მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგრძნობ, საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის... ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა" - რას წერს ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა
"ვგრძნობ, საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის... ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა" - რას წერს ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ექიმ­მა, ზუ­რაბ გუ­რულ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლა­ხანს პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ მან ზა­ფხულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა. ექი­მი ინ­ფი­ცი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას აღ­წერს:

"12 ივ­ნი­სი ... დი­ლი­დან მტკი­ვა მთე­ლი სხე­უ­ლი და ყვე­ლა სახ­სა­რი. უსი­ა­მო წი­ნათ­გრძნო­ბამ შე­მი­პყრო. შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რომ ვერ გა­და­ვურ­ჩე­ბო­დი და­ინ­ფი­ცი­რე­ბას. ძა­ლი­ან ბევრ სა­რის­კო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­მიხ­და ყოფ­ნა და თა­ნაც არა­ვინ იცის ზუს­ტად ჩვე­ნი ნიღ­ბე­ბის დაც­ვის სრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი.შუ­ა­დღე­ზე სა­შინ­ლად შე­მამ­ცივ­ნა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ თით­ქოს ყვე­ლა ძვა­ლი გა­ყი­ნუ­ლი მი­დევს სხე­ულ­ში, არა­და, გა­რეთ 35 გრა­დუ­სი­ა­ნი სი­ცხეა. და­ყოვ­ნე­ბა აღარ ღირს. სა­დღაც გუ­ლის სიღ­რმე­ში ვი­მე­დოვ­ნებ, რომ იქ­ნებ გავ­ცივ­დი, მაგ­რამ …ტეს­ტი გა­მი­კე­თეს, მაგ­რამ პა­სუ­ხი მხო­ლოდ 48 სა­ა­თის შემ­დეგ იქ­ნე­ბა.

სამ­სა­ხუ­რი­დან ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღე, რომ მკაცრ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში წა­ვი­დე. გა­ჭირ­ვე­ბით მი­ვაღ­წიე სახ­ლამ­დე და ჩავ­წე­ქი. სი­ცხემ 39 გრა­დუ­სამ­დე ამი­წია. ვცდი­ლობ თავი და­ვიმ­შვი­დო და არ ვი­ფიქ­რო შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბებ­ზე; არა­და, გო­ნე­ბამ თა­ვი­სით ამო­აგ­დო ყვე­ლა მძი­მე შემ­თხვე­ვა. ნე­ტავ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მა­ინც შე­მეძ­ლოს სახ­ლში, რომ და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც ვი­ცო­დე რას ვე­ლო­დო. მივ­ხვდი რომ კო­ლე­გი­სა და მე­გობ­რის გო­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და და­სამ­შვი­დებ­ლად. ჩემი სი­ცხი­ა­ნი გო­ნე­ბა ვე­ღარ ქა­ჩავ­და რა­ცი­ო­ნა­ლურ აზ­როვ­ნე­ბას. მო­ვიკ­რი­ბე ძალა და ნანა გე­გეჭ­კორს და­ვუ­რე­კე, ძა­ლი­ან მა­გარ ექიმს და კარგ მე­გო­ბარს. სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დე მო­დის ამ ადა­მი­ა­ნი­სა­გან. უცებ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მა და და­მა­წყნა­რა. სა­უბ­რის მერე უკეთ ვიგ­რძე­ნი თავი. -ბო­ლოს­და­ბო­ლოს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ვარ, რა­ტომ უნდა გა­მირ­თულ­დეს, ვცდი­ლობ დამ­შვი­დე­ბას და პრაგ­მა­ტუ­ლად ფიქ­რს.

18 ივ­ნი­სი ... 48 სა­ათ­მა გა­ი­ა­რა, რაც სი­ცხე არ მქო­ნია. მგო­ნი ვრჩე­ბი. მი­ხა­რია. - ჯერ ნუ იჩ­ქა­რებ - მაფრ­თხი­ლებს ნანა და მა­ი­ძუ­ლებს რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­აქ­ტი­უ­რო ფი­ზი­კუ­რად. მი­ჭირს სი­ა­რუ­ლი, სი­სუს­ტი­სა­გან თავ­ბრუ მეხ­ვე­ვა, მაგ­რამ არ მინ­და თრომ­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდე და ვცდი­ლობ ეზო­ში ვი­სე­ირ­ნო, ყვე­ლა­სა­გან მო­შო­რე­ბით.შუ­ა­დღე­ზე უცებ ამი­ვარ­და სი­ცხე და სა­შინ­ლად შე­მამ­ცივ­ნა.

ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. ვგრძნობ, რომ სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, სუნ­თქვა აღარ მყოფ­ნის.- ვე­ლო­დი ამ გარ­თუ­ლე­ბას - მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის ნანა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ სუნ­თქვა კი­დევ უფრო მი­ჭირს; პირ­ჩაღ­მა დავ­წე­ქი და ცოტა შვე­ბა ვიგ­რძე­ნი.- სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა წახ­ვი­დე - მტკი­ცე ტო­ნით მე­უბ­ნე­ბა ჩემი ექი­მი.ტაქ­სის გა­მო­ძა­ხე­ბა არ მსურს. არ მინ­და უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი საფრ­თხის ქვეშ ჩა­ვა­ყე­ნო, ვე­ლო­დე­ბი სი­ცხის დაკ­ლე­ბას და მერე თა­ვად ვჯდე­ბი სა­ჭეს­თან.

-ორ­მხრი­ვი კო­ვიდ პნევ­მო­ნია და ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის ნიშ­ნე­ბი; უნდა და­გაწ­ვი­ნოთ - ოდ­ნავ შეშ­ფო­თე­ბას ვამ­ჩნევ ხმა­ში ახალ­გაზ­რდა ექიმს, რო­მე­ლიც ჩემი ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა.სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში არა­ვი­ნაა. ვე­რა­ვის სა­ხეს ვერ ვხე­დავ. ყვე­ლა შე­ფუ­თუ­ლია და ორ­მა­გი ნი­ღა­ბი უკე­თია. არაფ­რის თავი არ მაქვს,

პა­ლა­ტა­ში შე­მიყ­ვა­ნეს თუ არა, მა­შინ­ვე ჩავ­წე­ქი. სა­შინ­ლად მცი­ვა. ექთანს ვთხო­ვე რამ­დე­ნი­მე სა­ბა­ნი მო­ე­ტა­ნა. ყვე­ლა სა­ოც­რად თბი­ლად მე­პყრო­ბა. ვცდი­ლობ არა­ფერ­ზე ვი­ფიქ­რო. უსიზ­მროდ ჩა­მე­ძი­ნა. ღა­მის 3 სა­ათ­ზე გა­მეღ­ვი­ძა. სუნ­თქვა მი­ჭირს. მე­ცო­დე­ბა ექთა­ნი გა­მო­სა­ძა­ხებ­ლად. მთე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უნდა აის­ხას ჩემ­თან შე­მო­სას­ვლე­ლად.

სი­ცხე გა­ვი­ზო­მე, 40-ს გა­დას­ცილ­და. მე კი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მცი­ვა. პა­რა­ცე­ტა­მოლს ვი­ღებ მა­გი­დი­დან და ვსვამ; მერე მუ­ცელ­ზე ვწვე­ბი......

ბევ­რი რამ მას­წავ­ლა იმ დღე­ებ­მა. ყო­ვე­ლი სი­ცო­ცხლე ძვირ­ფა­სია; ყო­ვე­ლი. ექი­მი ამ პლატ­ფორ­მი­დან უნდა მოქ­მე­დებ­დეს მუ­დამ და არა­სო­დეს, არა­სო­დეს არ­ღვევ­დეს სა­ე­ქი­მო ეთი­კას", - წერს გუ­რუ­ლი.

გა­ე­ცა­ნით ექი­მის წე­რი­ლის სრულ ვერ­სი­ას:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
138

ცერცვაძეს რომ დასცინოდი და აქილიკებდი ახლა გაიგე რა ყოფილა ეს ვირუსი? ეთიკაზე რომ საუბრობ ჯერ თვითონ უნდა დაგეცვა ეთიკა 

magnolia
137

უი ეს ის ექიმი არ არის რომ ამბობდა არ არსებობს კორონა და მაფიაა და ბლეფიაო? ქართველ ექიმებს რომ პროფესიონალიზმს უწუნებდა ? ღმერთმა გიშველოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვგრძნობ, საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის... ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა" - რას წერს ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა

"ვგრძნობ, საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის... ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა" - რას წერს ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა, სოციალურ ქსელში ახლახანს პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მან ზაფხულში კორონავირუსი გადაიტანა. ექიმი ინფიცირების პერიოდში თავის მდგომარეობას აღწერს:

"12 ივნისი ... დილიდან მტკივა მთელი სხეული და ყველა სახსარი. უსიამო წინათგრძნობამ შემიპყრო. შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას. ძალიან ბევრ სარისკო სიტუაციაში მომიხდა ყოფნა და თანაც არავინ იცის ზუსტად ჩვენი ნიღბების დაცვის სრული პოტენციალი.შუადღეზე საშინლად შემამცივნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ყველა ძვალი გაყინული მიდევს სხეულში, არადა, გარეთ 35 გრადუსიანი სიცხეა. დაყოვნება აღარ ღირს. სადღაც გულის სიღრმეში ვიმედოვნებ, რომ იქნებ გავცივდი, მაგრამ …ტესტი გამიკეთეს, მაგრამ პასუხი მხოლოდ 48 საათის შემდეგ იქნება.

სამსახურიდან ბრძანება მივიღე, რომ მკაცრ თვითიზოლაციაში წავიდე. გაჭირვებით მივაღწიე სახლამდე და ჩავწექი. სიცხემ 39 გრადუსამდე ამიწია. ვცდილობ თავი დავიმშვიდო და არ ვიფიქრო შესაძლო გართულებებზე; არადა, გონებამ თავისით ამოაგდო ყველა მძიმე შემთხვევა. ნეტავ ლაბორატორიული ტესტების გაკეთება მაინც შემეძლოს სახლში, რომ დაახლოებით მაინც ვიცოდე რას ველოდო. მივხვდი რომ კოლეგისა და მეგობრის გონება მჭირდებოდა დასამშვიდებლად. ჩემი სიცხიანი გონება ვეღარ ქაჩავდა რაციონალურ აზროვნებას. მოვიკრიბე ძალა და ნანა გეგეჭკორს დავურეკე, ძალიან მაგარ ექიმს და კარგ მეგობარს. საოცარი სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. უცებ ჩამოაყალიბა ჩემი მკურნალობის გეგმა და დამაწყნარა. საუბრის მერე უკეთ ვიგრძენი თავი. -ბოლოსდაბოლოს, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, რატომ უნდა გამირთულდეს, ვცდილობ დამშვიდებას და პრაგმატულად ფიქრს.

18 ივნისი ... 48 საათმა გაიარა, რაც სიცხე არ მქონია. მგონი ვრჩები. მიხარია. - ჯერ ნუ იჩქარებ - მაფრთხილებს ნანა და მაიძულებს რომ მაქსიმალურად ვიაქტიურო ფიზიკურად. მიჭირს სიარული, სისუსტისაგან თავბრუ მეხვევა, მაგრამ არ მინდა თრომბის მსხვერპლი გავხდე და ვცდილობ ეზოში ვისეირნო, ყველასაგან მოშორებით.შუადღეზე უცებ ამივარდა სიცხე და საშინლად შემამცივნა.

ძალიან ცუდად ვარ. ვგრძნობ, რომ საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის.- ველოდი ამ გართულებას - მაინც ოპტიმისტურად არის ნანა. რამდენიმე საათის შემდეგ სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირს; პირჩაღმა დავწექი და ცოტა შვება ვიგრძენი.- საავადმყოფოში უნდა წახვიდე - მტკიცე ტონით მეუბნება ჩემი ექიმი.ტაქსის გამოძახება არ მსურს. არ მინდა უცნობი ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩავაყენო, ველოდები სიცხის დაკლებას და მერე თავად ვჯდები საჭესთან.

-ორმხრივი კოვიდ პნევმონია და ციტოკინური შტორმის ნიშნები; უნდა დაგაწვინოთ - ოდნავ შეშფოთებას ვამჩნევ ხმაში ახალგაზრდა ექიმს, რომელიც ჩემი ყოფილი რეზიდენტი აღმოჩნდა.საავადმყოფოს დერეფანში არავინაა. ვერავის სახეს ვერ ვხედავ. ყველა შეფუთულია და ორმაგი ნიღაბი უკეთია. არაფრის თავი არ მაქვს,

პალატაში შემიყვანეს თუ არა, მაშინვე ჩავწექი. საშინლად მცივა. ექთანს ვთხოვე რამდენიმე საბანი მოეტანა. ყველა საოცრად თბილად მეპყრობა. ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. უსიზმროდ ჩამეძინა. ღამის 3 საათზე გამეღვიძა. სუნთქვა მიჭირს. მეცოდება ექთანი გამოსაძახებლად. მთელი აღჭურვილობა უნდა აისხას ჩემთან შემოსასვლელად.

სიცხე გავიზომე, 40-ს გადასცილდა. მე კი ძალიან, ძალიან მცივა. პარაცეტამოლს ვიღებ მაგიდიდან და ვსვამ; მერე მუცელზე ვწვები......

ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა. ყოველი სიცოცხლე ძვირფასია; ყოველი. ექიმი ამ პლატფორმიდან უნდა მოქმედებდეს მუდამ და არასოდეს, არასოდეს არღვევდეს საექიმო ეთიკას", - წერს გურული.

გაეცანით ექიმის წერილის სრულ ვერსიას:

"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ქართველი ძიუდოისტების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე - კატარში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი, მათ შორის 2 ოქრო მოიპოვა