მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ
ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

თუ მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბას გა­და­წყვეტთ, პირ­ველ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლად აუ­ცი­ლებ­ლად ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უნდა აირ­ჩი­ოთ. გარ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბი­სა და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი­სა, აქ შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­საქ­მნე­ლად. მშრო­მე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შექ­მნი­ლი რე­სურ­სე­ბის წყა­ლო­ბით კი ქედა მრა­ვა­ლი წე­ლია არამ­ხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ტუ­რის­ტებს, არა­მედ უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ავ­სებს.

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბუ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი – მრა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, აქ მოჰ­ყავთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შის ყუ­რძე­ნი, ასე­ვე მის­დე­ვენ მე­ფუტკრე­ო­ბას. ევ­რო­კავ­ში­რის ENPARD პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექტ „ქედა ლი­დე­რის“ ხელ­შე­წყო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი ახერ­ხე­ბენ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და მცი­რე ბიზ­ნე­სის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. მათ რი­გებს სულ ცოტა ხნის წინ ლამ­ზი­რა ხი­ნი­კა­ძეც შე­ე­მა­ტა.

რო­გორც „ქედა ლი­დე­რის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­ში (LAG) სა­მო­ქა­ლა­ქო, კერ­ძო და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის მო­ხე­ლე­ე­ბი ერთი მიზ­ნით ერ­თი­ან­დე­ბი­ან: „შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, გა­მოკ­ვე­თი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტის ცო­ცხა­ლი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ. ქე­დის LAG-ი ახ­დენს არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გან­სა­ზღვრა­სა და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინგს“.

სწო­რედ LAG-ის მიერ და­ფი­ნანსდა ლამ­ზი­რას პრო­ექ­ტიც. იგი სო­ფელ ვა­ი­ო­და­ნაა, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად მრა­ვა­ლი წე­ლია მე­ფუტკრე­ო­ბას მის­დევს. რო­გორც მისი მე­უღ­ლე, რო­ბერტ მა­ხა­ჭა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წე­ლია ოჯა­ხის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბით წი­ნაპ­რე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­სა, ახლა ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით ახერ­ხე­ბენ ბიზ­ნე­სის ეფექ­ტურ მარ­თვას.

ამ ეტაპ­ზე ოჯა­ხი ფლობს 70-მდე ოჯახ ფუტ­კარს, აწარ­მო­ებს წაბ­ლის, აკა­ცი­ის, მინ­დვ­რი­სა და ყვა­ვი­ლის თაფლს და თაფ­ლის­გან და ფი­ჭის­გან არაყს. წლე­ვან­დე­ლი მო­სა­ვა­ლი უკვე აი­ღეს – 1 ტონა წაბ­ლის თაფ­ლი, რომ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მო­ახ­დე­ნენ.

„პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა ჩვე­ნი თაფ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნა, თუმ­ცა პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩვენ შევ­ძე­ლით თაფ­ლის სხვა­დას­ხვა ზო­მის ქი­ლებ­ში გან­თავ­სე­ბა და ეტი­კე­ტი­რე­ბა, რაც დაგ­ვეხ­მა­რა მომ­ხმა­რებ­ლამ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­ტი­ვად მი­წო­დე­ბა­სა და ნდო­ბის გაზ­რდა­ში. ვფიქ­რობთ, ეს დიდი პლუ­სი იქ­ნე­ბა სა­მო­მავ­ლოდ თაფ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნი­სას“ – ამ­ბობს ლამ­ზი­რა.

სა­ხარ­ბი­ე­ლო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გამო, ოჯახს მა­ის­სა და აპ­რილ­ში ფუტ­კა­რი მიჰ­ყავს ისეთ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ციტ­რუ­სია, შე­დე­გად კი იღე­ბენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არო­მა­ტის ციტ­რუ­სის თაფლს, ასე­ვე ამ­ზა­დე­ბენ არაყს, პრო­პო­ლისს და სან­თელს.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, როცა ტუ­რის­ტთა ნა­კად­მა იმა­ტა, ოჯა­ხი მი­ვი­და იდე­ამ­დე, რომ პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი გამ­ჭირ­ვა­ლე გამ­ხდა­რი­ყო, ამის­თვის კი სჭირ­დე­ბო­დათ კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სივ­რცე. ლამ­ზი­რამ გა­და­წყვი­ტა ჩარ­თუ­ლი­ყო „ქედა ლი­დე­რის“ პრო­ექ­ტში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გარ­და ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი სარ­გებ­ლი­სა, ოჯახს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბი რე­ა­ლო­ბად ექ­ცია. ახლა, თუ სო­ფელ ვა­ი­ოს ეს­ტუმ­რე­ბით, გზის პი­რას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევთ სკე­ბის მახ­ლობ­ლად აშე­ნე­ბულ ხის ზღაპ­რულ ქოხს, შეს­ვლის­თა­ნა­ვე კი თავ­ბრუს და­გახ­ვევთ თაფ­ლი­სა და ფი­ჭის სურ­ნე­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერ ამას კი ბო­ნუ­სად ემა­ტე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად ჩა­ერ­თოთ თაფ­ლის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში და თე­ო­რი­უ­ლად თუ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ი­ა­როთ ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც მე­ფუტკრე სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­ღე­ბამ­დე გა­დის.

„სა­სი­ა­მოვ­ნოა უყუ­რო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან მე­ფუტკრე­ო­ბით. აქ მო­დი­ან არამ­ხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი. ყი­დუ­ლო­ბენ ან აგე­მოვ­ნე­ბენ თაფლს, არაყს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ფი­ჭის ამო­ღე­ბი­სა და თაფ­ლის და­წურ­ვის პრო­ცეს­ში. იღე­ბენ ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს და ათავ­სე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, შე­დე­გად კი ჩვე­ნი პა­ტა­რა თაფ­ლის სახ­ლის შე­სა­ხებ უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იგებს, რაც ჩვენს ბიზ­ნეს აძ­ლი­ე­რებს და ჩვენ­თვი­საც სა­სი­ხა­რუ­ლოა“ – ამ­ბობს რო­ბერ­ტი.

გი­ორ­გი აბუ­ლა­ძის თქმით, არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე კუ­თხი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, პირ­ვე­ლი ის, რომ ვა­ი­ო­ში ძი­რი­თა­დად მარ­ნე­ბი და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბია, თაფ­ლის სახ­ლის იდეა კი სო­ფელ­ში ადა­მი­ან­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბას უწყობს ხელს, ასე­ვე ლამ­ზი­რა მა­გა­ლი­თი გახ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის – „მიგ­ვაჩ­ნია, რომ გარ­და იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტით გა­იზ­რდე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლამ­ზი­რა ხი­ნი­კა­ძის შე­მო­სავ­ლე­ბი და ასე­ვე შე­იქ­მნე­ბა და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი, ასე­ვე ეს პრო­ექ­ტი ერ­თგვა­რად იქ­ნე­ბა ხელ­შემ­წყო­ბი ქა­ლის რო­ლის გაზ­რდა­ში. ჩვე­ნი, რო­გორც LAG-ის მი­სი­აც ესაა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­ვახ­დი­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი და დარ­წმუნ­დეს, რომ ქე­დას აქვს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა“ – ამ­ბობს გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე.

უყუ­რეთ ის­ტო­რი­ას აქ:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

თუ მაღალმთიანი აჭარის მონახულებას გადაწყვეტთ, პირველ დანიშნულების ადგილად აუცილებლად ქედის მუნიციპალიტეტი უნდა აირჩიოთ. გარდა არაჩვეულებრივი ბუნებისა და მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურული ძეგლებისა, აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად, აქტიურ რეჟიმში მოღვაწეობენ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მშრომელი ადგილობრივების შექმნილი რესურსების წყალობით კი ქედა მრავალი წელია არამხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ უცხოელ ვიზიტორებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს.

ქედის მუნიციპალიტეტის ბუნება მოსახლეობას საშუალებას აძლევს გამოიყენოს არსებული რესურსები – მრავალ საქმიანობასთან ერთად, აქ მოჰყავთ განსაკუთრებული ჯიშის ყურძენი, ასევე მისდევენ მეფუტკრეობას. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტ „ქედა ლიდერის“ ხელშეწყობით, ადამიანები ახერხებენ პროექტებში მონაწილეობის მიღებას და მცირე ბიზნესის საჭიროებებით უზრუნველყოფას. მათ რიგებს სულ ცოტა ხნის წინ ლამზირა ხინიკაძეც შეემატა.

როგორც „ქედა ლიდერის“ წარმომადგენელი გიორგი აბულაძე ამბობს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (LAG) სამოქალაქო, კერძო და საჯარო სამსახურის მოხელეები ერთი მიზნით ერთიანდებიან: „შემუშავებული გვაქვს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა, გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებებით. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ აქტივობას წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ვახორციელებთ, თუმცა დოკუმენტის ცოცხალი ბუნებიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მასში ცვლილებები შევიტანოთ. ქედის LAG-ი ახდენს არსებული პროექტების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრასა და დამტკიცებული პროექტების მონიტორინგს“.

სწორედ LAG-ის მიერ დაფინანსდა ლამზირას პროექტიც. იგი სოფელ ვაიოდანაა, სადაც ოჯახთან ერთად მრავალი წელია მეფუტკრეობას მისდევს. როგორც მისი მეუღლე, რობერტ მახაჭაძე გვეუბნება, ეს საქმიანობა მრავალი ათეული წელია ოჯახის განუყოფელი ნაწილია, თუმცა განსხვავებით წინაპრების მიერ გამოყენებული მეთოდებისა, ახლა ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახერხებენ ბიზნესის ეფექტურ მართვას.

