მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა" - ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე
"საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა" - ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­მო­ვი­და 25 ათა­სი დოზა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნა. გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­მო­ვა და­ნარ­ჩე­ნი 110 ათა­სი დოზა ვაქ­ცი­ნა.

ამას­თა­ნა­ვე, გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო მუ­შა­ობს და­მა­ტე­ბით 100 ათა­სი დოზა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზეც.

"გუ­შინ­წინ შე­მო­ვი­და და გუ­შინ და­სა­წყობ­და 25 ათა­სი დოზა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 4-ვა­ლენ­ტი­ა­ნი ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნა. დღეს ის უკვე გა­ნა­წილ­და თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში. სა­ხელ­მწი­ფოს 135 ათას დო­ზა­ზე აქვს კონ­ტრაქ­ტი და და­ნარ­ჩე­ნი 110 ათა­სი დოზა შე­მო­ვა 23 ოქ­ტომ­ბრის კვი­რა­ში. ამი­ტომ, პირ­ველ ეტაპ­ზე, ეს 25 ათა­სი დოზა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რისკ-ჯგუ­ფე­ბის­თვის.

ესე­ნი არი­ან, პირ­ველ რიგ­ში, ორ­სუ­ლე­ბი, მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის ბი­ნად­რე­ბი­სა და ბავ­შვთა სახ­ლე­ბის ბი­ნად­რე­ბი, ბავ­შვთა სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის - ბა­ღე­ბის პე­და­გო­გე­ბი და მომ­ვლე­ლი პერ­სო­ნა­ლი, ასე­ვე, შიდსი­ა­ნი ავად­მყო­ფე­ბი, ვინც იმ­ყო­ფე­ბი­ან მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ჰე­პა­ტი­ტი­ა­ნი ავად­მყო­ფე­ბი, ვინც გა­დი­ან მკურ­ნა­ლო­ბას და დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი. შემ­დეგ უკვე, როცა დიდი პარ­ტია შე­მო­ვა, აიც­რე­ბი­ან და­ნარ­ჩე­ნი დიდი რის­კჯ­გუ­ფე­ბი - ესე­ნი არი­ან, პირ­ველ რიგ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ავად­მყო­ფე­ბი, ასე­ვე, სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ქრო­ნი­კუ­ლი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ვი­საც აქვს, 65 წელს ზე­მოთ. ამას­თან ერ­თად, ჩვენ ვმუ­შა­ობთ, რომ და­მა­ტე­ბით კი­დევ სა­ხელ­მწი­ფომ 100 ათა­სი დო­ზის მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­ა­კე­თოს, რომ­ლის შე­მოს­ვლის ალ­ბა­თო­ბა არის ისევ და ისევ ოქ­ტომ­ბრის ბოლო და ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან და ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბიც გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა და კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა და ამ ინ­ფექ­ცი­ე­ბის დამ­თხვე­ვამ შე­საძ­ლოა გა­ამ­წვა­ვოს ვი­თა­რე­ბა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ნო­ემ­ბრი­დან სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. მათ შო­რის, ალ­ბათ, ნო­ემ­ბერ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა გრი­პის ვირუ­სიც და კი­დევ სხვა ვირუ­სე­ბი იწყე­ბენ ცირ­კუ­ლა­ცი­ას. იქ­ნე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ზედ­დე­ბა. ამა­ზე ორი მო­საზ­რე­ბაა, რომ ამ ზედ­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­სუ­ბუ­ქოს გრი­პის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­როს გა­მოც­დი­ლე­ბა ამას გვიჩ­ვე­ნებს და მე­ო­რე მხრივ, ამ ზედ­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქით, სი­ნერ­გი­ის ეფექ­ტით, გა­ა­ძი­ე­როს, ამი­ტომ მზად­ყოფ­ნა უნდა იყოს,“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა" - ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე

"საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა" - ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა. გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა დანარჩენი 110 ათასი დოზა ვაქცინა.

ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს დამატებით 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზეც.

"გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის.

ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ავადმყოფები, ვინც იმყოფებიან მკურნალობაზე, ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც გადიან მკურნალობას და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები - ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისში სხვა რესპირატორული ინფექციებიც გააქტიურდება და კორონავირუსისა და ამ ინფექციების დამთხვევამ შესაძლოა გაამწვავოს ვითარება.

„მოგეხსენებათ, რომ ნოემბრიდან სხვა რესპირაციული ინფექციები აქტიურდება ქვეყანაში. მათ შორის, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და კიდევ სხვა ვირუსები იწყებენ ცირკულაციას. იქნება გარკვეულწილად ზედდება. ამაზე ორი მოსაზრებაა, რომ ამ ზედდებამ შეიძლება შეამსუბუქოს გრიპის მიმდინარეობა და სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილება ამას გვიჩვენებს და მეორე მხრივ, ამ ზედდებამ შეიძლება, პირიქით, სინერგიის ეფექტით, გააძიეროს, ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 92-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამყრელიძის განცხადებით, როცა კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს - როდის დაიწყება ვაქცინაცია

აჭარის ეროვნული პარკები