მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ
"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის არა­იკ არუ­თუ­ნი­ა­ნის პრესმდი­ვა­ნი ვაგ­რამ პო­ღო­სი­ა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, არუ­თუ­ნი­ა­ნი მძი­მედ და­იჭ­რა.

„ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა. პრე­ზი­დენ­ტი ცო­ცხა­ლია და ჯან­მრთე­ლა­დაა, ის სრულ­ყო­ფი­ლად ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს. ცოტა ხნის წინ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა. გვეს­მის, რომ პრე­ზი­დენ­ტის წინ­და­ხე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­ში პა­ნი­კას იწ­ვევს, მაგ­რამ ისი­ნი უნდა და­ვამ­წუხ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და პო­ღო­სი­ან­მა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვის თა­ნა­შემ­წემ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი არა­იკ არუ­თუ­ნი­ა­ნი მძი­მედ და­იჭ­რა.

ამას­თან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ გან­ჯას სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვე­ბის შე­დე­გად, 32 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა.

„ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დაჭ­რი­ლია 32 ადა­მი­ა­ნი. გარ­და­იც­ვა­ლა ქა­ლა­ქის მკვიდ­რი თუ­ნარ ალი­ე­ვი“, - ნათ­ქვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ქი­ამ­რან ალი­ე­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტის ნა­გიფ გამ­ზა­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გარ­დაც­ვლი­ლია ორი ადა­მი­ა­ნი, დაჭ­რი­ლე­ბი კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან.

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სტე­პა­ნა­კერ­ტის და­ბომბვის სა­პა­სუ­ხოდ, დარ­ტყმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქა­ლა­ქე­ბის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ქა­ლაქ გან­ჯას სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ზო­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, 24 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და 111 და­იჭ­რა. ამის შე­სა­ხებ დღეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს.

„სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან მძი­მე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­ბომბვის შე­დე­გად, 27 სექ­ტემ­ბრი­დან დღეს 15:30 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში და­ღუ­პუ­ლია 24 და დაჭ­რი­ლია 111 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი“ , - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ზა­რა­ლი მი­ად­გა 49 სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექტსა და 248 სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს.

ცნო­ბის­თვის, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ნახ­ლდა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
7

ლენინი ცოცხალია და მავზოლეუმიდან სასეირნოდაც გამოდის

მარიამი
1

ამისთანა ტრაბახა ომი არ გამიგია, ორივენი თავს იქებენ, ვერსაიდან სიმართლეს ვერ გაიგებ... შეიძლება კოსმოსიდან თუ დახედეს, მიხვდნენ რაღაცას, რა ხდება სინამდვილეში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი აზერბაიჯანული მხარის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა.

„ეს აბსოლუტური დეზინფორმაციაა. პრეზიდენტი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, ის სრულყოფილად ასრულებს თავის მოვალეობებს. ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. გვესმის, რომ პრეზიდენტის წინდახედული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანში პანიკას იწვევს, მაგრამ ისინი უნდა დავამწუხროთ“, - განაცხადა პოღოსიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწემ დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა.

ამასთან, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ განჯას სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვების შედეგად, 32 ადამიანი დაიჭრა.

„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, დაჭრილია 32 ადამიანი. გარდაიცვალა ქალაქის მკვიდრი თუნარ ალიევი“, - ნათქვამია გენერალური პროკურორის ქიამრან ალიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანელი დეპუტატის ნაგიფ გამზაევის ინფორმაციით კი, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დაჭრილები კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული ხელისუფლების განცხადებით, სტეპანაკერტის დაბომბვის საპასუხოდ, დარტყმები განხორციელდა აზერბაიჯანის ქალაქების სამხედრო ობიექტებზე, განადგურებულია ქალაქ განჯას სამხედრო აეროდრომი.

აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 24 ადამიანი გარდაიცვალა და 111 დაიჭრა. ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მძიმე ტექნიკის გამოყენებით, აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, 27 სექტემბრიდან დღეს 15:30 საათამდე პერიოდში დაღუპულია 24 და დაჭრილია 111 სამოქალაქო პირი“ , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ზარალი მიადგა 49 სამოქალაქო ობიექტსა და 248 საცხოვრებელ სახლს.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირება 27 სექტემბრიდან განახლდა.

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები

"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში