სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე
"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე

ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­სა და სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რე­ებს შო­რის, მო­რი­გი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. ბოლო ცნო­ბე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა არ­მი­ამ 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად შეძ­ლო სამ­ხედ­რო სი­ტუ­ა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლა და სა­და­ვო რე­გი­ონ­სა და მის გარ­შე­მო პო­ზი­ცი­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა. იმავდრო­უ­ლად, სომ­ხურ­მა მხა­რემ გან­ჯა­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ზე სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა...

ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­სა და მო­სა­ზღვრე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ორი­ვე მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცე­ცხლს, რო­გორც სო­მე­ხი, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ემსხვერ­პლა. სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა­სა და გა­ყალ­ბე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ისე­ვე, რო­გორც კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში.

გამ­წვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი­ვე მხა­რე ვა­რა­უ­დობს, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პერ­სპექ­ტი­ვა არ იკ­ვე­თე­ბა. მსხვერ­პლი კი, სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე მხა­რეს ყო­ველ წუ­თას იზ­რდე­ბა, მათ შო­რის, სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი­საც, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ­თა თქმით, სა­არ­ტი­ლე­რიო შე­ტე­ვებს ეწი­რე­ბი­ან.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და ვი­თა­რე­ბა შიგ­ნი­დან და­ე­ნა­ხა. სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რა ვი­თა­რე­ბაა მათ გარ­შე­მო:

ასევე დაგაინტერესებთ
11:09 / 05-10-2020

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

12:52 / 05-10-2020

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

11:29 / 06-10-2020

კასეტური ბომბები, დიალოგი პუტინსა და ფაშინიანს შორის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში - რა ხდება ყარაბაღში ომის მე-10 დღეს

10:29 / 08-10-2020

"შეწყვიტონ თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია" - ალიევის განცხადება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი და ვითარება ყარაბაღში: ომის მე-12 დღე

ტა­რონ ბა­ტო­ი­ა­ნი:

- სტე­ფა­ნა­კერ­ტში ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ... რო­გორც კი ეს ამ­ბე­ბი და­ი­წყო, მათ გა­მო­საყ­ვა­ნად წა­ვე­დი. ყვე­ლა­ნი ვფიქ­რობ­დი, რომ ეს დრო­ე­ბი­თი იყო, შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა ისევ დამ­შვიდ­დე­ბო­და და ისევ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, რაც იქ ხდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მას­შტა­ბუ­რი ომია... ჯერ კი­დევ პირ­ველ დღე­ებ­ში იყო სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმა, რა­საც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ე­წირ­ნენ, მათ შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხრი­დან. რო­გორც კი ყა­რა­ბაღს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დი, გუ­გუ­ნის ხმე­ბის მა­ტუ­ლობ­და, აქა-იქ დატ­ვირ­თუ­ლი, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბიც შევ­ნიშ­ნე, შე­ში­ნე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბით. სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო, 30 წლის წინ ნა­ნა­ხი კად­რე­ბი თვალ­წინ გა­მი­ცო­ცხლდა. ით­ქვა, რომ მა­მა­კა­ცებ­მა არ და­ტო­ვეს სახლ-კარი და სო­მეხ ჯა­რის­კა­ცებს შე­უ­ერ­თდნენ.

ყა­რა­ბაღ­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ სო­ფელ­ში, არ­ტი­ლე­რი­ის ჭურ­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექტს მოხ­ვდა და იქა­უ­რო­ბა გა­მა­ყუ­რე­ბელ­მა გუ­გუნ­მა და შავ­მა ბოლ­მა და­ფა­რა... ქუ­ჩებ­ში ჭურ­ვე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბი ეყა­რა. ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი სამ­შვი­დო­ბოს ჰყავ­დათ გა­მოყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა დარ­დობ­დნენ, ვე­რაფ­რის წა­მო­ღე­ბა მო­ვას­წა­რით, ხელ­ში რაც მოგ­ვხდა იმით წა­მო­ვე­დი­თო... თით­ქმის 30 წე­ლია იქ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში ყოფ­ნას, ასე თუ ისე შეჩ­ვე­უ­ლი არი­ან, მაგ­რამ ახლა აქა­უ­რო­ბა გა­მუდ­მე­ბით იბომ­ბე­ბა.

რაც შე­უქ­მნი­ათ, აშუ­ე­ნე­ბი­ათ, უწ­ვა­ლი­ათ, გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრი­ეს. მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ, მაგ­რამ ვიცი, რომ ომს კარ­გი არას­დროს არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია, უკვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე მო­ზარ­დის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ. ერთ-ერთი სახ­ლში, რა­ღაც ნივ­თის შე­სა­ტა­ნად შებ­რუნ­და, რა­საც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მან­გრე­ვე­ლი და­ბომბვა მოჰ­ყვა... ცხა­დია, ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რულ­დე­ბა. მით უფრო, რომ ჩვენ ახლა აზერ­ბა­ი­ჯანს კი არა, თურ­ქეთს ვებ­რძვით, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტი-ჯი­ჰა­დის­ტე­ბი უმაგ­რე­ბენ ზურგს. იქა­უ­რო­ბას რომ ვნა­ხუ­ლობ­დი, სი­რი­ის ომის კად­რე­ბი მახ­სენ­დე­ბო­და.

არცრუნ ოვა­ნე­სი­ა­ნი:

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ქა­ლა­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცია გაჰ­ყვი­რის, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ნად­გურ­დე­ბა, რაც არის ტყუ­ი­ლი და უსინ­დი­სო პრო­ვო­კა­ცია. არ­წა­ხის (ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნი) პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ სტე­ფა­ნა­კერ­ტის, მა­დტუ­ნი, ად­რუ­გი­სა და სხვა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტე­ბის მო­სა­ზღვრედ, მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს ეს­ვრი­ან, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯანს თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გაყ­ვა­ნა­ზე არც ზრუ­ნავს, რათა შემ­დეგ სპე­კუ­ლი­ა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბა სომ­ხუ­რი არ­მია უდა­ნა­შა­უ­ლო მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რის თა­ნახ­მად, ისი­ნი წინ მი­ი­წე­ვენ. კერ­ძოდ, მათ მიერ "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია" ქა­ლა­ქი ჯაბ­რა­ი­ლი, რო­მე­ლიც მათი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია, მთი­ან ყა­რა­ბაღ­თან (იგუ­ლის­ხმე­ბა ყო­ფი­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის ტე­რი­ტო­რია) ერ­თად სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ იყო. მა­თი­ვე ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა არ­მი­ამ ჯაბ­რა­ი­ლის მიმ­დე­ბა­რე 7 სო­ფე­ლიც აიღო. მათი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბის ანა­ლი­ზი იმა­ზე მოწ­მობს, რომ ისი­ნი ახა­ლი შე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

იმის გამო, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი ეს­კა­ლა­ცი­ის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ­ტი­უ­რად იბომ­ბე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ, სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ვი­და.

ქე­მალ ალი­ე­ვი, აზერ­ნა­ი­ჯა­ნე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი:

- ტან­კე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნეს და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, მერე კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებ­ში სი­ა­მა­ყით აცხა­დებ­დნენ, დიდი დან­კარ­გი აქვს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­სო... სი­მაღ­ლე­ე­ბი­დან გვი­შენ­დნენ მძი­მე ტექ­ნი­კით. და­ვი­ნა­ხე რო­გორ შერ­ბოდ­ნენ სახ­ლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ცე­ცხლის ალი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის მხა­რე­საც ჩა­მო­ვარ­და და ძლი­ე­რი და­ბომბვე­ბის­გან ისე­თი შავი კვამ­ლი ჩა­მოწ­ვა, არ ვიცი, გა­დარ­ჩნენ თუ არა...

ფა­შის­ტებ­ზე აქამ­დე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და, ახლა მათ ვხე­დავ - გან­ჯას Точка-У -ს რა­კე­ტე­ბი და­უ­ში­ნეს. არა­და იქ სომ­ხე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. დაჭ­რი­ლე­ბიც კი ჰყავთ. სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგო­ნი­ა­შია. არც იმ ოჯა­ხე­ბის ბედი ვიცი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნე­ბით ცდი­ლობ­დნენ სამ­შვი­დო­ბოს გა­მოს­ვლას. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს რომ და­ე­გეგ­მა ეს თავ­დას­ხმა, სულ მცი­რე თა­ვის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას გა­აფრ­თხი­ლებ­და და გა­იყ­ვან­და. თან გარ­კვე­ულ სი­მაღ­ლე­ებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ და რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბის იმე­დიც ჰქონ­და. ფა­ში­ნი­ანს ჰგო­ნია, თუ რუ­სე­თის მტერს შე­უ­ტევს, ის მას ყვე­ლაფ­რით და­ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.

დე­ნინ სუ­ფი­ე­ვი:

- ჯა­რის­კა­ცი იბ­რძვის იმის­თვის, რის­თვი­საც სამ­ხედ­რო ფორ­მა ჩა­იც­ვა, მაგ­რამ მშვი­დო­ბი­ან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­წას ამუ­შა­ვებს და სახლ-კარს უვ­ლის, არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, არც ერთ მხა­რეს. თუმ­ცა, სომ­ხე­თის პრო­ვო­კა­ცი­ულ­მა ქმე­დე­ბებ­მა, ორი­ვე მხა­რე და­ა­ზა­რა­ლა. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­დე­ნი წელი იქ ასე თუ ისე ცხოვ­რობ­დნენ, ერთ დღე­ში გამ­თე­ნი­ი­სას კი გახ­სნი­ლი მა­სი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლით, იქა­უ­რო­ბა ჰა­ერ­ში აწი­ეს... მათ­მა არა­ზუს­ტმა დარ­ტყმებ­მა სომ­ხე­ბიც და­ა­ზა­რა­ლა, მაგ­რამ მე ჩემს ხალ­ხზე ვდარ­დობ, იმ მო­ხუც­ზე, რო­მელ­მაც სახ­ლი­დან ვერ გა­მო­ას­წრო, ან დე­და­ზე, რო­მელ­მაც ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ კორ­პუს­ში შვი­ლე­ბი არ და­ტო­ვა და მათ­თან დარ­ჩა... ვფიქ­რობ, რე­ა­ლურ მსხვერ­პლზე... ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ­ცერთ მხა­რეს არ აქვს, ან აქვთ და არ ამ­ცე­ლებ, თუმ­ცა, სან­დო უფრო პირ­ვე­ლი ვერ­სია მგო­ნია.

ყვე­ლამ იცის, რომ სომ­ხეთს ძა­ლი­ან უჭირს, ასეთ რთულ ბრძო­ლებ­ში, ახალ­წვე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ეხო­ცე­ბათ, რო­მელ­თა ასა­კი 20 წელს არ სცდე­ბა, თუმ­ცა ფა­ში­ნი­ა­ნის კლა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის ში­შით, უკან არ იხევს... სომ­ხე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ჯერ კი­დევ ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მის ზე­ი­მია, ვი­ღაც მუ­სი­კო­სი ამ­ბობს, რომ დუ­დუ­კით წავა ბრძო­ლის ველ­ზე. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო აქვთ 4 000-მდე დე­ზერ­ტი­რო­ბის შემ­თხვე­ვა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. ხალ­ხი, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სურთ, ყო­ველ­თვის საბ­რა­ლოა.

ფო­ტო­ე­ბი: ზა­რუ­ჰი ბა­ტო­ი­ა­ნია

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
37

ცოტას მოიცდის პუტინი, რომ ორივე დასუსტდეს, მერე იცის, რასაც უზავს

vas
93

ცალსახად იკვეთება რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა წინასწარ დაგეგმეს ომი, აქედან გამომდინარე თუ ამერიკამ და ევროპამ თავის ადგილზე არ მოსვა თავის მოკავშირე ნატოს წევრი თურქეთი ისინი თურქეთისგან მიიღებ ძლიერ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომლის მსგავსი არც ირანია ,არც ერაყი და არც ავღანეთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე

"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე

ერთ კვირაზე მეტია, ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის, მორიგი შეიარაღებული სამხედრო დაპირისპირება აქტიურ ფაზაშია. ბოლო ცნობებით, აზერბაიჯანულმა არმიამ 27 წლის განმავლობაში პირველად შეძლო სამხედრო სიტუაციის მნიშვნელოვნად შეცვლა და სადავო რეგიონსა და მის გარშემო პოზიციები გააძლიერა. იმავდროულად, სომხურმა მხარემ განჯასა და სხვა ქალაქებზე საჰაერო შეტევა განახორციელა...

ყარაბაღის რეგიონსა და მოსაზღვრე ტერიტორიებზე, ორივე მხრიდან განხორციელებულ ცეცხლს, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანული მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. სომხურ-აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ინფორმაციის დამალვასა და გაყალბებაში ადანაშაულებენ, ისევე, როგორც კონფლიქტის ესკალაციაში.

გამწვავებული სიტუაციიდან გამომდინარე, ორივე მხარე ვარაუდობს, რომ ასეთ სიტუაციაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა არ იკვეთება. მსხვერპლი კი, სამწუხაროდ, ორივე მხარეს ყოველ წუთას იზრდება, მათ შორის, სამშვიდობოებისაც, რომლებიც ადგილობრივთა თქმით, საარტილერიო შეტევებს ეწირებიან.

AMBEBI.GE შეეცადა ვითარება შიგნიდან დაენახა. სომხური და აზერბაჯანული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლები ჰყვებიან, რა ვითარებაა მათ გარშემო:

ტარონ ბატოიანი:

- სტეფანაკერტში ჩემი ნათესავები ცხოვრობენ... როგორც კი ეს ამბები დაიწყო, მათ გამოსაყვანად წავედი. ყველანი ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იყო, შემდეგ ვითარება ისევ დამშვიდდებოდა და ისევ დაბრუნდებოდნენ. თუმცა, რაც იქ ხდება ჩვეულებრივ მასშტაბური ომია... ჯერ კიდევ პირველ დღეებში იყო საარტილერიო თავდასხმა, რასაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, მათ შორის, აზერბაიჯანული მხრიდან. როგორც კი ყარაბაღს ვუახლოვდებოდი, გუგუნის ხმების მატულობდა, აქა-იქ დატვირთული, მსუბუქი მანქანებიც შევნიშნე, შეშინებული მგზავრებით. საშინელი სანახავი იყო, 30 წლის წინ ნანახი კადრები თვალწინ გამიცოცხლდა. ითქვა, რომ მამაკაცებმა არ დატოვეს სახლ-კარი და სომეხ ჯარისკაცებს შეუერთდნენ.

ყარაბაღთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, არტილერიის ჭურვი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა და იქაურობა გამაყურებელმა გუგუნმა და შავმა ბოლმა დაფარა... ქუჩებში ჭურვების ნამსხვრევები ეყარა. ჩემი ნათესავები სამშვიდობოს ჰყავდათ გამოყვანილი, თუმცა დარდობდნენ, ვერაფრის წამოღება მოვასწარით, ხელში რაც მოგვხდა იმით წამოვედითო... თითქმის 30 წელია იქ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, როგორც თავად ამბობენ, საომარ ვითარებაში ყოფნას, ასე თუ ისე შეჩვეული არიან, მაგრამ ახლა აქაურობა გამუდმებით იბომბება.

რაც შეუქმნიათ, აშუენებიათ, უწვალიათ, გაუკეთებიათ, ყველაფერი დაანგრიეს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ომს კარგი არასდროს არაფერი მოუტანია, უკვე ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე მოზარდის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი სახლში, რაღაც ნივთის შესატანად შებრუნდა, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით დამანგრეველი დაბომბვა მოჰყვა... ცხადია, ყველაფერი ამით არ დასრულდება. მით უფრო, რომ ჩვენ ახლა აზერბაიჯანს კი არა, თურქეთს ვებრძვით, რომელსაც ტერორისტი-ჯიჰადისტები უმაგრებენ ზურგს. იქაურობას რომ ვნახულობდი, სირიის ომის კადრები მახსენდებოდა.

არცრუნ ოვანესიანი:

- აზერბაიჯანული ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია გაჰყვირის, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება, რაც არის ტყუილი და უსინდისო პროვოკაცია. არწახის (ყარაბაღის რეგიონი) პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტეფანაკერტის, მადტუნი, ადრუგისა და სხვა დასახლებულ პუნქტების მოსაზღვრედ, მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესვრიან, თუმცა აზერბაიჯანს თავის მოსახლეობა საერთოდ არ ადარდებს და მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანაზე არც ზრუნავს, რათა შემდეგ სპეკულიაციისთვის გამოიყენოს, თუ როგორ უსწორდება სომხური არმია უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას.

აზერბაიჯანულ მხარის თანახმად, ისინი წინ მიიწევენ. კერძოდ, მათ მიერ "გათავისუფლებულია" ქალაქი ჯაბრაილი, რომელიც მათი სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, რომელიც წლებია, მთიან ყარაბაღთან (იგულისხმება ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია) ერთად სომხეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იყო. მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა არმიამ ჯაბრაილის მიმდებარე 7 სოფელიც აიღო. მათი შეიარაღებული ძალების მოქმედებების ანალიზი იმაზე მოწმობს, რომ ისინი ახალი შეტევისთვის ემზადებიან.

იმის გამო, რომ მთიან ყარაბაღში დასახლებული პუნქტები ესკალაციის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად იბომბება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოვიდა.

ქემალ ალიევი, აზერნაიჯანელი ინტერნეტმომხმარებელი:

- ტანკები შემოიყვანეს და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, მერე კი სატელევიზიო გამოსვლებში სიამაყით აცხადებდნენ, დიდი დანკარგი აქვს მოწინააღმდეგესო... სიმაღლეებიდან გვიშენდნენ მძიმე ტექნიკით. დავინახე როგორ შერბოდნენ სახლებში ადამიანები, თუმცა ცეცხლის ალი დასახლებული პუნქტის მხარესაც ჩამოვარდა და ძლიერი დაბომბვებისგან ისეთი შავი კვამლი ჩამოწვა, არ ვიცი, გადარჩნენ თუ არა...

ფაშისტებზე აქამდე წაკითხული მქონდა, ახლა მათ ვხედავ - განჯას Точка-У -ს რაკეტები დაუშინეს. არადა იქ სომხებიც ცხოვრობენ. დაჭრილებიც კი ჰყავთ. სომხეთის ხელისუფლება აგონიაშია. არც იმ ოჯახების ბედი ვიცი, რომლებიც საკუთარი მანქანებით ცდილობდნენ სამშვიდობოს გამოსვლას. აზერბაიჯანულ მხარეს რომ დაეგეგმა ეს თავდასხმა, სულ მცირე თავის მშვიდობიან მოსახლეობას გააფრთხილებდა და გაიყვანდა. თან გარკვეულ სიმაღლეებს აკონტროლებდნენ და რუსეთის დახმარების იმედიც ჰქონდა. ფაშინიანს ჰგონია, თუ რუსეთის მტერს შეუტევს, ის მას ყველაფრით დაეხმარება, მაგრამ არ გამოუვიდა.

დენინ სუფიევი:

- ჯარისკაცი იბრძვის იმისთვის, რისთვისაც სამხედრო ფორმა ჩაიცვა, მაგრამ მშვიდობიან ადამიანს, რომელიც მიწას ამუშავებს და სახლ-კარს უვლის, არაფერი დაუშავებია, არც ერთ მხარეს. თუმცა, სომხეთის პროვოკაციულმა ქმედებებმა, ორივე მხარე დააზარალა. ადამიანები ამდენი წელი იქ ასე თუ ისე ცხოვრობდნენ, ერთ დღეში გამთენიისას კი გახსნილი მასირებული ცეცხლით, იქაურობა ჰაერში აწიეს... მათმა არაზუსტმა დარტყმებმა სომხებიც დააზარალა, მაგრამ მე ჩემს ხალხზე ვდარდობ, იმ მოხუცზე, რომელმაც სახლიდან ვერ გამოასწრო, ან დედაზე, რომელმაც ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილები არ დატოვა და მათთან დარჩა... ვფიქრობ, რეალურ მსხვერპლზე... ზუსტი ინფორმაცია არცერთ მხარეს არ აქვს, ან აქვთ და არ ამცელებ, თუმცა, სანდო უფრო პირველი ვერსია მგონია.

ყველამ იცის, რომ სომხეთს ძალიან უჭირს, ასეთ რთულ ბრძოლებში, ახალწვეული ჯარისკაცები ეხოცებათ, რომელთა ასაკი 20 წელს არ სცდება, თუმცა ფაშინიანის კლანი ძალაუფლების დაკარგვის შიშით, უკან არ იხევს... სომხეთის ტელევიზიებში ჯერ კიდევ ურაპატრიოტიზმის ზეიმია, ვიღაც მუსიკოსი ამბობს, რომ დუდუკით წავა ბრძოლის ველზე. ასეთი დამოკიდებულების გამო აქვთ 4 000-მდე დეზერტირობის შემთხვევა, შეიარაღებულ ძალებში. ხალხი, უბრალოდ, ადამიანები, რომელთაც მხოლოდ მშვიდობიანი ცხოვრება სურთ, ყოველთვის საბრალოა.

ფოტოები: ზარუჰი ბატოიანია

"სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა

ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ - რაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი?