მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს" - რას ყვება გოგონა, რომელიც იძულებით ქორწინებას ორჯერ გადაურჩა?
"ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს" - რას ყვება გოგონა, რომელიც იძულებით ქორწინებას ორჯერ გადაურჩა?

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი 20 წლის ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვას ის­ტო­რია, გო­გო­ნას სი­მა­მა­ცი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის გამო, სა­მა­გა­ლი­თოა. ის ჯერ კი­დევ 14 წლის იყო, რო­დე­საც სა­კუ­თარ ოჯახ­სა და სო­ცი­უმ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს და­უ­პი­რის­პირ­და, რის გა­მოც სახ­ლი­დან წა­მოს­ვლა მო­უხ­და. ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქო­სა­ლარ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ბევრ ოჯახ­ში, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, წყვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი მათი მშობ­ლე­ბი იღე­ბენ.

ჩი­ნა­რა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა და ამ­ბობს, რომ დღე, რო­დე­საც მშობ­ლებ­მა გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს, მის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა.

- მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად დამ­ნიშ­ნეს. ჩემ­თვის აზრი არა­ვის უკი­თხავს, მშობ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იყო და უნდა გა­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. გა­ვი­აზ­რე, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი ჩემი მიზ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და ამას ჩემს ნაც­ვლად არა­ვინ გა­ა­კე­თებ­და. ან უნდა დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემ­თვის უც­ნობ მა­მა­კაც­ზე, ან ამეს­რუ­ლე­ბი­ნა ბავ­შვო­ბის ნატ­ვრა და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა უნი­ვე­რის­ტეტ­ში, გავმხდა­რი­ყა­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, არ დავ­ნე­ბე­ბულ­ვარ, ხელი არ ჩა­მიქ­ნე­ვია და სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­მარ­ჯვე. ამ ბრძო­ლამ ტკი­ვილ­თან ერ­თად უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა და პი­როვ­ნუ­ლად გა­მაძ­ლი­ე­რა.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში წა­სუ­ლი­ყა­ვით სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ? რა გაძ­ლევ­დათ ამის ძა­ლას?

- რო­გორ გა­რე­მო­შიც არ უნდა ცხოვ­რობ­დე, ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა, თუნ­დაც, ერთი კე­თი­ლი და მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­გი­ებს და მხარს და­გი­ჭერს. ჩემ­თვის ასე­თი პი­როვ­ნე­ბა ჩემი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი. არ ვი­ცო­დი, რო­გორ და­მე­ტია ეს უბე­დუ­რე­ბა და რო­გორ და­მეც­ვა თავი. მი­ვე­დი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან, ტასო მო­დე­ბა­ძეს­თან, მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, ატი­რე­ბულ­მა მო­ვუ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი და რჩე­ვა ვთხო­ვე. მო­მის­მი­ნა, თა­ნა­მიგ­რძნო და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა. და­ვუ­რე­კე პო­ლი­ცი­ას, მო­ვიდ­ნენ და წა­მიყ­ვა­ნეს. მამა და­ა­კა­ვეს და და­ა­წე­რი­ნეს ხელ­წე­რი­ლი, რომ 18 წლამ­დე არ ეც­დე­ბო­და ჩემს გა­თხო­ვე­ბას. რო­გორც კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მაგ­რამ 17 წლის გავ­ხდი თუ არა, მან ისევ სცა­და იგი­ვე ოჯახ­ზე გა­ვე­თხო­ვე­ბი­ნე. ქორ­წი­ლამ­დე სამი დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სა­ქორ­წი­ლო კაბა მო­მი­ტა­ნეს, ატი­რე­ბულ­მა მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე ისევ პო­ლი­ცი­ას და მამა 1 წლით და­ა­პა­ტიმ­რეს. არას­რულ­წლოვ­ნის­თვის ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. რა თქმა უნდა, მარ­ტო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა. გვერ­დით რომ არ დამ­დგო­მოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ცხოვ­რე­ბას და­ვი­მა­ხინ­ჯებ­დი. ყვე­ლა უწყე­ბა, რო­მელ­საც მე მივ­მარ­თე, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი.

- იმის გამო, რომ ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას გა­ი­ძუ­ლე­ბათ, მა­მათ­ქვენს ცი­ხე­ში ერთი წლის გა­ტა­რე­ბა მო­უხ­და. რო­გორ შეხ­ვდა ამ ფაქტს? არ გა­გიბ­რაზ­დათ?

- არა, პი­რი­ქით. როცა ცი­ხე­ში იყო, გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი. ბო­დი­ში მო­მი­ხა­და და პა­ტი­ე­ბა მთხო­ვა, მარ­თა­ლი ყო­ფილ­ხა­რო. ერთი წე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლია და არ მიგ­რძვნია, რომ ჩემ მი­მართ რა­ი­მე ბოღ­მა აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. არ მინ­დო­და, რომ მა­მა­ჩე­მი და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი იყო ეს ჩემ­თვის, მაგ­რამ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლამ უნდა აგოს პა­სუ­ხი. მან ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, რომ 18 წლამ­დე არ მა­ი­ძუ­ლებ­და გა­თხო­ვე­ბას, მაგ­რამ პი­რო­ბა და­არ­ღვია. პირ­ვე­ლად 14 წლის ვი­ყა­ვი, როცა დამ­ნიშ­ნეს. მა­მამ მი­თხრა, უნდა გა­თხოვ­დეო. ვუ­თხა­რი, რომ მე სწავ­ლა მინ­დო­და, მაგ­რამ ჩემი არა­ვის ეს­მო­და. რამ­დენ­ჯერ­მე შე­მა­წყვე­ტი­ნეს თა­მა­ში ბავ­შვებ­თან, და­ნიშ­ნუ­ლი გოგო ხარ, აღარ შეგშვე­ნი­სო. მამა ამ­ბობ­და, შე­ხე­დე, შენი თა­ნა­ტო­ლე­ბი ყვე­ლა თხოვ­დე­ბა, შენ რა­ტომ არ გინ­და. ხალ­ხი რას იტყვის, რომ არ თხოვ­დე­ბი, რო­გორ გა­მოვ­ყო თავი სო­ფელ­შიო. ჩვენ­თან ძა­ლი­ან ცუდი ტო­ნია, რო­დე­საც გოგო გა­თხო­ვე­ბა­ზე უარს ამ­ბობს. მა­შინ­ვე ცუდს ფიქ­რო­ბენ მას­ზე, სა­ხე­ლი უტყდე­ბა. რი­ყა­ვენ მთელ ოჯახ­საც. მა­მას არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, მას უბ­რა­ლოდ მეტი არ ეს­მო­და, არ ჰქონ­და სხვა ინფრო­მა­ცია. ის სო­ცი­უ­მი, რო­მელ­შიც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სხვაგ­ვა­რად აზ­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ეგო­ნა, რომ სა­უ­კე­თე­სოს აკე­თებ­და ჩემ­თვის, რად­გან მდი­დარ ოჯახ­ში მა­თხო­ვებ­და. ის ბიჭი ჩემ­ზე 5 წლით უფ­რო­სი იყო და ჩვენს სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. არც კი ვიც­ნობ­დი და რომ წარ­მო­ვიდ­გენ­დი მისი ცოლი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი, ცუ­დად ვხდე­ბო­დი. ჩემ­თან რომ არა­ფე­რი გა­უ­ვი­და, მა­ლე­ვე მო­იყ­ვა­ნა ცოლი... ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა...

- სო­ფელ­ში რო­გორ აღიქ­ვეს თქვე­ნი ამ­ბა­ვი? თა­ნა­ტო­ლებ­თან თუ გი­სა­უბ­რი­ათ ამ პრობ­ლე­მებ­ზე?

- სო­ფელ­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გავ­ხდი. უფ­რო­სი თა­ო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ცუ­დად შეხ­ვდა ამ ამ­ბავს. ეს რა ქნა გო­გომ, მამა და­ა­ჭე­რი­ნაო. დე­დაც ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ იყო. მერე ჩემ­მა ძმამ და­არ­წმუ­ნა, რომ ჩემი ბრა­ლი არა­ფე­რი იყო. ქუ­ჩა­ში ბევ­რი ცუ­დიც მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, არ გა­მე­გო­ნა. მე­ო­რეს მხრივ, მა­გა­ლი­თი და იმე­დი გავ­ხდი ბევ­რი ჩემი თა­ნა­ტო­ლის­თვის. რამ­დე­ნი­მემ გულ­და­წყვე­ტით მი­თხრა, ნეტა, მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი შენ­სა­ვით ძლი­ე­რი და გა­მე­ბე­და ბრძო­ლაო. ბევ­რმა ჩემი მა­გა­ლი­თის შემ­დეგ გა­ბე­და და გა­და­ურ­ჩა არა­სა­სურ­ველ ქორ­წი­ნე­ბას. ახლა ბევ­რი გოგო პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვით ემუქ­რე­ბა მშობ­ლებს, ჩი­ნა­რა­სა­ვით მო­ვიქ­ცე­ვით და და­გი­ჭე­რენ, კა­ნონს რომ არ­ღვევ­თო, ასე ცდი­ლო­ბენ თა­ვის დაც­ვას. პო­ლი­ცი­ის ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­ჩე­მის და­ჭე­რის შემ­დეგ. ყო­ველ­დღი­უ­რად მწე­რენ ჩემი სოფ­ლე­ლი გო­გო­ე­ბი და არა მხო­ლოდ ჩემი სოფ­ლე­ლე­ბი. შენ ჩვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო გოგო ხარ, იმედს გვაძ­ლევ და გვაძ­ლი­ე­რებ, გვინ­და ჩვენც შენ­სა­ვით მა­მა­ცე­ბი ვი­ყო­თო. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მე ეს გა­მო­მი­ვი­და და ახლა მინ­და სხვებს და­ვეხ­მა­რო.

- ახლა რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან? რო­გორ ცხოვ­რობთ, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ყვე­ლას­თან. მყავს მშობ­ლე­ბი, ორი ძმა და ერთი და. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვუ­რე­კავ ხოლ­მე ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს და ხან­და­ხან ჩავ­დი­ვარ კი­დეც სო­ფელ­ში. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვერ მეხ­მა­რე­ბი­ან, უფრო სწო­რად არ ვი­თხოვ დახ­მა­რე­ბას, რად­გან მინ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვაღ­წიო ყვე­ლა­ფერს. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მომ­დის. რაც მთა­ვა­რია, ნა­წყე­ნე­ბი არ არი­ან ჩემ­ზე, შევ­რიგ­დით. ძა­ლი­ან ბევ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა მაქვს, რომ­ლის­კე­ნაც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­წევ. ახლა სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სზე. ვა­პი­რებ, ჩა­ვა­ბა­რო სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით ვი­მუ­შაო. ასე­ვე, ვა­პი­რებ პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რო. თა­ვი­დან სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­საფ­რებ­ში ვცხოვ­რობ­დი, ახლა ქი­რით ვცხოვ­რობ მე­გო­ბარ­თან ერ­თად. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე. ვა­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს გო­გო­ნე­ბის­თვის ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლი და რა ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მას ქა­ლე­ბის­თვის?

- ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ამ სა­კი­თხზე. გარ­და იმი­სა, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ან­გრევს მო­ზარ­დის ორ­გა­ნიზმს, ანად­გუ­რებს მის ფსი­ქი­კა­საც. 14-15 წლის ბავ­შვებ­მა უნდა იმე­ცა­დი­ნონ და ითა­მა­შონ. ისი­ნი არ არი­ან მზად ისე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, რო­გო­რიც ოჯა­ხის შექ­მნაა. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც აი­ძუ­ლებ ადა­მი­ანს უსიყ­ვა­რუ­ლოდ, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ან­ზე და­ქორ­წინ­დეს, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სტრე­სია მის­თვის. ბევ­რი ვერ უმკლავ­დე­ბა მას და თავს იკ­ლავს. ასე­თი შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ლე­ვე ინ­გრე­ვა ან ძა­ლა­დო­ბის კე­რად იქ­ცე­ვა. გარ­და ამი­სა, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის დროს ადა­მი­ანს ერ­თმე­ვა უფ­ლე­ბა - მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა და იცხოვ­როს და­მო­უ­კი­დებ­ლად.

- რას ურ­ჩევთ გო­გო­ებს, რომ­ლე­ბიც ახლა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან?

- პირ­ველ რიგ­ში, ნუ შე­ე­შინ­დე­ბათ! უნდა გა­ბე­დოთ! იბ­რძო­ლეთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის­თვის. გა­ერ­კვი­ეთ, რა გსურთ თქვენ და არა თქვენს მშობ­ლებს. ეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბაა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც თა­ვად უნდა მი­ი­ღოთ. გა­ბე­დეთ ხმის ამო­ღე­ბა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვეთ. მო­უ­ყე­ვით თქვე­ნი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, ვი­საც ენ­დო­ბით და, რაც მთა­ვა­რია, საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნეთ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი. მეც არ ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორ და­მეც­ვა თავი. ისიც კი არ ვი­ცო­დი, რომ კა­ნო­ნით 18 წლამ­დე ქორ­წი­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და თუ ამას ვინ­მე გა­ი­ძუ­ლებს, და­ნა­შა­ულს სჩა­დის. და კი­დევ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სო­ლი­და­რო­ბა სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან. ძა­ლი­ან გაძ­ლი­ე­რებს თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა, გამ­ხნე­ვე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვუ­ჭი­როთ ერ­თმა­ნეთს მხა­რი, ყვე­ლამ ამო­ვი­ღოთ ხმა და მარ­ტო არ ვაგ­რძნო­ბი­ნოთ თავი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ებ­რძვის სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებს. ძალა ხომ ერ­თო­ბა­შია!

- რო­მელ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს უნდა მი­მარ­თონ ასეთ დროს?

- უნდა დარ­ე­კონ ჯან­და­ცის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე 11 60 06 და აუხ­სნან სი­ტუ­ა­ცია ოპე­რა­ტორს. ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დარ­ე­კონ 112-ზე და პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხონ. ვურ­ჩევ­დი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში და­რეკ­ვა­საც. მე ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
6

რა ყოჩაღ, დარჩება ასე გაუთხოვარი😁

მარინა
2

ყოჩაღ👍.სანამ ყველა არ ამოღებს ხმას და "ხალხი რას იტყვის"---ეს ფრაზა არ მოიხსნება დღის წესრიგიდან,,არაფერი არ გვეშველება.ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენ ,----,რომ მერე დაეხმარო მოზარდებს ცხოვრების ნორმალურ განვითარებაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს" - რას ყვება გოგონა, რომელიც იძულებით ქორწინებას ორჯერ გადაურჩა?

"ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს" - რას ყვება გოგონა, რომელიც იძულებით ქორწინებას ორჯერ გადაურჩა?

ეთნიკურად აზერბაიჯანელი 20 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, გოგონას სიმამაცისა და გამბედაობის გამო, სამაგალითოა. ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ოჯახსა და სოციუმში დამკვიდრებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რის გამოც სახლიდან წამოსვლა მოუხდა. ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა, სადაც ბევრ ოჯახში, ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, წყვილების დაქორწინების გადაწყვეტილებას კი მათი მშობლები იღებენ.

ჩინარა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ დღე, როდესაც მშობლებმა გათხოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოუცხადეს, მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

- მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად დამნიშნეს. ჩემთვის აზრი არავის უკითხავს, მშობლებმა მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და უნდა გათხოვილიყავი. გავიაზრე, რომ მარტო ვიყავი ჩემი მიზნებისთვის ბრძოლაში და ამას ჩემს ნაცვლად არავინ გააკეთებდა. ან უნდა დავქორწინებულიყავი ჩემთვის უცნობ მამაკაცზე, ან ამესრულებინა ბავშვობის ნატვრა და ჩამებარებინა უნივერისტეტში, გავმხდარიყავი სამართალდამცველი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, არ დავნებებულვარ, ხელი არ ჩამიქნევია და საბოლოოდ გავიმარჯვე. ამ ბრძოლამ ტკივილთან ერთად უდიდესი გამოცდილება შემძინა და პიროვნულად გამაძლიერა.

- როგორ მოახერხეთ ასეთ პატარა ასაკში წასულიყავით საკუთარი ოჯახისა და ტრადიციების წინააღმდეგ? რა გაძლევდათ ამის ძალას?

- როგორ გარემოშიც არ უნდა ცხოვრობდე, ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც, ერთი კეთილი და მამაცი ადამიანი, რომელიც გაგიებს და მხარს დაგიჭერს. ჩემთვის ასეთი პიროვნება ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო. ძალიან დაბნეული ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ დამეტია ეს უბედურება და როგორ დამეცვა თავი. მივედი ქართულის მასწავლებელთან, ტასო მოდებაძესთან, მინდა ყველამ იცოდეს მისი სახელი და გვარი, ატირებულმა მოვუყევი ყველაფერი და რჩევა ვთხოვე. მომისმინა, თანამიგრძნო და დამაკვალიანა. დავურეკე პოლიციას, მოვიდნენ და წამიყვანეს. მამა დააკავეს და დააწერინეს ხელწერილი, რომ 18 წლამდე არ ეცდებოდა ჩემს გათხოვებას. როგორც კანონით არის გათვალისწინებული. მაგრამ 17 წლის გავხდი თუ არა, მან ისევ სცადა იგივე ოჯახზე გავეთხოვებინე. ქორწილამდე სამი დღე იყო დარჩენილი, საქორწილო კაბა მომიტანეს, ატირებულმა მაშინვე დავურეკე ისევ პოლიციას და მამა 1 წლით დააპატიმრეს. არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულების მუხლით გაასამართლეს. რა თქმა უნდა, მარტო გამიჭირდებოდა თავის გადარჩენა. გვერდით რომ არ დამდგომოდნენ ადამიანები და მთელი სახელმწიფო, ცხოვრებას დავიმახინჯებდი. ყველა უწყება, რომელსაც მე მივმართე, ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა ქმედუნარიანი.

- იმის გამო, რომ ადრეულ ქორწინებას გაიძულებათ, მამათქვენს ციხეში ერთი წლის გატარება მოუხდა. როგორ შეხვდა ამ ფაქტს? არ გაგიბრაზდათ?

- არა, პირიქით. როცა ციხეში იყო, გამომიგზავნა წერილი. ბოდიში მომიხადა და პატიება მთხოვა, მართალი ყოფილხარო. ერთი წელია თავისუფალია და არ მიგრძვნია, რომ ჩემ მიმართ რაიმე ბოღმა აქვს დარჩენილი. არ მინდოდა, რომ მამაჩემი დაეპატიმრებინათ, ძალიან დიდი სტრესი იყო ეს ჩემთვის, მაგრამ კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს სამართალდამცველების თანდასწრებით, რომ 18 წლამდე არ მაიძულებდა გათხოვებას, მაგრამ პირობა დაარღვია. პირველად 14 წლის ვიყავი, როცა დამნიშნეს. მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუთხარი, რომ მე სწავლა მინდოდა, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა. რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული გოგო ხარ, აღარ შეგშვენისო. მამა ამბობდა, შეხედე, შენი თანატოლები ყველა თხოვდება, შენ რატომ არ გინდა. ხალხი რას იტყვის, რომ არ თხოვდები, როგორ გამოვყო თავი სოფელშიო. ჩვენთან ძალიან ცუდი ტონია, როდესაც გოგო გათხოვებაზე უარს ამბობს. მაშინვე ცუდს ფიქრობენ მასზე, სახელი უტყდება. რიყავენ მთელ ოჯახსაც. მამას არ ვადანაშაულებ, მას უბრალოდ მეტი არ ესმოდა, არ ჰქონდა სხვა ინფრომაცია. ის სოციუმი, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა სხვაგვარად აზროვნების საშუალებას არ აძლევს. ეგონა, რომ საუკეთესოს აკეთებდა ჩემთვის, რადგან მდიდარ ოჯახში მათხოვებდა. ის ბიჭი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო და ჩვენს სოფელში ცხოვრობდა. არც კი ვიცნობდი და რომ წარმოვიდგენდი მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი, ცუდად ვხდებოდი. ჩემთან რომ არაფერი გაუვიდა, მალევე მოიყვანა ცოლი... ჩემგან განსხვავებით, ის მსხვერპლი აღმოჩნდა...

- სოფელში როგორ აღიქვეს თქვენი ამბავი? თანატოლებთან თუ გისაუბრიათ ამ პრობლემებზე?

- სოფელში თითით საჩვენებელი გავხდი. უფროსი თაობა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად შეხვდა ამ ამბავს. ეს რა ქნა გოგომ, მამა დააჭერინაო. დედაც ჩემ წინააღმდეგ იყო. მერე ჩემმა ძმამ დაარწმუნა, რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო. ქუჩაში ბევრი ცუდიც მოუძახებიათ, მაგრამ ვცდილობდი, არ გამეგონა. მეორეს მხრივ, მაგალითი და იმედი გავხდი ბევრი ჩემი თანატოლისთვის. რამდენიმემ გულდაწყვეტით მითხრა, ნეტა, მეც ვყოფილიყავი შენსავით ძლიერი და გამებედა ბრძოლაო. ბევრმა ჩემი მაგალითის შემდეგ გაბედა და გადაურჩა არასასურველ ქორწინებას. ახლა ბევრი გოგო პოლიციაში დარეკვით ემუქრება მშობლებს, ჩინარასავით მოვიქცევით და დაგიჭერენ, კანონს რომ არღვევთო, ასე ცდილობენ თავის დაცვას. პოლიციის ძალიან ეშინიათ, განსაკუთრებით მამაჩემის დაჭერის შემდეგ. ყოველდღიურად მწერენ ჩემი სოფლელი გოგოები და არა მხოლოდ ჩემი სოფლელები. შენ ჩვენთვის სამაგალითო გოგო ხარ, იმედს გვაძლევ და გვაძლიერებ, გვინდა ჩვენც შენსავით მამაცები ვიყოთო. ძალიან მიხარია, რომ მე ეს გამომივიდა და ახლა მინდა სხვებს დავეხმარო.

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ოჯახის წევრებთან? როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

- ნორმალური ურთიერთობა მაქვს ყველასთან. მყავს მშობლები, ორი ძმა და ერთი და. დაოჯახებულები არიან. ვურეკავ ხოლმე ჩემს ოჯახის წევრებს და ხანდახან ჩავდივარ კიდეც სოფელში. მატერიალურად ვერ მეხმარებიან, უფრო სწორად არ ვითხოვ დახმარებას, რადგან მინდა დამოუკიდებლად მივაღწიო ყველაფერს. ჯერჯერობით გამომდის. რაც მთავარია, ნაწყენები არ არიან ჩემზე, შევრიგდით. ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმა მაქვს, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ. ახლა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მოსამზადებელ კურსზე. ვაპირებ, ჩავაბარო სამართალმცოდნეობაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვიმუშაო. ასევე, ვაპირებ პოლიციის აკადემიაში ჩავაბარო. თავიდან სახელმწიფო თავშესაფრებში ვცხოვრობდი, ახლა ქირით ვცხოვრობ მეგობართან ერთად. სწავლის პარალელურად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტებზე. ვატარებთ ტრენინგებს გოგონებისთვის ადრეულ ქორწინებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ადრეული ქორწინება დანაშაული და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ქალებისთვის?

- ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ საკითხზე. გარდა იმისა, რომ ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ანგრევს მოზარდის ორგანიზმს, ანადგურებს მის ფსიქიკასაც. 14-15 წლის ბავშვებმა უნდა იმეცადინონ და ითამაშონ. ისინი არ არიან მზად ისეთი პასუხისმგებლობისთვის, როგორიც ოჯახის შექმნაა. გარდა ამისა, როდესაც აიძულებ ადამიანს უსიყვარულოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, სრულიად უცნობ ადამიანზე დაქორწინდეს, ეს წარმოუდგენელი სტრესია მისთვის. ბევრი ვერ უმკლავდება მას და თავს იკლავს. ასეთი შექმნილი ოჯახების უმეტესობა მალევე ინგრევა ან ძალადობის კერად იქცევა. გარდა ამისა, ადრეული ქორწინების დროს ადამიანს ერთმევა უფლება - მიიღოს განათლება და იცხოვროს დამოუკიდებლად.

- რას ურჩევთ გოგოებს, რომლებიც ახლა ადრეული ქორწინების საშიშროების წინაშე დგანან?

- პირველ რიგში, ნუ შეეშინდებათ! უნდა გაბედოთ! იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის. გაერკვიეთ, რა გსურთ თქვენ და არა თქვენს მშობლებს. ეს თქვენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებებიც თავად უნდა მიიღოთ. გაბედეთ ხმის ამოღება და დახმარება ითხოვეთ. მოუყევით თქვენი პრობლემის შესახებ, ვისაც ენდობით და, რაც მთავარია, საქმის კურსში ჩააყენეთ სახელმწიფო უწყებები. მეც არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ დამეცვა თავი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ კანონით 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია და თუ ამას ვინმე გაიძულებს, დანაშაულს სჩადის. და კიდევ, უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან. ძალიან გაძლიერებს თითოეული სიტყვა, გამხნევება. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი, ყველამ ამოვიღოთ ხმა და მარტო არ ვაგრძნობინოთ თავი ადამიანს, რომელიც ებრძვის სისტემურ პრობლემებს. ძალა ხომ ერთობაშია!

- რომელ სახელმწიფო უწყებებს უნდა მიმართონ ასეთ დროს?

- უნდა დარეკონ ჯანდაცის სამინისტროს ცხელ ხაზზე 11 60 06 და აუხსნან სიტუაცია ოპერატორს. ასევე აუცილებლად უნდა დარეკონ 112-ზე და პატრული გამოიძახონ. ვურჩევდი სახალხო დამცველის ოფისში დარეკვასაც. მე ძალიან დამეხმარნენ.