მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან
ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან

ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. ეს ყო­ველ წელს და ყო­ველ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ერთხე­ლაც ვი­ღაც გა­და­წყვეტს რომ გაქ­რეს, გა­უჩ­ნარ­დეს. უე­ცა­რი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზი ხან პი­რად ცხოვ­რე­ბას, ხან წარ­სულს და ხან სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა... რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ია­პო­ნი­ა­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

ია­პო­ნი­ა­ში თა­ვი­ან­თი ნე­ბით გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ძუ­ჰა­ცუს ეძა­ხი­ან. უფრო ზუს­ტად ეს ტერ­მი­ნი ამო­უხ­სნელ გა­უჩ­ნა­რე­ბას, "აორ­თქლე­ბას" ნიშ­ნავს.

"ყელ­ში ამო­მი­ვი­და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. უბ­რა­ლოდ, ავი­ღე ჩან­თა და გა­ვუ­ჩი­ნარ­დი, გა­ვი­ქე­ცი", - იხ­სე­ნებს 42 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტს სუ­გიმო­ტოს სა­ხე­ლით გა­ეც­ნო.

მა­მა­კა­ცის თქმით, იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ადრე ცხოვ­რობ­და, მას ყვე­ლა იც­ნობ­და, რად­გან საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან იყო. მათ სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით სუ­გიმო­ტოს უნდა მი­ე­ღო და ემარ­თა კი­დეც. ამა­ზე ფიქ­რიც კი ცუ­დად ხდი­და სუ­გიმო­ტოს, ამი­ტომ ერთ დღე­საც, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვა ქა­ლა­ქი და გა­უ­ჩი­ნარ­და ისე, რომ არა­ვის­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს.

რა თქმა უნდა, სუ­გიმო­ტოს ის­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის­თვის კომ­პა­ნი­ებს დიდი ვა­ლე­ბის ან წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის გამო მი­მარ­თა­ვენ.

მსგავს ოპე­რა­ცი­ებს ხში­რად "ღა­მით გა­და­სახ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას" ეძა­ხი­ან. ვინც გა­უჩ­ნა­რე­ბას მო­ი­სურ­ვებს, კომ­პა­ნია მათ სა­ი­დუმ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლის პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

"ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, სა­ცხოვ­რებ­ლის შეც­ვლა და სხვა­გან გა­დას­ვლა, უმე­ტე­სად, პო­ზი­ტი­ურ ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, ქორ­წი­ნე­ბა თუ სხვა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბის უარ­ყო­ფი­თი მი­ზე­ზე­ბიც, მა­გა­ლი­თად: როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გრი­ცხა­ვენ, კარ­გავთ სამ­სა­ხურს, ან ცდი­ლობ თავი და­აღ­წიო იმ ადა­მი­ანს რო­მე­ლიც გით­ვალ­თა­ლებს", - ამ­ბობს კომ­პა­ნია "ღა­მით გა­და­სახ­ლე­ბის" და­მა­არ­სე­ბე­ლი სიო ჰა­ტო­რი, რო­მელ­მაც კომ­პა­ნია ჯერ კი­დევ 1990-იან წლებ­ში და­ა­არ­სა, მა­შინ როცა ია­პო­ნი­ა­ში მწვა­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი იყო.

"ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა სურთ", - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, კომ­პა­ნი­ის და­არ­სე­ბი­სას, ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ ხალ­ხს ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სურ­დათ, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის სხვა ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და.

"ია­პო­ნი­ა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია", - აღ­ნიშ­ნავს სო­ცი­ო­ლო­გი ჰი­რო­კი ნა­კა­მო­რი, რო­მე­ლიც ძუ­ჰა­ცუს, ანუ ხალ­ხის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფე­ნო­მენს იკ­ვლევს. რო­გორც სო­ცი­ო­ლო­გი ამ­ბობს, ეს ტერ­მი­ნი 1960-იანი წლე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ია­პო­ნი­ა­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­თვის და­ბა­ლი იყო. რო­გორც სო­ცი­ო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია და ჭი­ა­ნურ­დე­ბა, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი მე­უღ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი მი­ტო­ვე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბაა. რო­გორც ის ამ­ბობს, ია­პო­ნი­ა­ში პი­რად ცხოვ­რე­ბას დიდ პა­ტივს სცე­მენ და კა­ნო­ნით მკაც­რად იცა­ვენ. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხა მოხ­სნას ბან­კო­მა­ტი­დან და ამას ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნევს. ოჯა­ხის წევ­რებს არ ექ­ნე­ბათ წვდო­მა ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე.

"პო­ლი­ცია ასეთ საქ­მე­ში არ ერ­თვე­ბა, თუ კრი­მი­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბა ან ავა­რია არ და­ფიქ­სირ­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯახს კი შე­უძ­ლია დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვი და­ი­ქი­რა­ოს ან და­ე­ლო­დოს, რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბა და­კარ­გუ­ლი ცოლი ან ქმა­რი", - ამ­ბობს ნა­კა­მო­რი.

  • "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი შვი­ლი"

მათ, რო­მელ­თა ოჯა­ხის წევ­რი, მშო­ბე­ლი, შვი­ლი თუ მე­უღ­ლე უჩი­ნარ­დე­ბა, ხში­რად უშე­დე­გოდ დას­რუ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილს აყე­ნებს. სწო­რედ ასე მოხ­და ერთი ქალ­ბა­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა­შიც, რომ­ლის 22 წლის ვაჟი უეც­რად და­ი­კარ­გა.

"გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მან ორ­ჯერ და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და რო­გორც ჩანს, ამის გამო მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან ცუ­დად წარ­მო­ედ­გი­ნა... მეს­მის, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ძა­ლი­ან კარ­გია და ის ადა­მი­ა­ნებს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­გან იცავს, მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თნა­ი­რად მი­უდ­გე დამ­ნა­შა­ვე­საც და მშო­ბელ­საც, რო­მე­ლიც და­კარ­გულ შვილს ეძებს? ამ კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, უფუ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - თუ ჩე­მით ვერ გა­მო­ვი­ძი­ებ საქ­მეს, უნდა და­ვე­ლო­დო და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ რო­მე­ლი­მე ნა­პოვ­ნი გვა­მი ჩემს ვაჟს არ ეკუთ­ვნის".

რო­გორც შვილ­და­კარ­გულ­მა ქალ­მა გა­ნა­ცხა­და, მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უარი გა­ნუ­ცხა­დეს და უთხრეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ, თუ საქ­მე­ში თვით­მკვლე­ლო­ბის კვა­ლი იქ­ნე­ბო­და, სა­ბო­ლოო წე­რი­ლი კი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს არ და­უ­ტო­ვე­ბია.

  • "და­კარ­გუ­ლე­ბი"

რო­გორც ჩანს, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბი­სა­გან გაქ­ცე­ვის შემ­დე­გაც არ ყო­ფი­ლა ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი. გაქ­ცე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბევრ ძუ­ჰა­ცუს უწევს ცხოვ­რე­ბა სი­ნა­ნულ­ში და დეპ­რე­სი­ა­ში.

"ყო­ველ­თვის მა­წუ­ხებს იმა­ზე ფიქ­რი, რომ რა­ღაც არას­წო­რი გა­ვა­კე­თე - ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი სუ­გიმო­ტო, რო­მელ­მაც მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა. უკვე ერთი წე­ლია, რაც ჩემი შვი­ლე­ბი არ მი­ნა­ხავს. წას­ვლი­სას მათ ვუ­თხა­რი, რომ მივ­ლი­ნე­ბა­ში მივ­დი­ო­დი".

ამ­ჟა­მად ის ტო­კი­ო­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ბავ­შე­ბის მი­ტო­ვე­ბას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი, რო­მელ­მაც სუ­გიმო­ტოს გა­უჩ­ნა­რე­ბას გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა, ქა­ლია და თა­ვა­დაც 17 წე­ლია, რაც ძუ­ჰა­ცუა. "ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ვით­ვლე­ბი", - ამ­ბობს ქალი, რო­მელ­მაც ძა­ლა­დო­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბას და­აღ­წია თავი.

"ჩვენ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მოგ­ვმარ­თა­ვენ. არი­ან ისე­თე­ბი, ვინც ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას გა­ურ­ბი­ან, ზო­გი­ერთს ეგო­იზ­მი ამოძ­რა­ვებს. არა­ვის გან­ვსჯი, არა­ვის ვე­უბ­ნე­ბი: "თქვე­ნი შემ­თხვე­ვა არც ისე სე­რი­ო­ზუ­ლია გა­სა­უ­ჩი­ნა­რებ­ლად".

გა­უჩ­ნა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ამ ადა­მი­ან­თა პრობ­ლე­მე­ბი არ ქრე­ბა და შე­საძ­ლოა ერთ დღეს ისი­ნი ისევ ამ პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ, ამი­ტომ კომ­პა­ნი­ე­ბი მათ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბა.

"მხო­ლოდ ჩემ­მა უფ­როს­მა ვაჟ­მა იცის სი­მარ­თლე. ის ახლა 13 წლი­საა, - ამ­ბობს სუ­გიმო­ტო. - არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი სი­ტყვე­ბი: "რაც მა­მამ გა­და­წყვი­ტა, ეს მისი ცხოვ­რე­ბაა და მე ამის შეც­ვლა არ შე­მიძ­ლია". ის ჩემ­ზე პა­ტა­რაა, თუმ­ცა უფრო ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით აზ­როვ­ნებს, ვიდ­რე მე"... წყა­რო

ავ­ტო­რი ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

თათო
0

კარგი იქნება, თუ ჩვენი პოლიტიკოსებიც მიმართავენ "ძუჰაცუს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან

ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან

ადამიანების გაუჩინარების შესახებ მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. ეს ყოველ წელს და ყოველ ქვეყანაში ხდება, ერთხელაც ვიღაც გადაწყვეტს რომ გაქრეს, გაუჩნარდეს. უეცარი გაუჩინარების მიზეზი ხან პირად ცხოვრებას, ხან წარსულს და ხან სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება... როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში არსებობს სპეციალური კომპანიები, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან.

იაპონიაში თავიანთი ნებით გაუჩინარებულ ადამიანებს ძუჰაცუს ეძახიან. უფრო ზუსტად ეს ტერმინი ამოუხსნელ გაუჩნარებას, "აორთქლებას" ნიშნავს.

"ყელში ამომივიდა ადამიანებთან ურთიერთობა. უბრალოდ, ავიღე ჩანთა და გავუჩინარდი, გავიქეცი", - იხსენებს 42 წლის მამაკაცი, რომელიც ჟურნალისტს სუგიმოტოს სახელით გაეცნო.

მამაკაცის თქმით, იმ ქალაქში, სადაც ადრე ცხოვრობდა, მას ყველა იცნობდა, რადგან საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ოჯახიდან იყო. მათ საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ, რომელიც მემკვიდრეობით სუგიმოტოს უნდა მიეღო და ემართა კიდეც. ამაზე ფიქრიც კი ცუდად ხდიდა სუგიმოტოს, ამიტომ ერთ დღესაც, მოულოდნელად დატოვა ქალაქი და გაუჩინარდა ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს.

რა თქმა უნდა, სუგიმოტოს ისტორია საინტერესოა, თუმცა ძირითადად, ადამიანები გაუჩინარებისთვის კომპანიებს დიდი ვალების ან წარუმატებელი ქორწინების გამო მიმართავენ.

მსგავს ოპერაციებს ხშირად "ღამით გადასახლების მომსახურებას" ეძახიან. ვინც გაუჩნარებას მოისურვებს, კომპანია მათ საიდუმლო საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება.

"ყოველდღიურ ცხოვრებაში, საცხოვრებლის შეცვლა და სხვაგან გადასვლა, უმეტესად, პოზიტიურ ამბებს უკავშირდება, ეს იქნება უნივერსიტეტში ჩაბარება, ახალი სამსახური, ქორწინება თუ სხვა. თუმცა, არსებობს საცხოვრებლის დატოვების უარყოფითი მიზეზებიც, მაგალითად: როცა უნივერსიტეტიდან გრიცხავენ, კარგავთ სამსახურს, ან ცდილობ თავი დააღწიო იმ ადამიანს რომელიც გითვალთალებს", - ამბობს კომპანია "ღამით გადასახლების" დამაარსებელი სიო ჰატორი, რომელმაც კომპანია ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დააარსა, მაშინ როცა იაპონიაში მწვავე ეკონომიკური კრიზისი იყო.

"ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი ცხოვრების დაწყება სურთ", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, კომპანიის დაარსებისას, ისინი ფიქრობდნენ, რომ ხალხს ახალი ცხოვრების დაწყება და გაუჩინარება ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ფინანსური მდგომარეობის გამო სურდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაუჩინარების სხვა ბევრი მიზეზი არსებობდა.

"იაპონიაში გაუჩინარება ყველაზე მარტივია", - აღნიშნავს სოციოლოგი ჰიროკი ნაკამორი, რომელიც ძუჰაცუს, ანუ ხალხის გაუჩინარების ფენომენს იკვლევს. როგორც სოციოლოგი ამბობს, ეს ტერმინი 1960-იანი წლებიდან გამოიყენება. იაპონიაში განქორწინების პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის დაბალი იყო. როგორც სოციოლოგი აღნიშნავს, განქორწინების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ჭიანურდება, ამიტომ ყველაზე მარტივი მეუღლის მოულოდნელი მიტოვება და გაუჩინარებაა. როგორც ის ამბობს, იაპონიაში პირად ცხოვრებას დიდ პატივს სცემენ და კანონით მკაცრად იცავენ. ადამიანმა შეიძლება ნებისმიერი ოდენობის თანხა მოხსნას ბანკომატიდან და ამას ვერავინ შეამჩნევს. ოჯახის წევრებს არ ექნებათ წვდომა ამ ვიდეოჩანაწერებზე.

"პოლიცია ასეთ საქმეში არ ერთვება, თუ კრიმინალური ქმედება ან ავარია არ დაფიქსირდა. გაუჩინარებული ადამიანის ოჯახს კი შეუძლია დიდი თანხის სანაცვლოდ კერძო დეტექტივი დაიქირაოს ან დაელოდოს, როდის გამოჩნდება დაკარგული ცოლი ან ქმარი", - ამბობს ნაკამორი.

  • "გაუჩინარებული შვილი"

მათ, რომელთა ოჯახის წევრი, მშობელი, შვილი თუ მეუღლე უჩინარდება, ხშირად უშედეგოდ დასრულებული გამოძიება გაუსაძლის ტკივილს აყენებს. სწორედ ასე მოხდა ერთი ქალბატონის ცხოვრებაშიც, რომლის 22 წლის ვაჟი უეცრად დაიკარგა.

"გაოცებული ვიყავი, მან ორჯერ დაკარგა სამსახური და როგორც ჩანს, ამის გამო მომავალი ძალიან ცუდად წარმოედგინა... მესმის, რომ პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ კანონი ძალიან კარგია და ის ადამიანებს დამნაშავეებისგან იცავს, მაგრამ როგორ შეიძლება ერთნაირად მიუდგე დამნაშავესაც და მშობელსაც, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს? ამ კანონების მიხედვით, უფულობის შემთხვევაში - თუ ჩემით ვერ გამოვიძიებ საქმეს, უნდა დაველოდო და დავადასტურო, რომ რომელიმე ნაპოვნი გვამი ჩემს ვაჟს არ ეკუთვნის".

როგორც შვილდაკარგულმა ქალმა განაცხადა, მას სამართალდამცავებმა უარი განუცხადეს და უთხრეს, იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდნენ, თუ საქმეში თვითმკვლელობის კვალი იქნებოდა, საბოლოო წერილი კი გაუჩინარებულ ბიჭს არ დაუტოვებია.

  • "დაკარგულები"

როგორც ჩანს, გაუჩინარებისა და პრობლემებისაგან გაქცევის შემდეგაც არ ყოფილა ცხოვრება მარტივი. გაქცევის მიუხედავად, ბევრ ძუჰაცუს უწევს ცხოვრება სინანულში და დეპრესიაში.

"ყოველთვის მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ რაღაც არასწორი გავაკეთე - ამბობს ბიზნესმენი სუგიმოტო, რომელმაც მეუღლე და შვილები მიატოვა. უკვე ერთი წელია, რაც ჩემი შვილები არ მინახავს. წასვლისას მათ ვუთხარი, რომ მივლინებაში მივდიოდი".

ამჟამად ის ტოკიოში ცხოვრობს, თუმცა ბავშების მიტოვებას ძალიან განიცდის. კომპანიის ხელმძღვანელი კი, რომელმაც სუგიმოტოს გაუჩნარებას გაუკეთა ორგანიზება, ქალია და თავადაც 17 წელია, რაც ძუჰაცუა. "ამ დრომდე დაკარგულად ვითვლები", - ამბობს ქალი, რომელმაც ძალადობით სავსე ცხოვრებას დააღწია თავი.

"ჩვენ სხვადასხვა მიზეზით მოგვმართავენ. არიან ისეთები, ვინც ოჯახურ ძალადობას გაურბიან, ზოგიერთს ეგოიზმი ამოძრავებს. არავის განვსჯი, არავის ვეუბნები: "თქვენი შემთხვევა არც ისე სერიოზულია გასაუჩინარებლად".

გაუჩნარების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ადამიანთა პრობლემები არ ქრება და შესაძლოა ერთ დღეს ისინი ისევ ამ პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, ამიტომ კომპანიები მათ პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარება.

"მხოლოდ ჩემმა უფროსმა ვაჟმა იცის სიმართლე. ის ახლა 13 წლისაა, - ამბობს სუგიმოტო. - არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები: "რაც მამამ გადაწყვიტა, ეს მისი ცხოვრებაა და მე ამის შეცვლა არ შემიძლია". ის ჩემზე პატარაა, თუმცა უფრო ზრდასრული ადამიანივით აზროვნებს, ვიდრე მე"... წყარო

ავტორი ეკა გადახაბაძე

ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში

ილონ მასკის დედამ ანუკის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მეი მასკი "ინსტაგრამზე"

უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები ქალების მოხიბვლას მაკიაჟითა და ვარცხნილობით ცდილობენ