მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს... მათ ტანკებს ვმართავთ, მათი იარაღები ჩვენს ხელშია" - ილჰამ ალიევი
"აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს... მათ ტანკებს ვმართავთ, მათი იარაღები ჩვენს ხელშია" - ილჰამ ალიევი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გია.

„არ დარ­ჩა მსოფ­ლი­ო­ში არც ერთი ლი­დე­რი, რომ­ლის­თვი­საც ფა­ში­ნი­ანს არ და­უ­რე­კავს, აგენ­ტი არ გა­უგ­ზავ­ნია, არ შე­ვედ­რე­ბია და მუხ­ლებ­ზე არ და­უ­ჩო­ქია. მას რომ ნორ­მა­ლურ ენა­ზე ესა­უბ­რა, ჩვე­ნი წმინ­და ქა­ლა­ქი არ შე­ე­რა­ცხყო, რა თქმა უნდა, ვი­ცხოვ­რებ­დით იმ იმე­დით, რომ ეს სა­კი­თხი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით მოგ­ვარ­დე­ბო­და. მაგ­რამ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი პრო­ვო­კა­ცია იყო, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო და ის ფიქ­რობს, რომ ამას შე­ვე­გუ­ე­ბით?!

ახლა ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ, ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღ­ლე­ბი­ვით ვა­ძე­ვებთ! აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მათ ძაღ­ლე­ბი­ვით დევ­ნი­ან! აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დრო­შა აღ­მარ­თუ­ლია ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე! მათი პოს­ტე­ბი ჩვენს ხელ­შია! ჩვენ მათ ტან­კებს ვმარ­თავთ! მათი სხვა ია­რა­ღე­ბი ჩვენს ხელ­შია, მათი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი ჩვენს ხელ­შია!“ - აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ოკუ­პა­ცი­ას ვე­რას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა.

"სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შუ­შა­ში ცეკ­ვავს და ფიქ­რობს, რომ ჩვენ ამას შე­ვე­გუ­ე­ბით? ცდე­ბი­ან, ამას არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით,“- აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­ე­როს, ეუ­თოს, ევ­რო­კავ­შირ­სა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ სომ­ხეთ­მა ყა­რა­ბაღ­ში უკა­ნო­ნო და­სახ­ლე­ბა შექ­მნა, რაც და­ნა­შა­უ­ლია, თუმ­ცა ამა­ზე არა­ვის არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

"გა­ა­კე­თა მინ­სკის ჯგუფ­მა გან­ცხა­დე­ბა? არა! გა­ა­კე­თა ევ­რო­კავ­შირ­მა? არა. მათ გა­ნა­ცხა­დეს, ჩვენ ეს არ გვა­ინ­ტე­რე­სებ­სო. თუკი არ აინ­ტე­რე­სებთ, მა­შინ ნურც ახლა და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. მა­შინ ახლა რა­ტომ ყვი­რით და ტი­რით? რის­თვი­საა ეს ხრი­კე­ბი? ზოგი ქვე­ყა­ნა, ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა ჩვენ გვა­და­ნა­შა­უ­ლებს, წა­ვიდ­ნენ და სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დონ, ეს ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლოა. ზო­გი­ერ­თი აცხა­დებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­პყრო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი ჩვე­ნია, ჩვე­ნი მი­წაა და იქ უნდა დავ­ბრუნ­დეთ, ჩვენ იქ ვბრუნ­დე­ბით და დავ­ბრუნ­დე­ბით,“- აღ­ნიშ­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამბარცუმიანი ჰაიკა
145

აი მაგასაც განახებთ ვის ხელშია რუსები ხურდებიან უკვე ემზადებიან ჩათვალე ხვალ ზეგ თქვენი ჯარისკაცების ჩონჩხებსაც ვეღარ იპოვით !ყარაბახი სომხეთია რაც შეეხება უმადურ ქართველებს თქვენი წიოკი ცოტა ხანში ნახეთ რუსის ჯარს როგორც აზერს დაადუღებს პირდაპირ საქართველოს ტერიტორიეების ასაღებად წამოვა ჯავახეთი ჩვენია და მაგასაც მივიერთებთ სხვა დანარჩენი კი რუსების იყოს!თქვენი ს... უნდა დაილიოს./

irina
17

kargi igeb oms igeb ძაღლები რაღა სათქმელია.ომი სასინელებააა.არ იომოდ ხალხნო არაააააა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს... მათ ტანკებს ვმართავთ, მათი იარაღები ჩვენს ხელშია" - ილჰამ ალიევი

"აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს... მათ ტანკებს ვმართავთ, მათი იარაღები ჩვენს ხელშია" - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროვოკაციული ქმედებების შედეგია.

„არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერი, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაურეკავს, აგენტი არ გაუგზავნია, არ შევედრებია და მუხლებზე არ დაუჩოქია. მას რომ ნორმალურ ენაზე ესაუბრა, ჩვენი წმინდა ქალაქი არ შეერაცხყო, რა თქმა უნდა, ვიცხოვრებდით იმ იმედით, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდებოდა. მაგრამ ყოველი ნაბიჯი პროვოკაცია იყო, ყოველი ნაბიჯი შეურაცხყოფა იყო და ის ფიქრობს, რომ ამას შევეგუებით?!

ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მათ ძაღლებივით დევნიან! აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე! მათი პოსტები ჩვენს ხელშია! ჩვენ მათ ტანკებს ვმართავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია!“ - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას ვერასდროს შეეგუება.

"სომხეთის პრემიერ-მინისტრი შუშაში ცეკვავს და ფიქრობს, რომ ჩვენ ამას შევეგუებით? ცდებიან, ამას არასდროს შევეგუებით,“- აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს შეატყობინა, რომ სომხეთმა ყარაბაღში უკანონო დასახლება შექმნა, რაც დანაშაულია, თუმცა ამაზე არავის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

"გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ აინტერესებთ, მაშინ ნურც ახლა დაინტერესდებიან. მაშინ ახლა რატომ ყვირით და ტირით? რისთვისაა ეს ხრიკები? ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ზოგიერთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობის საშუალებას არ მისცემს, მთიანი ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი მიწაა და იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ იქ ვბრუნდებით და დავბრუნდებით,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სამხრეთ კორეაში 33-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა - 80-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

"ბაქომ და ერევანმა მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს" - მარია ზახაროვა

დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე