მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეწყვიტონ თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია" - ალიევის განცხადება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი და ვითარება ყარაბაღში: ომის მე-12 დღე
"შეწყვიტონ თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია" - ალიევის განცხადება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი და ვითარება ყარაბაღში: ომის მე-12 დღე

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა და ცე­ცხლი ამ დრომ­დე არ წყდე­ბა.

  • რას ამ­ბო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი დი­ლი­დან გო­რან­ბო­ის, ტარ­ტა­რი­სა და აღ­და­მის რა­ი­ო­ნე­ბის სოფ­ლებს ბომ­ბა­ვენ. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იბომ­ბე­ბა ბარ­დი­სა და აღჯა­ბა­დის რა­ი­ო­ნე­ბიც. არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მია ადეკ­ვა­ტურ ზო­მებს მი­მარ­თავს,“- აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ, ილ­ჰამ ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ის არა­ერ­თხელ შეხ­ვდა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს, რო­მელ­მაც მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი "გა­ა­ნად­გუ­რა“. ამის შე­სა­ხებ ალი­ევ­მა "ევ­რო­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"არა­ერ­თხელ შევ­ხვდი მას, თუმ­ცა შეხ­ვედ­რებს შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. მან მი­თხრა, რომ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არ დაბ­რუნ­დე­ბო­და, ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი სომ­ხეთს უნდა მი­უ­ერ­თდეს. სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პო­ზი­ცია უნდა შეც­ვა­ლოს და უნდა შე­წყვი­ტოს იმის თქმა, რომ ყა­რა­ბა­ღი – ეს სომ­ხე­თია“, - ამ­ბობს ალი­ე­ვი.

  • რას ამ­ბო­ბენ სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის არ­მი­ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საწ­ვა­ვის ბაზა გა­ა­ნად­გუ­რა. ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა შუ­შან სტე­პა­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

სომ­ხუ­რი მე­დია ფო­ტო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც, შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ზის გა­ნად­გუ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი.

  • სომ­ხე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა:

ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ვე­ლე­ლია, ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხი ძა­ლა­დო­ბის გზით არ უნდა გა­და­იჭ­რას, - ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა "ევ­რო­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია, ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხი ძა­ლა­დო­ბის გზით არ უნდა გა­და­იჭ­რას, ძა­ლა­დო­ბის გზით არა­ნა­ი­რი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა არაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პო­ლი­ტი­კა არის ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხის ძა­ლა­დობ­რი­ვად გა­და­წყვე­ტა. სომ­ხე­თი კომ­პრო­მი­სის­თვის ყო­ველ­თვის მზად იყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არის მხა­რე, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი კომ­პრო­მი­სი არ სურს. მათ­თვის გა­მო­სა­ვა­ლი არის, რომ ყა­რა­ბა­ღე­ლი სომ­ხე­ბი გა­და­სახ­ლდნენ, ისი­ნი ყა­რა­ბა­ღის მი­ღე­ბას ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის გზით აპი­რე­ბენ,“ - აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, სომ­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გე­ნო­ცი­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

  • მზა­დე­ბა სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტის­თვის

პა­რა­ლე­ლუ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ზოჰ­რაბ მნა­ცა­კა­ნი­ა­ნი რუ­სეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის პრესმდი­ვა­ნი, ანნა ნაღ­და­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ზოჰ­რაბ მნა­ცა­კა­ნი­ა­ნის რუ­სეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ვი­ზი­ტი 12 ოქ­ტომ­ბერს შედ­გე­ბა,“- წერს ნაღ­და­ლი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ წყდე­ბა. და­ღუ­პუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
5

დავით გარეჯა არ არის თქვენი და საინგილოც საქართველოა.

ჰაჰაჰა
10

აი ეს არის წაქეზება... სომხეთს რომ მარტოს არაფრის თავი არ აქვს ეს თვითონაც იციან ეხლა დარბიან მოსკოვებში გვიშველეთო.. ან რა ნამუსით ახსენებენ ქრისტიანობას და როგორ გვეძახიან მოღალატეებს როარ ვეხმარებით ამდენი ომი გამოვიარეთ სად იყვნენ მაშინ სომხები? პირიქით აფხაზებს მუსლიმებს ეხმარებოდნენ.... იწვნიეთ ეხლა თქვენც რა არის ომი და ჭკუა ისწავლეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შეწყვიტონ თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია" - ალიევის განცხადება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი და ვითარება ყარაბაღში: ომის მე-12 დღე

"შეწყვიტონ თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია" - ალიევის განცხადება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი და ვითარება ყარაბაღში: ომის მე-12 დღე

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და ცეცხლი ამ დრომდე არ წყდება.

  • რას ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში?

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის რაიონების სოფლებს ბომბავენ. უწყების ინფორმაციით, იბომბება ბარდისა და აღჯაბადის რაიონებიც. არიან დაჭრილები და დაშავებულები.

"აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს მიმართავს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

  • აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება

აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის განცხადებით, ის არაერთხელ შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც მოლაპარაკების პროცესი "გაანადგურა“. ამის შესახებ ალიევმა "ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"არაერთხელ შევხვდი მას, თუმცა შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია. მან მითხრა, რომ ტერიტორიები არ დაბრუნდებოდა, ამბობდა, რომ ისინი სომხეთს უნდა მიუერთდეს. სომხეთის ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეცვალოს და უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი – ეს სომხეთია“, - ამბობს ალიევი.

  • რას ამბობენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში?

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საწვავის ბაზა გაანადგურა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

სომხური მედია ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც, შუშან სტეპანიანის განმარტებით, აღნიშნული ბაზის განადგურებაა ასახული.

  • სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება:

ჩვენი პოზიცია უცველელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია უცვლელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, ძალადობის გზით არანაირი გამოსავლის პოვნა არაა შესაძლებელი. თუმცა აზერბაიჯანის პოლიტიკა არის ყარაბაღის საკითხის ძალადობრივად გადაწყვეტა. სომხეთი კომპრომისისთვის ყოველთვის მზად იყო. აზერბაიჯანი არის მხარე, რომელსაც არანაირი კომპრომისი არ სურს. მათთვის გამოსავალი არის, რომ ყარაბაღელი სომხები გადასახლდნენ, ისინი ყარაბაღის მიღებას ეთნიკური წმენდის გზით აპირებენ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე მტკიცებით, სომხების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები.

  • მზადება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტისთვის

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი, ანნა ნაღდალიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

"მიმდინარეობს მუშაობა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის მოსამზადებლად. ვიზიტი 12 ოქტომბერს შედგება,“- წერს ნაღდალიანი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

"ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ" - ტრამპის მიმართვა ამომრჩეველს

"თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, პანდემიას გადავლახავთ, თუ არადა, ის ძალიან დიდხანს დარჩება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

კიმ კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა - ყველაზე პოპულარული სომეხი თანამემამულეებს მიმართავს