მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხასიათის ადამიანია... მაგრამ მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია" - ნინო სუხიშვილის ემოციური პოსტი ძმაზე
"ხასიათის ადამიანია... მაგრამ მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია" - ნინო სუხიშვილის ემოციური პოსტი ძმაზე

გე­ნი­ა­ლუ­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ილი­კო და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლე­ბენ წი­ნაპ­რე­ბის გზას. მათი ან­სამ­ბლი ისევ ისე­თი წარ­მა­ტე­ბით იპყრობს მსოფ­ლი­ოს სცე­ნებს, რო­გორც ადრე.

და-ძმის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. თუმ­ცა ილი­კო საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ცოტა ხნის წინ მის შე­სა­ხებ ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე":

"ილი­კო ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია - არ შე­მე­შინ­დე­ბა ამ სი­ტყვის თქმა, თუმ­ცა, ცოტა უხერ­ხუ­ლია და ილი­კოს არ უყ­ვარს, როცა ვა­ქებ. მე ვთვლი, რომ ილი­კო ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რია ჩვენს ოჯახ­ში.

ძა­ლი­ან აფეთ­ქე­ბუ­ლი და მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა, არა­მარ­ტო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რიც... ძა­ლი­ან სწო­რი ადა­მი­ა­ნია. რენტგე­ნი­ვით არის, ზუს­ტად გრძნობს მე­ო­რე ადა­მი­ანს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვე­ბის მი­მართ - ვის­თან არის გუ­ლახ­დი­ლი, ვის­თან კი­დევ კე­დელს აი­ფა­რებს. თა­ნაც, ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნია. დღეს ასეთ ხა­სი­ათ­ზეა და ასე იქ­ცე­ვა. ხვალ ისეთ ხა­სი­ათ­ზეა და ისე იქ­ცე­ვა.

„რა­მიშ­ვი­ლე­ბის“ აღ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა ხვალ აღარ მო­უნ­დეს და აღარ აღად­გი­ნოს. სა­მა­გი­ე­როდ, რა­ღაც ახალს გა­ა­კე­თებს. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წვა აქვს ქრო­ნი­კუ­ლად, თან ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია. მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი თვი­სე­ბა ის არის, რომ სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლია" - წერს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Silensio
0

მიყვარს ეს ხალხი <3 <3

tsiko
0

გული გამითბაააა

წარმატებები პირად ცხოვრებაშიც, საქმიანობაშიც...საქართველოს სადიდებლად იხარეთ და იბედნიერეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ხასიათის ადამიანია... მაგრამ მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია" - ნინო სუხიშვილის ემოციური პოსტი ძმაზე

"ხასიათის ადამიანია... მაგრამ მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია" - ნინო სუხიშვილის ემოციური პოსტი ძმაზე

გენიალური მოცეკვავეების შთამომავლები ილიკო და ნინო სუხიშვილები ღირსეულად აგრძელებენ წინაპრების გზას. მათი ანსამბლი ისევ ისეთი წარმატებით იპყრობს მსოფლიოს სცენებს, როგორც ადრე.

და-ძმის პირადი ცხოვრებით საზოგადოება ყოველთვის ინტერესდებოდა. თუმცა ილიკო საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე და იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს.

ცოტა ხნის წინ მის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ნინო სუხიშვილმა "ინსტაგრამზე":

"ილიკო ძალიან ნიჭიერია - არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა, თუმცა, ცოტა უხერხულია და ილიკოს არ უყვარს, როცა ვაქებ. მე ვთვლი, რომ ილიკო ყველაზე ნიჭიერია ჩვენს ოჯახში.

ძალიან აფეთქებული და მრავალმხრივი ნიჭი აღმოაჩნდა, არამარტო ქორეოგრაფიული, მუსიკალურიც... ძალიან სწორი ადამიანია. რენტგენივით არის, ზუსტად გრძნობს მეორე ადამიანს.

აქედან გამომდინარეობს მისი დამოკიდებულება სხვების მიმართ - ვისთან არის გულახდილი, ვისთან კიდევ კედელს აიფარებს. თანაც, ხასიათის ადამიანია. დღეს ასეთ ხასიათზეა და ასე იქცევა. ხვალ ისეთ ხასიათზეა და ისე იქცევა.

„რამიშვილების“ აღდგენა შეიძლება ხვალ აღარ მოუნდეს და აღარ აღადგინოს. სამაგიეროდ, რაღაც ახალს გააკეთებს. შემოქმედებითი წვა აქვს ქრონიკულად, თან ძალიან დაკვირვებულია. მაგრამ მისი მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია" - წერს ნინო სუხიშვილი.

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

მაკა ასათიანის საზოგადოებისთვის უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენისგან ჰყავს - ნახეთ, როგორ ერთობა დედა-შვილი