სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ეროვნული პარკები
აჭარის ეროვნული პარკები

როცა ზა­ფხუ­ლი მთავ­რდე­ბა, მზის მცხუნ­ვა­რე­ბა ცხრე­ბა და სა­ღა­მო­ო­ბით თბი­ლი შარ­ფიც გვსი­ა­მოვ­ნებს, გვგო­ნია, რომ შინ ჯდო­მის დრო დგე­ბა და მო­მა­ვალ ზა­ფხუ­ლამ­დე შორს ვე­ღარ­სად წა­ვალთ მთა-ვე­ლე­ბის მო­სავ­ლე­ლად. ასე სუ­ლაც არ არის. მე­ტიც, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მოდ­გო­მა­ზე უფრო აქ­ტი­უ­რად ცხოვ­რო­ბენ და ზა­ფხუ­ლის ხვატ­ში სუ­ლაც არ სი­ა­მოვ­ნებთ ლაშ­ქრო­ბა.

თუ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში ხართ, მა­შინ შე­მოდ­გო­მა ეროვ­ნულ პარ­კებ­ში ჯერ სა­კუ­თა­რი თვა­ლით თუ არა, ფო­ტო­ებ­ზე მა­ინც გექ­ნე­ბათ ნა­ნა­ხი: ფე­რა­დი ტყე­ე­ბით, წყა­ლუხ­ვი ჩანჩქე­რე­ბით, ნა­კა­დუ­ლებ­ზე გა­დე­ბუ­ლი ბეწ­ვის ხი­დე­ბით და ხავ­სმო­დე­ბუ­ლი ლო­დე­ბით. სა­ნამ ოქ­ტომ­ბრის გრი­ლი დღე­ე­ბი დგას და ჯერ კი­დევ არ აცი­ვე­ბუ­ლა, შე­გიძ­ლი­ათ ფო­ტო­ებ­ზე ნა­ნახ სი­ნამ­დვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნდეთ. ამის­თვის მხო­ლოდ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ზურგჩან­თა, მა­გარ­ძი­რი­ა­ნი, გამ­ძლე ფეხ­საც­მე­ლი და კა­რა­ვი გჭირ­დე­ბათ. თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი თქვენ­თვის მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია ღა­მის გა­სა­თე­ვად, შე­გიძ­ლი­ათ ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბის თავ­შე­საფ­რებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო სახ­ლებ­ში დარ­ჩეთ. ასე არამ­ხო­ლოდ შე­მოდ­გო­მის ტყე­ე­ბით დატ­კბე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ყოფა-ცხოვ­რე­ბა­საც ახ­ლო­დან ნა­ხავთ.

საით წა­ვი­დეთ?

მტი­რა­ლა

მტი­რა­ლას ნაკ­რძა­ლით და­ვი­წყოთ. ეს ბა­თუმ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლომ­დე­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი პარ­კია. მტი­რა­ლას მთა შავი ზღვის ტე­ნი­ან ჰა­ერს აკა­ვებს და ყვე­ლა­ზე უხვნა­ლე­ქი­ა­ნი ად­გი­ლია მთელ აჭა­რა­ში. სა­ხელ­წო­დე­ბა – „მტი­რა­ლა“ სწო­რედ უხვნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მტი­რა­ლას და­ლაშ­ქვრი­სას მა­რადმწვა­ნე შქე­რის ბუჩ­ქე­ბის ტყეს, კოლ­ხურ და შე­რე­ულ ტყე­ებს, წიფლნარს და ცა­ცხვნარს გა­ივ­ლით. შე­მოდ­გო­მა­ზე მტი­რა­ლას პარკში წაბ­ლი მწიფს.

მტი­რა­ლას ტყე/ფოტო: მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

გა­გი­თე­ვი­ათ მთე­ლი დღის ლაშ­ქრო­ბის ბო­ლოს ხის ტუ­რის­ტულ ქოხ­ში ან კა­რავ­ში? ეს მის­ტი­უ­რი ღა­მე­ე­ბია. კარ­ვის წინ დან­თე­ბუ­ლი კო­ცო­ნით, შო­რი­დან მო­სუ­ლი, ბუს ხმის ექო­ე­ბით, იქვე შეგ­რო­ვი­ლი, ნაკ­ვერ­ჩხლებ­ზე მოტ­კა­ცუ­ნე შემ­წვა­რი წაბ­ლის სურ­ნე­ლით და კო­ცო­ნის ირ­გვლივ შენი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბით, რომ­ლებ­მაც შენ­სა­ვით იცი­ან, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი და დამ­ღლე­ლია ცხოვ­რე­ბა ბარ­ში, მაგ­რამ ხან­და­ხან თუ ერ­თად გა­იქ­ცე­ვით მთა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ოდ­ნავ მა­ინც შემ­სუ­ბუქ­დე­ბა.

მტი­რა­ლას ტყე/ფოტო: მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვე­დი­დან.

მა­ჭა­ხე­ლას ნაკ­რძა­ლი

ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სტა­ტუ­სი მა­ჭა­ხე­ლას 2012 წელს მი­ე­ნი­ჭა. აქ ბუ­ნე­ბა ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი და უნი­კა­ლუ­რია. შეხ­ვდე­ბით მრა­ვალ­წლო­ვა­ნი უთხო­ვა­რის ხე­ებს, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი, კოლ­ხუ­რი ბზის კო­რო­მებს და სა­ერ­თო­დაც, ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი გა­უ­ვა­ლი, უღ­რა­ნი ტყე­ე­ბი­თა და ბუჩ­ქნა­რი­თაა და­ფა­რუ­ლი.

მა­ჭა­ხე­ლას ეროვ­ნულ პარკში აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი მა­ი­სი­დან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ბი­ლი­კი გა­ი­ა­როთ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მხა­რეს მი­ე­მარ­თე­ბა. მა­ჭა­ხე­ლას ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრში შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­გილ­ზე­ვე კარ­ვე­ბის, ზურგჩან­თის, სა­ძი­ლე ტომ­რე­ბი­სა და ლაშ­ქრო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­ქი­რა­ვე­ბა.

ნაკ­რძალ­თან ახ­ლო­საა სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის მქო­ნე სო­ფე­ლი მა­ჭა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი. სოფ­ლის ნა­წი­ლი თურ­ქეთს ეკუთ­ვნის, ნა­წი­ლი კი – სა­ქარ­თვე­ლოს. თუ მა­ჭა­ხე­ლა­ში რო­მე­ლი­მე შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე მცხოვ­რებს ეს­ტუმ­რე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გარ­თმე­ვენ ყა­ვას აი­ვან­ზე, მო­გაწ­ვდი­ან ჭოგ­რიტს, გა­გა­ხე­დე­ბენ თურ­ქე­თის მხა­რეს და მო­გიყ­ვე­ბი­ან ნა­თე­სა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ზე დიდი ხნის წინ აღ­მოჩ­ნდნენ შორს და სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი ტბი­ყე­ლის ბი­ლი­კი­დან/ფოტო: კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

მდი­ნა­რე კინ­ტრი­შის ხე­ო­ბა თვალ­წარმ­ტა­ცი ბუ­ნე­ბით მოგ­ხიბ­ლავთ. წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, ტბა ტბი­ყე­ლი, თა­მა­რის თა­ღო­ვა­ნი ხიდი და უძ­ვე­ლე­სი ღვი­ნის მა­რა­ნი – ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, რაც კინ­ტრი­შის პარკში შე­გიძ­ლი­ათ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ.

ტბა ტბი­ყე­ლი/ფოტო: კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

აქ ორი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კია: ერთი მარ­ტი­ვი და ად­ვი­ლად გა­სავ­ლე­ლი, რა­საც 1 დღე­შიც დაძ­ლევთ, მე­ო­რე 2-3-დღი­ა­ნი და შე­და­რე­ბით რთუ­ლი. ნაკ­რძალ­ში, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ათა­რი­ღე­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით 2500 წლის უთხო­ვა­რის ხე­ე­ბია.

ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მდე­ბა­რე ბი­ლი­კებ­ზე გზა­დაგ­ზა სა­პიკ­ნი­კე და სა­კარ­ვე ად­გი­ლებს ხვდე­ბით. ბი­ლი­კე­ბის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ფე­ხით, ასე­ვე ცხე­ნით.

ქო­ბუ­ლე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

აქ შე­გიძ­ლი­ათ ის­პა­ნის ჭა­ო­ბი ნა­ხოთ, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ჭარ­ბტე­ნი­ა­ნი ად­გი­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მას რამსრის კონ­ვენ­ცია იცავს. შე­გიძ­ლი­ათ უიშ­ვი­ა­თე­სი თეთ­რი ხავ­სის, სფაგ­ნუ­მის მინ­დორ­ზე გა­ი­ა­როთ, მწე­რი­ჭა­მია მცე­ნა­რე დრო­ზე­რას და სა­მე­ფო გვიმ­რებს და­აკ­ვირ­დეთ, მერე კი ჭოგ­რი­ტით გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებს უთ­ვალ­თვა­ლოთ შე­მოდ­გო­მის ჯერ კი­დევ მშრალ და უნა­ლე­ქო დღე­ებ­ში. ქო­ბუ­ლე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ასეთ მშრალ და მზი­ან დღე­ებ­შია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კია. სა­მი­ვეს გავ­ლა ერთ დღე­ში შე­იძ­ლე­ბა. ასე რომ თუ ბა­თუმ­ში ხართ, ბევ­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია შე­მოდ­გო­მა­ზე მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. თუ კარ­გად და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ სა­ნამ და­ზამ­თრდე­ბა, უამ­რა­ვი რა­მაა, რაც ჯერ არ გი­ნა­ხავთ და აუ­ცი­ლებ­ლად შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა ნა­ხოთ.

ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე / ფოტო: ქო­ბუ­ლე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აჭარის ეროვნული პარკები

აჭარის ეროვნული პარკები

როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა.

თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი თვალით თუ არა, ფოტოებზე მაინც გექნებათ ნანახი: ფერადი ტყეებით, წყალუხვი ჩანჩქერებით, ნაკადულებზე გადებული ბეწვის ხიდებით და ხავსმოდებული ლოდებით. სანამ ოქტომბრის გრილი დღეები დგას და ჯერ კიდევ არ აცივებულა, შეგიძლიათ ფოტოებზე ნანახ სინამდვილეში აღმოჩნდეთ. ამისთვის მხოლოდ საჭირო ნივთებით აღჭურვილი ზურგჩანთა, მაგარძირიანი, გამძლე ფეხსაცმელი და კარავი გჭირდებათ. თუ ეს უკანასკნელი თქვენთვის მოუხერხებელია ღამის გასათევად, შეგიძლიათ ეროვნული პარკების თავშესაფრებში, სასტუმროებში ან ახლომდებარე სოფლების საოჯახო სახლებში დარჩეთ. ასე არამხოლოდ შემოდგომის ტყეებით დატკბებით, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებასაც ახლოდან ნახავთ.

საით წავიდეთ?

მტირალა

მტირალას ნაკრძალით დავიწყოთ. ეს ბათუმთან ყველაზე ახლომდებარე ეროვნული პარკია. მტირალას მთა შავი ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და ყველაზე უხვნალექიანი ადგილია მთელ აჭარაში. სახელწოდება – „მტირალა“ სწორედ უხვნალექიანობას უკავშირდება. მტირალას დალაშქვრისას მარადმწვანე შქერის ბუჩქების ტყეს, კოლხურ და შერეულ ტყეებს, წიფლნარს და ცაცხვნარს გაივლით. შემოდგომაზე მტირალას პარკში წაბლი მწიფს.

მტირალას ტყე/ფოტო: მტირალას ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

გაგითევიათ მთელი დღის ლაშქრობის ბოლოს ხის ტურისტულ ქოხში ან კარავში? ეს მისტიური ღამეებია. კარვის წინ დანთებული კოცონით, შორიდან მოსული, ბუს ხმის ექოებით, იქვე შეგროვილი, ნაკვერჩხლებზე მოტკაცუნე შემწვარი წაბლის სურნელით და კოცონის ირგვლივ შენი უახლოესი მეგობრებით, რომლებმაც შენსავით იციან, რომ ძალიან რთული და დამღლელია ცხოვრება ბარში, მაგრამ ხანდახან თუ ერთად გაიქცევით მთაში, ყველაფერი ოდნავ მაინც შემსუბუქდება.

მტირალას ტყე/ფოტო: მტირალას ეროვნული პარკის ფეისბუქგვედიდან.

მაჭახელას ნაკრძალი

ეროვნული პარკის სტატუსი მაჭახელას 2012 წელს მიენიჭა. აქ ბუნება ხელუხლებელი და უნიკალურია. შეხვდებით მრავალწლოვანი უთხოვარის ხეებს, გადაშენების პირას მყოფი, კოლხური ბზის კორომებს და საერთოდაც, ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუვალი, უღრანი ტყეებითა და ბუჩქნარითაა დაფარული.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. შეგიძლიათ რამდენიმე სხვადასხვა ბილიკი გაიაროთ, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიემართება. მაჭახელას ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ადგილზევე კარვების, ზურგჩანთის, საძილე ტომრებისა და ლაშქრობისთვის აუცილებელი სხვა საჭირო აღჭურვილობის დაქირავება.

ნაკრძალთან ახლოსაა საინტერესო ისტორიის მქონე სოფელი მაჭახელი, რომელიც ორადაა გაყოფილი. სოფლის ნაწილი თურქეთს ეკუთვნის, ნაწილი კი – საქართველოს. თუ მაჭახელაში რომელიმე შემაღლებულ ადგილზე მცხოვრებს ესტუმრებით, აუცილებლად მოგართმევენ ყავას აივანზე, მოგაწვდიან ჭოგრიტს, გაგახედებენ თურქეთის მხარეს და მოგიყვებიან ნათესავებზე, რომლებიც საუკუნეზე დიდი ხნის წინ აღმოჩნდნენ შორს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

კინტრიშის ეროვნული პარკი

კინტრიშის ეროვნული პარკი ტბიყელის ბილიკიდან/ფოტო: კინტრიშის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

მდინარე კინტრიშის ხეობა თვალწარმტაცი ბუნებით მოგხიბლავთ. წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, ტბა ტბიყელი, თამარის თაღოვანი ხიდი და უძველესი ღვინის მარანი – ეს ყველაფერი არ არის, რაც კინტრიშის პარკში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

ტბა ტბიყელი/ფოტო: კინტრიშის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

აქ ორი ტურისტული ბილიკია: ერთი მარტივი და ადვილად გასავლელი, რასაც 1 დღეშიც დაძლევთ, მეორე 2-3-დღიანი და შედარებით რთული. ნაკრძალში, როგორც მეცნიერები ათარიღებენ, დაახლოებით 2500 წლის უთხოვარის ხეებია.

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ბილიკებზე გზადაგზა საპიკნიკე და საკარვე ადგილებს ხვდებით. ბილიკების გავლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით.

ქობულეთის ეროვნული პარკი

აქ შეგიძლიათ ისპანის ჭაობი ნახოთ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ადგილია მთელ მსოფლიოში და მას რამსრის კონვენცია იცავს. შეგიძლიათ უიშვიათესი თეთრი ხავსის, სფაგნუმის მინდორზე გაიაროთ, მწერიჭამია მცენარე დროზერას და სამეფო გვიმრებს დააკვირდეთ, მერე კი ჭოგრიტით გადამფრენ ფრინველებს უთვალთვალოთ შემოდგომის ჯერ კიდევ მშრალ და უნალექო დღეებში. ქობულეთის ეროვნული პარკის დათვალიერება მხოლოდ ასეთ მშრალ და მზიან დღეებშია მიზანშეწონილი.

ტერიტორიაზე სამი ტურისტული ბილიკია. სამივეს გავლა ერთ დღეში შეიძლება. ასე რომ თუ ბათუმში ხართ, ბევრი ძალიან საინტერესო ადგილია შემოდგომაზე მოსანახულებლად. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ სანამ დაზამთრდება, უამრავი რამაა, რაც ჯერ არ გინახავთ და აუცილებლად შემოდგომაზე უნდა ნახოთ.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები შემოდგომაზე / ფოტო: ქობულეთის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

NS

"საქართველოში, საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრები სომხები თურქულნომრიან სატვირთოების მძღოლებს ემუქრებიან" - რას წერს თურქული გამოცემა?

"6 პაციენტიდან 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში" - რა დეტალებია ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე

"აჭარაში - 196, თბილისში - 178" - როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით