მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე
დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და სო­მეხ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბი­დან, დღეს მე-13 დღეა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი კი კვლავ არ წყდე­ბა.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტი გა­ა­ნად­გუ­რა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუს­ტი სრო­ლა კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"თავ­დას­ხმის დროს სომ­ხე­თის არ­მი­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფიც­რე­ბი შტაბ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტი გა­ნად­გურ­და და მტერ­მა დიდი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და,“- წერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი არ­მან დერ­მე­ი­ა­ნი

  • სომ­ხუ­რი მხა­რე

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხურ მხა­რეს, სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნის ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია უც­ვლე­ლია, ორ­მხრი­ვი ცე­ცხლი და სა­არ­ტი­ლე­რიო ბრძო­ლე­ბი ფრონ­ტის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

მი­სი­ვე თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმებს მშვი­დო­ბი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და.

ამას­თან, გუ­შინ თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ქრის­ტი­ა­ნულ ტა­ძარ­ზე. სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, არცრუნ ჰო­ვა­სი­ა­ნის ცნო­ბით, ქა­ლაქ შუ­შის ეკ­ლე­სი­ის და­ბომბვის შე­დე­გად, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და­იჭ­რა.

"რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ შუშ­ში მდე­ბა­რე მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სი­ას­თან მუ­შა­ობ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ეკ­ლე­სი­ის ხელ­მე­ო­რედ და­ბომბვის შე­დე­გად და­იჭ­რა“, - გა­ნა­ცხა­და ჰო­ვა­ნი­სი­ან­მა.

სომ­ხე­თის ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ოვა­ნეს მოვ­სე­სი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ტაძ­რის და­ბომბვის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი და­იჭ­რა. მი­სი­ვე თქმით, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ამ დრო­ის­თვის მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

  • ფა­ში­ნი­ა­ნი საფ­რან­გე­თის­გან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში

ყო­ვე­ლი­ვეს პა­რა­ლე­ლუ­რად, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ის საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რე­ბას ელო­დე­ბა.

"მსურს, ხაზი გა­ვუს­ვა სო­მე­ხი ხალ­ხის, სომ­ხე­თი­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კმა­ყო­ფი­ლე­ბას საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის გულ­წრფე­ლი, სი­მარ­თლე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი­დან, საფ­რან­გე­თის­გან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი. ჩემი მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად არის ის, რომ საფ­რან­გე­თი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რებს,“- გა­ნა­ცხა­და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა Tv5Monde-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • პუ­ტი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს დღეს რუ­სეთ­ში ელის

ამას­თან, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის დღეს მოს­კოვ­ში იწ­ვევს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­თან მთე­ლი რიგი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს, შე­ა­ჩე­რონ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ცხედ­რე­ბი­სა და პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის მიზ­ნით.

ამ სა­კი­თხებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­სა­მარ­თად, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შუ­ა­მავ­ლო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან მოს­კოვ­ში 9 ოქ­ტომ­ბერს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესმდი­ვან­მა, ანა ნაღ­და­ლი­ან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე“ და­წე­რა, რომ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ზოჰ­რაბ მნა­ცა­კა­ნი­ა­ნი რუ­სეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვე­ვა და ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის რუ­სეთ­ში შე­საძ­ლო ვი­ზიტ­ზე კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ დრომ­დე არ წყდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვ.ვ.
9

უნდა დაიწყოს საზღვრის მონიტორინგი საჰაერო თავდაცვის ძალებით,გზააბნეული დრონების ჩამოსაგდებათ,თორემ უკვე ლამის ზედ დაგვეცა,თან ივარჯიშებენ პა ხოდუ!

ზურიკო
1

ქურდი იბარებს არიფებს.

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე

დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებიდან, დღეს მე-13 დღეა. საომარი მოქმედებები კი კვლავ არ წყდება.

  • აზერბაიჯანული მხარე

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი გაანადგურა. მათივე ინფორმაციით, ზუსტი სროლა კამიკაძე დრონების საშუალებით განხორციელდა.

"თავდასხმის დროს სომხეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები შტაბში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სამეთაურო პუნქტი განადგურდა და მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა,“- წერს აზერბაიჯანული მედია. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი არმან დერმეიანი

  • სომხური მხარე

რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანის ცნობით, ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია, ორმხრივი ცეცხლი და საარტილერიო ბრძოლები ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ახორციელებდა.

ამასთან, გუშინ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელებმა შეტევა განახორციელეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებულ ქრისტიანულ ტაძარზე. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვასიანის ცნობით, ქალაქ შუშის ეკლესიის დაბომბვის შედეგად, რუსი ჟურნალისტი დაიჭრა.

"რუსი ჟურნალისტი, რომელიც ქალაქ შუშში მდებარე მაცხოვრის ეკლესიასთან მუშაობდა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ეკლესიის ხელმეორედ დაბომბვის შედეგად დაიჭრა“, - განაცხადა ჰოვანისიანმა.

სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ოვანეს მოვსესიანის განცხადებით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ტაძრის დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭრა. მისივე თქმით, რუსი ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.

  • ფაშინიანი საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების მოლოდინში

ყოველივეს პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებას ელოდება.

"მსურს, ხაზი გავუსვა სომეხი ხალხის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის კმაყოფილებას საფრანგეთის პრეზიდენტის გულწრფელი, სიმართლეზე დაფუძნებული პოზიციის გამო. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტიდან, საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ველოდები. ჩემი მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა Tv5Monde-სთან ინტერვიუში.

  • პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს რუსეთში ელის

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ცხედრებისა და პატიმრების გაცვლის მიზნით.

ამ საკითხებზე კონსულტაციების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან მოსკოვში 9 ოქტომბერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაღდალიანმა "ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში შესაძლო ვიზიტზე კი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. საომარი მოქმედებები ამ დრომდე არ წყდება.

სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაზე მიიტანეს იერიში