მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიზეზი არ ყოფილა მთავრობის წევრებთან დაპირისპირება" - რატომ ტოვებდა თანამდებობას თენგიზ ცერცვაძე?
"მიზეზი არ ყოფილა მთავრობის წევრებთან დაპირისპირება" - რატომ ტოვებდა თანამდებობას თენგიზ ცერცვაძე?

ვა­პი­რებ­დი გა­დად­გო­მას, მაგ­რამ შევ­ცვა­ლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ახლა, რო­დე­საც არის შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბა, რო­დე­საც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბას არ მოჰ­ყვეს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბა, ჩემი გა­დად­გო­მა არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი, რა­მე­თუ მე ვარ კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ვა­ხორ­ცი­ე­ლებ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და მოვ­ლა­ზე, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

“მქონ­და ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბი, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბი და არ არის იშ­ვი­ა­თი სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ ხომ არ სჯობს გა­დად­გეს. მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, მე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი, თუმ­ცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ფიქ­რე­ბას­თან მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია”, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ამას­თან, ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მას ად­რეც ჰქონ­და გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მა­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯან­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.

“ადრე გა­დად­გო­მის სხვა მი­ზე­ზი იყო, ადრე მი­ზე­ზი იყო ის, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი და ჩვე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იყო ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩემი წინა მცდე­ლო­ბა გა­დად­გო­მის და გან­ცხა­დე­ბა, მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ჩვენს ამ მო­თხოვ­ნას­თან, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მიგ­ვე­ღო ახა­ლი შე­ნო­ბა. და­ვით სერ­გე­ენ­კოს­თან სწო­რედ შე­ნო­ბის გამო მქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
99

ეს კაცი საერთოდ ვეღარ აზროვნებს,როგორც ვატყობ,ოდეღსაც სერგეენკოსთან დაპირისპირება ქონდა და დღეს გაახსენდა?არ არის ლამაზი ის რასაც ამბობთ,დაუშვათ და იყო რაღაცა დაპირისპირება,დღეს არ არის იმის დრო რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა ილაპარაკოთ,თან სად და ვისთან.მე სულ სხვა ჩთაბეჭდილება მქომდა ამ ადამიანზე.

&&&
9

ძალიან სთხოვეს არჩევნებამდე მოიცადოს და დათანხმდა. სულ ესაა. 

სერგეენკომ კი ჩააგდო სამედიცინო დაზღვევის მოდერნიზირებული (კომერციული და ყველაზე გამართლებული) სისტემა და შეაჩერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაწყებული პროექტები. ესაა ერთადერთი სიმართლე, რომელიც ხალხის მასის ყურამდე ვერ აღწევს. გაიკითხეთ სამედიცინო წრეებში და მოგიყვებიან ვინაა რეალურად "ყველაზე წარმატებული მინისტრი". 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მიზეზი არ ყოფილა მთავრობის წევრებთან დაპირისპირება" - რატომ ტოვებდა თანამდებობას თენგიზ ცერცვაძე?

"მიზეზი არ ყოფილა მთავრობის წევრებთან დაპირისპირება" - რატომ ტოვებდა თანამდებობას თენგიზ ცერცვაძე?

ვაპირებდი გადადგომას, მაგრამ შევცვალე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ახლა, როდესაც არის შემთხვევათა მატება, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევათა მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გადადგომის მიზეზი მთავრობის წევრებთან დაპირისპირება არ ყოფილა.

“მქონდა ჩემი პირადი მოსაზრებები, ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები და არ არის იშვიათი სიტუაცია, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ხომ არ სჯობს გადადგეს. მიზეზი არ ყოფილა მთავრობის წევრებთან დაპირისპირება, მე გიორგი გახარიას რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა ამ გადაწყვეტილების გადაფიქრებასთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მას ადრეც ჰქონდა გადადგომის გადაწყვეტილება მიღებული და მაშინდელი გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსთან დაპირისპირება იყო.

“ადრე გადადგომის სხვა მიზეზი იყო, ადრე მიზეზი იყო ის, რომ წლების მანძილზე ძალიან შევიწროებული და ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩემი წინა მცდელობა გადადგომის და განცხადება, მთლიანად დამოკიდებული იყო ჩვენს ამ მოთხოვნასთან, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი ინფრასტრუქტურა და მიგვეღო ახალი შენობა. დავით სერგეენკოსთან სწორედ შენობის გამო მქონდა დაპირისპირება”, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი იმედისმომცემი საშუალება: "რემდესევირი" და მონოკლონური ანტისხეულები" - თენგიზ ცერცვაძე

"გადადგომის შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ არ განმიცხადებია, ჩემთვის ვფიქრობდი" - თენგიზ ცერცვაძე

სად დასაქმდებიან DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელსაც რეგიონში პირველად BTU განახორციელებს