ამ ეტაპზე ოჯახი ფლობს 70-მდე ოჯახ ფუტკარს, აწარმოებს წაბლის, აკაციის, მინდვრისა და ყვავილის თაფლს და თაფლისგან და ფიჭისგან არაყს. წლევანდელი მოსავალი უკვე აიღეს – 1 ტონა წაბლის თაფლი, რომლის რეალიზებას საქართველოს მასშტაბით მოახდენენ.

„პანდემიის პირობებში სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ჩვენი თაფლის საზღვარგარეთ გატანა, თუმცა პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით თაფლის სხვადასხვა ზომის ქილებში განთავსება და ეტიკეტირება, რაც დაგვეხმარა მომხმარებლამდე ინფორმაციის მარტივად მიწოდებასა და ნდობის გაზრდაში. ვფიქრობთ, ეს დიდი პლუსი იქნება სამომავლოდ თაფლის საზღვარგარეთ გატანისას“ – ამბობს ლამზირა.

სახარბიელო ადგილმდებარეობის გამო, ოჯახს მაისსა და აპრილში ფუტკარი მიჰყავს ისეთ სოფლებში, სადაც ციტრუსია, შედეგად კი იღებენ არაჩვეულებრივი არომატის ციტრუსის თაფლს, ასევე ამზადებენ არაყს, პროპოლისს და სანთელს.

რამდენიმე ხნის წინ, როცა ტურისტთა ნაკადმა იმატა, ოჯახი მივიდა იდეამდე, რომ პროდუქტის დამზადების პროცესი გამჭირვალე გამხდარიყო, ამისთვის კი სჭირდებოდათ კეთილმოწყობილი სივრცე. ლამზირამ გადაწყვიტა ჩართულიყო „ქედა ლიდერის“ პროექტში, რომლის შედეგადაც გარდა ზემოთხსენებული სარგებლისა, ოჯახს საშუალება მიეცა საკუთარი ფიქრები რეალობად ექცია. ახლა, თუ სოფელ ვაიოს ესტუმრებით, გზის პირას აუცილებლად შეამჩნევთ სკების მახლობლად აშენებულ ხის ზღაპრულ ქოხს, შესვლისთანავე კი თავბრუს დაგახვევთ თაფლისა და ფიჭის სურნელება, ყველაფერ ამას კი ბონუსად ემატება შესაძლებლობა, თავად ჩაერთოთ თაფლის დამზადების პროცესში და თეორიულად თუ პრაქტიკულად გაიაროთ ყველა ნაბიჯი, რომელსაც მეფუტკრე საბოლოო შედეგის მიღებამდე გადის.

„სასიამოვნოა უყურო ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მეფუტკრეობით. აქ მოდიან არამხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივი დამსვენებლები. ყიდულობენ ან აგემოვნებენ თაფლს, არაყს, მონაწილეობენ ფიჭის ამოღებისა და თაფლის დაწურვის პროცესში. იღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს და ათავსებენ სოციალურ ქსელებში, შედეგად კი ჩვენი პატარა თაფლის სახლის შესახებ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს, რაც ჩვენს ბიზნეს აძლიერებს და ჩვენთვისაც სასიხარულოა“ – ამბობს რობერტი.

გიორგი აბულაძის თქმით, არსებული პროექტი რამდენიმე კუთხითაა საინტერესო, პირველი ის, რომ ვაიოში ძირითადად მარნები და საოჯახო სასტუმროებია, თაფლის სახლის იდეა კი სოფელში ადამიანთა მრავალფეროვან საქმიანობას უწყობს ხელს, ასევე ლამზირა მაგალითი გახდა ადგილობრივი ქალბატონებისთვის – „მიგვაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტით გაიზრდება ქალბატონი ლამზირა ხინიკაძის შემოსავლები და ასევე შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილი, ასევე ეს პროექტი ერთგვარად იქნება ხელშემწყობი ქალის როლის გაზრდაში. ჩვენი, როგორც LAG-ის მისიაც ესაა, მუნიციპალიტეტში მოვახდინოთ მოსახლეობის მოტივირება, რათა საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტად გამოიყენოს არსებული რესურსი და დარწმუნდეს, რომ ქედას აქვს დიდი პოტენციალი, მთავარია მონდომება“ – ამბობს გიორგი აბულაძე.

უყურეთ ისტორიას აქ:

სურვილების ასრულების 9 წელი სითი მოლთან ერთად!

6 მიზეზი, რატომ უნდა დააზღვიოთ ავტომობილი ალდაგში

ვისთვის შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ უნიტაზი?!