მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპი, თუ ბაიდენი? - ხვალ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს?
ტრამპი, თუ ბაიდენი? - ხვალ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს?

აშშ-ში 3 ნო­ემ­ბერს პრე­ზი­დენტს აირ­ჩე­ვენ. ერ­თმა­ნეთს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ლი­დე­რი, დო­ნალდ ტრამ­პი და "დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებს ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა მსოფ­ლიო და კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია არ­ჩევ­ნებ­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის გავ­ლე­ნის სა­კი­თხი. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვრცელ ანა­ლი­ტი­კურ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს სა­თა­უ­რით - "აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი - ვისი გა­მარ­ჯვე­ბა სურთ რუ­სეთს, ჩი­ნეთ­სა და ირანს," სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია ამ სამი ქვეყ­ნის მცდე­ლო­ბე­ბი აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის შემ­ცი­რე­ბულ ვერ­სი­ას.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ამე­რი­კელ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა შე­ფა­სე­ბით, უცხო ქვეყ­ნის ძა­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ "ფა­რულ და ცხად მცდე­ლო­ბებს“ ამომ­რჩე­ველ­თა მო­საზ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად და ამ უცხო ქვეყ­ნებ­ში ისი­ნი რუ­სეთს, ჩი­ნეთ­სა და ირანს გუ­ლის­ხმო­ბენ.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ეს სამი ქვე­ყა­ნა არ მოქ­მე­დებს ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლად. აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში თვლი­ან, რომ ყვე­ლა მათ­განს აქვს სა­კუ­თა­რი მი­ზა­ნი და მოქ­მე­დე­ბის სა­კუ­თა­რი გეგ­მა.

  • რუ­სე­თი
ასევე დაგაინტერესებთ
11:15 / 16-09-2020

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი ვაქცინის გარეშე გაქრება და ამაში მსოფლიოს "ჯოგური მენტალიტეტი" დაეხმარება

13:18 / 01-10-2020

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს

09:41 / 06-10-2020

"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა

17:30 / 08-10-2020

ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"

09:35 / 13-10-2020

"ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ" - ტრამპის მიმართვა ამომრჩეველს

რას ამ­ბობს აშშ-ის დაზ­ვერ­ვა? - რო­გორც BBC წერს, 2016 წლის ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, რუ­სეთს "სცე­ნის ქურ­დის“ როლი ჰქონ­და. აშშ-ის დაზ­ვერ­ვას მი­აჩ­ნია, რომ რუ­სეთ­მა სცა­და ამომ­რჩე­ველ­ზე გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა, რათა მათ არ­ჩე­ვა­ნი დო­ნალდ ტრამ­პის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს შემ­დე­გი ფაქ­ტე­ბი:

  • კი­ბერ-შე­ტე­ვა ტრამ­პის მა­შინ­დელ ოპო­ნენტ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­სა და "დე­მოკ­რა­ტებ­ზე".
  • შეხ­ვედ­რა ტრამ­პის გუნდსა და რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შო­რის.
  • ის ფაქ­ტი, რომ რუ­სე­თის სა­მიზ­ნე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ამომ­რჩევ­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი.
  • ყალ­ბი მა­სა­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბა..

2020 წელს ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ნაც­ვლად დო­ნალდ ტრამ­პის კონ­კუ­რენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნია და რუ­სე­თი ამ­ჯე­რად ბა­ი­დე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის ფორ­მი­რე­ბას.

"რუ­სე­თი იყე­ნებს რიგ ზო­მებს ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის "გა­სა­შა­ვებ­ლად“, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა უი­ლი­ამ ევა­ნი­ნამ გა­ნა­ცხა­და.

FBI-ის დი­რექ­ტო­რის, კრი­ტო­ფერ რეის აზ­რით კი, რუ­სეთს არას­დროს შე­უ­წყვე­ტია აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა. მისი თქმით, ქვე­ყა­ნას ჰქონ­და მცდე­ლო­ბა 2018 წლის კონ­გრე­სის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის და ეს იყო ერ­თგვა­რი რე­პე­ტი­ცია 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის "დიდი შო­უს­თვის".

რუ­სე­თი მუდ­მი­ვად უარ­ყოფს მსგავს ბრალ­დე­ბებს. 2020 წლის და­სა­წყის­ში კრემ­ლის პრეს-სპი­კერ­მა ყო­ვე­ლი­ვეს "პა­რა­ნო­ი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბებს სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და სი­მარ­თლეს­თან.

ანა­ლი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის მი­ზა­ნია, დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა და ქა­ო­სის შექ­მნით, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბათ უშუ­ა­ლოდ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს, ჯო ბა­ი­დე­ნი რუ­სეთს ამე­რი­კის "მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს“, ხოლო დო­ნალდ ტრამპს "პუ­ტი­ნის ლეკვს" უწო­დებს. პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი კი ამ­ბობს, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რუ­სე­თი ამე­რი­კის შიდა საქ­მე­ებ­ში ერე­ო­დეს, რი­თაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სა­კუ­თა­რი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის წრმო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­თან.

  • ჩი­ნე­თი

რას ამ­ბო­ბენ აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში? - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რუ­სეთ­ზე უფრო მეტ საფრ­თხეს 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას ჩი­ნე­თის­გან უნდა ელო­დონ.

"ჩი­ნეთს ურ­ჩევ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა, რო­მელ­საც პე­კი­ნი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დად მი­იჩ­ნევს, არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ვა­დით არ გა­ი­მარ­ჯვოს“, - ამ­ბობს აშშ-ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, უი­ლი­ამ ევა­ნი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ჩი­ნე­თი ცდი­ლობს გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ე­ბას და ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებს აშშ-ში სა­სურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად. ევა­ნი­ნა აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩი­ნე­თი წი­ნა­ა­აღ­მდე­გია იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნას აკ­რი­ტი­კე­ბენ და მისი ინ­ტრე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არი­ან. ასე­ვე, ჩი­ნეთს აქვს მე­თო­დე­ბი, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მო­საზ­რე­ბებ­ზე, მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩი­ნე­თის გან­ზრახ­ვა შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი იყოს, ვიდ­რე ეს ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

ჩი­ნეთ­მა უარ­ყო სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა ქვეყ­ნის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის "არც ინ­ტე­რე­სი აქვთ და არც სურ­ვი­ლი“.

რას ამ­ბო­ბენ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი? - პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა "ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ ჩი­ნე­თის ფა­ვო­რი­ტი არ­ჩევ­ნებ­ში ჯო ბა­ი­დე­ნია. "რა თქმა უნდა, მათ ბა­ი­დე­ნი სურთ. ჩი­ნე­თი გა­ა­ტა­რებს თა­ვის ინ­ტე­რე­სებს ამე­რი­კა­ში, თუ ბა­ი­დე­ნი გა­ი­მარ­ჯვებს“, - და­წე­რა ტრამპმა. რაც შე­ე­ხე­ბა ჯო ბა­ი­დენს, ის შე­ე­ცა­და ტრამ­პის ბრალ­დე­ბის­გან თავი და­ეღ­წია და გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას, რუ­სე­თია ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იქ­ცე­ვა აგ­რე­სი­უ­ლად.

  • ირა­ნი

რას ამ­ბო­ბენ აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში? - ევა­ნი­ნა თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ირა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გია დო­ნალდ ტრამ­პის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვის. ირანს სჯე­რა, რომ თუ ტრამ­პი გა­ი­მარ­ჯვებს, ეს გა­მო­იწ­ვევს ირან­ზე აშშ-ის ზე­წო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ირან­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის შეც­ვლის მცდე­ლო­ბის კუ­თხით.

მისი თქმით, ირა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი კონ­ტენ­ტის გავ­რცე­ლე­ბა­ზე. ამას­თან, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გი­გან­ტი Microsoft აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­თან, ჩი­ნეთ­თან და ირან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჰა­კე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, დიდი როლი შე­ას­რუ­ლონ აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის კუ­თხით. ყო­ვე­ლი­ვეს ადას­ტუ­რე­ბენ აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­შიც.

დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ირა­ნელ ჰა­კერ­თა ჯგუ­ფი თეთ­რი სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მას შე­ე­ცა­და მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­სა და ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად.

ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პრეს-სპი­კერ­მა ბრალ­დე­ბებს ფარ­სი უწო­და. "ირა­ნი არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, თუ ვინ შევა თეთ­რი სახ­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და საედ ხა­თიბ­ზა­დემ.

ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ირა­ნის მი­ზა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბაა.

"ირა­ნის მიერ ციფ­რულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი პირ­და­პირ ასა­ხავს ამ ქვეყ­ნის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ირა­ნის ამოც­ნო­ბა სხვა მო­თა­მა­შე­ებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მარ­ტი­ვია“, - ნათ­ქვა­მია ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს მოხ­სე­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
27

ანუ მსოფლიო შეიცვალა. ამერიკა ერთპოლუსიანი მსოფლიოს გაგებიდან გახდა მარიონეტი ქვეყანა. გაეროს ტვინი არ გააჩნია. მაშ როგორ იმართება მსოფლიოო? რას წარმოადგენსხვალე?

1
23

ორივე მოგებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ტრამპი, თუ ბაიდენი? - ხვალ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს?

ტრამპი, თუ ბაიდენი? - ხვალ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს?

აშშ-ში 3 ნოემბერს პრეზიდენტს აირჩევენ. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, "რესპუბლიკელების" ლიდერი, დონალდ ტრამპი და "დემოკრატების" ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან.

მოახლოებულ არჩევნებს ინტერესით აკვირდება მსოფლიო და კვლავ აქტუალურია არჩევნებში უცხო ქვეყნების გავლენის საკითხი. ბრიტანული გამოცემა BBC აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს," სადაც განხილულია ამ სამი ქვეყნის მცდელობები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. გთავაზობთ სტატიის შემცირებულ ვერსიას.

როგორც გამოცემა წერს, ამერიკელ მაღალჩინოსანთა შეფასებით, უცხო ქვეყნის ძალები მიმართავენ "ფარულ და ცხად მცდელობებს“ ამომრჩეველთა მოსაზრებაზე გავლენის მოსახდენად და ამ უცხო ქვეყნებში ისინი რუსეთს, ჩინეთსა და ირანს გულისხმობენ.

მათივე შეფასებით, ეს სამი ქვეყანა არ მოქმედებს ურთიერთშეთანხმებულად. აშშ-ის დაზვერვის სამსახურში თვლიან, რომ ყველა მათგანს აქვს საკუთარი მიზანი და მოქმედების საკუთარი გეგმა.

  • რუსეთი

რას ამბობს აშშ-ის დაზვერვა? - როგორც BBC წერს, 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რუსეთს "სცენის ქურდის“ როლი ჰქონდა. აშშ-ის დაზვერვას მიაჩნია, რომ რუსეთმა სცადა ამომრჩეველზე გავლენა მოეხდინა, რათა მათ არჩევანი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გაეკეთებინათ, რაზეც მეტყველებს შემდეგი ფაქტები:

  • კიბერ-შეტევა ტრამპის მაშინდელ ოპონენტ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასა და "დემოკრატებზე".
  • შეხვედრა ტრამპის გუნდსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის.
  • ის ფაქტი, რომ რუსეთის სამიზნე იყო შეერთებული შტატების ამომრჩევლების მონაცემთა ბაზები.
  • ყალბი მასალების ინტერნეტით გავრცელება..

2020 წელს ჰილარი კლინტონის ნაცვლად დონალდ ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენია და რუსეთი ამჯერად ბაიდენის საწინააღმდეგოდ ცდილობს საზოგადოების აზრის ფორმირებას.

"რუსეთი იყენებს რიგ ზომებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის "გასაშავებლად“, - ამის შესახებ აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უილიამ ევანინამ განაცხადა.

FBI-ის დირექტორის, კრიტოფერ რეის აზრით კი, რუსეთს არასდროს შეუწყვეტია აშშ-ის პოლიტიკაში ჩარევა. მისი თქმით, ქვეყანას ჰქონდა მცდელობა 2018 წლის კონგრესის არჩევნებში ჩარევის და ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების "დიდი შოუსთვის".

რუსეთი მუდმივად უარყოფს მსგავს ბრალდებებს. 2020 წლის დასაწყისში კრემლის პრეს-სპიკერმა ყოველივეს "პარანოიკული განცხადებები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს საერთო არაფერი ჰქონდა სიმართლესთან.

ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის მიზანია, დაბნეულობისა და ქაოსის შექმნით, დესტაბილიზაციის გამოწვევა.

რაც შეეხებათ უშუალოდ საპრეზიდენტო კანდიდატებს, ჯო ბაიდენი რუსეთს ამერიკის "მოწინააღმდეგეს“, ხოლო დონალდ ტრამპს "პუტინის ლეკვს" უწოდებს. პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი ამერიკის შიდა საქმეებში ერეოდეს, რითაც წინააღმდეგობაში მოდის საკუთარი დაზვერვის სამსახურის წრმომადგენლების განცხადებებთან.

  • ჩინეთი

რას ამბობენ აშშ-ის დაზვერვის სამსახურში? - ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ რუსეთზე უფრო მეტ საფრთხეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩინეთისგან უნდა ელოდონ.

"ჩინეთს ურჩევნია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელსაც პეკინი არაპროგნოზირებადად მიიჩნევს, არჩევნებში მეორე ვადით არ გაიმარჯვოს“, - ამბობს აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, უილიამ ევანინა.

მისივე თქმით, ჩინეთი ცდილობს გავლენის გაფართოებას და ძალისხმევას არ იშურებს აშშ-ში სასურველი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ევანინა აღნიშნავს, რომ ჩინეთი წინაააღმდეგია იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ამ ქვეყანას აკრიტიკებენ და მისი ინტრესების წინააღმდეგნი არიან. ასევე, ჩინეთს აქვს მეთოდები, გავლენა მოახდინოს მოსაზრებებზე, მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებით. ამერიკის დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ჩინეთის განზრახვა შესაძლოა, გაცილებით უფრო მეტი იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ჩინეთმა უარყო სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ ბრალდება და ოფიციალურად განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის "არც ინტერესი აქვთ და არც სურვილი“.

რას ამბობენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები? - პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე“ დაწერა, რომ ჩინეთის ფავორიტი არჩევნებში ჯო ბაიდენია. "რა თქმა უნდა, მათ ბაიდენი სურთ. ჩინეთი გაატარებს თავის ინტერესებს ამერიკაში, თუ ბაიდენი გაიმარჯვებს“, - დაწერა ტრამპმა. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის შეეცადა ტრამპის ბრალდებისგან თავი დაეღწია და განაცხადა, რომ როდესაც საქმე ეხება აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც იქცევა აგრესიულად.

  • ირანი

რას ამბობენ აშშ-ის დაზვერვის სამსახურში? - ევანინა თავის განცხადებაში ამბობს, რომ ირანი წინააღმდეგია დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის. ირანს სჯერა, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს გამოიწვევს ირანზე აშშ-ის ზეწოლის გაგრძელებას ირანში არსებული რეჟიმის შეცვლის მცდელობის კუთხით.

მისი თქმით, ირანი არჩევნების პერიოდში კონცენტრირებული იქნება სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და ანტიამერიკული კონტენტის გავრცელებაზე. ამასთან, კომპიუტერული გიგანტი Microsoft აცხადებს, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები ცდილობენ, დიდი როლი შეასრულონ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენის კუთხით. ყოველივეს ადასტურებენ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურშიც.

დაზვერვის სამსახურის ცნობით, ირანელ ჰაკერთა ჯგუფი თეთრი სახლის ოფიციალური პირებისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ანგარიშებზე წვდომას შეეცადა მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის პერიოდში, თუმცა წარუმატებლად.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა ბრალდებებს ფარსი უწოდა. "ირანი არ არის დაინტერესებული იმით, თუ ვინ შევა თეთრი სახლის საპრეზიდენტო რეზიდენციაში“, - განაცხადა საედ ხათიბზადემ.

ექსპერტთა შეფასებით, ირანის მიზანი რეგიონალური უპირატესობის მოპოვებაა.

"ირანის მიერ ციფრულ მედიაში გავრცელებული დოკუმენტები პირდაპირ ასახავს ამ ქვეყნის მსოფლმხედველობას და საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. შესაბამისად, ირანის ამოცნობა სხვა მოთამაშეებთან შედარებით უფრო მარტივია“, - ნათქვამია ატლანტიკური საბჭოს მოხსენებაში.

დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ - "არჩევნების დასრულებამდე შორია"

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა

"საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება