მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა
განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა

შე­მოდ­გო­მი­დან მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვმა მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა და ამი­ტო­მაც, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის გამო შე­ზღუდ­ვე­ბი ისევ და­ა­წე­სეს. მა­გა­ლი­თად, ის­რა­ელ­ში სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და, ხოლო ჩე­ხე­თი დღე­ი­დან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ეპიდ­ვი­თა­რე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი თა­ვი­დან და­წეს­და:

  • ჩე­ხე­თი

ჩე­ხეთ­ში დღე­ი­დან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ხე­ლახ­ლა გა­მო­ცხად­და. "დო­ი­ჩე ვე­ლეს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი ზრდის გამო მი­ი­ღო.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში იზღუ­დე­ბა შე­ნო­ბა­ში 10 ადა­მი­ან­ზე მე­ტის, გა­რეთ კი 20-ზე მე­ტის შეკ­რე­ბა. იკ­რძა­ლე­ბა სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა. გარ­და ამი­სა, რეს­ტორ­ნებ­ში ერთ მა­გი­დას­თან ერ­თდრო­უ­ლად 6-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის დაჯ­დო­მა ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ იქ­ნე­ბა. იმ რა­ი­ო­ნებ­ში კი, სა­დაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია, სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბი იხუ­რე­ბა.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლა­ში 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა.

და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ხეთ­ში, ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ 100 000 მო­სახ­ლე­ზე სა­შუ­ა­ლოდ 303.3 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის დრო­ი­დან დღემ­დე ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 82 446 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 44 149 და და­ღუ­პუ­ლია 727 ადა­მი­ა­ნი.

  • ის­რა­ე­ლი

ის­რა­ე­ლი სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ზე 25 სექ­ტემ­ბრი­დან გა­და­ვი­და. შე­ზღუდ­ვე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს: და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში 10-ზე, ღი­ა­ში კი-20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის აკ­რძალ­ვას, სკო­ლე­ბი­სა და დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის და­ხურ­ვას. შე­ზღუდ­ვე­ბის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 500 მეტ­რის რა­დი­უ­სით შე­ეძ­ლე­ბათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში და­იშ­ვე­ბა.

გარ­და ამი­სა, არა­სამ­თავ­რო­ბო ოფი­სებ­სა და ბიზ­ნე­სებს შე­უძ­ლი­ათ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ღია დარ­ჩნენ, თუმ­ცა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ის­რა­ელ­ში 268 175 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 1 719 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 201 392 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

  • საფ­რან­გე­თი

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში. სამ­შა­ბა­თი­დან ბა­რე­ბი 2 კვი­რით იხუ­რე­ბა, რეს­ტორ­ნებ­მა კი იმის­თვის, რომ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ, ახა­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი უნდა და­იც­ვან.

საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჟან კას­ტექ­სის ოფის­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პა­რიზ­ში სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის რე­კო­მენ­და­ცია ახლა ისე სა­ჭი­როა, რო­გორც არას­დროს.

ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ფარ­გლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აუ­დი­ტო­რი­ე­ბი მხო­ლოდ ნა­ხევ­რად უნდა იყოს შევ­სე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რიზ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­გა­შის მაქ­სი­მა­ლუ­რი დონე ცხად­დე­ბა. გან­გა­შის მაქ­სი­მა­ლუ­რი დონე ამა თუ იმ ქა­ლაქ­ში მა­შინ ცხად­დე­ბა, რო­დე­საც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ 100 000 ხან­დაზ­მულ მო­სახ­ლე­ზე 100-ს, ზო­გად მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კი 250-ს აღე­მა­ტე­ბა,

ცნო­ბი­სათ­ვის, გუ­შინ საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 12 565 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში 893 პა­ცი­ენ­ტი შე­იყ­ვა­ნეს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 619 190 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა 32 230 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 97 778 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა

განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა

შემოდგომიდან მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა და ამიტომაც, ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის პრევენციის გამო შეზღუდვები ისევ დააწესეს. მაგალითად, ისრაელში სრული კარანტინი გამოცხადდა, ხოლო ჩეხეთი დღეიდან საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა.

ვნახოთ, როგორია ეპიდვითარება იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები თავიდან დაწესდა:

  • ჩეხეთი

ჩეხეთში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოცხადდა. "დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო მიიღო.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში იზღუდება შენობაში 10 ადამიანზე მეტის, გარეთ კი 20-ზე მეტის შეკრება. იკრძალება სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება. გარდა ამისა, რესტორნებში ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6-ზე მეტი ადამიანის დაჯდომა ნებადართული არ იქნება. იმ რაიონებში კი, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია, საშუალო სკოლები იხურება.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება.

დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ჩეხეთში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 303.3 შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 82 446 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 44 149 და დაღუპულია 727 ადამიანი.

  • ისრაელი

ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე 25 სექტემბრიდან გადავიდა. შეზღუდვები ითვალისწინებს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი-20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლებისა და დიდი სავაჭრო ცენტრების დახურვას. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ოფისებსა და ბიზნესებს შეუძლიათ კარანტინის პერიოდში ღია დარჩნენ, თუმცა მომხმარებლების მიღების უფლება არ ექნებათ.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში 268 175 ადამიანი დაინფიცირდა, 1 719 გარდაიცვალა, ხოლო 201 392 გამოჯანმრთელდა.

  • საფრანგეთი

კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. სამშაბათიდან ბარები 2 კვირით იხურება, რესტორნებმა კი იმისთვის, რომ მუშაობის უფლება ჰქონდეთ, ახალი სანიტარული ნორმები უნდა დაიცვან.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარიზში სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, უნივერსიტეტების აუდიტორიები მხოლოდ ნახევრად უნდა იყოს შევსებული.

აღსანიშნავია, რომ პარიზში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის მაქსიმალური დონე ცხადდება. განგაშის მაქსიმალური დონე ამა თუ იმ ქალაქში მაშინ ცხადდება, როდესაც დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 ხანდაზმულ მოსახლეზე 100-ს, ზოგად მოსახლეობაში კი 250-ს აღემატება,

ცნობისათვის, გუშინ საფრანგეთში კორონავირუსის 12 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო კვირის განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებებში 893 პაციენტი შეიყვანეს.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 619 190 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 32 230 პაციენტი, ხოლო 97 778 გამოჯანმრთელდა.

"აზერბაიჯანის არმიამ ​ჯებრაილის რაიონის სოფლები და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე გაათავისუფლა" - რას წერს ალიევი "ტვიტერზე"

"მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით" - ფაშინიანის მოწოდება ჯარისკაცებს

"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე