სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე
"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნათ.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი მი­ხე­ილ სად­რა­ძე აცხა­დებს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. სად­რა­ძის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ.

„დას­რულ­და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ბრალ­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ნო­ბა. მათ ბრა­ლად ედე­ბათ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 308-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. ეს და­ნა­შა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლია. ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თავს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ ეთან­ხე­ბი­ან, თუმ­ცა, ეს მათი, რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბაა. ეს არის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრა­ხი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან მისი ნა­წი­ლის გა­მო­ყო­ფი­სა­კენ და მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 500 ჰა ფარ­თო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე შე­იქ­მნა", - გა­ნა­ცხა­და სად­რა­ძემ.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ქმე­დე­ბებ­მა ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე შექ­მნა. ამას­თან, პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გან­ზრახ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ.

„ბრალ­დე­ბა გუ­ლის­ხმობს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბის ჩა­დე­ნას, რაც მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან მისი ნა­წი­ლის გა­მო­ყო­ფის­კენ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ქმე­დე­ბებ­მა შექ­მნა საფრ­თხე ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვის, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით, 3 500 ჰა შე­ად­გენს. უამ­რა­ვი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სხვა საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, და­კი­თხუ­ლია ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, ასე­ვე არ­სე­ბობს ექ­სპერ­ტი­ზის არა­ერ­თი დას­კვნა, მო­პო­ვე­ბუ­ლია რე­ლე­ვენ­ტუ­რი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რუ­კე­ბი და მათი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტი, იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლი წარ­დგე­ნო­დათ.

მთა­ვა­რი გა­რე­მო­ე­ბაა შემ­დე­გი, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გან­ზრახ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­მო­ი­ყე­ნეს ისე­თი რუ­კე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლის მი­კუთ­ვნე­ბულ სა­ზღვრებს და მო­ნაკ­ვე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში აქ­ცევ­და. მათ ამ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას გან­ზრახ გა­უ­კე­თეს იგ­ნო­რი­რე­ბა", - აცხა­დებს სად­რა­ძე.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ იყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო რი­გა­ნოს­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია.

"სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გად­მოგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მა­სა­ლე­ბი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და შეს­წავ­ლა მოხ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მიერ. საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პი­რის მო­ძი­ე­ბა და გა­მო­კი­თხვა ბუ­ნებ­რი­ვია, მოხ­და. ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი. საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ გან­ზრახ და შეგ­ნე­ბუ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ვერ­სი­ებს, რა თქმა უნდა, ვაგ­რძე­ლებთ გა­მო­ძი­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სად­რა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. სადრაძის თქმითვე, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

„დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს. ბრალდებულები ბრალს არ ეთანხებიან, თუმცა, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰა ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა", - განაცხადა სადრაძემ.

როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა. ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულები განზრახ, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ.

„ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც დაახლოებით, 3 500 ჰა შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევენტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალი წარდგენოდათ.

მთავარი გარემოებაა შემდეგი, ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება", - აცხადებს სადრაძე.

კითხვაზე, თუ ვინ იყო საგამოძიებო რიგანოსთვის ინფორმაციის წყარო, პროკურორი პასუხობს, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია.

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილი ინფორმაცია და მასალები. ამ ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა მოხდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მოძიება და გამოკითხვა ბუნებრივია, მოხდა. ყველა მტკიცებულება კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მოპოვებული. საქმეში მოპოვებული ინფორმაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და შეგნებულად. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გამოძიებას", - განაცხადა სადრაძემ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება