლის იდე­ო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც ვა­კე­თებთ იმას, რაც უკვე შექ­მნი­ლია, სამ­ყა­როს ერ­თი­დან N რა­ო­დე­ნო­ბამ­დე წავ­მარ­თავთ. და ეს მარ­თა­ლია. ჩვენ უკვე გა­კე­თე­ბულს ვამ­რავ­ლებთ, მაგ­რამ რო­დე­საც ახალს ვქმნით, ნუ­ლი­დან ერ­თის­კენ ვდგამთ ნა­ბიჯს. ამ დროს თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი არის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, შე­დე­გი კი – ორ­გი­ნა­ლუ­რი და გა­სა­ო­ცა­რი. ეს არის ვერ­ტი­კა­ლუ­რი პროგ­რე­სი, ახ­ლის შექ­მნა, რაც აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და. სწო­რედ ამის კე­თე­ბას გვას­წავ­ლის წიგ­ნი „ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე“, – ასე ახა­სი­ა­თებს წიგნს სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი.

„ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ავ­ტორს, პი­ტერ თილს და წიგ­ნის კი­თხვის დროს ეს კარ­გად ჩანს. ის არის მე­წარ­მე და ინო­ვა­ტო­რი, რო­მელ­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. სწო­რედ ამი­ტომ, მისი ნა­აზ­რე­ვის კი­თხვა სა­ინ­ტე­რე­სოა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გად­მო­ცე­მუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა. წიგნ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რე­ა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ კომ­პა­ნი­ებს და­ბა­ლი მო­გე­ბა აქვთ. ავ­ტო­რი მო­უ­წო­დებს მკი­თხველს, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩარ­თვის ნაც­ვლად, მო­ნო­პო­ლია მო­ი­პო­ვონ ბა­ზარ­ზე. მას მო­ნო­პო­ლი­ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­გე­ბა აქვს. პი­ტერ თი­ლის იდე­ო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, მო­ნო­პო­ლი­ის მიღ­წე­ვა მცი­რე ბა­ზარ­ზე უფრო მარ­ტი­ვია და ამი­ტომ, მცი­რე მას­შტა­ბით უნდა და­ი­წყოთ. გა­ფარ­თო­ე­ბა კი გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რია. მცი­რე ბაზ­რებ­ზე მო­ნო­პო­ლი­ის მო­პო­ვე­ბით და შემ­დეგ მას­შტა­ბის ზრდის მო­დის მო­გე­ბა და არა კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩაბ­მით. ამ მო­საზ­რე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად აქ­ტი­უ­რად გვი­ზი­ა­რებს მა­გა­ლი­თებს რო­გორც „ფე­ი­ფა­ლი­დან“, ისe სხვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. თილი ასე­ვე ამ­ბობს, რომ უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რა­ზეც ჩვენს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი არ ფიქ­რო­ბენ. თუმ­ცა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და­სად­გე­ნია ის, თუ რაზე არ ფიქ­რო­ბენ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი. ამის მიგ­ნე­ბა უნდა და­ვი­წყოთ იმა­ზე ფიქ­რით თუ რას ფიქ­რო­ბენ და რაზე მსჯე­ლო­ბენ ისი­ნი და მხო­ლოდ შემ­დეგ მივ­ხვდე­ბით, თუ რაზე არ ფიქ­რო­ბენ. მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი უნდა მო­ვი­ფიქ­როთ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი და სტარ­ტა­პე­ბი, რო­მელ­საც შევ­ქმნით ნუ­ლი­დან. ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე – ეს ნიშ­ნავს არაფ­რი­დან ყვე­ლაფ­რამ­დე“, – აღ­ნიშ­ნავს თამ­თა გვე­ლე­სი­ა­ნი.

და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-სა“ და „ალ­ტერბრიჯს“ შო­რის გა­ფორმ­დე­ბა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მიც, რო­მე­ლიც, რო­გორც ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის, ისე ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ–ერთი სპი­კე­რი იქ­ნე­ბა მარ­თვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ „ალ­ტერბრი­ჯის“ ვიცე-რექ­ტო­რი და პო­ზი­ტი­უ­რი ფსი­ქო-კონ­სულ­ტან­ტი მაკო ჯა­ოშ­ვი­ლიც.

„მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, ჩვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა ორ­მხრი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი დავ­გეგ­მოთ. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მელ­ზეც უფრო აქ­ტი­უ­რად ექ­ნე­ბა წვდო­მა რო­გორც ჩვენს აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს, ისე ჩვენს სტუ­დენ­ტებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ვებთ იმ ბიზ­ნეს­გა­მო­ცე­მე­ბის თარ­გმნა­ზე, რო­მე­ლიც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უკვე შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მელ­ზეც და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა და ვფიქ­რობთ, რომ ერ­თობ­ლი­ვად ვთრაგ­მნოთ და გა­მოვ­ცეთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გარ­და, მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში ერ­თმა­ნეთს მხარს და­ვუ­ჭერთ და და­ვეხ­მა­რე­ბით. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბევ­რია, ინ­ტე­რე­სი და მო­ტი­ვა­ცია კი ორი­ვე მხა­რეს გვაქვს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვე­ლის წინ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა წიგ­ნით „ნუ­ლი­დან ერ­თამ­დე“, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, – გან­მარ­ტავს მაკო ჯა­ოშ­ვი­ლი.

წიგ­ნის წარ­დგე­ნა და სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია „ალ­ტერბრი­ჯში“ 15 ოქ­ტომ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://fb.me/e/6mU3NIEDs

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ გადავდგათ ნაბიჯი ნულიდან ერთამდე

როგორ გადავდგათ ნაბიჯი ნულიდან ერთამდე

როგორ შევქმნათ საკუთარი მომავალი? – ეს კითხვა ყველა ადამიანს აწუხებს. თუმცა, გააჩნია, რა მასშტაბს მოიცავს კითხვა. მომავლის შექმნა შეიძლება უბრალოდ მომავალი ცხოვრების დაგეგმვას ნიშნავდეს ან ძალიან ინოვაციურ, მასშტაბურ იდეასაც გულისხმობდეს. მომავალი შეიძლება შექმნათ ნულიდან ერთამდე ნაბიჯის გადადგმით და შექმნათ ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია.

ამით თქვენ ქმნით საკუთარ და ცვლით სამყაროს მომავალს.

კითხვაზე, თუ როგორ შევქმნათ მომავალი, ძალიან კარგ და საინტერესო პასუხს ამოიკითხავთ წიგნში „ნულიდან ერთამდე“. პიტერ თილისა და ბლეიკ მასტერსის ავტორობით გამოცემული წიგნი გთავაზობთ სრულიად ახალ, გასაოცარ იდეებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შექმნათ ფასეულობები ჩვენს სამყაროში.

პიტერთილი არის PayPal-ისა და Palantir-ის თანადამფუძნებელი, Facebook-ის პირველი გარე ინვესტორი და ისეთი კომპანიების შემქმნელი, როგორებიცაა SpaceX და Linkedin. მანვე ჩაუყარა საფუძველიThiel Fellowship-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, დატოვონ უნივერსიტეტი და სწავლა სამუშაო გარემოში გააგრძელონ.

წიგნში „ნულიდან ერთამდე“ პიტერ თილი საუბრობს სწორედ იმ გამოცდილებაზე, რომელიც სტარტაპების შექმნისას მიიღო და მოგვიანებით, ეს სტარტაპები მასშტაბური კომპანიები გახდნენ. წიგნში ამოიკითხავთ, რომ ბევრად ადვილია უკვე არსებული მოდელის კოპირება, ვიდრე თვისობრივად რაიმე ახლის შექმნა: როცა ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით და როცა სიახლეს ვმატებთ ნაცნობ პროდუქტს, 1-დან N-ისკენ ვინაცვლებთ. მაგრამ ყოველთვის, როდესაც რაღაც ახალს ვიგონებთ, 0-დან 1-ს ვქმნით. შემოქმედებითი აქტი - ისევე, როგორც სამყაროს შექმნის მომენტი - განუმეორებელია და შედეგიც თვითმყოფადი და საოცარი აქვს. ეს წიგნი გვიჩვენებს, როგორ მივიდეთ ამგვარ შედეგამდე.

15 ოქტომბერს 19:00 საათზე მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში „ალტერბრიჯი“ გაიმართება ღონისძიება, სადაც Gepra-ს უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის მრჩეველი თამთა გველესიანი ისაუბრებენ წიგნზე „ნულიდან ერთამდე“.

„წიგნი არის მსოფლიო ბესტსელერი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესოდ არის დაწერილი და საინტერესო ისტორიებს გვიყვება, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან საინტერესო ავტორი ჰყავს. პიტერ თილი არის ადამიანი, რომლის მიმართაც მსოფლიო ყურადღებაა მიპყრობილი, რადგან მან შექმნა სტარტაპი, რომელიც იყო ინოვაციური და გადახდების სისტემა სრულად შეცვალა. წიგნი „ნულიდან ერთამდე“ არის რეალური გზამკვლევი სტარტაპებისთვის, მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს ან სამომავლოდ აპირებს. მთავარი, რასაც ეს გამოცემა გვეუბნება არის ის, რომ შევქმნათ ახალი არაფრიდან, ნულიდან და არ დავიწყოთ უკვე არსებულის კოპირება, თუნდაც ის ძალიან წარმატებული იყოს. კონკრეტულ ბიზნესსა თუ სტარტაპს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მისია, რომელიც იქნება ამბიციური და გრძელვადიანი. თილის იდეოლოგიის მიხედვით, როდესაც ვაკეთებთ იმას, რაც უკვე შექმნილია, სამყაროს ერთიდან N რაოდენობამდე წავმართავთ. და ეს მართალია. ჩვენ უკვე გაკეთებულს ვამრავლებთ, მაგრამ როდესაც ახალს ვქმნით, ნულიდან ერთისკენ ვდგამთ ნაბიჯს. ამ დროს თითოეული ნაბიჯი არის განუმეორებელი, შედეგი კი – ორგინალური და გასაოცარი. ეს არის ვერტიკალური პროგრესი, ახლის შექმნა, რაც აქამდე არ არსებობდა. სწორედ ამის კეთებას გვასწავლის წიგნი „ნულიდან ერთამდე“, – ასე ახასიათებს წიგნს სოსო გალუმაშვილი.

„ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს ავტორს, პიტერ თილს და წიგნის კითხვის დროს ეს კარგად ჩანს. ის არის მეწარმე და ინოვატორი, რომელსაც ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ, მისი ნააზრევის კითხვა საინტერესოა. ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული კონკურენცია და კონკურენტული უპირატესობა. წიგნში საუბარია იმაზე, რომ რეალურად კონკურენციაში ჩაბმულ კომპანიებს დაბალი მოგება აქვთ. ავტორი მოუწოდებს მკითხველს, რომ კონკურენციაში ჩართვის ნაცვლად, მონოპოლია მოიპოვონ ბაზარზე. მას მონოპოლიის ძალიან საინტერესო გაგება აქვს. პიტერ თილის იდეოლოგიის თანახმად, მონოპოლიის მიღწევა მცირე ბაზარზე უფრო მარტივია და ამიტომ, მცირე მასშტაბით უნდა დაიწყოთ. გაფართოება კი განვითარების შემდეგი საფეხურია. მცირე ბაზრებზე მონოპოლიის მოპოვებით და შემდეგ მასშტაბის ზრდის მოდის მოგება და არა კონკურენციაში ჩაბმით. ამ მოსაზრების დასადასტურებლად აქტიურად გვიზიარებს მაგალითებს როგორც „ფეიფალიდან“, ისe სხვა ტექნოლოგიური გიგანტების გამოცდილებიდან. თილი ასევე ამბობს, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაზეც ჩვენს გარშემო ადამიანები არ ფიქრობენ. თუმცა საკმაოდ რთული დასადგენია ის, თუ რაზე არ ფიქრობენ გარშემო ადამიანები. ამის მიგნება უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრით თუ რას ფიქრობენ და რაზე მსჯელობენ ისინი და მხოლოდ შემდეგ მივხვდებით, თუ რაზე არ ფიქრობენ. მიღებული პასუხებიდან გამომდინარე კი უნდა მოვიფიქროთ საინტერესო იდეები და სტარტაპები, რომელსაც შევქმნით ნულიდან. ნულიდან ერთამდე – ეს ნიშნავს არაფრიდან ყველაფრამდე“, – აღნიშნავს თამთა გველესიანი.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და „ალტერბრიჯს“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც, როგორც ბიზნესლიტერატურის, ისე ბიზნესგანათლების განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე ერთ–ერთი სპიკერი იქნება მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი და პოზიტიური ფსიქო-კონსულტანტი მაკო ჯაოშვილიც.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ორმხრივად საინტერესო პროექტები დავგეგმოთ. პირველ რიგში, ეს ეხება „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურას, რომელზეც უფრო აქტიურად ექნება წვდომა როგორც ჩვენს აკადემიურ პერსონალს, ისე ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ იმ ბიზნესგამოცემების თარგმნაზე, რომელიც ბევრი ადამიანის განვითარებას შეუწყობს ხელს. რამდენიმე სახელმძღვანელო უკვე შევარჩიეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ერთობლივად ვთრაგმნოთ და გამოვცეთ. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გარდა, მიმდინარე პროექტების ფარგლებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით. შესაძლებლობები ბევრია, ინტერესი და მოტივაცია კი ორივე მხარეს გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გველის წინ. ეს ყველაფერი იწყება წიგნით „ნულიდან ერთამდე“, რომელიც ნებისმიერი ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს მაკო ჯაოშვილი.

წიგნის წარდგენა და საინტერესო დისკუსია „ალტერბრიჯში“ 15 ოქტომბერს 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ბმული: https://fb.me/e/6mU3NIEDs

„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე

ვისთვის არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“?

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"